Skip to content
October 24, 2011 / mkitxveli

ანე-კატარინე ვესტლი – “დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა”

Anne-Catharina Vestly- Åtte små, to store og en lastebil

ჩემ ბავშვობას ანე-კატარინე ვესტლისა და მისი გმირების გარეშე ვერ ვიხსენებ, ეს წიგნი ფონად გაჰყვა სკოლის ადრეულ პერიოდს. ალბათ იმიტომ, რომ პირველად ამ ნაწარმოებით გავიგე, რას ნიშნავს წიგნზე მიჯაჭვულობა, როცა კითხულობ და არაფერი გახსოვს მის გარდა. პირველად რომ წავიკითხე, ათი წლის ვიყავი, მანამდე რაღაცეები წაკითხული მქონდა, თუმცა წიგნი მთელი თავისი არსით, ვესტლიმ გამაგებინა და დარჩა კიდეც ჩემს მეხსიერებაში.  მას შემდეგ კიდევ იმდენჯერ წავიკითხე და წავუკითხე სხვებს, რომ დამვიწყებოდა, ეგ უფრო გამიკვირდებოდა.

წიგნების მაღაზიაში ვიყავით მე და სოფი, მისთვის რამე მინდოდა შემერჩია. პირდაპირ ამ წიგნთან მივიდა და მიყიდეო, მითხრა. ვიზუალური გაფორმებით დიდი ვერაფერია, სოფი კიდევ მხოლოდ ხუთი წლისაა და ილუსტრაციების გარეშე წიგნები არ მოსწონს. ამას ჩემ ენაზე “წიგნმა დამიძახა” ჰქვია. დიდხანს ყურადღების კონცენტრირება არ შეუძლია, მაგრამ ვესტლის ორასგვერდიანი წიგნი სამ დღეში დავასრულეთ, ისე ჩაითრია. ბავშვს თუ გინდა კითხვა შეაყვარო “დედის, მამის, რვა ბავშვისა და საბარგო მანქანის” შესახებ უნდა წაუკითხო ან წააკითხო.

ზუსტად არ ვიცი, რა აქვს ასეთი განსაკუთრებული ამ წიგნს. მასზე უკეთესი საბავშვო ტექსტი, მრავალფეროვანი პერსონაჟებით, თავგადასავლებით ბევრი წამიკითხავს. მთავარი ალბათ ისაა, რომ ვესტლი ახერხებს თითოეული გმირი შენთვის ძალიან ახლობლი გახდეს, განიცდიდე მათ ამბავს. პირველად რომ წავიკითხე, წრიპა მორტენის ხიმანდრობები მხიბლავდა, მერე ჰილდასა და ჰენრიკს ვგულშემატკივრობდი და მონა მომწონდა, ბოლოს ყველაზე უფროსი მარენი გახდა ჩემთვის საინტერესო. სოფის მილი უყვარს, ჩემნაირიაო.

გაოცებს ის ურთიერთობა, რაც ოჯახშია, საოცარი ურთიერთგაგება და სიყვარულია, როცა უჭირთ, ისე მარტივად აგვარებენ პრობლემებს, გიკვირს. თითოეული თავი ერთი დასრულებული ამბავია, თუმცა ბოლო აბზაცი ისე გაინტრიგებს, შეუძლებელია იქ დახურო წიგნი და კითხვა გაწყვიტო.

სიუჟეტი მოსაყოლადაც არ ღირს, ერთი ნოერვეგიული დიდი ოჯახის ამბავია, სადაც რვა ბავშვი იზრდება, ჰყავთ საბარგო მანქანა – სრულუფლებიანი წევრი ოჯახში, სამოვრის მილი – ძაღლს ჰქვია ასე, მოჩხუბარი მეზობელი ჰილდა, მერე საუკეთესო მეგობარი რომ გახდება და გაათხოვებენ კიდეც.

სკანდინავიამ მსფოლიოს ბავშვებს ვესტლი და ლინდგრენი აჩუქა, იმდენად განსხვავებულები არიან, მათი შედარებაც კი არ შეიძლება, მაგრამ ერთი საერთო მაინც აქვს – ორივე წიგნს აყვარებს ბავშვს, თანაც ისე, ცხოვრების ბოლომდე რომ გაჰყვებათ. ვესტლიმ სერიოები შექმნა, ადრინდელ გამოცემაში მეორე ნაწილიც იყო, “დედა, მამა, დიდედა და რვა ბავშვი ტყეში.” როგორც ვიცი სულაკაურის გამომცემლობა ამ ნაწილსაც დაბეჭდავს, დანარჩენები კი თარგმნილიც არ არის, მგონი, არადა სიამოვნებით წავიკითხავდით მე და სოფი.

19 Comments

Leave a Comment
  1. Mariam Kvitsiani / Oct 25 2011 5:17 am

    უსაყვარლესი წიგნია❤ რამდენადაც ვიცი სულაკაური ჯერჯერობით მეორეს გამოცემას არ აპირებს, არადა იმედი მქონდა რვავეს თარგმნიდნენ : ((

    • mkitxveli / Oct 25 2011 10:28 am

      მე ვიცოდი რომ მეორის გამოცემას მალე აპირებდნენ, პრინციპში თარგმნილია და რა პრობლემაა არ ვიცი

    • მორტენა :) / Dec 10 2016 12:37 pm

      მეორე ჯობია🙂 მარა რვა ?

  2. მზესასწაული / Nov 10 2011 5:45 am

    awwwww❤ ჩემი ბავშვობა გამახსენდა… როგორ მიყვარდა ეს წიგნი ^^ მერე სამწუხაროდ სადღაც დავკარგე და ისე განვიცდიდი.მე რომელი გამოცემაც მქონდა, ორივე ნაწილი იყო დაბეჭდილი. მაგრამ მე ისე პირველი უფრო მიყვარდა :)))) საბარგო მანქანას რომ დაკარგავენ და ძრავის ხმით რომ იცნობენ😀 აუ მაგარი წიგნია მართლა ^^

  3. katerina / Dec 13 2011 8:04 pm

    და იყო კიდევ წიგნი ” გოგონა ავრორა “ც” კორპუსიდან”, სადაც რაღაც მომენტში ჩნდებოდა ტყეში რვა ბავშვი და მათი ოჯახი. ესეც საყვარელი წიგნი იყო ჩემი.

    • mkitxveli / Dec 14 2011 7:55 pm

      უი, ეგ არ ვიცი😦

  4. nl / Mar 11 2012 9:12 pm

    მე კი დანამდვილებით მახსოვს რომ დიდედაც ყავდათ,ანუ,”დედა, მამა, დიდედა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა.ბავშობა გამახსენდა🙂

    • mkitxveli / Mar 11 2012 10:49 pm

      მეორე ნაწილს ჰქვია “დედა, მამა, დიდედა და 8 ბავშვი ტყეში”

  5. nnnn / Jul 6 2012 7:08 am

    როგორ მიყვარდა ეს წიგნი🙂
    კი მეც მახსოვს დიდედა…. =))))))

  6. merytoveymary / Jul 25 2012 6:56 pm

    rogor mikvars es wigni chemi bavshvobis tumca mozrdil asakshic ver vanbebedi tavs …mastan ertad maxsovs zamtris civi sagamoebi chai da bebos puspusi…es wigni chemshi yvelaz tbil mogonebebtan asocirdeba

  7. ellenee / Nov 21 2012 6:14 pm

    es wigni mec dzaan miyvars❤

  8. natia / Apr 9 2013 6:14 pm

    ვგიჟდები ამ წიგნზე,მართლა ამით ვისწავლე თუ რას ნიშნავს წიგნის კითხვიდან სიამოვნების მიღება..უამრავჯერ მაქვს ორივე ნაწილი წაკითხული და ახლაც დიდი სიამოვნებით ვკითხულობ…თუ ვინმე ბავშვისთვის წიგნს ვყიდულობ საჩუქრად ყოველთვის ამას:):):

  9. nata / Jun 17 2013 4:07 pm

    ჩემი საყვარელი წიგნია, დღემდე ვკითხულობ ხოლმე, ჩემს მოსწავლეებს წავუკითხე, მთელი წიგნი, ძალიან გული დაწყდათ, როცა წიგნი დასრულდა

  10. manana kavsadze / Oct 28 2013 3:35 pm

    დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოტ ამ წიგნის გახსენებისტვის – ჩემმა ბავშვობამაც მის ფონზე გაიარა და ძალიან მიყვარს! ვფიქრობ, რომ ეს წიგნი საბავშვო ლიტერატურის კლასიკაა და სასურველია ყველა ოჯახში იქონიონ.

  11. gela / Feb 24 2014 4:03 pm

    ბავშვობიდან პირადად მე ოტია იოსელიანის დაჩის ზღაპრები და კარლსონი მიყვარს. ცოტა რომ წამოვიზარდე მარკ ტვენის ტომ სოიერი მიყვარდა, ისე რუს მწერლებს ძალიან კარგი საბავშვო წიგნები აქვთ.

    • Temo / Oct 30 2014 11:02 am

      კარლსონზე მეც ვგიჟდებოდი❤

  12. anania / May 19 2016 10:03 am

    ar megona chems garda es wigni vinmes tu eqneboda saqartveloshi wakitxuli , chemi bavshvobas am wigntan asocirdeba sadgac 6 wlis asakshi

    • mkitxveli / Jun 7 2016 8:27 pm

      ეს წიგნი ხელახლა გამოიცა, იყიდება ახლაც და ძალიან ბევრს აქვს წაკითხული🙂

  13. polarsleep / Aug 17 2016 12:13 pm

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: