Skip to content
January 31, 2012 / mkitxveli

კამილო ხოსე სელა – “პასკუალე დუარტეს ოჯახი”

სიკვდილი, სისხლი, ტრაგედია და ცუდი წინათგრძნობა, მაშინაც როცა უნდა გიხაროდეს. დუარტეს ოჯახი – ტირანი მამა, რომელიც სცემს დედასაც, შვილსაც, კვდება ცოფით. დედა – ლოთი და ბოზი, კლავს შვილი. ძმა – უდღეური, ადუღებულ ზეთში ჩამხრჩვალს იპოვიან. და -ბოზი. პირველი შვილი მუცელშივე კვდება, მეორე 11 თვის ასაკში. ცოლს გული  უსკდება და თვითონ სიკვდილით დასჯიან.

დიდი ტრაგედია და უბედური ოჯახის ისტორია, თუმცა ცუდი ამბები დუარტეს ისე ერთბაშად აქვს მოყოლილი, ადამიანის სიკვდილი დიდ ემოციას სულაც არ იწვევს. სელას სიკვდილი გაუფასურებული აქვს. როდის რა დაგემართება, მხოლოდ ღმერთმა უწყის ან იმანაც არ უწყის, ჰოდა, იქამდე დარდს რა აზრი აქვს. მაგრამ პასკუალე დუარტე მუდმივად ცუდი წინათგრძნობით ცხოვრობს და ბავშვის დაბადებისასაც კი მის გარდაცვალებაზე ფიქრობს. მართალია მისი მოლოდინები ხშირ შემთხვევაში მართლდება კიდეც, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის ზღვარი უბრალოდ წაშილილია.

ოჯახი პირველ რიგში სიმყუდროვესთან ასოცირდება. ძალიან დაღლილი რომ მიხვალ სახლში, საჭმელი დახვდება, მერე გემრიელად მოკლათდები და ხარ ნერვებაუშლელი. პასკუალეს კი სახლში ჰყავდა დედა, რომელიც ეზიზღებოდა.

არ არსებობს უფრო ბოროტი სიძლუვილი, ვიდრე საკუთარი სისხლის სიძულვილია. რამეთუ ყველაზე მეტად ის გძულს, ვისაც ჰგავხარ.

ამ დროს შენი მეც გეზიზღება იმიტომ, რომ იმისნაირი ხარ, ამ ქვეყნაზე მან მოგიყვანა და რადგან ყველაზე რთული საკუთარი თავის დასჯაა, სჯი სხვას. ყველაფერზე მზად ხარ, ოღონდ ის აღარ ასებობდეს.

კამილო ხოსე სელა: "სურათის გადაღების დროს არ ვიცინი, რომ მომავლის ერთ-ერთ ისტორიკოსად არ მიმიჩნიონ"

დანის დარტყმის ეპიზოდი ორჯერ მეორდება, ერთსა და იმავე სიტყვებს ორჯერ გაკითხებს. დედა პირველად მაშინ მოკვდა, როდესაც პასკუალემ გაიფიქრა, ხომ არ მომეკლაო (პირველი ეპიზოდი), მეორე კი მაშინ, როდესაც ჩანაფიქრი განახორცილა (მეორე ეპიზოდი).

ამ ნაწარმოებმა შოკში ჩააგდო ესპანეთი, იმდენად რეალური იყოო. ცოტა გამიჭირდა იმის გაგება, კონკრეტულად რომელი პრობლემის დასმამ იმოქმედა ესპანელებზე.

თხრობა იწყება ასე: „სენიორ ბოროტი კაცი არ გახლავართ, თუმცა მიზეზი კი მქონდა გავბოროტებულიყავი.“

„პასკუალე დუარტეს ოჯახი“ სიკვდილიმისჯილის დაწერილია. სელას კიდევ რომანი მოთხრობებზე უკეთესად გამოსდის.

7 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Feb 1 2012 11:27 am

    რომანი ნამდვილად კარგად გამოუვიდა🙂 ამბობენ, ესპანეთში “დონ კიხოტის” შემდეგ ყველაზე პოპულარული რომანიაო და ამ შემთხვევაში ვეთანხმები ესპანელებს🙂

    • mkitxveli / Feb 2 2012 6:31 pm

      მე “დონ კიხოტი” არ წამიკითხავს, არც ესპანურ ლიტერატურას ვიცნობ კარგად, ამიტომ ვერ ვადარებ🙂

  2. PorcupineD / Feb 19 2012 2:33 pm

    დიდებული წიგნია.
    ზოგადად სელას სტილი მიზიდავს.
    მასიურად თუ ითარგმნება კარგი იქნება🙂

    • mkitxveli / Feb 20 2012 8:32 pm

      ეს მომეწონა, მოთხრობებით ვერ მოვიხიბლე მაინცადამაინც

  3. მოყვარული / Feb 20 2012 9:45 pm

    ,.შემთხვევით,, წავიკითხე სენიორ სელას ეს ნაწარმოები,სახლში წიგნებს ვათვალიერებდი,რამე ისეთი მინდოდა,თხელტანიანი)))))),,,ლაითი,,წასაკითხი რომ ყოფილიყო,ლაითი კი არა იმდენი საფიქრალი დამიტოვა არ ველოდი,ვეძებე სელას სხვა ნაწარმოები მარა სახლში ვერ ვნახე,ბიბლიოთეკა კიდე აქ არ არსებობს,თუმცა როგორც,, მკითხველის,, კომენტარიდან ჩანს შეიძლება კარგიცაა რომ ვერაფერი ვნახე,(მოთხრობები არ მომეწონა მაინცდამაინცო)შთაბეჭდილება არ მინდა წამიხდეს,არადა ,,პასკუალე დუარტეს ოჯახი,,ძალიან კარგი წიგნია(ჩემი გემოვნებით და შეხედულებით)

    • mkitxveli / Feb 21 2012 7:52 pm

      მოთხრობები გამოვიდა ჟურნალ “რეიტინგთან” ერთად იქ ნახავ, ყველა მაღაზიაში იყიდება 4 ლარი ღირს.

      “პასკუალე დუარტე” “ინტელექტი”ს სერია “ნობელიანტებში” წავიკითხე, მოთხრობები მაგ წიგნშიც არის შესული ეს საშუალოდ 7 ლარი ღირს

  4. ბიბი / May 29 2016 9:03 pm

    ეს წიგნი მეგობარმა მაჩუქა და როცა კითხვა დავიწყე რამდენიმე საათის განმავლობაში თვალის გუგები მეტისმეტად ფართო და სისხლიანი მქონდა (აღნიშნავს ოჯახი).. მსუყეა სიკვდილით, მაგრამ მაინც არ გაშინებს ამდენი სიკვდილი მკითხველს, ბოროტება უფრო გაშინებს რადგანაც გავხარ პერსონაჟს რომელშიც გამჯდარია საკუთარი სისხლის სიძულვილი.სიკვდილს ის განუწყვეტლივ იხმობს და თითქოს სიკვდილიც სიკეთის დიდი მადლით არის მოცული რახან აცილებს ყველაფერ იმას რაც ეზიძღება, მაგრამ სიკვდილი მისადმი მადლიერების სახით ითვისებს მის შვილის და პატარა ძმას. ასეა რადგანაც სიკვდილითან მეგობრობაც ვერ იქნება უპირობო. მე ვფიქრობ გარკვეული ააკი სჭირდება წასაკითხად. სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა მოვლენები იქნება საყურადღებო სხვადასხვა ასპექტით. მოკლედ უაღრესად სჭირო წიგნია , ამდენ სიკვდილს თანმიმდევრულად სხვაგან ვერ წააწყდები. აი მოთხრობებზე ნამდვილად არ უნდა დაკარგოს ვინმემ დრო. ან ეს ნაწარმოებია თავად იმდენად რთული, რომ მის ფონზე ეს მოთხრობები უფერული სჩანს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: