Skip to content
January 3, 2012 / mkitxveli

ჯორჯ ორუელი – “1984”

გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.

ჯორჯ ორუელმა (ერიკ არტურ ბლერი) ჯერ კიდევ „ცხოველების ფერმის“ კითხვისას დამთრგუნა. „1984“-ში ყველაფერი კიდევ უფრო უტრირებული და შავ ფერებშია. თვითონ ორუელი 1950 წელს გარდაიცვალა, თუმცა 80-იანებში მისი წიგნისგან განსხვავებული ბევრი არაფერი ყოფილა. უკვე 2012 წელია და ისევ ახლობელია „1984“. ასე მგონია, ორუელის მიერ დასმული პრობლემები ყოველთვის აქტუალური იქნება, ადამიანი არ იცვლება და იმიტომ. უბრალოდ ფორმას იცვლის ქცევები, დეფორმირდება და სხვა მხრიდან ვლინდება, ძირი იგივე რჩება.

ახლა დიდ ძმას ულვაშები აღარ აქვს, მაგრამ მაინც გითვალთვალებენ, თუმცა მგონია, რომ თავისუფლად ვაზროვნებ. შეიძლება უბრალოდ მე მგონია. დღეს შედარების საშუალება არსებობს. კიმ იონგ ილის (ქართულად ჯიმ ჩენ ირი  რატომაა არ ვიცი) დაკრძალვა გამახსენდა. იქ ზუსტად ორუელის „1984“ აქვთ.

„საღი აზრი ერესთა ერსს წარმოადგენდა. ყველაზე თვზარდამცემი ის კი არ იყო, რომ განსხვავებული აზრისთვის გკლავდნენ, არამედ ის, რომ შეიძლება მართალს ამბობდნენ.“

წარსული გამუდმებით იცვლება, დოკუმენტები არ არსებობს, და ვერაფრით ამტკიცებ, რომ თუნდაც 2+2=4. გაჯერებენ, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად ცხოვრობ.

„ითმენ დღეს არსებულ მდგომარეობას, რადგან არ გაგაჩნია სტანდარტები შედარებისთვის, არ იცი მანამდე უკეთესი იყო თუ უარესი“.

„1984“ ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ შეიძლება დაცალო აზროვნებისგან (ჩრდ. კორეა კვლავ თვალწინ).

უინსტონი და ჯულია საერთო კონტექსტს ვერ ერგებიან, ამიტომ პარტიას ახალი მიზანი აქვს – სხვებს უნდა დაამგვანონ. უილიამ გოლდსტეინი პარტიის ფიქტიური მტერია. ისევე, როგორც „ცხოველების ფერმაში“ (დღევანდელ საქართველოშიც) საჭიროა არსებობდეს „მტერი,“ რომელსაც ყველა შენს წარუმატებლობის მიზეზად გამოიყვან. თუმცა  ოკეანიას გოლდსტეინი კიდევ ერთი მიზნისთვის სჭირდება – საწინააღმდეგო აზრის მქონე პირები ადვილად ამხილონ, შემდეგ 101-ე ოთახში გაამწესონ და იქიდან დიდი ძმის სიყვარულით გამოვიდნენ.

პარტიის ლოზუნგი : „ვინც წარსულს აკონტროლებს ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწყმოს, აკონტროლებს წარსულსაც“.  და მაინც წარსული, რომელსაც გამუდმებით ცვლიდნენ, არასოდეს შეცვლილა. სადღეისო ჭეშმარიტება სამუდამო და საუკუნო ჭეშმარიტება იყო. გმართებდა მხოლოდ მუდმივი გამარჯვება შენსავე მეხსიერებაზე. ამას უწოდებდნენ „სინამდვილის კონტროლს“, ახალმეტყველებაში – „ორაზრს“.

ორაზრი განსაკუთრებული ფენომენია. მაგალითად, სიტყვა  „თეთრშავი“ – თუ გამოიყენებ ოპონენტის მიმართ, მაშინ ნიშნავს თავხედურ მტკიცებას, რომ შავი თეთრია, ხოლო თუ იხმარება პარტიის წევრის მიმართ, ეს ნიშნავს ცოდნას, რომ შავი თეთრია და დავიწყებას იმისას, რომ ოდესმე საპირისპირო არსებობდა.

ჯორჯ ორუელი

1984-ში ფიქტიური ომია, ვის ეომები და ვინაა შენი მოკავშირე მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „მტერი“ გყავს. წიგნში სამი ზესახემწიფოა ოკეანიაში გამეფებულ ფილოსოფიას ინგსოცი (ინგლისური სოციალიზმი) ერქვა,  ევრაზიაში ნეობოლშევიზმი, აღმოსავლეთ აზიაში ჩინურ სიტყვა, რომელიც „საკუთარი თავის უარყოფას“ ნიშნავდა.  ყველგან ერთი და იგივე პირამიდული სტრუქტურაა – „თავში ნახევრადღმერთი ლიდერი, ერთნაირი ეკონომიკა, რომელიც ომით ნასაზრდოები ომისთვისვე არსებობს.“ ამიტომ შეუძლებელია მათ შორის ომი ყოფილიყო.

ხალხი რომ ერთიანი მასაა და ინდივიდი, როგორც ასეთი, არავის სჭირდება, ყველა აბზაციდან ჩანს „ერთი კაცის სიკვდილი სიკვდილი არ არის, პარტია უკვდავია“

ო’ბრაიანის წინასწარმეტყველება ახდა. უინსტონს რომ უთხრა, გაგრძელდება ყველაფერი , არასოდეს შეწყდება თვალთვალი, დასმენა, დაპატიმრება, ეს ისევე იქნება ტერორის სამყარო, როგორც ტრიუმფისა. ყველაფერი ეს ძალაუფლების გამო ხდება და სანამ ადამიანს სხვაზე გამარჯვების, ზემოდან ყურების ჟინი არ გაუვლის, მუდამ 1984 წელი იქნება. ისევ გვეყოლება სხვანაირად მოაზროვნენი, ვისაც განვდევნით, გავალოთებთ და აზროვნებას შევაწყვეტინებთ (ჩიხლაძის ‘ფენინინე“), ვინც დაეცემა და ჩვენ, ბედნიერნი, ზემოდან დავუწყებთ ყურებას. ჩვენს ნაწილად გავხდით და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, უბრალოდ გავაქრობთ.

უინსტონმა დღიურში ჩაწერა: „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

ამ წიგნის შემდეგ ყველაზე მეტად დავაფასე განსხვავებული ადამიანი, ისეთი არაფრით რომ არ მგავს. 1984-დან ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოვა, როცა ბევრი არაერთგვაროვანი აზრი, იდეა, ადამიანი იარსებებს.

53 Comments

Leave a Comment
  1. მაგდა / Jan 4 2012 9:50 am

    მართლა ძალიან კარგი წიგნია🙂

  2. Kejeradze / Jan 4 2012 10:34 am

    პირველი, რაც კორეის ამბავზე გამახსენდა, 1984 იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს წიგნი ყოველთვის აქტუალური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღარც ფაშისტური გერმანია არსებობს და აღარც საბჭოთა კავშირი…

    • mkitxveli / Jan 4 2012 8:14 pm

      ჰო ეს წიგნი დროს უძლებს და კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური

  3. katerina / Jan 4 2012 1:30 pm

    სამწუხარო რეალობაა, ეს წიგნი არასდროს იქნება არააქტუალური!!!ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი პერსონაჟი ვარ, ” დიდი ძმა” ხომ ყველგანაა🙂

    • mkitxveli / Jan 4 2012 8:15 pm

      მთლად ასეც არ მგონია იყოს საქმე🙂

  4. Nini Berdzenishvili / Jan 4 2012 3:43 pm

    ეს წიგნი რომ
    წავიკითხე
    გული მეტკინა…

    „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

    • mkitxveli / Jan 4 2012 8:20 pm

      მგონია რომ განსხვავებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების რიცხვის გაზრდა ყველაზე კარგი გამოსავალია

  5. Nini Berdzenishvili / Jan 7 2012 8:23 am

    ჰოო,მართალი ხარ
    კარგი გამოსავალია
    მაგრამ რთულია
    როცა დღესდღეისობით
    ასეთი ადამიანები
    ერთეულებია მარტო

    • mkitxveli / Jan 9 2012 7:14 am

      არა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია უბრალოდ თავისი ინდივიდუალურობის გამომჟღავნებისთვის არც ისე ხელსაყრელი პირობები აქვთ

  6. ჯუბა ხაინდრავა / Jan 7 2012 4:53 pm

    უმაგრესი წიგნია და ძალიან კარგი ბლოგია აქ . სულ აქ ვიქნები .

    • mkitxveli / Jan 9 2012 7:14 am

      დაგხვდები ხოლმე🙂

    • gela / Feb 3 2014 4:44 pm

      ჯუბა აბსოლიტურად გეთანხმები

  7. ჯუბა ხაინდრავა / Jan 10 2012 7:41 am

    კობო აბე “ქალი ქვიშაში” იცით ?

    • mkitxveli / Jan 10 2012 9:28 am

      კი ვიცი🙂

    • Teona Kenkebashvili / Feb 25 2013 10:43 am

      “ქალი ქვიშაში”აუცილებლად წაიკითხე ჯუბა. ეს არის მოთხრობა, რომელიც არ დაგავიწყდება. რამოდენიმე წლის წინ წავიკუთხე და დღესაც არის მომენტი ჩემდაუნებურად გამახსენდება ხოლმე. საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

  8. astamur / Jan 17 2012 8:24 pm

    axlaxan wavikitxe es wigni da didi zegavlena moaxdina chemze mitumetes rom mashi moyvanili azrebi bolo dros tavshi mitrialebda, da sxvata shoris dzalian gamimartla ert momentshi exla vkitxulob 99 franks rac 1984-is gagrdzelebat sheidzleba chavtvalo!

    • mkitxveli / Jan 19 2012 3:48 pm

      ამ ორ წიგნს რა კუთხით აკავშირებ?

  9. tatia / Feb 18 2012 4:22 pm

    ჩემი აზრით არ გავს ეს 2 წიგნი ერთმანეთს..ერთადერთი ალბათ იმით,რომ ორივეგან აღწერილი სიუჟეტები ჩვენს ყოველდღიურობაში გვაბეზრებს თავს.სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მომწონს 99 ფრანკი..რამე დასამახსოვრებელი არის ამ წიგნში?..რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი 1984-ზე..

    • mkitxveli / Feb 19 2012 10:39 am

      99ფრანკში ნამდვილად არის მომენტები, რაც ჩაგრჩება. თუმცა ადამიანს ყველა წიგნიდან რჩება ქვეცნობიერში რაღაცეები, აუცილებელი არ არის ამ წუთას გახსოვდეს აი მე ამ წიგნიდან ეს დავიმახსოვრეო

  10. რუსუდანი / Mar 6 2012 10:02 am

    ეს წიგნი იმ განწყობით წავიკითხე, რომ 1984-ისთვის შემედარებინა, მაგრამ
    37 უფრო გამახსენა.

    • mkitxveli / Mar 7 2012 7:16 am

      37-ის რა გითხრა 1984 ნებისმიერ დროს შეგიძლია მოარგო და გაგახსენდეს

  11. რუსუდანი / Mar 9 2012 12:00 pm

    ავტორს 1984-ში არ უცხოვრია და აქედან გამომდინარე ველოდი იდეურ წინასწარმწტყველებას და
    პირიქით, უკან მოხედვა დავინახე. ამის გამო ვიყავი განხიბლული. ისე ჩვენთან 80-იანი წლები იყო ყველაზე უფრო ლიბერალური სოციალიზმის წლები. გაცილებით მეტი იყო ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის დრო და სივრცე.

  12. მარიამი / Mar 10 2012 3:50 pm

    ვერ დავიტრაბახებ უამრავი წიგნი მაქვს მეთქი წაკითხული, თუმცა ჯერჯერობით რაც წამიკითხავს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ჯორჯ ორუელის “1984” მა მოახდინა. მე არ მიცხოვია საბჭოთა ეპოქაში მაგრამ რაც ამ ხანაზე წამკითხავს ან უფროსებისგან მსმენია ყველაფერი ამოვიკითხე ზემოხსენებულ წიგნში. როდესაც ვკითხულობდი ვბრაზდებოდი და ნერვები მეშლებოდა იმ საშინელ სიტუაციაძე რაშიც ადამიანებს უწევდათ ცხოვრება. წიგნში წერია შვილები მშობლებს აბეზღებდნენო, ასეთი შემთხვევა საბჭოტა კავშირის მოქალაქეზე ჯერ არ მსმენია, მაგრამ ის კი ვიცი რომ მაშინ შეიძლებოდა შენთვის უახლოე ადამიანს ეღალატა, რადგან როგორც შმდეგ აღმოჩნდებოდა ის არ ყოფილა უახლოესი ადამიანი, არამედ უბრალოდ თამაშობდა. “1984” ში რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო გამწვავებულია, თუმცა რა ვიცით რა ხდებოდა საბჭოთა მმართველობის შიდა სამზარეულოში. წიგნში წერია რომ გაზეთებსი ტექსდებს იუნსტონის ნაირი თანამშრომლები თხზავდნენ; მე წავიკითხე 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაბეჭდილი საგაზეთო სტატიები, რომლებიც ასევე სრულიად არ შეეფერებოდა რეალობას, ისინი შეთხზული იყო. წიგნში წერია რომ გაანადგურეს ყველანაირი მხატვრული ლიტერატურა, საბჭოთა პერიოდში მხატვრული კი იყო ლიტერატურა თუმცა წაკითხვა იკრძალებოდა. მიკროფონების და ეკრანების როლს კი ადამიანები ასრილებდნენ. ბევრი რო აღარ გავაგრძელო, უბრალოდ ვირჩევ ყველას წაიითხონ ეს წიგნი. არც სიტუაცია და არც პერსონაჟები არიან აქ რეალურნი, თუმცა რეალურია მათი გრძნობები და რეალობასთან ახლოსაა მათი ცხოვრება.

    • gela / Feb 3 2014 5:04 pm

      მართალი ხარ მარიამ, ცუდი დრო იყო კომუნიზმი და სასაცილო იცი რა არის? იმ პერიოდში ნაცხოვრები ქართველების უმრავლესობა ძალიან მისტირიან იმ დროს. შენივე უბანში გექნება მოსმენილი 40-60 წლის ხალხის საუბარი იმაზე, თუ რა კარგი დრო იყო, მოსკოვში 37 მანეთად გადაფრინდებოდი და პროდუქტები იაფი იყო, მაგათ მოსმენისას იფიქრებ სამოთხეში ცხოვრობდნენო. და ამ დროს ინტელექტუალი ხალხის ნაღებს ციმბირისკენ ერეკებოდნენ, ან ხვრეტდნენ. ისე ნამდვილი კომუნიზმი-კოშმარი ჩრდილო კორეაშია დღეს. 1984 ძალიან პესიმისტი ადამიანის დაწერილს გავს, მაგრამ ეს პესიმიზმი რეალობასთან ძალიან ახლოსაა. მარიამ ბევრი წიგნი არ მაქვსო წაკითხულიო თქვი და მაშინ მეგობრულად გირჩევ დათა თუთაშხია წაიკითხე და რასაც არქიფო სეთური ამბობს-სწორედ ეგ არის მთელი 1984 ან ცხოველების ფერმა. საერთოდ დათა თუთაშხია გენიალურია. ან დანაშაული და სასჯელი წაიკითხე და იქ უწერია ავტორს , თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. საერთოდ ბევრი უნდა იკითხოს ნებისმიერმა ადამიანმა.

  13. მოყვარული / Mar 10 2012 9:50 pm

    ის ამბავი,რომელსაც ორუელი გადმოგვცემს თითქოს დღეს ხდება,დღევანდელი რეალობაა,არის რამოდენიმე მომენტი ამ წიგნში როდესაც გგონია რომ დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებაზე წერს ავტორი,მაგრამ საქმე ისაა რომ ალბათ ყველა ქვეყნის,ყველა ნაციონალობის ადამიანს იგივე შეგრძნება ეუფლება,იმის მიუხედავათ ჩვენსავით დემოკრატიის შუქურაში ცხოვრობს თუ კორეასავით დიქტატურაში,ჩინეთივით ასრულებულ და ახდენილ კომუნიზმში თუ ბრიტანეთივით ისევ იმპერიაში,ის პრობლემები რომელიც წიგნშია დასმული ყველასთვის ახლობელი და ხელშესახებია,თითქოს შენს გარშემო ხდება ყველაფერი. საოცარია ის,როგორი ამაზრზენი რეალურობით გადმოგვცემს ავტორი თითოეულ მომენტს,განსაკუთრებით როდესაც უინსტონს აპატიმრებენ და აწამებენ,უფრო სწორად თავისივე თავისგან ,,იცავენ,,ასე გგონია თავის თავზე აქვს ყველაფერი გამოცდოლი და გადატანილი. ცუდად გავხდი როდესაც უინსტონი მასთან ერთად საკანში მოხვედრილ მისტერ პარსონსს ესაუბრებოდა,იმის წარმოდგენამ რომ ასეთი რამე შეიძლება მართლაც მოხდეს,შვილმა საკუთარი მამა დაასმინოს(ასეთი კი მომხდარა სსრკ-ში)და ამით მამა დარჩეს ასეთი კმაყოფილი,შვილი სწორად გამიზრდიაო.რატომღაც მეგონა რომ ოპტიმიზმის პატარა მარცვალს მაინც დაგვიტოვებდა ავტორი,მას შემდეგ რაც ჯულიას კვლავ შეხვდა უინსტონი,მაგრამ არაფერი მსგავსი,არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი,(შეილება დაგვიტოვა მაგრამ მე ვერ ამოვიკითხე)

    • Teona Kenkebashvili / Feb 25 2013 10:51 am

      ზუსტად იგივე განცდა მქონდა. ბოლო სტროფამდე ველოდი იმედის მარცვალს. საკმაოდ ძლიერი წიგნია და ამ განცდას მიძლიერებს ისიც, რომ ავტორი 1984 წელზე ბევრად ადრე გარდაიცვალა.

  14. მოყვარული / Mar 10 2012 9:57 pm

    კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება,არადა როდესაც ,,მკითხველის,, პოსტი წავიკითხე მეგონა დასამატებელი არაფერი მექნებოდა იმდენად კარგადაა დაწერილი,მაგრამ მოვიდა აზრები თავისით.ერთი სიტყვით ეს არის გენიოსი ავტორის გენიალური წიგნი,რომელიც მართლა ,,უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ,,

    • mkitxveli / Mar 11 2012 4:20 pm

      დამასამტებელი ყოველთვის არის, ყველანი სხვადასხვანაირად აღვიქვამთ, სხვადასხვა მომენტი გვამახსოვრდება და ეპიზოდებიც სუბიექტური შერჩევით მოგვწონს

  15. (Lazy) / May 4 2012 3:06 pm

    ამ წიგნის ინგლისურად წაკითხვა მინდა და ხომ არ იცით სადმე თუ იშოვება

  16. nino / Sep 29 2012 9:26 am

    martlac dzalian kargi tsignia da pilmic dzalian kargad aris gadagebuli, samtsuxarod es yvelaperi martlac xdeba chvens qveyanashi

  17. rusa / Nov 16 2012 11:57 am

    ყველაფერი ითქვა,მაგრამ მე ერთს დავამატებ: ,,იმ” რეჟიმის მსხვერპლი იყო არა ის ხალხი,ვინც მას შეეწირა, არამედ ისინი,ვისაც სჯეროდა ამ რეჟიმის სამართლიანობის…ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს პერიფრაზია ვიღაც ჭკვიანი ადამიანის ნათქვამიდან…

  18. anna / Feb 10 2013 8:05 pm

    მარტოობის ასი წელიწადის მერე თუ რამე წიგნი ასე მოახდენდა შთაბეჭდილება ჩემზე არ მეგონა,უბედნიერესი ვარ რომ მომეცა საშუალება წამეკითხა,არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია ჩემთვის ^_^

  19. გიორგი / Feb 26 2013 6:49 am

    კარგი იყო, ყველა ის ადამიანი შემეცოდა ვინც კი ოდესმე უწამებიათ. კიდევ ერთხელ დავაფასე ისინი ვინც იდეისთვის ბოლომდე იბრძოლეს და ბოლომდე ვერ გატეხეს, დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირად დაუჯდათ. ჩემი აზრით ეს ამბავი არის იმაზე, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ადამიანები. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რამე დიდ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდებოდნენ ესენი. ჩვენი საზოგადოება კიდევ კარგ დღეშია, ეს რასაც ორუელი წერს, ის საზოგადოებას, რომელსაც ორუელი ხატავს, ჩვენს ქვეყანაში არსებობდა. ძალიან დიდხანს, სხვადასხვა სიმძაფრით, მაგრამ გამუდმებით. დიდი ძმის სიყვარულს დღემდე ვერ გადაეჩვია ხალხი, სულ ბოლოს დიდი ძის ძეგლები აღვაგინეთ. ძალიან კარგი წიგნია, და ბლოგიც )))

  20. ალექს / May 22 2013 5:39 pm

    ღმერთი არის უფროსი ძმა

  21. gela / Feb 3 2014 5:14 pm

    კარგი წიგნია ნამდვილად. ასეთი წიგნები სასკოლო პროგრამაში უნდა ჩასვა, რომ თავიდანვე უსამართლობისადმი მებრძოლად გაზარდო თაობა. ცხოველების ფერმაც კარგი წიგნია, მაგრამ აზრი აბსოლიტურად იგივეა და თითქოს ერთი წიგნის 2 ტომია ისეთია შეგრძნება. ეს ბლოგი წიგნებზეა, მაგრამ იმდენად მსგავსია ფილმი , რომელიც გენიალურად მიმაჩნია, რომ ვიტყვი, ფილმი v-როგორც ვენდეტა, უყურეთ-არ ინანებთ.

  22. sopho / Mar 30 2014 6:16 pm

    sainteresoa, rtuli, magram realuri da mtkivneulia, tumca yvelafershi ver davetanmebi,…adamianebi tavad vaketebt archevans,….

  23. miranda / Apr 9 2014 5:02 pm

    უინსტონს ვერ ვპატიობ იმ შეცდომას რაც ო’ბრაიენთან მიმართებაში დაუშვა, თავისი მომხრე ეგონა და ასე ვთქვათ პირდაპირ მგლის ხახაში ამოყო თავი. რატომღაც უინსტონისა და ჯულიას მსგავსად მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ვერ შეაღწევდნენ მათ გონებაში. “მან გაიმარჯვა საკუთარ თავზე, მას უყვარდა დიდი ძმა”. შემზარა ბოლო სიტყვებმა.

    • ვერო / Apr 18 2014 7:27 pm

      უბრალოდ შეუძლებელია ასეთ დროს ადამიანმა საღი აზრი და საღი გონება შეინარჩუნო. ჩვენ მაყურებლის, მკითხველის თვალით ვუყურებთ, ამიტომ ვერ ვპატიობთ უინსტონს , მაგრამ იმაზე არ გვიფიქრია, რას ვიზამდით მის ადგილას ჩვენ. ორუელს, ვფიქრობ, იმის თქმა უნდოდა, რომ ერთეულები, ინდივიდები სრულიად უძლურები არიან ტირანიის, ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. რაოდენ ძლიერიც უნდა იყო, მაინც გაგტეხენ და გამოგფიტავენ, მათნაირად გაქცევენ. უდავოდ ძლიერი წიგნია, ჩვენი რეალობაცაა თითქოს მასში , არა მარტო კომუნიზმი , არამედ ნებისმიერი დროისა და ქვეყნის დიქტატურა. მე ბოლო სიტყვებს ,”მას უყვარდა დიდი ძმა” , ველოდი და ბუნებრივიც იყო. თავიდანვე ჩანდა, რომ უინსტონი არ იყო ისეთი ძლიერი, მერყევი და გაუბედავი პიროვნება იყო. ორუელის “ცხოველების ფერმაც” უძლიერესია. არაფერს ვიტყვი რობაქიძის “ჩაკლულ სულზე”, ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალზე” და ა.შ. და მაინც, ვფიქრობ ერთეულებს შესწევს უნარი დაამარცხოს ბრბო .. “მანუელო კოსტა” ხომ ბევრი არაა ^_^

    • miranda / Apr 19 2014 7:27 pm

      უინსტონის შემთხვევაში ფიქრობთ რომ ერთეულები ვერაფერს გახდებიან ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მანუელო კოსტას შემთხვევაში სხვაგვარად ამბობთ. ეს ყველაფერი პიროვნებასა და მის სიძლიერეზეა დამოკიდებული. მართალია შორიდან ლაპარაკი ადვილია და არავინ იცის როგორ მოიქცევა მსგავს სიტუაციაში. უინსტონი როგორც ჩანს საერთოდ ვერ ერკვევა ადამიანებში, ის რაც ჯულიაზე უნდა ეფიქრა ო’ ბრაიენზე იფიქრა და პირიქით ის რაც ო’ ბრაიენზე უნდა ეფიქრა ჯულიაზე იფიქრა. კომენტარის ბოლოს თქვენს მიერ მანუელო კოსტას ხსენებამ ღიმილი მომგვარა. ჩემი საყვარელი პერსონაჟია🙂

  24. ვერო / Apr 20 2014 3:13 pm

    რა თქმა უნდა, პიროვნების სიძლიერეზეა დამოკიდებული . უინსტონი არ არის ძლიერი, თუმცა ასეთი წამების დროს, ალბათ, ყველა დაეცემოდა. შეუძლებელია , “სამოსელი პირველი” წაიკითხო და მანუელო კოსტა არ გიყვარდეს ^_^

  25. გელა / Apr 22 2014 3:45 pm

    ვერო მართალია, რომ ერთი კაცი ვერაფერს შეცვლის და ისიც სავსებით სწორია, რომ ნებისმიერი ადამიანის გატეხვაა შესაძლებელი თუ მარტოა, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ხალხის მართვა ეხერხებათ და ასეთი ადამიანები რეჟიმისთვის საშიშები არიან. ისე ჩემთვის ნელსონ მანდელა არის მაგალითი გაუტეხლობის და დიდი ადამიანური სიყვარულისა. წარსულს თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიაში უამრავი ასეთი გმირი გვყავდა, თუმცა ქეთევან დედოფალი მაინც უდიდესი იყო. საერთოდ დიქტატურის სათავეში ერთი ავადმყოფი ადამიანია ყოველთვის, მაგრამ ასები და ათასები თავისი კეთილდღეობისათვის ემორჩილებიან და სწორედ ისინი არიან ზნედაცემულები, თორემ თავისთავად ერთი ადამიანი ვერასდროს ვერაფერს ვერ შეცვლის. გენიალურია ორუელი, ჩამოყალიბებული აქვს თუ როგორ უნდა მართოს დიქტატორმა ქვეყანა, რომ არ ჩამოეშალოს. შიში, თვალთვალი და ზემოქმედება ინფორმაციის კონტროლით. და ერთია კიდევ, სასაუბრო ტექსტის შეცვლა და სიტყვების ამოღება , რომ ადამიანი იმდენად დაჩლუნგდეს, რომ სხვა ადამიანმა მას ვერ აუხსნას თავისუფლების და პატრიოტიზმის მნიშვნელობა. მე მივესალმებოდი ამ წიგნის სასკოლო პროგრამაში შეტანას.

  26. jano / May 9 2014 8:40 pm

    ძალიან კარგი წიგნია , გირჩევთ რომ წაიკითხოდ ეს წიგნი ბევრ რამეს მოგცემთ<3

  27. Andro / Jul 22 2014 5:26 pm

    მკითხველო რამდენი წლის იყავი როცა ეს წიგნი წაიკითხე?🙂

    • mkitxveli / Jul 27 2014 7:45 am

      24-ის. ამას რა მნიშვნელობა აქვს?

  28. Andro / Jul 27 2014 2:12 pm

    არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა

  29. giogiobliadze / Aug 19 2014 5:41 pm

    არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც წიგნის სახელი არ არის 1984, არამედ 1948… სხვა მოსაზრებით ავტორს სურდა წიგნისთვის ,,ლონდონის უკანასკნელი ადამიანი” დაერქმია, სახელი 1984ში ბოლო ორი ციფრია შეცვლილი…

  30. tamooo / Sep 5 2014 7:03 pm

    dznelia kidev ramis damateba, amitom ganvmeordbi da vityvi, rom martlac dzalian kargi wigni, wigni im rejimze, romelic chvenma qveyanamac gamoiara… tumca, samwuxarod, am wignshi arsebul vitarebasa da dgevandelobas shorisac bevri pararelis gavlebaa shesadzlebeli😦 oruels surda wignistvis ‘ukanaskneli adamiani evropashi” daerqmia da martlac, ert-ert epizodshi xom mtavar gmirs ukanasknel adamians uwodeba o’braieni… wignshi es martlac ase agmochnda, tumca realur cxovrebashi adamiani anu damoukidebeli , logikuri azrovnebis mqone arseba, romlistvisac codma dzalaa da tavisufleba tavisufleba, yoveltvis iarsebebs da adre tu gvian daamarcxebs diqtaturas……..🙂

  31. Natia Putkaradze / Dec 7 2014 10:40 pm

    რა კარგად განიხილავ, ჩემი სათქმელი თქვი…

  32. გელა / Jul 2 2015 8:16 pm

    ნატა ეხლა ვუსმინე ლევან გიგინეიშვილის ლექციას -ტოტალიტარიზმის ანატომია ორუელთან, ძალიან კარგად და გააზრებულად ახსნა ყველაფერი. არის წიგნის წაკითხვის მერე მომენტი , როცა რაღაცას ხვდები და რაღაცას ბოლომდე ვერ აღიქვამ. ძალიან მომეწონა იუთუბიზე ვუსმინე რამდენიმე წიგნის განხილვას გიგინეიშვილისას და მომეწონა. მახსოვს ვწერდი მწყინს , რომ წიგნებზე არ საუბრობენ მეთქი და ისიც მახსოვს ნატა ლევან ბერძენიშვილს აქვს ეგეთი გადაცემაო მომწერე. მე ბერძენიშვილის განხილვებიც მოვისმინე და არ მომეწონა, ძალიან განათლებული აფერისტია და იმას ქადაგებს , რაც თვითონ უნდა. p.s. თითქმის ყველა განხლივა მომეწონა გიგინეიშვილის და განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის. კიდევ გიდასტურებ , რომ შენ განსხვავებულად და კარგად განიხილავ. p.s.s. შენგან ფეხბურთის სიყვარული და კარგი ცოდნა მართლა მაკვირვებს, მაინც მგონია რომ ფეხბურთი კაცური სპორტია და გოგონების უმრავლესობა, სიმპატიური ფეხბურთელების გულისთვის უფრო უყურებენ.

    • mkitxveli / Jul 10 2015 2:28 pm

      გიგინეიშვილი სტუდენტების ყველა ჯგუფთან მოვიყვანე “ლიბცენტრში”, ფეხბურთს რაც შეეხება ძალიან არ მიყვარს “კაცური” და “ქალური” ამბები. უფრო სწორად საკითხების ასეთი სტერეოტიპული დაყოფა. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ არაფერი

  33. გელა / Jul 11 2015 8:40 am

    ნატა მე არ მივიჩნევ , რომ ქალი უნდა კუხნაში ტრიალებდეს, მაგრამ ქალური და კაცური დაყოფა რაღაც პროცენტით მაინც არის. ქალი, რომელსაც ტანვარჯიშზე მეტად კრივი ან ბრძოლა წესების გარეშე მოსწონს დამეთანხმე გამონაკლისი იქნება. ვაღიარებ , რომ ფეხბურთი კარგად გესმის, მაგრამ რამდენი მანდილოსანი გინახავს, მაგ დონეზე რომ ჰქონდეს ცოდნა?

    • mkitxveli / Jul 11 2015 2:42 pm

      სხვათა შორის ბევრი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: