Skip to content
January 17, 2012 / mkitxveli

იუკიო მისიმა – “სიკვდილი შუა ზაფხულში”

მახსოვს ჩემი მასწავლებლის 15 წლის შვილმა თავი ჩამოიხრჩო. ტყუპები ჰყავდა და მათაც ასწავლიდა. დაკრძალვიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჩვეულებრივ დაბრუნდა სკოლაში, თავისი შვილის კლასშიც ჩაატარა გაკვეთილი და მოსწავლეებს საერთოდ არ აგრძნობინა. დიდხანს ჭორაობდნენ მასზე და აბსულუტური უმრავლესობა ფიქრობდა, რომ სახლში ჩაკეტილს უნდა ეგლოვა გარდაცვლილი შვილი. იმ დროს დავრწმუნდი, რომ უბედურების გადატანას ადამიანი ინდივიდუალურად ახერხებს.

“სიკვდილი შუა ზაფხულში” ამ მოთხრობის კითხვისას სულ ჩემი მასწავლებელი მახსენდებოდა. ტომოკოს ორი შვილი და მული ერთ დღეს გარდაეცვალა. არც ისე დიდი ხნის შექმნილი ოჯახის საოცარი გამოცდა. ურთიერთობის ცვლილება ქმარსა და ცოლს შორის შენს თვალწინ ხდება, მისიმას ისე შეჰყავხარ მათ სახლში, შეუძლებელია სულ ერთი იყოს მისი დასასრული. ძალიან ბუნებრივად მეჩვენება ქალის არათანმიმდევრული, ნერვული გამოხდომები, მოჩვენებები და მერე ერთხელაც თეატრისთვის გამოპრანჭვა. კაცის თავშეკავება, ოჯახიდან განრიდება “უმნიშვნელო” ღალატი და მაინც ლოგიკური დასასრული.

მთავარი კი ისაა, რომ უდიდესი ტრაგედიაც კი საბოლოოდ დავიწყებას მიეცემა და სიხარული გადაფარავს. ალბათ გემახსოვრება, იქნება შენთან მაგრამ ერთხელაც კარგად გაიაზრებ, რომ დამთავრდა, რომ შენი გლოვით სხვებისთვის მოსაწყენი ხდები, რომ აღარაფერი ეშველება და კიდევ ბევრი რომ არსებობს გადაბიჯებისთვის და ცხოვრების ჩვეულ რიტმში გასაგრძელებლად.

აქამდე ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იქნებოდა ადრე მომკვდარიყავი, ბევრი იდარდებს და დიდხანს ვამახსოვრები- მეთქი, ახლა მინდა სიკვდილისთვის ჩვეულ ასაკში წავიდე, აი ლოგიკურად რომ ჩათვლიან, მაგრამ არ გაუხარდებათ🙂 იმდენი ვიფიქრე გარდაცვალებაზე აღარც მეშინია და კარგად გავაცნობიერე, რომ ამ აქტისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს კონკრეტულ თარიღს.

ალბათ მისიმაც ბევრს ფიქრობდა სიკვდილზე. ამ კრებულში შესული მოთხრობების უმრავლესობა სწორედ ამ თემას ეხება. “პატრიოტიზმის” კითხვისას მაჟრიალებდა, თვალები გადმომცვივდა და სისხლი გამეყინა. კინგს არაფრით ჩამოუვარდება. ამ ნოველაში

იუკიო მისიმა

დეტალუარად არის აღწერილი ჰარაკირის მთელი პროცესი. თან ისე სიამოვნებით გიყვება. რა ხალხია ეს იაპონელები, მაგათ სიცოცხლე მართლა არაფრად უღირთ. ნოტომი ამბობდა, ვინც თავს არ იკლავს, იმ იაპონელს გმირად ვთვლიო. სხვანაირი ფსიქოლოგიის ადამიანები არიან. თავად მისიმამაც ჰარაკირით დაასრულა სიცოცხლე.

მისიმა იაპონელ ავტორთაგან ერთადერთია, რომელიც კითხვის დროს კი არ მამშვიდებს, მაშფოთებს.

ყველა მოთხრობის თემატიკა მაინც განსხვავებულია. ვერ დავიჭირე წერის დამახასიათებელი/ინდივიდუალური სტილი, შეიძლება წინადადებების წყობა თარგმანში დაიკარგა. ღმერთმა უწყის რა ენიდან არის ნათარგმნი.

მისიმას საინტერესო ბიოგრაფიას აქ ნახავთ.

12 Comments

Leave a Comment
  1. katerina / Jan 17 2012 3:57 pm

    მე ეს არ მაქვს წაკითხული, მისიმას ვიცნობ ” ისპოვეძ მასკი”-თ, შესანიშნავი თარგმანი იყო და ძალიან მომეწონა.ესეც ერთობ ემოციურია და ტრაგიკულიც.კარგი მწერალია

    • mkitxveli / Jan 17 2012 6:01 pm

      ჰო, მისი სხვა რამე თუ შემხვდება აუცილებლად წავიკითხავ, ისეთი მწერალია, უფრო ღრმად გაცნობა რომ მოგინდება

  2. Kejeradze / Jan 17 2012 7:44 pm

    “ნიღბის აღსარებაც” მომწონს, “ოქროს ტაძარიც” და “სიკვდილი შუა ზაფხულშიც”, მაგრამ “პატრიოტიზმი” ჩემთვის მაინც გამორჩეულია – აქ ნამდვილი იაპონია და ნამდვილი იუკიო გავიცანი…

    • mkitxveli / Jan 19 2012 3:43 pm

      მართლა ძალიან იაპონური მოთხრობები აქვს მისიმას

  3. anastasia / Jan 18 2012 9:19 am

    შესანიშნავია. პირადად მე 4ჯერ მაქვს წაკითხული🙂

    • mkitxveli / Jan 19 2012 3:43 pm

      უჰ, ოთხჯერ? მე ისე არ მიყვარს ერთი და იმავე ნაწარმოების რამდენჯერმე წაკითხვა🙂

  4. mecmikvarkhar / Jan 18 2012 12:45 pm

    მისი ცხოვრების შესახებ რომ წავიკითხე ძალიან იმოქმედა😦 მძიმე და ძლიერი ნაწარმოებები აქვს

    • mkitxveli / Jan 19 2012 3:46 pm

      მე მაინც ვერ მივხვდი ასე ძალიან რატომ უნდოდა ჰარაკირი ვერც ბაზაზე შეჭრის არსს ჩავწვდი, მისი ორგანიზაციის ფუნქციაც რა იყო ვერ გავიგე. მოკლედ, ეს იაპონური მსოფლმხედველობა ძალიან არარაციონალური მგონია და ამიტომ ჩემგან ძალიან შორსაა

  5. Sophie SUNNY Golden / Jan 19 2012 6:37 pm

    ერთი ჩემს იაპონელ ჯგუფელებს უნდა დავაკვირდე ან ნელ–ნელა შევაპარო, თვითმკვლელობაზე რას ფიქრობენ. მშვენიერი, მშვიდი და მორიდებული ხალხია, ერთი შეხედვით…

    • mkitxveli / Jan 19 2012 7:13 pm

      მეც სულ მაინტერესებს, მერე მითხარი რა

  6. ანი / Jul 20 2014 12:42 pm

    “სიკვდილი შუა ზაფხულში” – ძალიან დამაინტერესა, მაგრამ საძაგლობაა რუსულიდან არასწორად თარგმნილი სახლების კითხვა.
    მიშიმა! იაპონურ ენაში არ არსეობს მარცვალი სი! თარგმნიან რუსულიდან და არც კი ცდილობენ ორიგინალში გადაამოწმონს სახელები. ტეხავს!
    აკუტაგავას მოთხრობები წავიკითხე ქართული თარგმანი და კინაღამ შემძულდა.

Trackbacks

  1. სტუმრად მეტეხის მცირე საოჯახო ტიპის სახლში | მოხალისე სტუდენტთა ასოციასია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: