Skip to content
December 5, 2011 / mkitxveli

ქეთრინ მენსფილდი – “თოჯინების სახლი”

შავი შავია, ვერასდროს გახდება თეთრი, და პირიქით. თუ მაღალ სოციალურ ფენას წარმოადგენ, რაც არ უნდა დაბლა ჩახვიდე, სტატუსი ბოლომდე მოგყვება. ბოგანო ხალხის თვალში ბოლომდე ასეთად რჩება, ბევრი ფული რომც იშოვნოს მაინც. თუმცა, ფულის შოვნაც პრაქტიკულად გამორიცხულია. როტაცია ფენებს შორის არ ხდება. მაგრამ დაბალს მაღალთან კონკურენცია მაინც შეუძლია.

ქეთრინ მენსფილდის მოთხრობების მთელი არსი სულ ესაა. წერს ჰაეროვნად, მსუბუქად, სევდიანი მოტივით. ჯერ “თოჯინების სახლდიდან” იწყებ. კეზის თოჯინების დიდი სახლი აქვს. ელეს საცხოვრებელი კეზის სათამაშო სახლის ტოლია. ელემ ის შეამჩნია და ის ეძვირფასა, რაც კეზის. კეზი და ელე ერთი ასაკის ბავშვები არაინ, ერთანირი ფიქრებით, თუმცა ერთმანეთთან თამაში ეკრძალებათ.

.ქალს კაცზე მეტად აქვს მესაკუთრის გრძნობა, როგორც კი საფრთხეს იგრძნობს საოცრად მზაკვარი ხდება და ყველაფერს აკეთებს კონკურენტის (რაყიფი ჰქვია მაგას) მოსაცილებლად. ამგვარი ამბები მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში არ ხდება, აბა სცადეთ და სულ ცოტა ეინტრიგეთ თქვენს გოგოებს, ამაში ადვილად დარწმუნდებით.

 “ფინჯანი ჩაი”  ამის დასტურია. როზმარის ყველაფერი აქვს და ერთი შეხედვით დარწმუნებულია ქმრის ერთგულებაშიც, მაგრამ  სხვის (მათხოვრის) მიმართ ნათქვამი “ის მშვენიერია”  საკმარისია იმისათვის, რომ ყველა გეგმა თუ კეთილი განზრახვა გადადოს და სახლიდან მიაბრძანოს.

“არის წამები, რომელიც შეიძლება გადაიტანო მხოლოდ ისე, რომ სიგარეტს წვდე და მაშინ ის მეკავშირედ კი არა, იდუმალ მეგორბად იქცევა, რომელმაც ყველაფერი იცის და ყველაფერი ესმის. ეწევი და მას უყურებ… იღიმი ან წარბებს კრავ გარემოებათა მიხედვით.”

სიგარეტის რა გითხრა, ჩემთვის ყავა ასრულებს იგივე ფუნქციას, ჰოდა ამ ყველაფერში სენტიმენტალური ისაა, რომ მხოლოდ წამები შეგიძლია “გადაიტანო” და წუთსაც ვერ უძლებს. შენი “ნირვანა” ხანმოკლეა. ადამიანებს შიშებისა და კომპლექსების გადალახვა უჭირთ. ვინც უყვართ, მათ მიმართ კი ბოლომდე ნდობა ახასიათებს. ეს “შხამია”. ადამიანები ერთმანეთს კარგად არ იცნობენ, მით უფრო ახლა როცა ურთიერთობა ვალდებულებას ემსგავსება, თორემ მენსფილდის დროს კიდევ რა უშავდა, უინტერნეტობა სჭირდათ.

ჩემი ერთი მეგობარი წერილში მწერდა, ქალსა და მამაკაცს შორის მთავარი საუბარია, თუ საუბარი არ გამოსდით, შეუძლებელია მათი ურთიერთობა ნორმალურად გაგრძელდესო. ადამიანებს შორის ურთიერთგაგება იმით ჩანს, რამდენად მრავალფეროვანია მათი საუბრის თემა და რამდენად ესმით ერთმანეთის.

“ძალიან ხშირად ადამიანები, ერთმანეთი ძალიანაც რომ უყვარდეთ, ერთმანეთს სათანადოდ არ იცნობენ და არც სურთ გაიცნონ. ეს საშინელებაა, მათ ერთმანეთის არ ესმით ყველაზე მნიშვნელოვან რამეებში.”

ჯორჯიც სხვებზე იცინის და ფანის პირობას აძლევს, რომ მათ ეს არ ემუქრება. თუმცა ,მეორე აბზაცშივე ჩანს, რომ ის

ქეთრინ მენსფილდი

უბრალოდ იმასაც ვერ ხვდება, რა უთხრა გოგომ. მენსფილდმა ყველაზე მეტად მაინც ურთიერთობაზე მაფიქრა. ურთიერთგაგება რა ღრმა რამეა. მთლიანად უნდა გიცნობდეს, სასვენი ნიშნების გარეშე დაწერილ ფრაზებში შენს ინტონაციასა და განწყობას უნდა ხედავდეს. მასთან პოზების დაჭერა არ უნდა გჭირდებოდეს. რაღაც ახალს რომ აკეთებ, ამას საღამოს ვეტყვიო, ტვინში რომ გყავს, იმაზე ვსაუბრობ. სადღაც წავიკითხე, როცა შენს თავზე სხვას უყვები, შენს ცხოვრებაში უშვებ. ჰოდა, თუ არ შემოიყვანე ბოლომდე, არ იქნება ის, რასაც ასე მარტივად ურთიერთგაგება ჰქვია. მიდი და არკვიე, კონკრეტულად როდის უთხარი შენთან მოსვლისთვის თანხმობა.

“პირველ მეჯლისში” ამის საპირისპირო ხდება,(თუმცა მთავარია როგორ შეხედავ) პირველად ხედავ, მაგრამ არ გაინტერესებს არაფერი და ცეკვავ, იმიტომ რომ გინდა. ამ დროს ცეკვა საუბარია და არანაკლები ეფექტი აქვს. ცეკვავისას მოძრაობები აუწყო იგივეა, რაც ისაუბრო გაუთავებლად. ეს საოცარი შეგრძნებაა. როცა მუსიკა წყდება და შენს ადგილას ჯდები, ის მიდის და ელოდები ახალ მელოდიას, დაწყებული “საუბრის” გასაგრძელებლად და ის აღარ არის… თუმცა მენსფილდი აქამდე აღარ მიდის.

10 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Dec 6 2011 6:13 am

    მეც მომეწონა ეს კრებული🙂

  2. Kejeradze / Dec 6 2011 11:25 am

    “ფინჯანი ჩაი” განსაკუთრებით მომეწონა🙂

    • mkitxveli / Dec 12 2011 7:49 pm

      “ფინჯანი ჩაი” ზუსტად ფინჯან ყავასთან ერთად წავიკითხე და მართლა მოვიხიბლე🙂

  3. Sophie SUNNY Golden / Dec 12 2011 6:28 pm

    პირველი აბზაცი ცოტა მძიმე და არაჰაეროვანი იყო, ნატ. დანარჩენი – ყველაფერი გონივრული. არასოდეს წამიკითხავს ამ ქალის არაფერი, მაგრამ ძალიან მომეწონა, როგორც აზროვნებს და მსჯელობს.
    ქალებს სასწაული მესაკუთრეობის გრძნობა გვაქვს, ნამდვილად.

    “ჰოდა, თუ არ შემოიყვანე ბოლომდე, არ იქნება ის, რასაც ასე მარტივად ურთიერთგაგება ჰქვია. მიდი და არკვიე, კონკრეტულად როდის უთხარი შენთან მოსვლისთვის თანხმობა.” – აი, ეს ჭეშმარიტებაა. თუ ადამიანს და განსაკუთრებით საპირისპირო სქესს ზუსტად არ აუხსენი ყველაფერი, იმდენად სხვა პლანეტიდან არიან, ძალიან უჭირთ გაგება. ამ დროს ქალს ჰგონია, კი, მაგრამ როგორ ვერ ხვდება, ჩემი თვალები, ხელები, ცხვირი, წამწამები ხომ ამ ყველაფერს გაჰყვირიანო :ლოლ: არადა, ის ვერაფერს ამჩნევს, საერთოდ ვერაფერს!🙂 საუბარი და საუბარი!!!

    ნუ, შენი მეგობარი ხომ ბრძენთა ბრძენია :დ

    • mkitxveli / Dec 12 2011 7:48 pm

      ჩემი მეგობარი ბევრ რამეს სხვანაირად მაჩვენებს ხოლმე და ჩემს აზროვნებას სხვა მიმართულებას აძლევს, ახლა მართალია ცოტა შემომაკლდა მისი რჩევები, მაგრამ ეგ არაფერი🙂

      სხვათაშორის მესფილდი ვირჯინია ვულფთან მეგობრობდა. კარგი იქნებოდა მისი სხვა ნაწარმოებებიც წამეკითხა, უფრო ჩამომიყალიბდებოდა მასზე აზრი. ამ მოთხრობებს რაც შეეხება, საკუთარი ხედვა აშკარად ჩანს. სხვანაირად გაჩვენებს იმ განსხვავებებს, რაც ერთის მხრივ სქესს შორის და მეორეს მხრივ სოციალურ ფენებს შორის არსებობს

  4. achiko / Feb 13 2012 7:23 pm

    finjan chaize dalian bevri vicinee, chems megobar gogoebs vakitxeb da konfucis cnobil sityvebs vumateb🙂🙂🙂

    • mkitxveli / Feb 13 2012 7:59 pm

      რომელი სიტყვები ეს?
      “ქალს ზუსტად იმდენი ჭკუა აქვს, რამდენიც 1 ქათამს, არაჩვეულებრივ ქალს კი – რამდენიც 2 ქათამს”

  5. achiko / Feb 13 2012 8:28 pm

    konfucis sityvebia da magi vigulisxme komentarSi🙂

    • mkitxveli / Feb 13 2012 9:23 pm

      უი მე როგორ არ ვეთანხმები, ჭკუასუსტ კაცს უფრო მეტს ვიცნობ, ვიდრე ქალს და იმიტომ🙂🙂🙂

  6. achiko / Feb 13 2012 9:46 pm

    ki bevria, magram eg sityvebi zogadia da ara damakonkretebeli🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: