Skip to content
December 11, 2011 / mkitxveli

ვირჯინია ვულფი – “საკუთარი ოთახი”

საკუთარი ოთახი არ მაქვს, უფრო სწორად სადაც მაქვს იმ სახლში პრინციპში აღარ ვცხოვრობ. არდა, ბევრი მნიშვნელოვანი იდეა იქ მომდის ხოლმე. ადამიანს ერთი გამოსაჯახუნებელი კარი უნდა ჰქონდეს. ვირჯინია ვულფის ოთახი სინამდვილეში ადამიანის პირადი სივრცეა და თუ შენი თავი შენვე გაბარია, უოთახობასაც აიტან.

ვულფის “საკუთარი ოთახი” ქალთა უფლებების დასაცავად მიძღვნილი ესეია. რატომ არ ქმნიან ქალები დიდ ლიტერატურას, რატომ არ ჰყავს მსოფლიოს ქალი მოაზროვნეები? ამ კითხვაზე ბრიტანელ მწერალს საკუთარი ახსნა აქვს.

“მიეცით ქალს საკუთარი ოთახი, 500 გირვანქა წლიური შემოსავალი, მიეცით საშუალება ხშირად გაანძრიოს ტვინი და სულ მალე ის შექმნის უკეთეს ნაწარმოებს.”

ვულფის აზრით, მთავარი, რის გამოც ქალები ვერ ქმნიდნენ რაიმე ღირებულს, ცხოვრების ერთფეროვნებაა. კაცი ომობდა, შეუზღუდავად იღებდა ყველაფერს, რაც ადამიანის ცხოვრებას ამრავალფეროვნებს, ქალს კი თავისი შემოსავალი არასდროს ჰქონია და მხოლოდ ქმრისა და ბავშვების მოვლა ევალებოდა. ქალის ცხოვრებაში არაფერი ხდებოდა, რაც  ინსპირაციის წყაროდ იქცეოდა. “ლიტერატურა თუმცა ფანტაზიის ნაყოფია, კენჭივით ვერ დააგდებ მიწაზე”.

არასდროს მიფიქრია, რომ გონებრივად კაცს ქალთან შედარებით რაიმე უპირატესობა აქვს, ალბათ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში საღად მოაზროვნე და მოტივირებული მდედრობითი სქესის ადამიანები უფრო ხშირად მხვდებოდნენ, განათლებულ ქალს უფრო მეტს ვიცნობ, ვიდრე კაცს.

“ლიტეარატურიაში ქალი განაგებს მეფეთა და დამპყრობელთა სიცოცხლეს, სინამდვილეში ის მონააა ნებისმიერი ბიჭისა, ვისი მშობლებიც ბეჭედს წამოაცვამენ თითზე. ცხოვრებაში ვერც კითხულობდა და ვერც წეერდა წესიერად და ქმრის საკუთრებას წარმოადგენდა.”

ვულფის მერე ბევრი რამ შეიცვლა და ემანსიპაცია დასრულებულია. ქალებმა თავი დააღწიეს მეორე სქესის მფარველობას. თუ დღეს რომელიმე ქალს კაცის ნეკნობა უნდა, ეს მისი არჩევანი უფროა, ვიდრე თავს მოხვეული აზრი თუ ძალადობა. ჩემი ნაცნობები მახსენდებიან 22 წლის ასაკში სამი ბავშვი რომ ჰყავთ, სხედან სახლში ქმრების გულზე მედალიონივით დაკიდებულები. ეს მათი არჩევანი იყო. მათ ჰქონდათ საკუთარი ოთახი, პირადი სივრცე, მატერიალური მდგომარეობა თუმცა, საბოლოოდ იქ აღმოჩნდნენ, სადაც არიან. თავს ბედნიერად გრძნობენ. თუ არ გინდა, რომ შენც ცხოვრებაში ერეოდნენ, უბრალოდ არ მისცემ ამის უფლებას. სხვა საკითხია, როცა არ იცი რომ შენი პირადი სივრცე უნდა დაიცვა.

რადგან სქესში განსხვავება არსებობს, ეს კოგნიციაშიც გამოიხატება – ქალები ამბავს მთლიანობაში აღიქვამენ, კაცებს დეტალები ამახსოვრდებათ და უფრო სხარტი აზროვნება აქვთ. საერთო ჯამში კაცისა და ქალის უნარები ერთმანეთს აბალანსებს. ოჯახში  მოვალეობები შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს – ვისაც რა ეხერხება უკეთესად, იმას აკეთებს, ფულს კი კაციც და ქალიც ერთნაირად შოულობს, საქართველოში შესაძლოა ეს უკანასკნელი უფროა მთავარი შემომტანი.

“დამარცხდები თუ ზედმეტი მწუხარება გამოხატე, თუ ნაწარმოებში შეგნებულად გამოსჭვივის ქალი, მამაკაცური და ქალური საწყისი ერთმანეთს უნდა შეერწყას, რომ შემოქმედებითი პროცესი განხორციელდეს.”

ვირჯინია ვულფი

მიუხედავად ამისა, ვულფი თავად ხაზს უსვამს საკუთარ სქესს, თუმცა შესაძლოა მაშინ ეს პრობლემა მწვავედ იდგა და ეს ესეიც  ცოტა არ იყოს გაბრაზებული და ნიშნის მოგებით დაწერილია.

“ინტელექტუალური თავისუფლება დამოკიდებულულია მატერიალურ მდგომარეობაზე, პოეზია დამოკიდებულია ინტელექტუალურ თავისუფლებაზე”

ინტელექტუალური თავისულფლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ცხოვრებაში. მატერიალური მდგომარეობის გარეშეც შეიძლება მიაღწიო. ახლა მგონია ქალებმა დააღწიეს თავი კაცის მფარველობას და ის დროა მსოფლიოს ახალი აღმოჩენები შემატონ.

11 Comments

Leave a Comment
  1. Sophie SUNNY Golden / Dec 12 2011 3:26 pm

    გახსოვს, ერთი პერიოდი როგორ ვიყავი ვულფზე გადარეული? ვულფზე, ჯეინ ოსტინსა და სხვა ბრიტანელ ქალებზე, საკუთარი ოთახის მოსაპოვებლად რომ იბრძოდნენ და მათ გარეშე, თანამედროვე ემანსიპირებული ქალები არც იარსებებდნენ. სამწუხარო ის ფაქტია ოღონდ, როგორც ვირჯინია ვულფმა დაასრულა სიცოცხლე, ასევე ჯეინ ოსტინიც დიდად ბედნიერი არასოდეს ყოფილა.

    22 წლის ასაკში ნეკნობა მართლა ზედმეტია, მაგრამ ქალებისთვის ყველაზე დიდი წარმატება და ბედნიერება მაინც შვილები და ოჯახია. კაცები ყველგან იმიტომ ჩანან, რომ მათ ნაკლები საქმე აქვთ, ერთი ქალი ყოველთვის უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე რამდენიმე კაცი ერთად აღებული.
    ახლა საკუთარი გამოცდილებით ვიტყოდი, ჯერ მე რა დაკავებული ვარ და საერთოდ, საერთოდ ვეღარ ვიცლი საწერად და საკუთარი ოთახი საერთოდ არ მახსენდება🙂

    ბეჭედს წამოიცვამს და მონა ხდებაო, ამ დროს ყველა ომი, ყველა ნაწარმოები და ყველაფერი სხვა სწორედ ქალის გამო ხდება და მამაკაცები თუ რამის მიღწევას ცდილობენ, ისევ იმისთვის, რომ ქალებს ასიამოვნონ, რადგან მათ ბუნებაში ეს დევს, თვითონაც რომ ამას ბოლომდე ვერ ხვდებოდნენ😉 ამას მე არ ვიგონებ, თალმუდი ბევრს აუბრობს ქალის სასწაულ, დაფარულ ძალაზე. სანამ სხვადასხვა რელიგიები ქალს ცოდვის წყაროდ მიიჩნევენ, თალმუდი ქალს ყველაზე ძლიერად ხედავს და მის ნეკნობასაც სიმბოლურად ხსნის: ეს ყველაზე დაფარული და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძვალია, შინაგან ორგანოებს რომ იცავს😉

    • mkitxveli / Dec 13 2011 8:12 pm

      კი ვულფით გატაცების ამბები მახსოვს და უსტარების ყუთს უნდა გადავხედო, იქაც ბევრი მსჯელობა იყო მათზე, როგორც მახსოვს.

      ეს არც ისე მარტივი საკითხია, მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ შენი არჩევანია შენი სქესის გამო დაეჩაგვრინები თუ არა ვინმეს. თუმცა მუდმივად იმის ძახილი, არიქა მჩაგრავენ, მე ქალი ვარ და ამიტომ მაქვს ამის უფლება … სისულელეა, სქესზე ხაზგასმით უფრო ამახვილებ ყურადღებას რომ ვიღაცას უპირატესობა აქვს.

  2. Whitley Weider / Dec 23 2011 2:15 pm

    Really great info can be found on weblog.

    • mkitxveli / Dec 23 2011 8:50 pm

      I’m happy if you think so

  3. :)) / Jan 24 2012 8:07 pm

    ეს წიგნი ქართულადაა თარგმნილი? და თუ კი მისი გამომცემლობა?

    • mkitxveli / Jan 24 2012 8:14 pm

      გამომცემლობა არ მახხსოვს, თუმცა ქართულად ნამდვილად არის ნათარგმნი

  4. tangkasnet / Feb 13 2012 8:02 am

    I haven’t checked in here for a while since I thought it was getting boring, but the last several posts are great quality so I guess I will add you back to my everyday bloglist. You deserve it friend🙂

    • mkitxveli / Feb 15 2012 11:01 am

      What a fine!🙂 Haw have you read in Georgian?

  5. Afton Hutzler / Feb 15 2012 4:35 am

    I believe you have observed some very interesting points , regards for the post.

    • mkitxveli / Feb 15 2012 11:00 am

      Tank you, but can you read in Georgian?

  6. Miss*Negrofonte / Aug 30 2012 1:49 pm

    iseti shtabechdileba damrcha, es erti cida patara cigni namdvilad nevrozit gacamebuli, nervuli qalis dacerili iko, zoggan azric ckdeboda titqos, ixlarteboda mere ragac sxva temas ackdeboda.. mokled eseti azri damrcha, egeba vcdebi, egeb sulac targmani iko cudi, ar vici. me ese vigrdzeni ratomgac.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: