Skip to content
November 27, 2011 / mkitxveli

ამელი ნოტომი – “კრძალვითა და ცახცახით”

წლების წინ ერთერთ სამინისტროში ვმუშაობდი,  ჩემი პირველი სამსახური იყო და მიხაროდა. მერე ვნატრობდი, რა იქნება  ვინმემ რამე დამავალოს-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ საინტერესო დეპარტამენტი იყო და მაღალი დონის სტუმრებთან გვქონდა შეხება, მე მაინც ყველაზე უფუნქციო ვიყავი. მეორე სამსახურში იმდენი საქმე მქონდა, როდის რა გამეკეთებინა არ ვიცოდი, მესამე კვლავ უფუნქციო იყო და მაშინ მივხვდი, საქმის მოლოდინში ყოფნა, ყველაზე აუტანელია. არაფერი ხარ.

ამელიც უფუნქციო და “არავის უფროსი” იყო. ბელგიელი იაპონურ ფირმაში 44-ე სართულზე მუშაობდა. თავიდან ღმერთობაზე ოცნებობდა და მერე ტუალეტის დამლაგებელი გახდა. თუმცა, სამუშაო ჰქონდა. მაოცებს ამელის (ნაწარმოების გმირი) საოცრად მსუბუქი (არ არის ზუსტი სიტყვა) დამოკიდებულება, იმ სიტუაციისადმი, რაშიც ის მოხვდა. ნოტომიმ მისი სხვა გმირებისგან განსხვავებული ტიპაჟი დახატა. აშკარად პროგრესი აქვს,  რაც წაკითხული მქონდა უფრო ადრინდელია, ბოლოს ისე გამიცრუვდა იმედი, არც მეგონა თუ ხელში ავიღებდი მის წიგნს.

ამელის ისეთი უფროსები ჰყავს “კრძალვითა და ცახცახით” რომ ესაუბრება. მეგობრულ განწყობას კი ვერავისგან გრძნობს, პლუს ამას ყველაზე უაზრო საქმეს ავალებენ – დაქსეროქსება ათიათასჯერ, წერილის გადაწერა ასიათასჯერ, კალენდრის ჩამოხევა. უტრირებულია. ბევრი რამ შეიძლება გაგახსენდეს. ამ საათივით აწყობილ კომპანიაში რატომ მიიღეს ეს გოგო, დავიჯერო მანადაც არის ეს პოსტი ჩვენთან “მოდი, რამეს გამოგიძებნი” რომ ჰქვია? ბუღალტერზე უფრო ცუდად არ გრძნობს თავს, აქვს თავისი სამყარო და შინაგანი სიღრმე.

ნოტომი  მის ევროპელობას და დანარჩენების იაპონელობას მუდმივად უსვამს ხაზს. იაპონელებში თვითმკვლელობის რიცხვი ყველაზე მაღალიაო, ამელი კი ყველა იმ ადამიანს აფასებს, ვისაც სუიციდი არ უცდია.

“ნება გაქვს თავი მოიკლა. ჩვენ აკი ვიცით, რომ იაპონიაში ეს აქტი ყოვლად ღირსეული ქმედებაა. ოღონდ არ ირწმუნო, რომ იქ, იმქვეყნად სიმპათიური დასავლეთელებისგან აღწერილი მხიარული სამოთხეები გელოდება. არაფერი განსაკუთრებული იქ, იმქვეყნად არ დაგხვდება. სამაგიეროდ, იმაზე შეგიძლია იფიქრო ამ ნაბიჯის გადადგმა რისთვისაც გიღირს: სახელზე იფიქრო შენი სიკვდილით, რომ დატოვებ… აი აქ არის ის უზენაესი იმედი, რაზედაც ცოცხალმა არსებამ შეიძლება, იოცნებოს.”

მათ სხვა ფსიქოლოგია აქვთ, სხვანაირი იდეოლოგია. ამიტომაც ვერ უგებს ამელი. სამუშაოს გარდა არაფერი ახსოვთ. ამ ბოლო დროს მეჩვენება, რომ ყველა კონტინენტზე მცხოვრებ ადამიანს XXI  საუკუნეში ერთი მთავარი პრობლემა არ აქვს – არ ჩაითრიოს სამსახურმა და არ იქცეს რობოტად, დაიტოვოს ცოტა დრო ემოციებისთვის. ჰოდა, “მე ჩემდათავად მხოლოდ ის მიკვირს თვითმკვლელობის რიცხვი

ამელი ნოტომი

უფრო მაღალი რომ არ არის” – ისევ ამელი.

ნოტომის პირველი წიგნია, სადაც მთავარი გმირის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გამიჩნდა. აქამდე ყოველთვის დისტანციაზე  გამყოფებდა. დასასრულიც კარგია. საერთოდ ყველა ადამიანს აქვს ის ნიჭი თუ უნარი, რასაც ნაწილი ავითარებს და ნაწილი – ვერა. ჩვენთან მარადმწვანე სტაჟიორები არიან, რა იქნება ოდნავ მეტი პატივისცემა და დაფასება ჰქონდეთ და ხელმძღვანელები  როგორც  იერარქიაზე ყველაზე დაბლა მყოფებს, ისე არ უყურებდნენ. ჩვენთან ძირითადად პირდაპირ თავში სხდებიან, ერთეულები თუ მიდიან (მიღოღავენ) მწვერვალისკენ.

ამელი ავიდა.

როგორ მიყვარს სახელი ამელი.

10 Comments

Leave a Comment
  1. როდე / Nov 28 2011 9:50 am

    ფილმი უფრო მიყვარს თუ წიგნი, არ ვიცი.🙂

    • mkitxveli / Nov 28 2011 2:11 pm

      ფილმი არ მაქვს ნანახი, ამავე სახელწოდებითაა?

  2. Sophie SUNNY Golden / Nov 29 2011 3:23 pm

    ახლაღა გამახსენდა შენი “წარსული” და სადაც მუშაობდი :დ მერე რომ გვიყვებოდი მე და თეას შენს გამოცდილებას🙂
    ამელი ნოტომისა მე ვერაფერი გავიგე და საერთოდ, თანამედროვე ქალი მწერლებისა არაფერი მესმის😐 რაღაც წიგნი წავიკითხე ადრე, სახელიც აღარ მახსოვს და დიდი ვერაფერი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.
    “ჩემდათავად” რას ნიშნავს, ცხოვრებაში ვერ გავიგებ ალბათ და რატომ თარგმნიან ასე სიტყვებს, არ ვიცი😐

    • mkitxveli / Nov 29 2011 7:48 pm

      ჰაჰა მეც რომ მომხვდა თვალში იმიტომ ჩავსვი ეგ ფრაზა🙂🙂

      აუ ნოტომიზე ისეთი გაბრაზებული ვიყავი, მართლა არ ვაპირებდი მის რომელიმე წიგნის წაკითხვას, მაგრამ ამას შედარებით არაუშავს

  3. Kejeradze / Dec 2 2011 2:51 pm

    დასასრული განსაკუთრებით მომეწონა. ამელის სახლი ნამდვილად ევროპაა და მისი საქმე – წერა🙂

  4. Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 3:05 pm

    ამელის ეს წიგნი მომეწონა,თანაც ძალიან.
    ადრე მისი ,,შეყვარებული ამხედრება”–ის წაკითხვა ვცადე,მაგრამ ამაოდ.თავი და ბოლო ვერ გავუგე.არ მომეწონა და არ დამაინტერესსა,განსხვავებით ამ წიგნისა.
    მომწონს ამ მწერლის წერის სტილი.კარგად იკითხება.

    • mkitxveli / Dec 4 2011 4:16 pm

      დანარჩენი ნაწარმოებები ძალიან ერთფეროვანია, სიუჟეტურადაც

  5. Nini Berdzenishvili / Dec 4 2011 5:24 pm

    ვერაფერს გეტყვი მაგ მხრივ,არ ვიცი.

  6. zurriuss / Dec 7 2011 4:03 am

    ავტობუსში ვკითხულობდი ბოლო ნაწილს, ომოჩისთან რომაა შესული, მგონი, იმას. ჰოდა ჩემ გარშემო 5 რიგი მე მომჩერებოდა, რა ჯანდაბა აცინებსო :დ

    ფილმიც საყვარელი გამოვიდა, თუმცა ფუბუკი უკეთესი წარმომედგინა.

    • mkitxveli / Dec 7 2011 8:41 am

      ვეღარ მოვიცალე რომ ფილმი ვნახო, არადა მაინტერესებს.ეგ რეჟისორის ფუმუკია და შენი შენს ფანტაზიებში, ჰოდა ჩათვალე, რომ ის ზუსტად ისეთია, როგორიც შენ გგონია.

      ნოტომი ავტობუსში კარგად იკითხება, ვიხალისე ამელის ირონიას რომ ვერ ხვდებიან.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: