Skip to content
September 20, 2011 / mkitxveli

მარიო ვარგას ლიოსა – “დეიდა ხულია”

ნობელიანტობა ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონობას ნიშნავს, ამ პრემიის მფლობელობა მნუსხავს და წინასწარ გამწყობებს მიქმნის. სულ ველოდები, რომ რაღაც გამორჩეული უნდა დამხვდეს. ლაურიატობა დიდი პრეტენზიაა. ბოლო წლებში მიღებული პრემია უფრო. ლიოსა 2010 წლის ნობელიანტია.

“დეიდა ხულიას” მოქმედება 50-ან წლებში ვითარდება, წიგნი 70-იანების ბოლოს გამოიცა და იმ დროის პერუსთვის ახალი სიტყვა იყო. 18 წლის ბიჭს 32 წლის დეიდა ხულია შეუყვარდება, ასაკობრივი სხვაობის გამო ახლობლები ურთიერთობის წინააღმდეგნი არიან. სიუჟეტში ორიგინალური ვერაფერი დავინახე, თუმცა მგონია, რომ ეს რომანი თავის დროზე საკუთარ ფუნქციას შეასრულებდა და ადამიანებს ურთიერთობაზე დააფიქრებდა. იმაზე შვილის არჩევანს პატივი რომ უნდა სცე, მერე ვიღაც გაიაზრებდა აკრძალვა უფრო რომ აახლოებს და სხვის საქმეში ჩარევას კიდევ უარყოფითი შედეგი მოაქვს.

“როგორი განსხვავებაც არ უნდა იყოს ასაკში, სიყვარული მხოლოდ მაშინაა ხანმოკლე თუ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიოლოგიას ემყარება. როცა სიახლე იკარგება , როცა ერთმანეთს ეჩვევიან სიყვარული თანდათან სუსტდება, სქესობრივი ლტოლვა ქრება და ერთად ცხოვრების გაგრძელებას სხვა სულიერი, გონებრივი თუ ზნეობრივი ანდამატი სჭირდება. აი, სწორედ ამ დროს აღარ აქვს მნიშვნელობა ასაკის სხვაობას”

დღეს მგონი ეს პრობლემა გაილახა და ასაკი უმნიშვნელო გახდა. ვიღაცეების შეშფოთებულ მიმიკას კი იწვევს, მაგრამ მათი რაოდენობა მცირდება.

“სიყვარულის განცდასა და სექსუალურ ლტოლვას ერთი და იგივე სათავე აქვს: ორივე საკუთარი თავის დავიწყებისას იბადება. თუ თავი არ დაკარგე, უბრალოდ ვერაფერს გააწყობ. ჩვენ ცივები, რაციონალურები გავხდით, ინდივიდუალურობამ და საკუთარმა უფლებებმა მეტისმეტად გაგვიტაცა.” ესეც უელბეკისეული თანამედროვე ადამიანის პრობლემა. მარიომ თავი დაკარგა, ხულიამაც, სხვა დრო იყო.

სასიყვარულო ურთიერთობაზე მეტად პედრო კამაჩოს რადიოდადგმებმა მომხიბლა. ათ გვერდში ჩატეულმა მრავლისმთქმელმა ამბებმა. სერიალებივით იყო, განსაკუთრებით ბოლო აბზაცები,  გაშტერებული სახითა და მოთამაშე წარბებით წარმოთქმული ფრაზები – მოარჩენს ექიმი სულით ავადმყოფს? დააგდებს ანთებულ სანთელს თივაზე? უნდა გეცინებოდეს და არც მეღიმებოდა ხოლმე, იმდენად მნიშვნელოვანი ამბები იყო ამ მომენტამდე.

ერთი ეპიზოდი ყველაზე დამაფიქრებელი მეჩვენა. ლუჩომ ბავშვს მანქანა დააჯახა, როცა მივარდა იმის გასაგებად, მკვდარი იყო თუ ცოცხალი, ორივე სხვა მანქანამ გაიტანა, მისკენ ადამიანები წამოვიდნენ და დახმარების ნაცვლად გაძარცვეს,რამაც მის ფსიქიკაზე ძალიან იმოქმედა. ერთი ექმი ურჩიეს. აი, ის ნარკომანებს მარიხუანას რომ სთავაზობდა და ასე ცდილობდა განკურნებას.

“საკუთარ თავთან ჭიდილი არაფერს გაძლევთ, რადგან ამ ომში ვერავინ იმარჯვებს. ნუ გრცხვენიათ საკუთარი თავის, იმითღა ინუგეშეთ, რომ ყოველი კაცი აფთარია და კაიკაცობა მხოლოდ თავის კარგად მოკატუნებას ნიშნავს.” 

ჩაიხედე სარკეში და საკუთარ თავს უთხარი “მე ბავშვის მკვლელი ვარ!”, დეტალურად გაიხსენე შემთხვევის დეტალები და ნუ აიძულებ თავს ქვეცნობიერში მიჩქმალოო. მანამდეც მჯეროდა, რომ პრობლემებისთვის თვალის გასწორება მისი მოგვარებისკენ გადადგმული ყველაზე სწორი ნაბიჯია.

მარიო ვარგას ლიოსა

“დეიდა ხულია” სიძნელეთა დაძლევის წიგნია – სხვადასხვა სიტუაცია, ათასგვარი გამოსავალით. იმ დადგმებშიც ბოლო აბზაცში ჩაყრილი კითხვები ერთი ამბის რამდენიმე დასასრულს გთავაზობს. ცხოვრებაშიც ასეა, ერთი გზა არ არსებობს და ბევრი “ან” კავშირია, მთავარია გაიაზრო, სად ხარ, რა გჭირს და რა გინდა.

ვფიქრო,ბ რომ წიგნები მკითხველმა საკუთარ თავზე უნდა მოირგოს. ლიოასასთან ერთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება ხულიასა და ვარგიტასის ამბავი იყოს, მეორესთვის 70-იანი წლების პერუს ცხოვრება, ლიოსას რეალიზმი, ვიღაცისთვის ის, რომ ავტობიოგრაფიულია და მწერალზე ბევრის გაგება შეიძლება. ჩემთვის კი ის, რაც ზედა აბზაცში დავწერე.

1977 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, 2010-მდე ლიოსას ნაწარმოებების პრობლემატიკაც შეიცვლებოდა, მაინტერესებს,  მისი ბიოგრაფიის გაცნობის შემდეგ უფრო.

3 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Oct 3 2011 2:32 pm

    ამ წიგნს ვერსად მივაგენი ინტერნეტის გარდა და ახლა ვფიქრობ, ღირს ყიდვა თუ არა? არ ვიცი, რამდენად მომეწონება, პოსტით ვერაფერი გავიგე და რაღაც საპნის ოპერას მაგონებს. თან წიგნის ყდაც რაღაც არამიმზიდველია, ინგლისური თარგმანი, თორემ ქართულს კი წავიკითავხდი და როდის იქნება, გერმანიაში ქართულად ნათარგმნი წიგნები გაიყიდოს :ლოლ: :დ

    • mkitxveli / Oct 3 2011 3:17 pm

      მგონია რომ არ მოგეწონება, ახალი არც კი ვიცი რა უნდა გაიგო. მე სამხრეთ ამერიკელებს არ ვწყალობ და შენი არ ვიცი.

      პოსტის ბოლო ფრაზებში ვიმედოვნებ მას შემდეგ უკეთესი რაღაცეები დაწერა და ნობელი იმიტომ მიიღო

  2. david / Jun 15 2015 8:10 pm

    თქვენი არვიცი, მარა მე ძალიან მიყვარს სამხრეთ ამერიკის ლიტერატურა🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: