Skip to content
January 3, 2012 / mkitxveli

ჯორჯ ორუელი – “1984”

გითვალთვალებენ, ფიქრს გიკონტროლებენ, გაჯერებენ, რომ ომი მშვიდობაა, მონობა – თავისუფლება, უმეცრება კი ძალაა. გარწმუნებენ, რომ 2+2=5 და შენ არ გაქვს არგუმენტები საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად, რადგან წარსული გამუდმებით იცვლება, ფაქტები აღარ არსებობს. ამ ყველაფერთან ერთად სამეტყველო ლექსიკაც ვიწროვდება. შენ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც ინდივიდუალიზმი და აზროვნება გაუგებარი ცნებებია. კარგავ ძალას და ხდები მათნაირი.

ჯორჯ ორუელმა (ერიკ არტურ ბლერი) ჯერ კიდევ „ცხოველების ფერმის“ კითხვისას დამთრგუნა. „1984“-ში ყველაფერი კიდევ უფრო უტრირებული და შავ ფერებშია. თვითონ ორუელი 1950 წელს გარდაიცვალა, თუმცა 80-იანებში მისი წიგნისგან განსხვავებული ბევრი არაფერი ყოფილა. უკვე 2012 წელია და ისევ ახლობელია „1984“. ასე მგონია, ორუელის მიერ დასმული პრობლემები ყოველთვის აქტუალური იქნება, ადამიანი არ იცვლება და იმიტომ. უბრალოდ ფორმას იცვლის ქცევები, დეფორმირდება და სხვა მხრიდან ვლინდება, ძირი იგივე რჩება.

ახლა დიდ ძმას ულვაშები აღარ აქვს, მაგრამ მაინც გითვალთვალებენ, თუმცა მგონია, რომ თავისუფლად ვაზროვნებ. შეიძლება უბრალოდ მე მგონია. დღეს შედარების საშუალება არსებობს. კიმ იონგ ილის (ქართულად ჯიმ ჩენ ირი  რატომაა არ ვიცი) დაკრძალვა გამახსენდა. იქ ზუსტად ორუელის „1984“ აქვთ.

„საღი აზრი ერესთა ერსს წარმოადგენდა. ყველაზე თვზარდამცემი ის კი არ იყო, რომ განსხვავებული აზრისთვის გკლავდნენ, არამედ ის, რომ შეიძლება მართალს ამბობდნენ.“

წარსული გამუდმებით იცვლება, დოკუმენტები არ არსებობს, და ვერაფრით ამტკიცებ, რომ თუნდაც 2+2=4. გაჯერებენ, რომ ადრინდელთან შედარებით უკეთესად ცხოვრობ.

„ითმენ დღეს არსებულ მდგომარეობას, რადგან არ გაგაჩნია სტანდარტები შედარებისთვის, არ იცი მანამდე უკეთესი იყო თუ უარესი“.

„1984“ ეს არის წიგნი, სადაც კარგად ხედავ რა ადვილია ადამიანის ერთ ყალიბში მოქცევა, როგორ შეიძლება დაცალო აზროვნებისგან (ჩრდ. კორეა კვლავ თვალწინ).

უინსტონი და ჯულია საერთო კონტექსტს ვერ ერგებიან, ამიტომ პარტიას ახალი მიზანი აქვს – სხვებს უნდა დაამგვანონ. უილიამ გოლდსტეინი პარტიის ფიქტიური მტერია. ისევე, როგორც „ცხოველების ფერმაში“ (დღევანდელ საქართველოშიც) საჭიროა არსებობდეს „მტერი,“ რომელსაც ყველა შენს წარუმატებლობის მიზეზად გამოიყვან. თუმცა  ოკეანიას გოლდსტეინი კიდევ ერთი მიზნისთვის სჭირდება – საწინააღმდეგო აზრის მქონე პირები ადვილად ამხილონ, შემდეგ 101-ე ოთახში გაამწესონ და იქიდან დიდი ძმის სიყვარულით გამოვიდნენ.

პარტიის ლოზუნგი : „ვინც წარსულს აკონტროლებს ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწყმოს, აკონტროლებს წარსულსაც“.  და მაინც წარსული, რომელსაც გამუდმებით ცვლიდნენ, არასოდეს შეცვლილა. სადღეისო ჭეშმარიტება სამუდამო და საუკუნო ჭეშმარიტება იყო. გმართებდა მხოლოდ მუდმივი გამარჯვება შენსავე მეხსიერებაზე. ამას უწოდებდნენ „სინამდვილის კონტროლს“, ახალმეტყველებაში – „ორაზრს“.

ორაზრი განსაკუთრებული ფენომენია. მაგალითად, სიტყვა  „თეთრშავი“ – თუ გამოიყენებ ოპონენტის მიმართ, მაშინ ნიშნავს თავხედურ მტკიცებას, რომ შავი თეთრია, ხოლო თუ იხმარება პარტიის წევრის მიმართ, ეს ნიშნავს ცოდნას, რომ შავი თეთრია და დავიწყებას იმისას, რომ ოდესმე საპირისპირო არსებობდა.

ჯორჯ ორუელი

1984-ში ფიქტიური ომია, ვის ეომები და ვინაა შენი მოკავშირე მუდმივად იცვლება, იმიტომ რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია „მტერი“ გყავს. წიგნში სამი ზესახემწიფოა ოკეანიაში გამეფებულ ფილოსოფიას ინგსოცი (ინგლისური სოციალიზმი) ერქვა,  ევრაზიაში ნეობოლშევიზმი, აღმოსავლეთ აზიაში ჩინურ სიტყვა, რომელიც „საკუთარი თავის უარყოფას“ ნიშნავდა.  ყველგან ერთი და იგივე პირამიდული სტრუქტურაა – „თავში ნახევრადღმერთი ლიდერი, ერთნაირი ეკონომიკა, რომელიც ომით ნასაზრდოები ომისთვისვე არსებობს.“ ამიტომ შეუძლებელია მათ შორის ომი ყოფილიყო.

ხალხი რომ ერთიანი მასაა და ინდივიდი, როგორც ასეთი, არავის სჭირდება, ყველა აბზაციდან ჩანს „ერთი კაცის სიკვდილი სიკვდილი არ არის, პარტია უკვდავია“

ო’ბრაიანის წინასწარმეტყველება ახდა. უინსტონს რომ უთხრა, გაგრძელდება ყველაფერი , არასოდეს შეწყდება თვალთვალი, დასმენა, დაპატიმრება, ეს ისევე იქნება ტერორის სამყარო, როგორც ტრიუმფისა. ყველაფერი ეს ძალაუფლების გამო ხდება და სანამ ადამიანს სხვაზე გამარჯვების, ზემოდან ყურების ჟინი არ გაუვლის, მუდამ 1984 წელი იქნება. ისევ გვეყოლება სხვანაირად მოაზროვნენი, ვისაც განვდევნით, გავალოთებთ და აზროვნებას შევაწყვეტინებთ (ჩიხლაძის ‘ფენინინე“), ვინც დაეცემა და ჩვენ, ბედნიერნი, ზემოდან დავუწყებთ ყურებას. ჩვენს ნაწილად გავხდით და თუ ამას ვერ მოვახერხებთ, უბრალოდ გავაქრობთ.

უინსტონმა დღიურში ჩაწერა: „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

ამ წიგნის შემდეგ ყველაზე მეტად დავაფასე განსხვავებული ადამიანი, ისეთი არაფრით რომ არ მგავს. 1984-დან ქვეყანა მხოლოდ მაშინ გამოვა, როცა ბევრი არაერთგვაროვანი აზრი, იდეა, ადამიანი იარსებებს.

Advertisements

58 Comments

Leave a Comment
  1. მაგდა / Jan 4 2012 9:50 am

    მართლა ძალიან კარგი წიგნია 🙂

  2. Kejeradze / Jan 4 2012 10:34 am

    პირველი, რაც კორეის ამბავზე გამახსენდა, 1984 იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ეს წიგნი ყოველთვის აქტუალური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ აღარც ფაშისტური გერმანია არსებობს და აღარც საბჭოთა კავშირი…

    • mkitxveli / Jan 4 2012 8:14 pm

      ჰო ეს წიგნი დროს უძლებს და კიდევ დიდხანს იქნება აქტუალური

  3. katerina / Jan 4 2012 1:30 pm

    სამწუხარო რეალობაა, ეს წიგნი არასდროს იქნება არააქტუალური!!!ხანდახან ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მისი პერსონაჟი ვარ, ” დიდი ძმა” ხომ ყველგანაა 🙂

    • mkitxveli / Jan 4 2012 8:15 pm

      მთლად ასეც არ მგონია იყოს საქმე 🙂

  4. Nini Berdzenishvili / Jan 4 2012 3:43 pm

    ეს წიგნი რომ
    წავიკითხე
    გული მეტკინა…

    „თავისუფლება თავისუფლებაა, ისევე, როგორც ორს მიმატებული ორი უდრის ოთხს, თუ ამას დავუშვებთ, დანარჩენი თვითონ მოვა.“

    • mkitxveli / Jan 4 2012 8:20 pm

      მგონია რომ განსხვავებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანების რიცხვის გაზრდა ყველაზე კარგი გამოსავალია

  5. Nini Berdzenishvili / Jan 7 2012 8:23 am

    ჰოო,მართალი ხარ
    კარგი გამოსავალია
    მაგრამ რთულია
    როცა დღესდღეისობით
    ასეთი ადამიანები
    ერთეულებია მარტო

    • mkitxveli / Jan 9 2012 7:14 am

      არა, ჩემი აზრით, ძალიან ბევრია უბრალოდ თავისი ინდივიდუალურობის გამომჟღავნებისთვის არც ისე ხელსაყრელი პირობები აქვთ

  6. ჯუბა ხაინდრავა / Jan 7 2012 4:53 pm

    უმაგრესი წიგნია და ძალიან კარგი ბლოგია აქ . სულ აქ ვიქნები .

    • mkitxveli / Jan 9 2012 7:14 am

      დაგხვდები ხოლმე 🙂

    • gela / Feb 3 2014 4:44 pm

      ჯუბა აბსოლიტურად გეთანხმები

  7. ჯუბა ხაინდრავა / Jan 10 2012 7:41 am

    კობო აბე “ქალი ქვიშაში” იცით ?

    • mkitxveli / Jan 10 2012 9:28 am

      კი ვიცი 🙂

    • Teona Kenkebashvili / Feb 25 2013 10:43 am

      “ქალი ქვიშაში”აუცილებლად წაიკითხე ჯუბა. ეს არის მოთხრობა, რომელიც არ დაგავიწყდება. რამოდენიმე წლის წინ წავიკუთხე და დღესაც არის მომენტი ჩემდაუნებურად გამახსენდება ხოლმე. საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.

  8. astamur / Jan 17 2012 8:24 pm

    axlaxan wavikitxe es wigni da didi zegavlena moaxdina chemze mitumetes rom mashi moyvanili azrebi bolo dros tavshi mitrialebda, da sxvata shoris dzalian gamimartla ert momentshi exla vkitxulob 99 franks rac 1984-is gagrdzelebat sheidzleba chavtvalo!

    • mkitxveli / Jan 19 2012 3:48 pm

      ამ ორ წიგნს რა კუთხით აკავშირებ?

  9. tatia / Feb 18 2012 4:22 pm

    ჩემი აზრით არ გავს ეს 2 წიგნი ერთმანეთს..ერთადერთი ალბათ იმით,რომ ორივეგან აღწერილი სიუჟეტები ჩვენს ყოველდღიურობაში გვაბეზრებს თავს.სიმართლე გითხრათ საერთოდ არ მომწონს 99 ფრანკი..რამე დასამახსოვრებელი არის ამ წიგნში?..რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვი 1984-ზე..

    • mkitxveli / Feb 19 2012 10:39 am

      99ფრანკში ნამდვილად არის მომენტები, რაც ჩაგრჩება. თუმცა ადამიანს ყველა წიგნიდან რჩება ქვეცნობიერში რაღაცეები, აუცილებელი არ არის ამ წუთას გახსოვდეს აი მე ამ წიგნიდან ეს დავიმახსოვრეო

  10. რუსუდანი / Mar 6 2012 10:02 am

    ეს წიგნი იმ განწყობით წავიკითხე, რომ 1984-ისთვის შემედარებინა, მაგრამ
    37 უფრო გამახსენა.

    • mkitxveli / Mar 7 2012 7:16 am

      37-ის რა გითხრა 1984 ნებისმიერ დროს შეგიძლია მოარგო და გაგახსენდეს

  11. რუსუდანი / Mar 9 2012 12:00 pm

    ავტორს 1984-ში არ უცხოვრია და აქედან გამომდინარე ველოდი იდეურ წინასწარმწტყველებას და
    პირიქით, უკან მოხედვა დავინახე. ამის გამო ვიყავი განხიბლული. ისე ჩვენთან 80-იანი წლები იყო ყველაზე უფრო ლიბერალური სოციალიზმის წლები. გაცილებით მეტი იყო ლიტერატურისა და ხელოვნებისათვის დრო და სივრცე.

  12. მარიამი / Mar 10 2012 3:50 pm

    ვერ დავიტრაბახებ უამრავი წიგნი მაქვს მეთქი წაკითხული, თუმცა ჯერჯერობით რაც წამიკითხავს ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ჩემზე ჯორჯ ორუელის “1984” მა მოახდინა. მე არ მიცხოვია საბჭოთა ეპოქაში მაგრამ რაც ამ ხანაზე წამკითხავს ან უფროსებისგან მსმენია ყველაფერი ამოვიკითხე ზემოხსენებულ წიგნში. როდესაც ვკითხულობდი ვბრაზდებოდი და ნერვები მეშლებოდა იმ საშინელ სიტუაციაძე რაშიც ადამიანებს უწევდათ ცხოვრება. წიგნში წერია შვილები მშობლებს აბეზღებდნენო, ასეთი შემთხვევა საბჭოტა კავშირის მოქალაქეზე ჯერ არ მსმენია, მაგრამ ის კი ვიცი რომ მაშინ შეიძლებოდა შენთვის უახლოე ადამიანს ეღალატა, რადგან როგორც შმდეგ აღმოჩნდებოდა ის არ ყოფილა უახლოესი ადამიანი, არამედ უბრალოდ თამაშობდა. “1984” ში რა თქმა უნდა ყველაფერი უფრო გამწვავებულია, თუმცა რა ვიცით რა ხდებოდა საბჭოთა მმართველობის შიდა სამზარეულოში. წიგნში წერია რომ გაზეთებსი ტექსდებს იუნსტონის ნაირი თანამშრომლები თხზავდნენ; მე წავიკითხე 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ დაბეჭდილი საგაზეთო სტატიები, რომლებიც ასევე სრულიად არ შეეფერებოდა რეალობას, ისინი შეთხზული იყო. წიგნში წერია რომ გაანადგურეს ყველანაირი მხატვრული ლიტერატურა, საბჭოთა პერიოდში მხატვრული კი იყო ლიტერატურა თუმცა წაკითხვა იკრძალებოდა. მიკროფონების და ეკრანების როლს კი ადამიანები ასრილებდნენ. ბევრი რო აღარ გავაგრძელო, უბრალოდ ვირჩევ ყველას წაიითხონ ეს წიგნი. არც სიტუაცია და არც პერსონაჟები არიან აქ რეალურნი, თუმცა რეალურია მათი გრძნობები და რეალობასთან ახლოსაა მათი ცხოვრება.

    • gela / Feb 3 2014 5:04 pm

      მართალი ხარ მარიამ, ცუდი დრო იყო კომუნიზმი და სასაცილო იცი რა არის? იმ პერიოდში ნაცხოვრები ქართველების უმრავლესობა ძალიან მისტირიან იმ დროს. შენივე უბანში გექნება მოსმენილი 40-60 წლის ხალხის საუბარი იმაზე, თუ რა კარგი დრო იყო, მოსკოვში 37 მანეთად გადაფრინდებოდი და პროდუქტები იაფი იყო, მაგათ მოსმენისას იფიქრებ სამოთხეში ცხოვრობდნენო. და ამ დროს ინტელექტუალი ხალხის ნაღებს ციმბირისკენ ერეკებოდნენ, ან ხვრეტდნენ. ისე ნამდვილი კომუნიზმი-კოშმარი ჩრდილო კორეაშია დღეს. 1984 ძალიან პესიმისტი ადამიანის დაწერილს გავს, მაგრამ ეს პესიმიზმი რეალობასთან ძალიან ახლოსაა. მარიამ ბევრი წიგნი არ მაქვსო წაკითხულიო თქვი და მაშინ მეგობრულად გირჩევ დათა თუთაშხია წაიკითხე და რასაც არქიფო სეთური ამბობს-სწორედ ეგ არის მთელი 1984 ან ცხოველების ფერმა. საერთოდ დათა თუთაშხია გენიალურია. ან დანაშაული და სასჯელი წაიკითხე და იქ უწერია ავტორს , თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. საერთოდ ბევრი უნდა იკითხოს ნებისმიერმა ადამიანმა.

  13. მოყვარული / Mar 10 2012 9:50 pm

    ის ამბავი,რომელსაც ორუელი გადმოგვცემს თითქოს დღეს ხდება,დღევანდელი რეალობაა,არის რამოდენიმე მომენტი ამ წიგნში როდესაც გგონია რომ დღევანდელ საქართველოში არსებულ ვითარებაზე წერს ავტორი,მაგრამ საქმე ისაა რომ ალბათ ყველა ქვეყნის,ყველა ნაციონალობის ადამიანს იგივე შეგრძნება ეუფლება,იმის მიუხედავათ ჩვენსავით დემოკრატიის შუქურაში ცხოვრობს თუ კორეასავით დიქტატურაში,ჩინეთივით ასრულებულ და ახდენილ კომუნიზმში თუ ბრიტანეთივით ისევ იმპერიაში,ის პრობლემები რომელიც წიგნშია დასმული ყველასთვის ახლობელი და ხელშესახებია,თითქოს შენს გარშემო ხდება ყველაფერი. საოცარია ის,როგორი ამაზრზენი რეალურობით გადმოგვცემს ავტორი თითოეულ მომენტს,განსაკუთრებით როდესაც უინსტონს აპატიმრებენ და აწამებენ,უფრო სწორად თავისივე თავისგან ,,იცავენ,,ასე გგონია თავის თავზე აქვს ყველაფერი გამოცდოლი და გადატანილი. ცუდად გავხდი როდესაც უინსტონი მასთან ერთად საკანში მოხვედრილ მისტერ პარსონსს ესაუბრებოდა,იმის წარმოდგენამ რომ ასეთი რამე შეიძლება მართლაც მოხდეს,შვილმა საკუთარი მამა დაასმინოს(ასეთი კი მომხდარა სსრკ-ში)და ამით მამა დარჩეს ასეთი კმაყოფილი,შვილი სწორად გამიზრდიაო.რატომღაც მეგონა რომ ოპტიმიზმის პატარა მარცვალს მაინც დაგვიტოვებდა ავტორი,მას შემდეგ რაც ჯულიას კვლავ შეხვდა უინსტონი,მაგრამ არაფერი მსგავსი,არანაირი ოპტიმიზმის საფუძველი,(შეილება დაგვიტოვა მაგრამ მე ვერ ამოვიკითხე)

    • Teona Kenkebashvili / Feb 25 2013 10:51 am

      ზუსტად იგივე განცდა მქონდა. ბოლო სტროფამდე ველოდი იმედის მარცვალს. საკმაოდ ძლიერი წიგნია და ამ განცდას მიძლიერებს ისიც, რომ ავტორი 1984 წელზე ბევრად ადრე გარდაიცვალა.

  14. მოყვარული / Mar 10 2012 9:57 pm

    კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება,არადა როდესაც ,,მკითხველის,, პოსტი წავიკითხე მეგონა დასამატებელი არაფერი მექნებოდა იმდენად კარგადაა დაწერილი,მაგრამ მოვიდა აზრები თავისით.ერთი სიტყვით ეს არის გენიოსი ავტორის გენიალური წიგნი,რომელიც მართლა ,,უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ,,

    • mkitxveli / Mar 11 2012 4:20 pm

      დამასამტებელი ყოველთვის არის, ყველანი სხვადასხვანაირად აღვიქვამთ, სხვადასხვა მომენტი გვამახსოვრდება და ეპიზოდებიც სუბიექტური შერჩევით მოგვწონს

  15. (Lazy) / May 4 2012 3:06 pm

    ამ წიგნის ინგლისურად წაკითხვა მინდა და ხომ არ იცით სადმე თუ იშოვება

  16. nino / Sep 29 2012 9:26 am

    martlac dzalian kargi tsignia da pilmic dzalian kargad aris gadagebuli, samtsuxarod es yvelaperi martlac xdeba chvens qveyanashi

  17. rusa / Nov 16 2012 11:57 am

    ყველაფერი ითქვა,მაგრამ მე ერთს დავამატებ: ,,იმ” რეჟიმის მსხვერპლი იყო არა ის ხალხი,ვინც მას შეეწირა, არამედ ისინი,ვისაც სჯეროდა ამ რეჟიმის სამართლიანობის…ეს ჩემი სიტყვები არაა, ეს პერიფრაზია ვიღაც ჭკვიანი ადამიანის ნათქვამიდან…

  18. anna / Feb 10 2013 8:05 pm

    მარტოობის ასი წელიწადის მერე თუ რამე წიგნი ასე მოახდენდა შთაბეჭდილება ჩემზე არ მეგონა,უბედნიერესი ვარ რომ მომეცა საშუალება წამეკითხა,არაჩვეულებრივი და დაუვიწყარია ჩემთვის ^_^

  19. გიორგი / Feb 26 2013 6:49 am

    კარგი იყო, ყველა ის ადამიანი შემეცოდა ვინც კი ოდესმე უწამებიათ. კიდევ ერთხელ დავაფასე ისინი ვინც იდეისთვის ბოლომდე იბრძოლეს და ბოლომდე ვერ გატეხეს, დარწმუნებული ვარ ძალიან ძვირად დაუჯდათ. ჩემი აზრით ეს ამბავი არის იმაზე, თუ როგორები არ უნდა ვიყოთ ადამიანები. ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ რამე დიდ საპროტესტო მოძრაობას შეუერთდებოდნენ ესენი. ჩვენი საზოგადოება კიდევ კარგ დღეშია, ეს რასაც ორუელი წერს, ის საზოგადოებას, რომელსაც ორუელი ხატავს, ჩვენს ქვეყანაში არსებობდა. ძალიან დიდხანს, სხვადასხვა სიმძაფრით, მაგრამ გამუდმებით. დიდი ძმის სიყვარულს დღემდე ვერ გადაეჩვია ხალხი, სულ ბოლოს დიდი ძის ძეგლები აღვაგინეთ. ძალიან კარგი წიგნია, და ბლოგიც )))

  20. ალექს / May 22 2013 5:39 pm

    ღმერთი არის უფროსი ძმა

  21. gela / Feb 3 2014 5:14 pm

    კარგი წიგნია ნამდვილად. ასეთი წიგნები სასკოლო პროგრამაში უნდა ჩასვა, რომ თავიდანვე უსამართლობისადმი მებრძოლად გაზარდო თაობა. ცხოველების ფერმაც კარგი წიგნია, მაგრამ აზრი აბსოლიტურად იგივეა და თითქოს ერთი წიგნის 2 ტომია ისეთია შეგრძნება. ეს ბლოგი წიგნებზეა, მაგრამ იმდენად მსგავსია ფილმი , რომელიც გენიალურად მიმაჩნია, რომ ვიტყვი, ფილმი v-როგორც ვენდეტა, უყურეთ-არ ინანებთ.

  22. sopho / Mar 30 2014 6:16 pm

    sainteresoa, rtuli, magram realuri da mtkivneulia, tumca yvelafershi ver davetanmebi,…adamianebi tavad vaketebt archevans,….

  23. miranda / Apr 9 2014 5:02 pm

    უინსტონს ვერ ვპატიობ იმ შეცდომას რაც ო’ბრაიენთან მიმართებაში დაუშვა, თავისი მომხრე ეგონა და ასე ვთქვათ პირდაპირ მგლის ხახაში ამოყო თავი. რატომღაც უინსტონისა და ჯულიას მსგავსად მეც დარწმუნებული ვიყავი, რომ ისინი ვერ შეაღწევდნენ მათ გონებაში. “მან გაიმარჯვა საკუთარ თავზე, მას უყვარდა დიდი ძმა”. შემზარა ბოლო სიტყვებმა.

    • ვერო / Apr 18 2014 7:27 pm

      უბრალოდ შეუძლებელია ასეთ დროს ადამიანმა საღი აზრი და საღი გონება შეინარჩუნო. ჩვენ მაყურებლის, მკითხველის თვალით ვუყურებთ, ამიტომ ვერ ვპატიობთ უინსტონს , მაგრამ იმაზე არ გვიფიქრია, რას ვიზამდით მის ადგილას ჩვენ. ორუელს, ვფიქრობ, იმის თქმა უნდოდა, რომ ერთეულები, ინდივიდები სრულიად უძლურები არიან ტირანიის, ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ. რაოდენ ძლიერიც უნდა იყო, მაინც გაგტეხენ და გამოგფიტავენ, მათნაირად გაქცევენ. უდავოდ ძლიერი წიგნია, ჩვენი რეალობაცაა თითქოს მასში , არა მარტო კომუნიზმი , არამედ ნებისმიერი დროისა და ქვეყნის დიქტატურა. მე ბოლო სიტყვებს ,”მას უყვარდა დიდი ძმა” , ველოდი და ბუნებრივიც იყო. თავიდანვე ჩანდა, რომ უინსტონი არ იყო ისეთი ძლიერი, მერყევი და გაუბედავი პიროვნება იყო. ორუელის “ცხოველების ფერმაც” უძლიერესია. არაფერს ვიტყვი რობაქიძის “ჩაკლულ სულზე”, ჭაბუა ამირეჯიბის “გორა მბორგალზე” და ა.შ. და მაინც, ვფიქრობ ერთეულებს შესწევს უნარი დაამარცხოს ბრბო .. “მანუელო კოსტა” ხომ ბევრი არაა ^_^

    • miranda / Apr 19 2014 7:27 pm

      უინსტონის შემთხვევაში ფიქრობთ რომ ერთეულები ვერაფერს გახდებიან ტირანიის წინააღმდეგ, მაგრამ მანუელო კოსტას შემთხვევაში სხვაგვარად ამბობთ. ეს ყველაფერი პიროვნებასა და მის სიძლიერეზეა დამოკიდებული. მართალია შორიდან ლაპარაკი ადვილია და არავინ იცის როგორ მოიქცევა მსგავს სიტუაციაში. უინსტონი როგორც ჩანს საერთოდ ვერ ერკვევა ადამიანებში, ის რაც ჯულიაზე უნდა ეფიქრა ო’ ბრაიენზე იფიქრა და პირიქით ის რაც ო’ ბრაიენზე უნდა ეფიქრა ჯულიაზე იფიქრა. კომენტარის ბოლოს თქვენს მიერ მანუელო კოსტას ხსენებამ ღიმილი მომგვარა. ჩემი საყვარელი პერსონაჟია 🙂

  24. ვერო / Apr 20 2014 3:13 pm

    რა თქმა უნდა, პიროვნების სიძლიერეზეა დამოკიდებული . უინსტონი არ არის ძლიერი, თუმცა ასეთი წამების დროს, ალბათ, ყველა დაეცემოდა. შეუძლებელია , “სამოსელი პირველი” წაიკითხო და მანუელო კოსტა არ გიყვარდეს ^_^

  25. გელა / Apr 22 2014 3:45 pm

    ვერო მართალია, რომ ერთი კაცი ვერაფერს შეცვლის და ისიც სავსებით სწორია, რომ ნებისმიერი ადამიანის გატეხვაა შესაძლებელი თუ მარტოა, მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ხალხის მართვა ეხერხებათ და ასეთი ადამიანები რეჟიმისთვის საშიშები არიან. ისე ჩემთვის ნელსონ მანდელა არის მაგალითი გაუტეხლობის და დიდი ადამიანური სიყვარულისა. წარსულს თუ გადავხედავთ საქართველოს ისტორიაში უამრავი ასეთი გმირი გვყავდა, თუმცა ქეთევან დედოფალი მაინც უდიდესი იყო. საერთოდ დიქტატურის სათავეში ერთი ავადმყოფი ადამიანია ყოველთვის, მაგრამ ასები და ათასები თავისი კეთილდღეობისათვის ემორჩილებიან და სწორედ ისინი არიან ზნედაცემულები, თორემ თავისთავად ერთი ადამიანი ვერასდროს ვერაფერს ვერ შეცვლის. გენიალურია ორუელი, ჩამოყალიბებული აქვს თუ როგორ უნდა მართოს დიქტატორმა ქვეყანა, რომ არ ჩამოეშალოს. შიში, თვალთვალი და ზემოქმედება ინფორმაციის კონტროლით. და ერთია კიდევ, სასაუბრო ტექსტის შეცვლა და სიტყვების ამოღება , რომ ადამიანი იმდენად დაჩლუნგდეს, რომ სხვა ადამიანმა მას ვერ აუხსნას თავისუფლების და პატრიოტიზმის მნიშვნელობა. მე მივესალმებოდი ამ წიგნის სასკოლო პროგრამაში შეტანას.

  26. jano / May 9 2014 8:40 pm

    ძალიან კარგი წიგნია , გირჩევთ რომ წაიკითხოდ ეს წიგნი ბევრ რამეს მოგცემთ<3

  27. Andro / Jul 22 2014 5:26 pm

    მკითხველო რამდენი წლის იყავი როცა ეს წიგნი წაიკითხე? 🙂

    • mkitxveli / Jul 27 2014 7:45 am

      24-ის. ამას რა მნიშვნელობა აქვს?

  28. Andro / Jul 27 2014 2:12 pm

    არაფერი უბრალოდ მაინტერესებდა

  29. giogiobliadze / Aug 19 2014 5:41 pm

    არსებობს მოსაზრება, რომლის თანახმადაც წიგნის სახელი არ არის 1984, არამედ 1948… სხვა მოსაზრებით ავტორს სურდა წიგნისთვის ,,ლონდონის უკანასკნელი ადამიანი” დაერქმია, სახელი 1984ში ბოლო ორი ციფრია შეცვლილი…

  30. tamooo / Sep 5 2014 7:03 pm

    dznelia kidev ramis damateba, amitom ganvmeordbi da vityvi, rom martlac dzalian kargi wigni, wigni im rejimze, romelic chvenma qveyanamac gamoiara… tumca, samwuxarod, am wignshi arsebul vitarebasa da dgevandelobas shorisac bevri pararelis gavlebaa shesadzlebeli 😦 oruels surda wignistvis ‘ukanaskneli adamiani evropashi” daerqmia da martlac, ert-ert epizodshi xom mtavar gmirs ukanasknel adamians uwodeba o’braieni… wignshi es martlac ase agmochnda, tumca realur cxovrebashi adamiani anu damoukidebeli , logikuri azrovnebis mqone arseba, romlistvisac codma dzalaa da tavisufleba tavisufleba, yoveltvis iarsebebs da adre tu gvian daamarcxebs diqtaturas…….. 🙂

  31. Natia Putkaradze / Dec 7 2014 10:40 pm

    რა კარგად განიხილავ, ჩემი სათქმელი თქვი…

  32. გელა / Jul 2 2015 8:16 pm

    ნატა ეხლა ვუსმინე ლევან გიგინეიშვილის ლექციას -ტოტალიტარიზმის ანატომია ორუელთან, ძალიან კარგად და გააზრებულად ახსნა ყველაფერი. არის წიგნის წაკითხვის მერე მომენტი , როცა რაღაცას ხვდები და რაღაცას ბოლომდე ვერ აღიქვამ. ძალიან მომეწონა იუთუბიზე ვუსმინე რამდენიმე წიგნის განხილვას გიგინეიშვილისას და მომეწონა. მახსოვს ვწერდი მწყინს , რომ წიგნებზე არ საუბრობენ მეთქი და ისიც მახსოვს ნატა ლევან ბერძენიშვილს აქვს ეგეთი გადაცემაო მომწერე. მე ბერძენიშვილის განხილვებიც მოვისმინე და არ მომეწონა, ძალიან განათლებული აფერისტია და იმას ქადაგებს , რაც თვითონ უნდა. p.s. თითქმის ყველა განხლივა მომეწონა გიგინეიშვილის და განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის. კიდევ გიდასტურებ , რომ შენ განსხვავებულად და კარგად განიხილავ. p.s.s. შენგან ფეხბურთის სიყვარული და კარგი ცოდნა მართლა მაკვირვებს, მაინც მგონია რომ ფეხბურთი კაცური სპორტია და გოგონების უმრავლესობა, სიმპატიური ფეხბურთელების გულისთვის უფრო უყურებენ.

    • mkitxveli / Jul 10 2015 2:28 pm

      გიგინეიშვილი სტუდენტების ყველა ჯგუფთან მოვიყვანე “ლიბცენტრში”, ფეხბურთს რაც შეეხება ძალიან არ მიყვარს “კაცური” და “ქალური” ამბები. უფრო სწორად საკითხების ასეთი სტერეოტიპული დაყოფა. ამიტომ არ უნდა გაგიკვირდეთ არაფერი

  33. გელა / Jul 11 2015 8:40 am

    ნატა მე არ მივიჩნევ , რომ ქალი უნდა კუხნაში ტრიალებდეს, მაგრამ ქალური და კაცური დაყოფა რაღაც პროცენტით მაინც არის. ქალი, რომელსაც ტანვარჯიშზე მეტად კრივი ან ბრძოლა წესების გარეშე მოსწონს დამეთანხმე გამონაკლისი იქნება. ვაღიარებ , რომ ფეხბურთი კარგად გესმის, მაგრამ რამდენი მანდილოსანი გინახავს, მაგ დონეზე რომ ჰქონდეს ცოდნა?

    • mkitxveli / Jul 11 2015 2:42 pm

      სხვათა შორის ბევრი

  34. nini / Jul 21 2017 3:50 pm

    წაკითხვას ვაპირებ, ღირს ხო? რთული წასაკითხი ხო არაა და დამგლელი რაც მთავარია ?

    • nini / Jul 21 2017 4:02 pm

      და კიდევ მაინტერესებს მომეეწონა სიუჯეტი ძალიან გამიჭირდება (მეათე კლასელს)? ”ცხოველების ფერმა,, წაკითხული მაქვს, ენის თვალსაზრისით რამდენად ახლოსაა ეს ორი მაწარმოები ერთმანეთთან?

  35. მარინე / Jul 23 2017 6:19 pm

    მე და ჩემი თაობა მიეკუთვნება იმათ რიცხვს,ვინც მოესწრო კომუნისტურ ეპოქას,გარდამავალსაც და დღევანდელსაც. არასოდეს არ მივტიროდი საბჭოთა ეპოქას, რუსეთის მთავრობაზე უფრო ცუდი და დიდი “ბატონი” არც მეგონა თუ არსებობდა სხვა…დღეს ვწუხვარ,რომ ნახევარ საუკუნეზე მეტ ხანს მცხოვრები ადამიანი იძულებული ვარ ვაღიარო, ამჯერად შევცდი…მაგრამ,რა ვუყოთ,ფაქტი რომ ჯიუტია?!…..:)….54 წლის ვარ ,უკვე 30 წელზე მეტია,რაც ვერ ვიტან ამერიკის საგარეო პოლიტიკას და ეს ნამდვილად არ უკავშირდება საბჭოთა წყობის “სიყვარულს”. ბოლო 15-20 წლის საქართველოს ცხოვრებამ “აზრზე მომიყვანა”, თურმე არსებობს რუსეთზე უფრო ცბიერი და უფრო საშიში მტერი-ეს ლიბერალიზმია,რომელსაც ასე უზადოდ და შენიღბულად ნერგავენ ჩვენშიც და ჩვენნაირ პატარა ქვეყნებშიც. მე არავისთან კამათს არ ვაპირებ იმ უბრალო მიზეზით,რომ მეც მეგონა,რუსი ყველაზე დიდი დამპყრობელია-მეთქი….ვისაც მოთმინება და ინტერესი აქვს,მან წაიკითხოს ბლომდე ჩემი ეს მესიჯი: მოვა დრო(სამწუხაროდ,გვიან მოვა),თქვენი თაობა კიდევ ბევრჯერ მოტყუვდება დემოკრატიისა და თანასწორობის ძახილით: აბა,მე გეტყვით,შვილო: არ არსებულა დედამიწაზე ჭეშმარიტი “დემოკრატია”,გარდა ცხოვრების იმ წესებისა,რომელსაც სახარება გვასწავლის. გავა ბევრი დრო,სანამ თქვენი თაობა,თქვენი შვილებისაც, მიხვდებით,რომ არაფრით განსხვავდება უკვე დღეს არც ადრე რუსული კომუნისტური წყობის წესები და არც დღეს ამერიკა და უკვე ამერიკის ჯიბეში “ჩასმული” ევროპული დემოკრატიის ის ცრუ მხარე,რომელსაც ნახევარი სიმართლით ნიღბავდნენ მაშინ-ჩვენს ბავშვობაში და დღეს-ჩვენი ახალი “ბატონები”.ხშირად ვფიქრობ-ხოლმე ჩვენს ქვეყანაზე. განა რამე განსხვავება არსებობს იმაში,რომ ადრე ერთი უფროსი გვყავდა და დღეს-მეორე?!…..ელემენტარულად აიღეთ-ჩართეთ ქართული არხები.ყოველ მეორე წუთში ეკრანზე ამერიკის ან ევროკავშირის დროშაა…..:)…აი,ინგლისი რომ მიატოვებს ამ კავშირს,ე.ი,სერიოზული პრობლემა აქვს ამ უკანასკნელს. ბევრს გაგეღიმებათ ჩემს საუბარზე(ეს ბუნებრივია,თქვენ რასაც და როგორაც “გასწავლიან”,ისედაც ყალიბდებით.უნივერსიტეტში სწავლის დროს არ ყოფილა ისეთი შემთხვევა,რომ გარეთ გამოსული ქართველების გვერდში არ ვყოფილიყავი.მწარედ მეცინება: სულ საპროტესტო აქციებზე სიარულში დავბერდით ჩვენი თაობა. სააკაშვილის დროსაც,ცოტა გაწყდა,კინაღამ არ მომაკეტინეს. 20 წლის წინ პირველად მოვხვდი საბერძნეთში ემიგრანტად.ეს იყო დრო,როცა საბერძნეთი ჯერ კიდევ არ იყო ევროკავშირის წევრი.მათ ჰქონდათ საკუთარი ფული და ,ახლა რომ ვიხსენებ, რა გემრიელად ცხოვრობდნენ იმიტომ,რომ…ჯერ კიდევ საკუთარი ქვეყნის პატრონები იყვნენ. 5 წლის წინ მეორედ მომიწია ათენში ჩასვლამ. თქვენს მტერს,მე რაც იქ ვნახე-ქვეყანა ისეთ დღეშია,შემეცოდნენ ბერძნები.მაგრამ იქაც ახალგაზრდებს ჰგონიათ,რომ კარგია ამერიკა და ევროპამ მათი ქვეყნის “დაპყრობა” რომ მოახერხა. სწორედ ახალგაზრდა თაობაზეა გათვლილი ლიბერიზაციის პროცესი-ახალგაზრდა ხომ ადვილად ენდობა? საბერძნეთში ამას ხელშესახებად ჯერ კიდევ ვერ გრძნობენ მცირე ნაწილის გარდა. როცა 20 წლის წინ ჩემს დიასახლისს,ვის ბავშვებსაც ვუვლიდი,ვუთხარი,რომ თუ არ დაიცავენ რწმენას,ეკლესიას,საკუთარ ტრადიციებს,ძალიან მალე ექნებოდათ საშინელი შედეგები,გაეცინა. მას შემდეგ 20 წელი გავიდა-საბერძნეთი ომის გარეშეა დამონებული და მარტო საბერძნეთი რომ იყოს ასე, ალბათ არ განვიცდიდი- საქართელში ერთი- ერთში მეორდება ის პროცესები,რისი მომსწრეც მაშინ გავხდი ჯერ სალონიკში და მერე ათენში ყოფნის დროს. ერთმა იქაურმა ბერძენმა მითხრა-თქვენ თქვენი საკუთარი თვალით ნახეთ ბოლო 20 წლის პოლიტიკური ისტორია საბერძნეთში და ამიტომ ერკვევით ასე კარგად ამაშიო……ვიღაც შემედავება,რომ მე ვცდები!…..ნეტავი ვცდებოდე: დღესაც კი,როცა ვადარებ საქართველოს 20 წლისწინანდელ ცხოვრებას დღევანდელთან,დღესაც ვამბობ,რომ რუსეთის მთავრობა მტერია…მაგრამ კიდევ უფრო მეტი შენიღბული მტერია ამერიკა(ევროპამ თუ მოახერხა ამერიკისაგან თავის დაღწევა,იქნება გადარჩეს).ვისაც ამ აზრში ეჭვი გეპარებათ,მხოლოდ ერთ კითხვას დავსვამ და იფიქრეთ: ერთადერთი ქვეყანა დამისახელეთ დედამიწაზე,სადაც ამერიკის მთავრობა შევიდა და სიკვდილი და მორალური განადგურება არ შეიტანა?….
    ახლა კიდევ ვიღაცას ეგონება,რომ მე პრორუსი ვარ…..არავითარ შემთხვევაში,მაგრამ,მოდით ცივი გონებით ვიმსჯელოთ: ვის მოგწოთ ამერიკელებისა და თურქებისაგან გაწვრთნილი ჩვენი ჯარი?….მე არა.ზოგს ჰგონია,რომ ლამაზი აღჭურვილობა უფრო მთავარია ჯარისათვის,ვიდრე მისი ეროვნული სული. ამაშია საქმეც: იმიტომ,რომ ქართველი კაცი(ინგლისელი-ინგლისში,რუსი-რუსეთში,ებრაელი-ისრაელში და ა.შ)ქართული წესით,ადათით და შემართებით უნდა გაიწვრთნას.თუკი ქართველ ახალგაზრდას ამერიკული წესით და ბღავილით გაწვრთნი,მისგან ქართულად მოაზროვნე კაცი აღარ დარჩება. ხალხი ყველა სახელმწიფოში ხალხია,მათ არავინ ერჩის,მაგრამ,საბერძნეთში როცა ჩემი თვალით ვუყურე ბერძნული ტელევიზიით,როგორ დაბომბეს ნატოს ჯარებმა სერბეთში სამშობიაროს საავადმყოფო, იმ დღიდან უფალს ვემუდარები,რომ სანამ შეგვიყვანდნენ ევროკავშირში,მანამდე დაიშალოს იგი.რატომ? უბრალო მიზეზით: ყველა ორგანიზაცია,რომელსაც ქმნიან დიდი სახლმწიფოები, მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: საკუთარ ხალხს,საკუთარ რესურსებს გაუფრთხილდნენ და სხვა ქვეყნების ძალებით მიაღწიონ საკუთარი მიზნების განხორციელებას. ჩვენი თაობაც ნელ-ნელა წავა,ამ ქვეყანას თქვენ უნდა მიხედოთ,შვილო!…..შეეცადეთ,რომ სიძულვილი არ გააკაროთ გულებს,თორემ სიძულვილით სულ დაჭერილი ვეყოლებით ყველას-ყველა მტერია, ვისაც რა ინტერესები აქვს ჩვენს ტერიტორიაზე,ის ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს მხოლოდ….აქ ერთერთმა გოგონამ დაწერა,რომ გაგონილი მაქვსო,რომ საბჭოთა პერიოდში მშობლებს აბეზღებდნენ შვილებიო. იმ პერიოდის დედაც ვატირე და დღევანდელი იდეოლოგიისაც. ეს არის მარაზმი,ამას ვინც ამბობს,მტერზე უფრო მტერია საქართველოსი. ასეთ რამეებს იმიტომ იგონებენ,რომ ახალგაზრდა თაობას ჩაუჭედონ თავებში,რომ მხოლოდ ამერიკულ-ევროპული პრინციპებია მისაღები.ჰკითხეთ “უცოდველ” ამერიკას, ადგილობრივი ინდიელები,ამერიკის აბორიგენი მაცხოვრებლები რამდენი ათასი დატოვეს ცოცხლად მილიონობით ამოხოცილების ხარჯზე?….ჰკითხეთ მათ,რად უნდათ ამხელა საელჩო დიდ დიღომში თბილისში ასეთი პატარა ქვეყნისათვის? რა მიზნით იყენებენ ამხელა ტერიტორიას? მსოფლიოში პირველი დამპყრობლები და კოლონიოზატორები ინგლისელები არიან,საკუთარ თავებს ცისფერსისხლიანებს რომ უწოდებენ.ამერიკაში პირველი 13 შტატი მათი შექმნილია. ავსტრალია მათი და საფრანგეთის მიერ იყო კოლონიზირებული…ინდოეთში რაც მოხდა ,მსოფლიომ იცის. ყველა დიდი ევროპული სახელმწიფო-გერმანია,ესპანეთი,საფრანგეთი,ინგლისი,რუსეთიც და ამერიკაც,განსაკუთრებით,დედამიწის ხალხების სისხლითა და ოფლით არიან გაქსუებულები,ამიტომაც არიან ამხელა შეძლების პატრონები. სანამ ,მაგალითად,საქართველოში დავით აღმაშენებელი და სხვა ჭკვიანი მმართველები(ვინც გვყავდა) თავის გადასარჩენად და რწმენის შესანარჩუნევლად იბრძოდნენ,ევროპა-ამერიკა იქიდან და უფრო ადრეც მოყოლებული სისხლს წოვდა მცირე ქვეყნებს.დღეს? დღეს თითოეული მათგანი თითს გვიქნევს და ჭკუას გვასწავლის. ის,რაც მათგან მისაღებია,მისაღებიცაა და დასაშვებიც,მაგრამ, თქვენ ჯერ კიდევ ვერ გრძნობთ,შვილო,რას აკეთებენ ეს “ძლიერნი ამა სოფლისანი”: ღიმილით, აუჩქარებლად შემოდიან შენს ქვეყანაში, მიდის შეგნებული ნგრევა ქართველის აზროვნებისა და ნელ-ნელა ისე გადადიხართ ცხოვრების მათ წესზე,რომ იკარგება ქართულობა.რა არის ქართული იდეა? ხშირად ვფიქრობ, რუსეთმა რაც 200 წლის მანძილზე შეგვისრულა,იმაზე მეტს გვიკეთებს თუ არა შორი “მეზობელი” 15-20 წელში….უფრო უარსესსაც!….ნამდვილად არ მძულს ამერიკელი ხალხი,არც ინგლისელები,არც ფრანგები,მაგრამ მათი მთავრობების მიზნებს ჩემთვის რუსეთის მთავრობაზე საშიშად ვხედავ.იმიტომ კი არა,რომ რუსები მათზე კარგები არიან…ამას წინ კვირიკაშვილი თურქეთში იყო…თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარიაო.თუ დამიჯერებთ,სიმწრის ცრემლი მომადგა თვალზე. ჩემდა უნებურად გამახსენდა,თურქები,ირანელები,ლეკები….თოთო ბავშვებს მიწაზე დანარცხებით რომ ხოცავდნენ….და რამდენი საუკუნე გრძელდებოდა მათი მხრიდან(მოღოლები და არაბებიც არ დაგვავიწყდეს)ქართული ჯიშიც მიწისაგან პირისა აღგვა?!ძალიან კარგია უცხოელი მწერლების კითხვა,რაც მეტს კითხულობ,მით მეტი ადამიანი ხარ. მაგრამ,წაიკითხეთ ლევან გოთუას “გმირთა ვარამი”……ხალხნო,წაიკითხეთ გამსახურდიას “დავით აღმაშენებელი”…..როგორ შეიძლება თურქეთი და ირანი ჩემი ისტორიული მეგობრები იყვნენ?!….დაიცავით თქვენი გული და აზროვნება!…..თორემ,20-30 წელი არაფერია პოლიტიკისათვის…..თქვენ და თქვენმა შვილებმა როგორ უნდა იცხოვრონ ქვეყანაში,რომელსაც სამშობლოდ ასწავლით,მაგრამ…უკვე საეჭვოდ დიდი რაოდენობის უცხოელების ხელშია. ევროპა მეც შემოვიარე(სხვათა შორის საბჭოთა კავშირის დროს)…მაშინაც და დრესაც,ფული თუ გქონდა,ყველგან წახვიდოდი და დაათვალიერებდი. გინდათ დღევანდელი ჩემი პოზოცია გითხრათ? პატარა ქვეყნები დამოუკიდებლად ვერასოდეს იარსებებენ,ეს არის ბლეფი. ამას უკვე დიდი ხანია მიმხვდარი ვარ. აი,იმ “საშინელ” საბჭოთა ეპოქაში დილის 8 საათზე გარეთ რომ გამოხვიდოდი, დაბლა დავარდნილი ფუნთუშის ნაჭერს სულს შეუბერავდი და შეჭამდი-ქუჩები დილიდან გაკრიალებული იყო და წყლით ირეცხებოდა არა მარტო ცენტრალური,არამედ არაცენტრალური ქუჩებიც. კაი დედის შვილი იყო რომელიმე ექიმი(რა თქმა უნდა,ცუდებიც არსებობდნენ,მაგრამ ასეთები შიშით ვერ იქცეოდნენ არაეთიკურად სწორედ პასუხს რომ მოსთხოვდნენ,იმის გამო)და ფული მოეთხოვა ხმამაღლა….რა თქმა უნდა,ექიმებს უხდიდნენ ავადმყოფის პატრონები,მაგრამ,ფული არ გქონოდა და საავადმყოფოში დაწოლაზე ვინმეს უარი ეთქვა,ვინ აპატიებდა ასეთ რამეს ექიმს?!…მე თვითონ ფილ-ფსიქ.ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. 2 წელი მოვემზადე და ჩავაბარე-ეს იყო ჩემი დანახარჯი.აქეთ მიხდიდნენ კარგად სწავლისთვის ფულს. განათლება იყო აწყობილი.მასწავლებელს ჰქონდა ფასი,ხოლო მოწაფეებისაგან პატივისცემაც. და სწორედ იმ “საშინელი” საბჭოთა ეპოქის დროს გაიზარდნენ და მსოფლიო აღიარებას მიაღწიეს ჩვენმა მეცნიერებმა,ხელოვანებმა. ის კარგი და დადებითი,რაც ბევრი ჰქონდა იმ დროს,არ შეიძლება მოინათლოს რუსოფიკაციად. ეს იყო ხალხის ცხოვრება,ვინ გამიბედავდა და დამიშლიდა რამეს? დღეს კი ჩემივე საკუთარ ქალაქში ზედმეტად და უცხოდ ვგრძნობ თავს.რატომ? იმიტომ,რომ დიდი განათლების მიუხედავად არც ამ მთავრობაში სჭირდებათ ადამიანები…..
    რა თქმა უნდა,საბჭოთა კავშირის დროს ის,რაც არ მოგვწონდა და ვეწინააღმდეგებოდით,არ მოსწონდათ თვით პროგრესულად მოაზროვნე რუსებსაც: დისიდენტებში იყვნენ რუსებიც,მოლდაველებიც,სომხებიც,ქართველებიც. ის პოლიტიკურ-იდეოლოგიური წყობა ამტკიცებდა,რომ კომპარტია უშეცდომო იყო.დღეს ამერიკა მიმტკიცებს,რომ დემოკრატიაზე უკეთესი არ არსებობს. მაგრამ,მე ხომ ბრმა არ ვარ? მე ხომ ვადარებ ამ ფსევდოდემოკრატიის სახელით მოქმედ პოლიტიკოსებს კომუნისტებს? რა განსხვავებაა მათ წესებსა და მტკიცებებში? არც არაფერი…..როცა ვესაუბრები ხოლმე ახალგაზრდებს,როცა მეკითხებიან ჩვენს მაშინდელ ცხოვრებაზე,ვერ ვაჯერებ ხოლმე,რომ ღამის 2-3-4 საათზე,თუ რამე გასაჭირი ჰქონდა ადამიანს,გინდაც ქალს, თავისუფლად შეეძლო ქალაქის ერთი ბოლოდან ცენტრში გასვლა ღამით,ფეხითაც…ვინ გაკადრებდა უკადრებელს. სრულიად უცხო ადამიანები ერთმანეთს ეხმარებოდნენ,გვიან ვინმეს რომ დაინახავდნენ ხოლმე ქუჩაში,უჩერებდნენ და დახმარებას სთავაზობდნენ.სხვათა შორის, 90-იანი წლების შემდეგ,პირველი,რაც ჩვენს საზოგადოებას შევამჩნიე,ეს იყო- ერთმანეთის დახმარება კი არა,პირიქით!….დღეს ტრანსპორტში არც ყურადღებას აქცევენ ასაკოვან ადამიანს და რაც ძალიან მაწუხებს; ადამიანები ერთმანეთს თვალებში,სახეში აღარ უყურებენ…აბა,წარმოიდგინეთ: კითხვა ძალიან კარგია,აუცილებელია,მაგრამ…თუ ერთმანეთი ქართველებს,ადამიანებს აღარ გვაინტერესებს,რაში გამოიყენებთ წიგნში წაკითხულს?….გიფიქრიათ ამაზე?….სტადიონზეც დავყავდი მამას,ისეთი გულშემატკივარი ვიყავი ჩვენი “დინამოსი”.აი,იქ,სტადიონზეც კი ერიდებოდნენ ჩვენი მამაკაცები შეგინებას. თუ ვერ შეიკავებდნენ ხოლმე თავს,მიიხედ-მოიხედავდნენ,ქალს რომ დაინახავდნენ,ბოდიშს მოიხდიდნენ ხოლმე. დღეს კი საკუთარ დედას უგრძნობლად იგინება ქართველი ბიჭი!….ვის მიაჩნია ეს ნორმალურად? არ არის ეს უზნეობის მაგალითი?!
    გონების გარყვნა ფიზიკურ გარყვნილებაზე საშინელია: თუ აზროვნებით ეშმაკს დაუმეგობრდი,მაშინ ჩათვალეთ,რომ ზემოთ რაზეც ვისაუბრე,მიუღწევია მტერს…..
    წეღან ერთმა გოგონამ ლევან ბერძენიშვილიც ახსენა და გამეღიმა: ამბობს,რომ ძალიან განათლებულია,მაგრამ განათლებული აფერისტიაო.ყოჩაღ!…..მიხხარია,როცა ახალგაზრდები აზროვნებენ-რომ არა ლევან ბერძენიშვილისაგან ეშმაკთან დამეგობრება,მართლაც მაგაზე მაგარი ფილოლოგი მეორე ძნელად თუ მოიძებნებოდა,მაგრამ…როცა გულში ადამიანებისადმი თანაგრძნობა არ გაგაჩნია,შენგან “დიდი” ვერსოდეს დადგება. ბერძენიშვილმა სინდისს უღალატა,როგორც ლაშა ბუღაძემაც-კაცს,რომელსაც ადამიანები არ უყვარს,შეუძლებელია,ის კარგი მწერალი დადგეს…ამდენი იმიტომ ვიქაქანე,რომ მინდა პატარა თაობებს გავუზიარო ჩემი გულისწუხილი- საქართველოს არასოდეს ჰყოლიანამდვილი მეგობარი და ასეთები არც დღეს ჩანან. მსოფლიო ჭკუაზეა გადასული ღირებულებები იკარგება,ჯუნგლის კანონით ცხოვრობს სამყარო,მაგრამ,მხოლოდ რუსთაველისეული აზრებით და ცხოვრების რწმენით გადარჩება არა მარტო ქართველი ერი,არამედ ყველა ის ხალხი,ვინც ადამიანურად,ჰუმანურად იცხოვრებს.ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. ერთხელ ერთმა რუსმა მითხრა,იმას მაინც რატომ არ აღიარებთ ქართველები,რომ რუსეთთან კავშირმა ფიზიკური განადგურებისაგან გადაგარჩინათ. მართალი იყო ეს რუსი. ერეკლე მეორეს ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა,უკვე დანა და ყელი ერთად ჰქონდა საქართველოს.მართალი ხარ -თქო,ვუთხარი,მაგრამ რაც სიკეთე გვიქენით,მერე სულ ამოგვაშხამეთ მეთქი.
    ყოველთვის ვეუბნები ახალ თაობას-ისწავლეთ რუსული ენა,მარტო ინგლისურით ნუ დაკმაყოფილდებით. მოვა დრო და მიხვდებით,რომ აუცილებლად დაგჭირდებათ ეს ენა…სულ რომ არაფერი,მტრის ენაც კარგად უნდა იცოდეთ!…..

    • nini / Jul 23 2017 7:50 pm

      aranairad ar getanxmebi! ro ambob turqeti chveni mteri iyoo da a.ah. ki iyo saukuneebis winat roca am teritoriaze selchukta dinastia iyo da sxva. exla warmoidgine es ro velaparakot turqetis reslublikas amit ra gamova? qveyanam aba ra unda qnas chaketos sazgvrebi, agar qondes sxva saxelmwifoebtan urtiertodainc
      gliss rac sheexeba chemi azrit mtavari maevrokavshiris datovebis mizezi is aris rom is sakmarisad dzlieria rata iarsebos mis gareshe. sabwota kavshiri yvelaze sasineli mteri iyo yvelaze sazizgari. lasha bugadzeze ver migixvdi. dgevandeli realoba sashinelia magram sabwota realoba uaresi iyo mashin roca cenzura iyo mashin roca yvelas tyuilshi acxovrebdnen xalxs xvretdnen arvici…

    • გელა / Jul 24 2017 2:03 pm

      ამ კომენტარში მაინც ძველი დროის ნოსტალგია დავინახე. მეც მოვესწარი სსრკ-ს და არანაერი სინანული არ მაქვს, რომ დაიშალა. საშინელი რეჟიმი იყო და -„ეს იყო ხალხის ცხოვრება,ვინ გამიბედავდა და დამიშლიდა რამეს? „- აქ კი საერთოდ არ გეთანხმებით. კი ბატონო ერეკლე მეფის ნაბიჯი იძულებითი იყო, რვაასი ათასი ადამიანი იყო დარჩენილი, თამარის დროინდელი 12 მილიონიდან და აქ უკვე გადარჩენაზე იყო საკითხი. მეცნიერების ნაწილი მიიჩნევს რომ კომუნიზმი ფაშიზმზეც კი უარესი იყო ( ბოლომდე არ დავეთანხმები), მაგრამ საშინელება იყო. გენიალური ორუელის 1984 და ცხოველების ფერმა, კონუნისტურ რეჟიმზეა დაწერილი. და კიდევ ისტორიის მანძილზე რუსეთს არცერთი ქვეყნისათვის არ მოუტანია სიკეთე. მედიცინა და განათლება რომ უფასო იყო და სპორტსაც აქცევდნენ ყურადღებას- ამაში გეთანხმებით. აბსოლიტური ტირანია არ არსებობს( მათაც აქვთ რაღაც ინტერესები). -ეს რაც შეეხებოდა რუსეთს. მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ დიდი ქვეყნები ყოველთვის თავისი ინტერესიდან მოქმედებენ, ამერიკაც, ევროპაც, თურქეთიც და ჩინეთიც თავის სასარგებლოდ მოქმედებენ ყოველთვის და საქართველოსნაერი პატარა ქვეყნის ინტერესები არავის არ აინტერესებს. მგლური კანონია, და თავი არ უნდა მოვიტყუოთ რომ ვინმე ჩვენზეც ფიქრობს. ერთადერთი გამოსავალი საქართველოსნაერი ქვეყნებისათვის არის , რომ ქვეყნის შიგნით ვიყოთ ერთად და პატრიოტულად დარაზმულები, რაც უტოპიაა და განუხორციელებელი. ჩვენს ქვეყანაში რაც ცუდი გაკეთდა ისევ უვარგისი ქართველების ხელით მოხდა. 27 პროცენტი დღევანდელი მოსახლეობის ისევ იმ 9 წლიან სისხლიან რეჟიმს ემხრობა და ჩვენ სხვებზე სალაპარაკოც არაფერი გვაქვს. მეცოდება საქართველო მესამე ათეული წელია ერთი და იგივე არამზადები მართავენ ქვეყანას. 3 და 4 მოწვევის პარლამენტარი, რომელმაც საშვილიშვილო ბიზნესი ააწყო დგას და ხალხს ჭკუას ასწავლის. და ბოლოს მინდა მთავარი სათქმელი ვთქვა-კარგია უცხოური ლიტერატურა, მაგრამ წაიკითხეთ ქართველი მწერლებიო ამბობთ. რათქმაუნდა ქართველმა ადამიანმა ქართველი მწერლები აუცილებლად უნდა წაიკითხოს, მაგრამ იმდენი გენიალური წიგნი არის დაწერილი უცხოელების მიერ ( პირადად მე რუსულ ლიტერატურას პირველ ადგილზე ვაყენებ, თუნდაც დოსტოევსკის გულისათვის), რომ ქართულად ამის 0.1 პროცენტიც არ არის დაწერილი. ამიტომ ჩემი აზრია უნდა ვიკითხოთ რაც შეიძლება ბევრი და ჭკუაც მოგვემატება და განათლებაც

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: