Skip to content
November 4, 2011 / mkitxveli

ენ ბრაშერესი – “ოთხი გოგო და ერთი ჯინსი”

Ann Brashares – The Sisterhood of the Traveling Pants

“ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” ნიუ-იორკ ტაიმსის რეიტინგით ნომერ პირველი ბესტსელერი რომაა, წიგნის ყდაზევე გამცნობენ. ეს ფრაზა ზუსტად გამოხატავს ნაწარმოების მხატვრულ დონეს – ისეთია, როგორიც ბესტსელერი უნდა იყოს. ბრაშერესის  მთავარი გმირები თინეიჯერები არიან ასაკისთვის დამახასიათებელი ისტორიებით, ამიტომაც ცოტა დროში ავცდით მე და ბრაშერესი.

კარმენმა ჩვეულებრივი ჯინსის შარვალი ასევე არაფრითგამორჩეულ მეორადების მაღაზიაში იყიდა. როგორც აღმოჩნდა, ერთმანეთისგან განსხვავებულ ყველა მეგობარს ძალიან მოუხდა და მათაც დაიჯერეს, რომ შარვალს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა. იმ ზაფხულს პირველად ატარებდნენ ცალკ-ცალკე – ლენა საბერძნეთში, ბრიჯიტი საფეხბურთო ბანაკში, კარმენი მამასთან, ტიბი კი შინ რჩებოდა.

გოგონები თანხმდებიან, რომ შარვალი მხოლოდ ერთი კვირით დაიტოვონ, შემდეგ კი ერთმანეთს გაუგზავნონ. ყველას სხვადასხვა ამბავი გადახდება თავს, რაც 16 წლის თინეიჯერებს ძალიან დააინტერესებთ. მთავარი მაინც ჯინსია. ის ერთგვარი დამაკავშირებლი რგოლია, რომელსაც დადებითი ემოციები  მოაქვს. მეგობრობის სიმბოლოა, წესის მიხედვით მარცხენა ტოტზე უნდა მიაწერონ ამბები, ჰოდა ისიც მათი ურთიერთობის მემატიანე ხდება. ისინი სხვადასხვა ადგილას ატარებენ ზაფხულს, მაგრამ შარვალი მათთანაა.

ხშირად ურთიერთობაში ადგილის ცვლა და დროში დაშორება ურთიერთობის რეალურ სახეს გაჩვენებს. ერთი კვირით რომ ვერ ნახავ ადამიანს და არ გაგახენდება, ამ ხნის განმავლობაში ერთხელ რომ არ იფიქრებ, ნეტა როგორ არისო, ეს  ნიშნავს იმას, რომ უიმისოდაც კარგად ხარ და მხოლოდ ერთი სკოლა/უნივერსიტეტი გაკავშირებს და მეტი არაფერი. მეგობრობაში სკოლის დამთავრება ხშირად დიდი ბარიერია ხოლმე. ბავშვობაში მეგობრის არჩევაში შეზღუდული ხარ, სკოლაში იმასთან გაქვს ურთიერთობა ვინც სხვაზე უკეთესი გეჩვენება, ბევრი ყოფითი მიზეზის გამო უმეგობრდები (ლამაზია, კარგად სწავლობს), ურთიერთგაგება და ინტერესები ცოტა მოგვიანებით შემოდის, ამიტომაც სკოლის მეგობრები ბავშვობაში რჩებიან.

ენ ბრაშერესი

ჩვენ სამნი ვიყავით. ახლა ვიცი რომ კარგად არიან. დგახარ, მიდიან და მოდიან ადამიანები შენს ცხოვრებაში, ცოტა თუ გაგყვება ბოლომდე.

ბრაშერესს გავცდი… თუ ამ ასაკის ხარ, გარედან შეგახედებს შენი და შენი მეგობრების ურთიერთობას, თუ დიდიხანია შენსს ასაკს “თიინ” სუფიქსი აღარ ერთვის, სკოლის პერიოდში დაგაბრუნებს და ისე ცხადად დაინახავ, რა განსხვავებული ურთიერთობაა მეგობრებს შორის სკოლაში, უნივერსიტეტსა და უფრო გვიან ასაკში. მთავარია “ჯინსის” მაგვარი რამე შემოგრჩეს დასაკავშირებლად.

“ოთხი გოგო და ერთი ჯინსი” ავტობუსში საკითხავი წიგნია, ჩქარა იკითხება და აღქმაც არ გაგიჭირდება. ფილმიც არის გადაღებული. ორივე ნაწილი გადმოწერილი მაქვს, მოუცლელობა მჭირს, ფილმებისთვის მით უფრო.

25 Comments

Leave a Comment
  1. meiuristi29 / Nov 5 2011 7:46 am

    arc Rirs yureba..

    • mkitxveli / Nov 5 2011 6:41 pm

      დავიწყებ მაინც როცა მოვიცლი, იქნებ გასართობად მაინც ღირდეს

  2. salomiki / Nov 5 2011 12:37 pm

    arsebobs es wigni qarTul enaze? onlain versia Tu iqneba uketesia da sad sheidzleba shevidzino sachuqrad minda erTi megobristis vistvisac mgoni gamosadegi iqenba da mitxarit raaa :)))

    • mkitxveli / Nov 5 2011 6:41 pm

      წიგნის ყველა მაღაზიაშია ქართულ ენაზე, lib.ge-ზე მხოლოდ პირველი თავია და არ მგონია სადმე ონალინ ვერსია იყოს.

    • Teoo )) / Nov 6 2012 7:51 pm

      biblusis magaziashi iyideba ))

  3. mecmikvarkhar / Nov 6 2011 8:19 pm

    თუ რამე დამეჯერება კინოს შეფასებაში, გეტყვი, რომ საკმაოდ სასიამოვნო, ლაითი საყურებელი ფილმია, ისევე როგორვ წიგნი :))) ასე, რომ გირჩევ ნახო, დადებით ემოციებს აღძრავს😉

    • mkitxveli / Nov 7 2011 11:41 am

      შენ თუ არა ვის დავუჯერო🙂

  4. Sophie SUNNY Golden / Nov 7 2011 7:36 pm

    არ გაქვს ეს ფილმები ნანახი? მე ორივე ნაწილი მომწონს, ძალიან საყვარელი მსახიობები თამაშობენ, ფილმიც ფერადი და მხიარულია; განსაკუთრებით ის ნაწილი, ლენა საბერძნეთში რომ ატარებს ზაფხულს. მე კიდევ ამ წიგნების წაკითხვა ვერ წარმომიდგენია🙂

    • mkitxveli / Nov 7 2011 9:27 pm

      უნდა მოვიცალო და ვნახო🙂 კორტოსი მაინტერესებს😛 ჰო შენ არც მგონია ჩაამთავრო

    • qeta / Jan 26 2015 7:10 pm

      linki mome ra filmis

  5. კარგი რა, არ გრცხვენია ასეთი უშინაარსო დახასიათებისთვის? თან ”მკითხველი” რომ დაგირქმევია ბლოგზე დიდის ამბით.
    ეს არის უმაგრესი ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიგნი, რომლის მთელი ფილოსოფია ვითომდა გასართობ სიუჟეტშია ჩაკარგული. აქ თავისი თავი შეიძლება იპოვოს უამრავმა ადამიანმა, ვისაც სხვადასხვა სახის პრობლემა თუ ტკივილი გამოუცდია ცხოვრებაში, მეგობრის სიკვდილი, მშობლების დაშორება, პირველი ინტიმის შემდეგი გულისტკენა, გაუბედაობა, – გამაოგნებელი სიზუსტით არის აღწერილი რეალური განცდები, ისე, როგორც არსად არ წამიკითხავს.
    მათთვის კი, ვისაც ეს ფილოსოფია არ სჭირდება, ეს წიგნი გასართობად ძალიან მაგარია.

    ასე რომ, ავტობუსში რასაც წაიკითხავ, კარგი იქნება, ცოტა დაკვირვებითაც გადაიკითხო ხოლმე.

    (არცისედიდი)პატივისცემით, მე

  6. ხელმეორედ გადავიკითხე შენი პოსტი და ვფიქრობ ცოტა მკაცრად მოგწერე🙂 ”ავტობუსში წასაკითხმა” გამაბრაზა. დანარჩენი აღწერა უფრო ღრმა და საინტერსო იყო. კარგად დაწერილი.

    (მეტი) პატივისცემით, მე

    • mkitxveli / Jan 28 2012 8:58 pm

      ვაფასებ ადამიანებს, ვისაც შეცდომის/ არასწორად/ უსამართლოდ ნათქვამის აღიარება შეუძლია. აქედან გამომდინარე მეორე კომენტარი უფრო ღირებულია არა იმიტომ, რომ შედარებით დადებითია, არამედ იმიტომ რომ გაფიქრებასთან ერთად დაწერე კიდეც. მიხარია, რომ წაიკითხე წიგნიც და ჩემი პოსტიც.

      დიდი პატივისცემით, მკითხველი

  7. hiacinti / Jan 30 2012 12:39 pm

    მეც მიხარია:*. სწორ-არასწორს რაც შეეხება, ჩავთვალოთ რომ შენი გარჩევა განვავრცე და ”ავტობუსში წასაკითხზე” არ დაგეთანხმე.
    ბევრი რევიუ ვნახე შენს ბლოგზე, ბოლოს და ბოლოს, გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაგეთანხმება და ვინ არა, მთავარია რომ მათ წიგნებზე უყვები. დანარჩენს თვითონ წაიკითხვანე. ეს ორივე დიდი საქმეა. ასე რომ, ვფიქრობ ”მკითხველი”-ს სახელს ამართლებ. წარმატებები. :*

    • mkitxveli / Jan 30 2012 1:11 pm

      ჰო, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, ზოგი დამეთანხმება, ზოგი არა – ეს ბუნებრივია. პირველ კომენტარში მომართვის ფორმა გქონდა არც ისე კარგი. მიხარია თუ აზრი შეგეცვალა. შენც წარმატებები🙂

  8. Tatraxana / Feb 25 2012 8:06 pm

    მე პირადად ძალიან მომეწონა ოთხი გოგო და ერთი ჯინსი, ახლახან დავასრულე მისი წაკითხვა, ყველას გირჩევთ წაიკითხოთ, ბევრ რამეს გაიგებთ და ისწავლით, განსაკუთრებით ახალგაზრდა გოგონებს დააინტერესებს.

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:05 pm

      მსუბუქი საკითხავია ზუსტად მაგ ასაკის გოგოებისთვის

  9. nini / Feb 27 2012 2:19 pm

    ფილმის გადმოწერა მინდა და საიტი მითხარითრა ))) ძალიან მიყვარს ეს წიგნი .

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:56 pm

      myhit.ge აქ ნახე “თილისმიანი ჯინსები” ჰქვია თუ არ ვცდები

  10. Nini / May 6 2012 7:34 pm

    მე ძალიან მომეწონა წიგნიც და ფილმიც და მეორე ზაფხული როდის გამოვა ან თუ გამოვიდა უკვე ხომ არ იცით?

    • mkitxveli / May 9 2012 3:50 pm

      სამწუხაროდ არ ვიცი

  11. Nini / May 6 2012 7:35 pm

    ეს წიგნი ერთ დღეში წავიკითხე ზუსტად ისე დამაინტერესა❤ ბევრი ვიხალისე და ბევრიც ვიტირე,ფილმზე ხო საერთოდ , ბეილი ძალიან შემეცოდა ;(

    • mkitxveli / May 9 2012 3:51 pm

      მე ფილმს ვერ ვუყურე, საერთოდ მიჭირს იმ ფლმების ნახვა, რომლის წიგნიც უკვე წაკითხული მაქვს

  12. elene / Mar 26 2013 3:59 pm

    ძალიან დავინტერესდი და მინდა, რომ ეს წიგნი წავიკითხო . lib.ge ზე არ მიჩვენებს ამ წიგნს , შეგიძლიათ დამეხმაროოთ:)

  13. niku / Apr 23 2014 9:31 pm

    kargia dzalian ^_^❤❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: