Skip to content
October 30, 2011 / mkitxveli

შტეფან ცვაიგი – “მარიამ სტიუარტი”

არადამაინტრიგებელი წიგნია. მარიამ სტიუარტის ცხოვრების ანალიზი უფროა და მხატვრულობისა ნაკლებად სცხია რამე. წინასწარ გეუბნება რა მოხდება, არაფერს გიტოვებს რაღაცით მაინც რომ ჩაგითრიოს.

ბავშვობაში პრინცესობაზე ვოცნებობდი, ახლა ვფიქრობ, ბავშვებმა რომ იცოდნენ, რა საშინელებაა სამეფო კარი, ალბათ პრინცესებით შეაშინებდნენ. საზიზღარი ინტრიგები, ამბიციები, გაუმაძღარობა, ბოროტება, შური და კიდევ ათასი სისაძაგლეა ამ წიგნში თავმოყრილი.ყოველთვის ვცდილობ ნებისმიერ ნაწარმოებში, რაც არ უნდა მდარე ხარისხის იყოს, რაღაც ისეთი აღმოვაჩინო, რაც ახალია ჩემთვის, რაც მაფიქრებს და სხვა მხარეს გამახედებს – აქ სულ ტყუილად ვეცადე იმავეს.

ცვაიგის სტიუარტი ვერ გითრევს და კითხვის ტემპიც შესაბამისია. ვიდრე ამ წიგნს დავამთავრებდი, შუალედებში კიდევ სამის წაკითხვა მოვასწარი. მდორეა. ერთიდა იგივე აზრი რამდენჯერმე მეორდება, მოქმედება არ ვითარდება და კონკრეტულ ფაქტს მერე იმის განმარტებები მოჰყვება, საიდან აქვს ეს ინფორმაცია ავტორს, რა წყაროზე დაყრდნობით წერს, იქვეა დედოფლის ქცევის ანალიზიც. რამდენიმე ეპიზოდში შექსპირის ნაწარმოებებთან ავლებს პარალელს. სკოლაში თემებს რომ მაწერინებდნენ, იმის ასოციაცია გამიჩნდა. დაახლოებით ასეთი “მარიამ სტიუარტისა” და შექსპირის გმირთა შედარებითი დახსიათება”.

ანგარებიანი ორი ქალი მარიამ სტიუარტი და ელისაბედი ინგლისის ტახტისთვის ეცილებიან ერთმანეთს. ისეთი ამაზრზენია მათი მლიქვნელური ურთიერთობა. საერთოდ ერთი დადებითი გმირიც კი არ არის მთელ ნაწარმოებში. შოტლანდიის დედოფალ მარიამს საფრანგეთის ჯერ კიდევ არასრულწლოვან მეფეს მიათხოვებენ, ელისაბედი ბასტარდია და დიდი ძალისხმევა სჭირდება ინგლისის ტახტის შესანარჩუნებლად, რაც ბოღმით ავსებს. პირველი ქმრის სიკვდილის შემდეგ მარიამი შოტლანდიაში ბრუნდება. მერე საკუთარ გრძნობებს ანაცვალებს ყველაფერს და ბევრის ბედსაც დაწერს.

შტეფან ცვაიგი

“უბედური შატელიარი წინ უძღოდა სხვებს, მისგან იწყება ლანდების ცეკვა, იმათი ფერხული, ვინც ამ ქალის გულისთვის ბედის ბნელ უფსკრულში  ჩათრეულნი ეშაფოტზე ავიდნენ, მაგრამ ისიც თან გაიყოლეს.”  საკუთარი ქმრის მკვლელობაშიც იღებს მონაწილეობას, მერე ერთი დიდებული შეუყვარდება და შეეწირება კიდეც.

მესმის, რომ მარიამ სტიუარტი ერთ-ერთი საინტერესო ისტორიული პერსონაჟია, მაგრამ ეს ფაქტორი ნაწარმოებს “ვერ შველის”.

აქამდე თამამად შემეძლო მეთქვა, რომ ცვაიგი მომწონს. მისი ნოველები სწორ დროს განწყობის შესაბამისად წავიკითხე, ეფექტიც ჰქონდა. ისტორიული რომანები აშკარად არ გამოსდის, რამე “მოუთმენლობა გულისას” მსგავი ნაწარმოებები უნდა შეექმნა – 15 წლის ასაკში კარგად იკითხება. მართლა მინდა ვესაუბრო ადამიანს,, რომელმაც ხმა მისცა ამ ნაწარმოების 50 წიგნში მოხვედრას.

 

39 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Oct 30 2011 8:54 pm

    ცვაიგისგან ნამდვილად მეტს ველოდი. ზოგადად ისტორიული რომანები მიყვარს, მაგრამ “მარიამ სტიუარტს” “საუკუნე” ვკითხულობდი და მიუხედავად იმისა, რომ დიდი დრო გავიდა, ცუდად მახსოვს. იმედია 50 წიგნში ახალი თარგმანი მაინცაა. ძველმა ის მცირედი ინტერესიც მომისპო, რაც მქონდა.

    • mkitxveli / Oct 30 2011 9:17 pm

      არც ახალია მაინცადამაინც კარგი. ამდენ ხანს მეც არ წამიწელია წიგნის კითხვა

  2. ნინი / Oct 31 2011 7:25 am

    ვერ დაგეთანხმებით, მე პირადად როცა ვკითხულობდი , სტიუარტთან ერთად გავდიოდი ყველაფერს, თითქოს იმ სამყაროში ვიყავი… ორი ერთმანეთისაგან განსხვავებული ქალი, მაგრამ მაინც ქალი… მე წიგნი მეგემრიელა და დღემდე გემრიელად მახსენდება🙂

    • mkitxveli / Oct 31 2011 7:46 am

      რა კარგია ნინი რომ მომწერე, განსხვავებული აზრის მოსმენა ძალიან მინდოდა. ცოტა არ იყოს მიკვირს, რომ ცვაიგმა ასეთი ტექსტით იმ სამყაროში შეგიყვანა. პოსტშიც ვთქვი, რომ მარიამ სტიუარტი საინეტრესო პერსონაჟია თავისთავად, ისტორიაც რომ წაიკითხო მაშინაც, ამ შემთხვევაში მე მხატვრულ ტექსტზე ვსაუბრობ.

      შეგძლია უფრო კონკრეტულად მითხრა, ამ ნაწარმოებში (და არა ამბავში) რა მოგეწონა?

  3. faifuris angelozi / Nov 2 2011 5:15 pm

    არ გეთანხმები,ვგიჟდები ცვაიგის სტიუარტზე და მის ლექსიკაზე,რაღაც არისტოკრატული და მისტიური ენით საუბრობს წარსულ დროზე.სხვათაშორის მარიამზე და ელისაბედზე პოსტიც მაქვს დაწერილი,შენ არ გექნება წაკითხული მაგრამ,მე მაინც ვფიქრობ რომ ეს ორი ქალი დედოფლებად რომ არ დაესვა უკუღმართ ბედს ერთმანეთისთვის საუკეთესო მეგობრები იქნებოდნენ,არცერთი არ ჩანს ბოროტი სულის ადამიანი.

    • mkitxveli / Nov 2 2011 6:39 pm

      სამეფო კარზე მეგობრობა რამდენად შესაძლებელია, არ ვიცი. თანაც დედოფლებიც ყოფილან მაგრამ ისტორიაში სათნო ადამიანებად დარჩენილან და ეშაფოტზე არ გაუშვიათ ახლობლები.

      აი წიგნის აღქმა ინდივიდუალურიაო, რა სწორია. მე კიდევ არაფერი მემისტიურა და ცვაიგის ყველაზე სუსტი ტექსტი მგონია ახლაც

  4. faifuris angelozi / Nov 3 2011 11:45 am

    მეც ამიტომ ვთქვი დედოფლებად რომ არ დაბადებულიყვნენ-თქო,შესაბამისად მეტოქეებიც არ იქნებოდნენ და შესძლებდნენ მეგობრობას,ეს ერთი და მეორე ელისაბეთის საქციელს მე ამ გადასახედიდან მაინც ვამართლებ,რადგან როცა სახელმწიფოს მეთაური ხარ და პოლიტიკა შენგან ცივ გონებას ითხოვს,ქვეყანა კი მშვიდობას,სხვა გზა უბრალოდ არ გრჩება.

  5. Nini Berdzenishvili / Nov 3 2011 5:38 pm

    თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მომეწონა ეს წიგნი და თავიდან არც მეგონა,ესე თუ მომხიბლავდა,ვხედავ რომ თქვენ სხვანაირად ფიქრობთ,მაგრამ ეს ჩემი პირადი აზრია.

    • mkitxveli / Nov 5 2011 6:47 pm

      შენი აზრი პატივისცემას იმსახურებს ნამდვილად🙂 სტიუარტთან დაკავშირებით ჩვენი აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს, სხვა ნაწარმოებთან დაკავშრიებით შესაძლოა იდენტური იყოს🙂

  6. aranairad ar getanxmebi.mteli nawarmoebis xiblic imashia , rom istoriuli paqtebi mxatvruli saxit aris gadmocemuli da shen tu es ver dainaxe dzalian cudia. rac sheexeba elisabedis da mariam stiuartis urtiertobas , isini saxelmwipos mmartvelebi iyvnen da mati yoveli saqcieli ertmanetis mimart amit martldbea.politikashi megobroba ar arsebobs,tundac isini qalebi iyvnen.da kidev,rom wer “aradamaintrigebeli wignia” , unda migewera “chemi azrtit” radgan , chemi azrit , sakmaod damaintrigebelia,imis xiblit vkitxulobdi ,rom misi sikvdilis scena wamekitxa,da gaamartla kidec,saocrad iyo agwerili. ase rom gansxvavebuli azri pativsacemia magram ver viziareb shen azrs.🙂

    • mkitxveli / Nov 14 2011 6:55 pm

      მეც ვერაფრით ვერ გავიზიარებ შენს აზრს და ლიტერატურის ხიბლიც იმაშია რომ ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს. პირველ რიგში მადლობა რომ ჩემი პოსტი წაიკითხე. რაც შეეხება ფრაზას “ჩემი აზრით” , თავისთავად იგულისხმება რომ რასაც ვწერ ჩემი აზრით არის და არა ობიექტური ჭეშმარიტება, ვინაიდან ასეთი რამ წიგნებთან მიმართებაში არ არსებობს.

      მე “მხატვრული სახე” რომ ვერ დავინახე ცუდი სულაც არ არის, იმიტომ რომ ისევ და ისევ აღქმასთან მივდივართ. წიგნის აღქმა და გააზრება ცუდი ან კარგი არ შეიძლება იყოს. ბევრი ისტორიული ნაწარმოები წამიკითხავს, გაგიკვირდება და ვამჩნევ ხოლმე მხატვრულ დონეს. აქედან გამომდინარე შემიძლია გითხრა,რომ ამბის უკეთსად/უფრო მხატვრულად გადმოცემაც შეიძლებოდა.

  7. :) / Jan 31 2012 2:50 pm

    უცნობი ქალის წერილი რომ წავიკითხე ისე გავბრაზდი რო ამ კაცის არცერთი ნაწარმოების წაკითხვის სურვილი აღარ მაქ😦

    • mkitxveli / Jan 31 2012 6:55 pm

      ზოგს მოსწონს, გემოვნების ამბავია, 15 წლისას მისი მოთხრობებიც მომწონდა (უცნობი ქალის წერილიც) “მოუთმენლობა გულისაც”. მას მერე არ წამიკითხავს და არ ვიცი ახლა ისევ მომეწონება თუ არა. აი მარიამ სტიუარტმა კი მოთმინება დამაკარგვინა

  8. patrioti / Feb 11 2012 2:41 am

    საინტერესო საუბარი გაიმართა აქ როგორც ვხედავ,მაგრამ იმაში რომ ცვაიგს რამის წერა არ გამოსდის და მითუმეტეს ისტორიულის,ამაში საღ აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ,მისი ბალზაკი,დოსტოევსკი,მაგელანი,ტოლსტოი,სკოტი,ჟოზეფ ფუშეც კი,უბრალოდ გენიალური ნაწარმოებებია და ის რომ ამდენი ხნის მერეც აქტუალობას არ კარგავს,ბევრ რამეზე მეტყველებს,ნოველებზე ხო საერთოდ არაფერს ვამბობ,ისინი თანაბრად აღელვებს როგორც პატარა,(ესეც მისი დადებითი თვისება)ისე ასაკით დიდ მკითხველს,ცვაიგი რომ არა ესეთი ბრწყინვალე მწერალი,ის უთუოდ ფროიდზე დიდ დიდებასაც მოიხვეჭდა,ვისაც მისი ნაწარმოებები აქვს წაკითხული,დამეთანხმება რომ ადამიანის ბუნებას ცვაიგი შესანიშნავად იცნობდა,არამარტო იცნობდა,ჩვენც გვაცნობდა ადამიანის სულის მიუწვდომელ სიღრმეებს…მისი წიგნების კითხვით მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნება მიმიღია და სხვაგვარადაც დამინახავს სამყარო,ცვაიგი დიდებულია

  9. რუსუდანი / Mar 12 2012 1:42 pm

    მეც მომწონს ..მარია სტიუარტი” სწორედ ანალიტიკურობისა და ფსიქოლოგიურობის გამო.
    თავად ისტორია ხომ ისედაც ცნობილია. სწორდ მე-20 საუკუნის ადამიანის მიერ
    დანახულია საინტერესო. წიგნში, ჩემი აზრით, დიდიც და პატარაც თავისას პოულობს.
    სასახლის ინტრიგები, ან თუ რა ხდება თითოეული პერსონაჟის ვერაგ გულში, ფსიქოლოგიურად საკმაოდ დაოსტატებულ მწერალს შეეძლო ასეთი სიზუსტით აღეწერა.

  10. რუსუდანი / Mar 20 2012 8:20 am

    მკითხველო, თუ გაინტერესებს მარია სტიუარტზე განსხვავებული ვერსია, შეგიძლია წაიკითხო ჩემი ბლოგი Santeli.ge-ზე ,,ზოგი რამ მარია სტიუარტის შესახებ”.

  11. რუსუდანი / Mar 21 2012 9:39 am

    ტექნოლოგიებში მაინცდამაინც ვერ ვერკვევი.

  12. SoyBracamontes Tatia / Jul 16 2012 9:19 am

    არანაირად არ ვეტანხმები გამოტქმულ აზრს დღეს ამწუთას დავამთავრე. 2 დღეც არ დამჭირდა წამეკითხა. გენიარურია . გამაგიჟა ამ ქალმა რასაც ქვია . ისეტი დაზაბული ვიყავი მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი მარიამ სტიუარტი სიკვიდილით დასაჯეს ისტორიიდან წიგნის ბოლო გვერსამდე მქონდა გულში იმედი რომ ელიზაბეტი ხელს არ მოაწერდა . აი რასაც ქვია პირი დამაღებინა ჯერ თვითონ როგორც ქალმა ,როგორც ადამიანმა ,ღმეღტო საოცრებაა არმაფრთოვანა მარიამს ტიუარტმა .თავად ცვაიგი წერს არაჩვეულებრივარ , მიუხედვად იმისა რომ მიუტევებელი შეცდომა ცაიდინა ცვაიგმა იმდენად კარგად დახატა რომ მაინც ვარ ამ ქალზე სეყვარებული,იმდენად კარგი ენით წერს რომ ვერაფერმა მისმა ქცევამ ვერ მაიძულა მძულდეს ეს ქალი . ჩემი მამაცი ამორძალი .მართლაც რომ საუცხოო იყო
    მომინდა მარიამის სონეტების წაკითხვა რა ნიწი აქ გავგიჟდი
    ’’მე მას დავუთმე ღირსება და სახელი ჩემი
    რაც მაქვს მას ვუთმობ ,_ააღარავის აღარ დავინდობ ,_
    ის სევიყვარე მთელი გულით ,ოცნებით,რწმენით,
    მე სამშობლოში შემიძულეს სწორედ ამიტომ ’’
    ამან ხო საერთოდ შემძრა და რაკაია რომ ამ ყველაფერს ხშირად იმეორებს ცვაიგი
    ’’ყოველთვის როცა მისი ბედი.თავისუფლება,ღირსება და გვირგვინი ბეწვზე ეკიდა ,მარიამ სტიუარტი ყველა მის მსახურსა და შემწეზე მეტ ძალას იკრებდა .ყველაზე დაძაბულ წუთებში ნათელი ხდებოდა რა უჩვეულო ნიჭით იყო დაჯილდოებული .ვისაც სურდა ქედი მოეხრევინებინა ამ ქალისთვის ,სტიმულს აძლევდა ერთ ურყევ ენერგიად ქცეულიყო და წელში გამართულიყო’’

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:23 pm

      განსხვავებული აზრი ყოველთვის ძალიან საინტერესოა, კარგია რომ თქვენ ასე დაინახეთ ეს ნაწარმოები🙂

  13. keti / Jul 17 2012 8:31 pm

    სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით ახლა დავამთავრე და აღფრთოვანებული ვარ

  14. rusa111 / Jul 18 2012 3:37 pm

    ლინკი ნახეთ,მაინტერესებს თქვენი აზრი ჩემ წერილზე, მეც საპირისპირო აზრი მქონდა.

  15. Beqa / Jul 19 2012 1:11 pm

    რას ამბობ დღეს დავამთავრე მარიამ სტიუარტის კითხვა და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. მიუხედავად იმისა რო ისტორიული ნაწარმოებები არ მიყვარს ამან გამაოგნა ძალიან მომეწონა საოცრებაა❤ ცვაიგს შესანიშნავად აქვს გამ\დმოცემული ყველაფერი და მე ზუსტად ის მიტაცებდა რაც სჰენ არ მოგწონდა მისი მსჯელობები და დასკვნები❤ ისე ვარ ეხლა რო სულ იმ ადგილების წაკითხვა მინდა სადაც მარიამის განსაკუთრებული თვისებებია ხაზგასმული რომელიც ჩემში ამხელა სიყვარულს იწვევს. ამიტომ ვერ მე ვერ გავიზიარებ შენს შეხედულებას

  16. merytoveymary / Aug 1 2012 3:31 pm

    gushin movrchi am wignis kitxvas,pirvelad sakartveloshi yopnisas megobris saxlshi vnaxe es wigni da kitxva daviwye magram radgan dilit unda gavprenilikavi mxolod 10 gverdis wakitxva movascari tumca damrcha udidesi survili bolomde wamekitxa,exla roca es wigni davamtavre iseti shegrdzneba damrcha titkos am nawarmoebs ragac aklda,miuxedava mwerlis ashkala simpatiebisa maria stiuartis mimart misma agweram verparit gaagviva chemshi am saxelmwipo monarkis mimart simpatiebi,chemtis stiuarti isev da isev darcha sulel,sakutar pativmoyvareobas da ambiciebs ayolili dedopali da qali.nata getanxmebi am wignshi ara arsebobs intriga,ragac rac masze migajachvebs da sulmoutkmelad wagakitxebs tumca uinteresosac ver uwodeb am nawarmoebs,iseti shegrdzeba damrcha titkos mwerals arc surda mkitxvelis daintrigeba da aq paktebis da gmirebis moqmedebebis axsnas da mkitxvelamde mati moqmedebis sworad motanas hkonda upro didi mnishvneloba

  17. Luka / Aug 12 2012 8:07 am

    ვინ ფიქრობს, რომ ცვაიგს არ გამოსდის ისტორიული რომანები, ვურჩევ წაიკითხოს “ჟოზეფ ფუშე”

  18. Nina / Sep 15 2012 3:37 pm

    me piradad dzalian momewona da arc didi dro damchirvebia wasakitxad… vkitxulobdi da bolomde viyavi chartuli wignshi, titqos ganvicdidi im yvelafers rac maria stiuarts gadaxda tavs…aqvs ragac xarvezebi am natargmns, magram mtlianobashi dzalian momewona.

  19. teoo / May 16 2013 6:46 pm

    მე არ გეთანხმები,ეს წიგნი ძალიან საინტერესო იყო,ცხოვრებისეული რეალობა და არა შეთხზული ზღაპარი,განა არ არის საინტერესო რომ ვისაც კი მარიამი შეუყვარდა ყველა დაიღუპა?ორივე შვილი წაართვეს და მარიამს თავი მოჰკვეტეს?

  20. nina / Jun 27 2013 3:04 pm

    sikvdilit dasjis scena ufro mdzafri mindoda rom kofiloko :X

  21. nanonano / Jul 26 2013 7:50 pm

    ძალიან მაინტერესებს ეს რამდენი წლის ადამიანის დაწერილია ? ჩემში ამ წიგნმა დიდი ემოციები შემოიტანა თამამად ვიტყოდი რო ერთ ერთი საუკეთესო წიგნია !

    • ekko / Nov 7 2014 12:54 pm

      getanxxmebit, erterti sauketeso wignia matshoris rac wamikitxavs, shtepan tsvaigi am wignma shemayvara, tumca misi sxva nawarmoebebic maqvs wakituli. martivia sada da saintereso. rac sheeeba erterti kometaris avtoris mosazrebas imastan dakavshirebit rom wignshi ert dadebit pirovnebasac ver vxdebit, es im periodis naklovanebaa da ara avtoris

  22. keto / Aug 21 2013 12:55 pm

    აბსოლუტურად ვეთანხმები ამ პოსტის ავტორს, თუმცა ვერ ვიტყვი რო უინტერესოა უბრალოდ გითრევს ნაწილობრივ და მაინც ბოლო წუთებამდე ელი რო რამე შეიძლება შეიცვალოს და მარიამ სტიუარტმა რამეს მიაღწიოს… და მაინც ვერა. ! ( თუმცა არაფერ შუაშია აქ მაგრამ, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა როდესაც დონ-კიხოტს ვკითხულობდი,რომ ბოლოსდაბლოს რამეს მიაღწევდა ეს კაცი..). რაც შეეხება მხატვრული კუთხეს, მხატვრულობაც ნაკლებად შეინიშნება უბრალოდ ისტორიას გადმოგვცევს და ეყრდნობა ისტორიულ ფაქტებს და გადმოცემებს რაც ჩვენამდეა მოღწეული..რას შეეხება მარიამ სტიუარტს, როგორც დედოფალს და როგორც მთავარ გმირს ჩემზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და არც ცვაიგს უცდია რომ ეს ქალი უფრო მეტი სიდიადით წარმოეჩინა და “მოეტანა მკითხველამდე” და ბევრად სხვა კუთხით დაენახვებინა ჩვენთვის,(როგორც ხშირ შემთხვევაში მწერლებისგან ვართ ნაჩვევი,რომლებიც ისტორიულ გმირებს, ბევრად სხვა კუთხით წარმოგვიჩენენ ხოლმე) . ბევრი შემედავება ალბათ ამ საკითხზეც, მაგრამ ჩემი აზრი ესეთია, უფრო მეტს მოველოდი წიგნისგან და ცვაიგისგან ვიდრე რეალურად დამრჩა. თუმცა ვისაც არა ქვს წაკითხული მაინც ვურჩევ რომ წაიკითხონ..

  23. keto / Aug 21 2013 1:05 pm

  24. მარიამი / Sep 4 2014 9:05 am

    მარიამ სტუარტის წაკითხვა მეც გამიჭირდა მაგრამ ფინალმა ისეთი ემოციური ზეგავლენა მოახდინა ჩემზე, რომ ახლაც ვერ აღვწერ.. შესანიშნავი ნაწარმოებია ჩემი აზრით.. სუბიექტურად მიყვარს მარიამ სტიუარტი და გულზე ძალიან არ მეზატება ელიზაბეტი..

  25. LILU / Oct 9 2014 1:01 pm

    ვფიქრობ რომ ცვაიგის თხრობის სტილი კონკრეტულად ამ ნაწარმოებში საინტერესო და განსხვავებულია. არსებობენ მწერლები რომლებიც ამბავს ისე გიყვებიან, რომ ისტორიის ბოლოს კი არ ელოდები იმის გასაგებად თუ რა მოხდება, არამედ ძალიან ცხად და ყვლასთვის ნაცნობი ამბვის ანალიზს აკეთებ ავტორთან ერთად და თითქოს საუბრობ იმ ისტორიაზე, განიხილავ რაც ორივე თქვენგანისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი.
    მე მიყვარს ისტორიული ნაწარმოებები, მაგრამ ვფიქრობ რომ მათ გამხატვრულებაზე უფრო საინტერესო სწორედ ასეთი ანალიზის მოსმენაა.
    რა უნდა ეთქვა ცვაიგს ახალი სტუარტის ცხოვრებაზე და როგორ უნდ ყოფილიყო ნაწარმოები დაწერილი რომ არ გვცოდნოდა რა მოხდებოდა ბოლოში? ასე რომ ყოფილიყო ეს წიგნიც იმ სერიალებს დაემსგავსებოდა ეხლა რომ იღებენ და და აბსოლუტურად ანგრევს ყველანაირ წარმოდგენას ისტორიულ მოვლენაზე ან ამახინჯებს.
    მაგ: http://myserial.ge/reign/1955

  26. 451 ფარენჰაიტი / Jan 4 2015 4:10 pm

    არ ვიცი რას ელით ხოლმე ისტორიული რომანებისაგან, მაგრამ ჩემთვის ცვაიგის “მარიამ სტიუარტი” სიახლე იყო. ძალიან მომეწონა წიგნის თანმიმდევრულობა, აღწერა და ავტორის ანალიზი. ზედმეტად ზღაპრული ისტორიული რომანები ისედაც ბევრი გვაქვს და ისედაც მარტივია მათზე ცრემლის დაღვრა. აქ კი ადამიანური განცდები, პოლიტიკისა და პირადი ცხოვრების გადაკვეთა და სოციალური ფონი წინა პლანზეა წამოწეული რაც ჩემთვის ერთ-ერთ საუკეთესო ისტორიულ რომანს ქმნის :))

  27. nini / Oct 4 2015 7:19 am

    dzalian miyvars es wingi, Chemi erT-erTi sayvareli nawarmoebia, maxsovs rogor chamitria, rogor sulmoutmqmelad waviikitxe da ramxela shtabechdileba damitova… chemi azrit genialuri nawarmoebia…

  28. romeo / Dec 18 2015 8:42 am

    ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. საოცარი პერსონაჟებია ასახული, და საოცარია განცდა იმისა, რომ ასეთი პიროვნებები რეალურად არსებობდნენ.
    მაგრამ ვგონებ, რომ ამა თუ იმ პერსონაჟის განცდებში რომ გაერკვე, მათთან რაიმე-თუნდაც ძალიან მცირე-უნდა გქონდეს საერთო.
    ჩემი დაკვირვებით, ეს რომანი არ მოსწონთ ძირითადად თინეიჯეჯერბს. ბევრმა მძაფრმა გრძნობამ უნდა გაიაროს გულში და ბევრი სულიერი ბრძოლა უნდა გადაიტანოს ადამიანმა, რომ მარიამ სტიუარტს გაუგოს.მან ეს ძალიან ახალგაზრდამ გამოსცადა. 10 ქულით ვაფასებ ამ რომანს და ცვაიგსაც.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: