Skip to content
January 26, 2012 / mkitxveli

ლუიჯი პირანდელო – “განსვენებული მატია პასკალი”

რა არის საზოგადოებრივი თვალსაზრისით ნორმალური ან აბსურდული, როდის შეიძლება შეამჩნიო, რომ განსხვავებული ხარ, მით უფრო მაშინ, როდესაც ყველასთვის ჩამოყალიბებული სტანდარტები არ არსებობს და ქცევათა ნორმებიც წლებთან ერთად განსაზღვრებებსაც იცვლის. ან  სულაც ერთი კულტურიდან მეორეში გადახვალ, დაგხვდება სხვა საზოგადეობა და აღმოაჩენ, რომ არაფრით გამორჩეული ხარ.

ყველაფრი თურმე მაშინ იცვლება, როდესაც ეს საზოგადოება სარკეს დაიგიდებს და შენ სახეს გაჩვენებს. მერე ორი გამოსავალი გაქვს – ან ეგუები და არაფრად აგდებ ან დისკომფორტს განიცდი. თუ ეს უკანასკნელი გჭირს თამაშს იწყებ და ნიღაბს იფარებ იქამდე  ვიდრე

“ნიღაბქვეშ მძიმე ჭრილობას მოგვაყენებენ, რომლის გაძლება აღარ შეგვიძლია, ჩვენც აშკარად ავჯანყდებით, ნიღაბს მივისვრით, ფეხქვეშ გავთელავთ.  ჩვენი ცოცხალი სახე გამოჩნდება ამ ნიღბიდან”.

მიხვდები, რომ სრულიად ჩვეულებრივი გინდა იყო. ასეთი ნიღაბი ლუიჯი პირანდელოს მატია პასკალმა გარკვეული გარემოებების გამო აიფარა. რამდენიმე დღის გადაკარგვის შემდეგ სახლში დაბრუნებისას გაზეთში ნეკროლოგი წაიკითხა – საკუთარი თავის გარდაცვალებას ატყობინებდნენ. მანაც გადაწყვიტა აღარ გამოჩენილიყო და საშინელი სიდედრისა და ცოლისგან თავი ასე დაეღწია. წავიდა და ადრიანო მეისი გახდა. ბედნიერადაც ცხოვრობდა. მერე მის ცხოვრებაში ადრიანა გამოჩნდა და მასაც ნიღაბმა შეაწუხა.

“სხვა კაცი შემეძლო გავმხდარიყავი, მაგრამ იმ პირობით, რომ არაფერი გამეკეთებინა. მერე რა კაცი უნდა ვყოფილიყავი! კაცი კი არა კაცის ჩრდილი ვიქნებოდი მხოლოდ და მხოლოდ! სიკვდილზე უარესია საკუთარი ჩრდილი იყო,” – და ნიღბის მოხსნაზე დაიწყო ფიქრი. თამაშს მიჩვეული უცებ რეალურ სახეს დაუბრუნდე, არც ისე ადვილია.

დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა ხოლმე, როდესაც რეალობიდან გაქცეული ხარ და შენს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს არაადეკვატურად აღიქვამ. ერთხელაც როცა სარკეს დაგიდებენ, საოცარი შოკი აქვს. ან თუნდაც მაშინ, როდესაც აღმოჩნდება, რომ შენს გვერდით მყოფი ადამიანი სულაც არ ყოფილა ისეთი, უბრალოდ შენ გამოიგონე.

“განსვენებული მატია პასკალი” ილუზიებთან შეჯახების რომანია – რეალური და გამონაგონი ცხოვრების/ამბების/ადამიანების დაპირისპირება და განცდები, თუ, რა თქმა უნდა, რომელიმეს ემოცია შეუძლია. პრინციპში აქ განსხვავება არ არის სულიერ და უსულო სხეულებს შორის

“ჩვენ მას ისე კი არ აღვიქვამთ როგორც ის სინამდვილეშია, არამედ იმ სახით, როგორადაც მას გარდაქმნიან ჩვენი ჩვევები და მოგონებანი. ერთი სიტყვით, ნივთში გვიყვარს ის, რასაც ჩვენვე ვაძლევთ მას. ის სული, რომელსაც ჩვენივე წყალობით იძენს.”

ლუიჯი პირანდელო

პირანდელოს უსაყვედურეს, ეს რომანი სინამდვილეს არ შეესაბამებაო. წიგნის გამოსვლიდან რამდენიმე წლის შემდეგ რეალურად მოხდა ანალოგიური შემთხვევა. ადამიანმა საკუთარ საფლავზე ყვავილები მიიტანა. ალბათ იმიტომ, რომ პირანდელოს ეს რომანი ბევრმა ზემოთაღნიშნული მიზეზის გამო დაიწუნა, მომდევნო გამოცემებს ავტორმა ბოლოსიტყვაობაც მოაყოლა, სადაც ძალიან ცხადად განმარტა ამ წიგნის ძირითადი იდეა.

“მე შემიძლია ჩემი ფანტაზიის წარმატებებით გავიხარო, რადგანაც მან ზედმიწევნით შეძლო რეალური სახით წარმოედგინა ნიღბის ნაკლოვანებები, სანამ ამ ნიღაბს უეცრად არ ჩამოგლეჯენ.”

ისეთი სხარტი და დინამიური ენა აქვს პირანდელოს, ვერც იფიქრებ, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, მეოცე საუკუნის დასაწყისში დაწერა. ალბათ ეს კარგი თარგმანის დამსახურებაცაა.

6 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Jan 27 2012 3:30 pm

    არარეალურიო? არადა ნიღბიანი ადამიანის ისტორია ძალიან რეალურია…

    • mkitxveli / Jan 31 2012 11:56 am

      მეც ძალიან რეალური ამბავი მგონია, მოხიბლული ვარ ამ ნაწარმოებით🙂

  2. რუსუდანი / Apr 4 2012 8:09 am

    პირანდელოს ეხერხება არარეალურიც რეალურად წარმოადგინოს, სიტყვის და აზრის დიდოსტატია!

  3. eka / Nov 10 2012 11:28 am

    ავტორი ვინ არის სტატიის? ციტატის ამოღება მინდა“

    • mkitxveli / Nov 11 2012 8:00 am

      ჩემი ბლოგია, შესაბამისად ყველა პოსტი ჩემი დაწერილია🙂

  4. eka / Nov 12 2012 6:57 am

    ეგ ნათელია🙂 ნამდვილი სახელი და გვარი მაინტერესებდა, როგორც ასეთი, მოხსენიება მინდოდა ერთ სერიოზულ სტატიაში.
    გმადლობთ ყურადღებისთვის.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: