Skip to content
October 9, 2011 / mkitxveli

ნიკოლოზ ჩხოტუა – “მარადიული”

იდეალისტური და რომანტიკული წიგნები დიდი ხანია ზღაპარივით მეკითხება, ჩემნაირ პრაგმატულ და არაემოციურ ადამიანს გული რომ არ მიჩუყდება, გასაკვირი სულაც არ არის. ჩხოტუას “მარადიულს” რომ ვკითხულობდი, ვფიქრობდი ჩემს ადგილზე ფუმფულა დათუნიების მოყვარული თინეიჯერი სლუკუნ-სლუკუნით ჩავიდოდა ბოლომდე-მეთქი.

სიუჟეტი XIX საუკუნის მიწურულს ვითარდება და შეიძლება მაშინ მართლა უყვარდათ ასე, ახლა მეეჭვება. არ გეგონოთ რამე ბანალური რომანი იყოს, პირიქით, აკადემიურად ნაწერი, ნოსტალგიით სავსე, ემოციური წიგნია. პირველივე თავებიდან მიხვდები, რომ ემიგრანტი წერს. თავად ავტორი ნიკოლოზ ჩხოტუა 20-იან წლებში ევროპაში გადასახლებულა. “მარადიული” ბევრ ავტობიოგრაფიულ ეპიზოდს შეიცავს.

მთავრი გმირიც შვეიცარიაში ემიგრირებული ახალგაზრდაა, რომელიც 14 წლის შემდეგ სამშობლოში ბრუნდება. ჩემთვის ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მომენტი სწორედ ბაბუა პლატონთან შეხვედრაა. საქართველოს გარდა არსად მიცხოვრია დიდი ხნით და არ ვიცი, რა განცდაა სამშობლოში დაბრუნება, მაგრამ ძალიან დამაჯერებელია ის ემოციები, რასაც იბერიელი ჩამოსვლისას გრძნობს.

“მსოფლიოში ძალზე იშვიათად აქვს დროს ადამიანებზე ისეთი მომნოსხველი გავლენა, როგორც საქართველოში”.  ბაბუამ საკუთარი მიწები გლეხებს დაურიგა და ახსნაც:

“ერთადერთი გზა სიმდიდრის მოსაპოვებლად სიმდიდრის სხვებისთვის განაწილებაა. ვიდრე ჩვენი ხარბი სამყარო უარს არ იტყვის ძალაუფლეისაკენ ამადმყოფურ ლტოლვაზე და არ ეზიარება ჭეშმარიტებას, იგი მუდმივად საკუთარ ცრემლსა და სისხლიში ჩაეხშობა.

მერე ტაია დაინახა. ” იგი ერთადერთ ტაიად იქცა მთელ სამყაროში და მთელი სამყაროც მხოლოდ ტაიად გადაიქცა”. არ მჯერა, რომ ახლაც ვინმეს ასე შეუყვარდეს. არადა, მართლა კვდებოდა, როცა ვეღარ ხედავდა, სულიერად დაეცა და ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ამ სიტყვებს დღესაც ხშირად იმეორებენ ხოლმე, თუმცა მხოლოდ უტრირებულად.

მთელი წიგნის არსი კი ისაა, რომ თუ მართლა გიყვარს, მნიშვნელობა არ აქვს, ფიზიკურად შენთანაა თუ სხვაგან, გრძნობა რჩება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისიც აქ არის. ტერეზასაც ამ დიდი გრძნობისთვის უყვარს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწერი ცოტა გულუბრყვილო მეჩვენა, სიყალბისგან მაინც დაცლილია და არ გაღიზიანებს. იმ ეპოქის საქართველოს კარგად განახებს, მერე ისე აშკარაა დღევანდელობასთან განსხვავება, გიკვირს. ყოფა, ტრადიციები, წესები, ცხოვრების სტილი, ყველანაირის ურთიერთობა იმდენად შეცვლილია, საერთოს პოვნა გამიჭირდა. არ ვიცი, იქნებ იმ ადამიანურ ეპოქაში სჯობდა, ჩვენ კი XXI საუკუნის რობოტები ვართ.

4 Comments

Leave a Comment
  1. mzesaswauli / Oct 10 2011 3:55 pm

    ეს წიგნი ძალიან მომეწონა, მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად რომანტიკულია. თან რაღაც ძალიან საინტერესო დასაწყისი აქვს.

    • mkitxveli / Oct 10 2011 7:38 pm

      უცხოდ და განსაკუთრებულად მე არ მომეჩვენა დასაწყისი🙂 სხვანაირ საქართველოს გაჩვენებს და ეგ უფრო მომეწონა🙂

  2. Tea Jafaridze / Oct 10 2011 5:11 pm

    dzalian gttxov gaaagrdzele wera … dzalian kargad gamogdis..))
    dzalian minda kidev saintereso wignebi mogvawodoo ragdan ar minda uazrobebistvis dro davkargoo
    vendobi shens gemovnebas ..:*

    • mkitxveli / Oct 10 2011 7:39 pm

      უი დიდი მადლობა, შეგიძლია მეილითაც შემეხმიანო თუ დაგჭირდეს🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: