Skip to content
January 10, 2012 / mkitxveli

სტივენ კინგი – “და ბუა მოვიდა…”

ახალი წელი ადამიანმა სტივენ კინგის კითხვით რატომ უნდა დაიწყოს, არ ვიცი. მით უფრო ჩემნაირმა, რომანტიკულ ფილმებს რომ უყურებს მხოლოდ და მძაფრსიუჟეტიანი მელოდრამების შეხედვაც რომ არ სიამოვნებს. კინგი შემრჩა ამ ახალ წელს და გვარიანად დამზაფრა.

ერთ მოთხრობაში ბუა კლავს შვილებს, მეორეში კუნძულზე მარტოდ დარჩენილი ქირურგი ფეხებს იჭრის წვავს და ჭამს, მესამეში ვამპირი ბაბუა და შვილიშვილი გვხვდება, მეოთხეში მანიაკი სტუდენტი, ბოლოს კი გაზონის საკრეჭი მანქანა კატას, თხუნელასა და სახლის პატრონს ერთნაირად ანაკუწებს, დედიშობილა მკრეჭავი კი გემრიელად მიირთმევს. მოდი და არ დაიზაფრო.

თუმცა, მთლად ასეც არ არის საქმე. მეც მიკვირდა, მაგრამ პირველივე საშინელების წაკითხვაზე არ დამინებებია თავი და სიამოვნებით ჩავიკითხე ყველა მოთხრობა. სულ უფრო მაოცებდა კინგის ფანტაზიის მრავალფეროვნება და ერთმანეთზე საინტერესო სიუჟეტები, მოქმედების სწრაფი დინამიკა და მხატვრული ხერხი, რითაც ჩემნაირ მკითხველს ითრევს და წიგნს მხოლოდ ბოლო გვერდის წაკითხვის შემდეგ ახურინებს.

საშინელებათა ჟანრში კინგი ერთ-ერთი გამორჩეულია ჩემი აზრით .

ყველაზე შოკისმომგვრელი ჩემთვის „ცოცხლად დარჩენილია“, თვალებგაფართოებული ვკითულობდი და სულ ჰამსუნის „შიმშილი“ მახსენდებოდა, მაშინ არც ვიცოდი მასზე უარესი შიშილის დროს რამე თუ ხდებოდა. კინგმა მაჩვენა. სინამდვილეში რიჩარდ პაინი იმ დღეს მოკვდა, როცა გემი ჩაიძირა. მერე გაგრძლებულ ცხოვრებას აზრიც აღარ აქვს. როცა თოლიას ძლივს მოკლავს ის კიდევ წყალში ჩავარდება, ფიქრობს მაშინვე გაფრენილიყო და ამდენი არ მეწვალაო, დახლოებით იგივე სიტუაციაა თვითონ რიჩარდთან მიმართებაში. მასეთ სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს.

კინგის მოთხრობების კითხვისას ხაზგასმით ხედავ, რომ მთავარი სიცოცხლე კი არა, ცხოვრებაა. სიცოცხლის საფრთხე კარგად გააზრებინებს რეალურად რა გრძნობები გაქვს იმ ადამიანების მიმართ, ვისაც შენს ცხოვრებაში ადგილი უკავია.

სტივენ კინგი

მშვიდი და სტაბილური ცხოვრების დროს ყველაფერი ჩვეულებრივი ხდება. საკმარისია, სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას, ადამიანის დამოკიდებულება იცვლება და ხასიათის უცნობი თვისებები ვლინდება. საბოლოოდ იმაზე უკეთესი/უარესი აღმოჩნდები, ვიდრე გეგონა.

საშინელებების მიუხედავად მოთხრობები მაინც ჰაეროვანია, წინადადებები ისე ლაკონურადაა აწყობილი, თარგმანშიც არ იკარგება. ეს კიდევ უფრო აადვილებს კითხვას და მხოლოდ მოთხრობის დასრულების შემდეგ იაზრებ, რისი თქმა უნდა კინგს ამ საზიზღრობის მიღმა.

22 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Jan 10 2012 8:54 pm

    მიყვარს კინგი, მისი ნაწარმოებების ეკრანიზაციებიც კარგია.

    • mkitxveli / Jan 11 2012 7:00 pm

      მე, როგორც კინემატოგრაფიაში გაურკვეველ ადამიანს, ეკრანიზაციაზე არაფრის თქმა არ შემიძლია. ისე ყველაზე ცნობილი ფილმი რომელია?

  2. Kejeradze / Jan 11 2012 3:48 pm

    ჯერ კარგად არ ვიცნობ სტივენს, მაგრამ უკვე “მესიმპათიურება”🙂 კიდევ კარგი, არ ვეწეოდი, თორემ ,,კორპორაცია ნუ მოსწევთ” ნამდვილად დამანებებინებდა თავს😀

    • mkitxveli / Jan 11 2012 6:59 pm

      ძალიან მომეწონა ეგ მოთხრობა, დასასრული როგორი ჰქონდა?🙂🙂 თითმოჭრილი ცოლი🙂

  3. ჯუბა ხაინდრავა / Jan 11 2012 6:44 pm

    მე კი არ მომწონს კინგი . ვფქირობ რომ მასაზე გათვლილი პროზა აქვს . ელემენტარული და მისტიური, რაც ნაკლებად მომხიბვლელია ჩემთვის .

    • mkitxveli / Jan 11 2012 6:58 pm

      ელემენტარულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ, არც მისტიურია მაინცადამაინც. ამ კრებულში ფენტეზიც ნაკლებად იყო. საშინელებათა ჟანრი შეიძლება არ მოგწონდეს, არაფერია ამაში უცნაური, მაგრამ კინგი ამ ჟანრში მართლა ძალიან მაგარია

  4. Sophie SUNNY Golden / Jan 19 2012 6:36 pm

    დიდი მადლობა, ნატა. ცხოვრებაში არ გავეკარები კინგის წიგნებს :დ ერთი–ორი ფილმი მაქვს ნანახი და მთლად ასეთი სისხლიანიც არ იყო. რა უბედურებაა.

    ძალიან მაინტერესებს, რა ტრავმა გადაიტანა კინგმა ბავშვობაში და სკოლაში როგორ ექცეოდნენ? სხვანაირად, როგორ შეიძლება ასეთი აზრები მოგივიდეს ადამიანს თავში. რა ვქნა, კონსერვატიული ვარ საშინლად, თუ რაც ჰქვია.

  5. mkitxveli / Jan 19 2012 7:09 pm

    მეგობრის ტრაგიკულ სიკვდილს შეესწროო, მატარებელმა გადაუარა. თუმცა თვითონ ამ ფაქტს არ უკავშირებს მისი ნაწარმოებების თემატიკასო

  6. ............ / Jan 30 2012 1:55 pm

    visac ukvars sashinelebata janrii stiven kingis wignebi zed gamochrilia mistvis ratqma unda es mxolod chemi subieqturi azriaa

    • mkitxveli / Jan 30 2012 7:06 pm

      ჩემიც🙂

  7. achiko / Feb 13 2012 7:29 pm

    ვოცნებობ, რომ ამ ჟანრის ნაწარმოებები ჩვენთანაც ბევრი იყოს, ბევრი შეიქმნას და დაიწეროს, სხვა თუ არა მრავალფეროვნებისთვის… და არა მარტო საშინელებათა ფილმები, მისტიკა, ფანტასტიკა, ისეთი სადაც ადამიანის წარმოსახვასა და შემოქმედებითობას საზღვარი არააქვს…
    კაია ძალიან კაია, რეალისტური, ცხოვრებიდან აღებული და წიგნში გადატანილი სიუჟეტები, არც სასიყვარულო ნაწარმოებებია ურიგო, მაგრამ ასეთი ძალიან ბევრია, 21 საუკუნე კი სიახლეების საუკუნეა და ქართულ ლიტერატურასაც მეტი სიახლე ჭირდება…

    • mkitxveli / Feb 13 2012 8:00 pm

      ქართულ ლიტერატურას ჰორორი, ფანტასტიკა, სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზი აშკარად აკლია, გეთანხმები

  8. achiko / Feb 13 2012 8:31 pm

    სამწუხაროა მერე, იმედია მომავალი თაობა გამოასწორებს ამას…

    • mkitxveli / Feb 13 2012 9:28 pm

      აი ბოლო პოსტი ნახე, ფანტასტიკურ ჟანრშია ნაწერი “მოედლი 18/12”

  9. achiko / Feb 13 2012 9:47 pm

    sheviden da wavikitxav aucileblad…

  10. PorcupineD / Feb 19 2012 2:40 pm

    კინგი ოსტატი არის !!!
    “ცოცხლად დარჩენილი” კი კლასიკაა. სიტყვებიც არ მყოფნის ამ მოთხრობაზე სალაპარაკოდ. 4-ჯერ წავიკითხე და 4-ჯერვე უდიდესი სიამოვნების შეგრძნება დამიტოვა.

    ეგ კრებულიც კარგი არის, პროსტა “გაზონის მკრეჭავი” რამ დააწერინა დღემდე ვერ ვხვდები :დ

    • mkitxveli / Feb 20 2012 8:34 pm

      ეგეც ბუნებრივად ჯდება კინგის სტილში, კაი ამაზრზენია🙂

  11. tamuna / Apr 16 2012 3:25 pm

    კუბრიკის “ნათება” მაგალითად არის მისი წიგნის მიხედვით დაწერილი,და კიდევ უამრავი კარგი კინო,ახლა არ მახსენდება.ჩემი აზრით საკმაოდ პროდუქტიული მწერალია,რომელსაც ბევრი ცუდიც და ბევრი კარგიც აქვს დაწერილი.ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო ნამდვილად არაა..თან მე ამერიკული არაფერი მიყვარს,არც ლიტერატურა,არც კინემატოგრაფიაა,ჰემინგუეი,მოემი,ფიჯერალდი.

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:55 am

      ჰო მოემი ამერიკელი არ ყოფილა🙂 ეს ისე, ერთმნიშვნელოვნად საუკეთესო რომელიმე მწერალი არც მახსენდება. ძლიერი და სუსტი ნაწარმოებები (პირობითად) ყველას აქვს

  12. Alice / Aug 7 2013 3:36 pm

    ძალიან მომეწონა მეც რომ წავიკითხე. განსაკუთრებით ქირურგის თავგადასავალიდან ერთი მომენტი დამამახსოვრდა “თითებს თითების გემო ჰქონდა, განსაკუთრებული არაფერი” :დ

  13. patomilanista / Aug 16 2013 6:50 pm

    მე უიმედოთა ქალაქი მაქვს წაკითხული და მაგრად დამევასა

    • W.An. / Oct 25 2016 6:45 pm

      Me damwyebi mwerali var da ziritadad vmushaob mistikaze,fentezze,rac cxovrebashi gadamxdenia,migrzvnia tu minaxavs.didi imedi maqvs rom,qartveli da ara marto qartveli mkitxvelis guls movigeb. Vinc fiqrobs rom gvaklia msgavsi janris wignebi,absoluturad vetanxmebi

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: