Skip to content
February 3, 2012 / mkitxveli

დანიელ პენაკი – “რომანივით საკითხავი”

კითხვა მგზავრობისას, სამსახური, შეხვედრები, ბევრი საქმე, საღამოს მხოლოდ ერთი საათი კითხვისთვის, გემრიელი ერთი საათი. დღე რომ ფიქრობ იმ ერთ საათზე. მერე ისევ საქმეა ძილამდე. შაბათ-კვირა გიხარია ისევ კითხვისთვის, შენთვის რომ მოკალათდები, ყავას მოიდგამ გვერდით, გადიხარ დედამიწიდან და ჯანდაბაში უშვებ დროს. საოცარი პროცესია და ვერ ვიტან, ვინც ამ დროს შემომეჭრება.

პენაკი ჩემია.

თანამედროვე ფრანგი  მწერლები მაოცებენ ამ ბოლო დროს.

პენაკმა კითხვისგან საოცარი სიამოვნება მიმაღებიანა, შემაშფოთა, ამაღელვა, გამაცინა, დამარწმუნა, კითხვა უფრო შემაყვარა. ემოციები, ემოციები კითხვის დროს. რა იშვიათად მაქვს ხოლმე ამ ბოლო დროს.

კითხვისას თვალები გიფართოვდება, “ჭამ” წიგნს, განცდები სახეზე გაწერია, დასრულების შემდეგაც შენთან რომ რჩება. ყველაზე მძაფრად ეს შეგრძნება 12-13 წლის ასაკშია. მანამდე რომელიღაც წიგნი ყველაზე მაგარი გეგონა, ახალს კითხულობ, იმაზე უკეთეს და კითხვა გითრევს.

“რომანივით საკითხავი” ესეა, მხატვრულ ნაწარმოებზე დინამიური, ემოციური, პრაქტიკული, კითხვისადმი საოცარი სიყვარულით სავსე. უცებ ჩასაკითხი, გასააზრებელი. მკითხველი თუ ხარ გიხარია და ამაყობ, პენაკი შენს მაგალითებს რომ იხმობს (იმდენი საერთო გაქვს). არამკითხველი თუ ხარ, მაინც შენია. რადგან ეს წიგნი ჩაამთავრე, სხვა წიგნს დაუწყებ ძებნას.

როცა ამბობენ, კითხვის დრო არ მაქვსო, ეს ნიშნავს, რომ კითხვის სურვილი არ აქვთ. იმიტომ, რომ თუ დავუკვირდებით, კითხვის დრო არავის აქვს. ყოველდღიური ცხოვრება კითხვას არ გულისხმობს.

კითხვის დრო მოპარული დროა, ცხოვრებისეულ ვალდებულებებს ვპარავთ. კითხვა, ისევე როგორც სიყვარული, დროის შეგრძნებას აკარგვინებს ადამიანს.

ნერვებს მიშლის როდესაც უფროსი თაობა უწიგნურებს გვეძახის. არასდროს გაუაზრებიათ, რომ ამ საკითხთან მიმართებაში უბრალოდ მეთოდოლოგია არ უვარგათ. მთავარი არსი  “კითხვისგან მიღებული სიამოვნება”, როგორც წესი, არ ახსენდებათ. ისე წერს პენაკი, ქართველი მეგონა, კითხვასთან დაკავშირებით იმდენად აქაური (როგორც ჩანს გლობალური) პრობლემები აქვს ნაჩვენები. ეს ალბათ ზუსტად მორგებული თარგმანის დამსახურებაცაა. ვფიქრობ (ორიგინალი არ წამიკითხავს), სრულად გამოყვა ის ემოცია, რისი გადმოცემაც სურდა.

ჩვენ საკუთარ შვილებთან ქვეცნობიერად უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ჩვენი მშობლები იყვნენ ჩვენთან, მაგრამ მშობლებთან უფრო ახლოს დავრჩით.

და კიდევ:

ტელევიზორის ყურება ჯილდოს რანგში ავიყვანეთ, წიგნის კითხვას კი ხარკის გადახდის მნიშვნელობა მივანიჭეთ. 

ტელევიზორის გამორთვით მუდმივად ემუქრებიან ბავშვს, წიგნს არ წაგიკითხავ/დაგიმალავო, იშვიათად მესმის. ჩემი აზრით, (პენაკი მეთანხმება) კითხვის კულტურის ჩამოყალიბებაში ოჯახი დიდ როლს თამაშობს. არ მახსოვს როდის გავხდი მკითხველი, თუმცა ფრაგმენტებად მაქვს ჩარჩენილი დედას აღფრთოვანება კითხვის შემდეგ  და წესი – კითხვის დროს ხელის შეშლა აკრძალულია (მენატრება). ლამფისა და ფეჩის (ღუმელი არ ჯდება) ალზე წაკითხული წიგნები.

ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისაგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, სამუშაო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია.

დანიელ პენაკი

პენაკი თავისუფლებას განიჭებს – იკითხე სადაც გინდა, როგორც გინდა, საიდანაც გინდა, შეწყვიტე თუ გინდა. მკითხველის ათი უფლება ჩამოწერა და სრული სივრცე მისცა სიამოვნების მაქსიმალურად მისაღებად. მთავარია კითხვა გინდოდეს.

და ბოლოს, მკითხველის პრივილეგია:

საქმე ის კი არ არის, მაქვს თუ არა კითხვის დრო, (ამ დროს სხვათა შორის ვერავინ მომცემს), არამედ ის, მივანიჭო თუ არა ჩემს თავს ბედნიერება, ვიყო მკითხველი.

მეათე უფლებასაც აძლევს მკითხველს “არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე”. როგორც წესი, ამ უფლებას მხოლოდ მაშინ ვიყენებ, თუ წიგნმა არანაირი ემოცია არ დამიტოვა . სხვა შემთხვევაში, მუდმივად ვეძებ ადამიანს, ვისთან ერთადაც განვიხილავ წაკითხულს.

27 Comments

Leave a Comment
  1. მწვანე მზე / Feb 3 2012 9:33 pm

    “არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე”😦 მე… ”
    ტელევიზორის ყურება ჯილდოს რანგში ავიყვანეთ, წიგნის კითხვას კი ხარკის გადახდის მნიშვნელობა მივანიჭეთ”😦😦😦 – არ მინდა ამათ რიცხვში ყოფნა, მე ვიპარავ დროს 10 წუთს, 20-ს, ხანდხან 1 საათს…
    ნატა, მიყვარხარ :*

    • mkitxveli / Feb 3 2012 9:42 pm

      “არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე” ეს იცი როგორ კონტექსტშია ნათქვამი? რაღაცას რომ წაიკითხავ, აბა რა გაიგე რომ მოყვება შემხვედრ კითხვად. თუ არ გეთქმევინებს არავინ უნდა გავალდებულებდეს.

      რაც შეეხება მეორეს, ეგ შენ ყველაზე ნაკლებად გეხება. მკითხველი ხარ უკვე და იცი რას ნიშნავს წიგნისგან სიამოვმების მიღება. ამიტომ ტელევიზორი ვერ ჩაგინაცვლებს.

      “წაიკითხე დროზე, თორემ ტელევიზორს არ გაყურებინებ!” – შეცდომა მშობლების. ეს ნიშნავს იმას, რომ ტელევიზორი ჯილდოა. წიგნი კი ხარკი. არადა, წიგნის დამალვა უნდა იყოს ყველაზე დიდი სასჯელი.

      მეც მიყვარს წიგნების მკითხველი მწვანე მზე🙂

  2. Kejeradze / Feb 4 2012 9:01 am

    მაგარია პენაკი🙂 სწრაფად და სახალისოდ “მოგვიგვარა” პრობლემა… და “ურეალურესი” 10 უფლებაც შემოგვთავაზა🙂

    • mkitxveli / Feb 4 2012 5:01 pm

      გემრიელია🙂

  3. თორნიკე / Feb 4 2012 12:49 pm

    საინტერესო წერილია.სამწუხაროდ ნებისმიერი ტიპის ტრანსპორტში მიჭირს წიგნების კითხვა.მგზავრობისას ფიქრი მიყვარს.სიჩუმეში მირჩევნია წიგნის წაკითხვა.ფრანგი მწერლები და ზოგადად ფრანგული კულტურა სკოლის ასაკიდან მაკვირვებდა,მაფორიაქებდა და მაფიქრებდა.სკოლაში ფრანგულს ვსწავლობი,რაც კიდევ უფრო მეტად მაკავშირდებდა ფრანგულ ლიტერატურულ სივრცესთან.ბალზაკი პირველი მეგზური იყო.

    • mkitxveli / Feb 4 2012 5:00 pm

      ფრანგების მიმართ განსაკუთრებული სიყვარული არასდროს მქონია, უბრალოდ თანამედროვე ლიტერატურაში ფრანგული აშკარად გამორჩეულია, მე ამ ბოლო დროს გამიტაცა საფრანგეთმა

  4. Ani Baliashvili / Feb 6 2012 6:24 am

    sheizleba mitxrat sad shemizlia daniel penaki movizio da wavikitxo??

    • mkitxveli / Feb 6 2012 11:07 am

      წიგნის მაღაზიებში

    • tamuna joxadze / Aug 11 2012 7:59 pm

      nebismieri cignis magaziashi..me magalitad shevidzine cignis petsivalze zalian bevri cigni da sakmaod iapad

  5. shorena / Feb 11 2012 11:44 am

    უკვე, მხოლოდ მეტროში ვკითხულობ წიგნებს და შემიყვარდა ეს პროცესი.:)მიყვარს ესეს სტილში დაწერილი პროზა, საინტერესოცაა, გულწრფელი და ემოციური, უფრო ახლოს მიდიხარ ავტორთან.

    • mkitxveli / Feb 12 2012 11:22 am

      ესესაც გააჩნია, ყველა პენაკივით კარგად არ იკითხება🙂

  6. Sophie SUNNY Golden / Feb 15 2012 12:23 pm

    როგორ ვეთანხმები, არ იცის პენაკმა. ნამდვილად ასეა. დრო არაფერ შუაშია. სურვილია მთავარი, როგორც ყველაფერში. მაგრამ საქმე ისაა, რომ ზოგჯერ ისე იცვლება ცხოვრებაში ყველაფერი, პრიორიტეტები, განწყობა, გეოგრაფიული მდებარეობა, რომ ხშირად სურვილს კარგავ წაიკითხო წიგნები, ან კითხვას იწყებ და აღმოაჩენ, რომ ვერაფერს პოულობ; იქ არ არის ის, რაც შენ გინდა, რაც გაინტერესებს და რაც მოგწონდა, ის ყველაფერი უკვე წაკითხული გაქვს და მხოლოდ თავიდან თუ გადახედავ.
    ხო, მე მჭირს ასე უკვე კარგა ხანია, ლამის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ. სელინჯერს, ჰემინგუეის წავიკითხავ, მერე თორას ვუბრუნდები და ვხვდები, რომ მთელი ცხოვრება იქიდან მოდის და დანარჩენს უკვე ადამიანები ვიგონებთ…
    (ეს კომენტარი აშკარად ჩემი უსტარის ნაწილი უნდა ყოფილიყო და სანამ ძალიან ბევრი დამიწერია, შევჩერდები და მეილზე გადავალ😉 )

    • mkitxveli / Feb 15 2012 1:33 pm

      ეგ უსტარი უკვე მელანდება🙂🙂

      არ ვიცი რა გიპასუხო, წიგნის კითხვის სურვილი ისევე მაქვს ახლაც, როგორც 7 წლის წინ პირველად რომ გნახე. უბრალოდ როგორც მკითხველი მგონი უფრო გავიზარდე და ხარისხს კარგად ვამჩნევ

  7. ილია / Apr 2 2012 9:55 am

    გამარჯობა, მე ახალი ვარ. მკითხველი გოგო ხარ?

    • mkitxveli / Apr 2 2012 7:11 pm

      ახალი ვარ რას ნიშნავს, ჩემი ბლოგის ახალი მკითხველი ხარ?

  8. Beka Shonia / Jun 30 2012 8:11 pm

    ტრანსპორტში კითხვაზე გამახსენდა, რამდენიმე წლის წინ, მოსკოვში გახლდით. მეტროთი მომიწია მგზავრობა და გაოცებული დავრჩი, მგზავრების 95% წიგნს ან გაზეთს კითხულობდა, მხოლოდ მე და ალბათ რამდენიმე უცხოელი ტურისტი ვისხედით გაკვირვებულები. ნეტა როდის იქნება ასე საქართველოში..

    • mkitxveli / Jun 30 2012 9:35 pm

      არამგონია, ისე ჯაყჯაყებს და ისეთი ხმაურიანია, თვალის ბადურა და ტვინი ცუდ დღეში არიან. მე მარშუტკაში ვკითხულობდი ხოლმე, ახლა ავკრძალე, სამსახური სოლოლაკში მაქვს და ისეთი რყევა ტყევით მიდის მთელი ღებინების შეგრძნება მქონდა ხოლმე

  9. tamuna joxadze / Aug 11 2012 8:01 pm

    ar vici ratom,magram rodis gadaadgileba micevs erti adgilidan meoreshi,yoveltvis chems cxovrebaze vpikrob)))ertdaertxel vcade cignis cakitxva roca tbilisidan batumshi gadavcyvite marshutkit casvla da mivxvdi rom yayani,jayjayi ise macuxebda ,merchivna ubralod cigni gverdze gadamedo da isev mepikra:D

  10. khatia / Aug 30 2012 10:14 pm

    ძალიან მომეწონა.. შვილი თუ მეყოლება ამ წიგნს ტავიდან წავიკითხავ..!:)

  11. რუსა / Oct 25 2012 1:23 pm

    როგორ მომინდა წაკითხვა… აი კიდევ ერთი უპირატესობა სამსახურის… ვწუწუნებ, დრო აღარ მაქვს, მეთქი, მაგრამ ხელფასი დაირიცხა. ახლა 6 როგორც კი გახდება გავიქცევი და გომბრიხის ,,ხელოვნების ამბავს” და ამ წიგნს შევიძენ :)პირველი სამაგიდო წიგნია, აი ეს კი გზაში საკითხავად გამომადგება🙂 დროც გამოინახა კითხვისთვის:) ვიცი ეს წიგნი შემიყვარდება! მადლობა შენ ამ აღმოჩენისთვის!

  12. Little Child / Dec 13 2012 8:32 pm

    ეს წიგნი ისე მომეწონა, ისე მომეწონა რომ კარგა ხანი აფორიაქებული დავდიოდი..ამ ავტორს ესმის როგორ უნდა შეაყვაროს ადამიანს კითხვა, ეს წიგნი ყველა მშობელმა უნდა წაიკითხოს და ყველა მასწავლებელმა, რომ ბავშვებს თავიდანვე სწორი გეზი მისცენ….მართლა რომანივით იკითხება, ეს ფრანგული იუმორი ხომ კიდევ უფრო ალამაზებს..საოცარი წიგნია…

  13. tamuna / Dec 12 2013 11:14 am

    magaria penaki..martla relur paktorebze & mizezebze saubrobs..gansakutrebit ki momewona 10 mcnebasavit rom chamoakiwkiwa….

  14. gela / Mar 7 2014 6:31 pm

    სურვილი თუ არის, წიგნის კითხვის დროს ყოველთვის გამონახავ კაცი. რაღაც არ გამიგონია ტელევიზორის ყურების დრო არ მაქვს, ანდა კომპიუტერის, რა წიგნი სავალდებულო სასჯელია? ჩემი აზრით მშობლებმა ბავშვობიდან უნდა ასწავლონ წიგნის სიყვარული და მერე ისე მოიწამლება (კარგი გაგებით) რომ ნამდვილად ვერ დაანებებს თავს. ცივილიზაცია მოსპობს კაცობრიობას, კომპიუტერზე იმდენად დამოკიდებული გახდება ადამიანი, რომ აზროვნების უნარს დაკარგავს. როგორ მინდა , რომ ვინმემ ითავოს და ტელევიზიით გადაცემა გააკეთოს წიგნებზე( ნუ მწერლებზე), თორემ ილია და აკაკი უკვე ტიჯეები ჰგონია უმეტესობას.

    • mkitxveli / Mar 17 2014 8:03 pm

      პირველმა არხმა გააკეთა, რადიო “ცხელ შოკოლადში” ლევან ბერძენიშვილი აკეთებს

  15. lela / Mar 4 2015 8:32 am

    rogor gadmovwero mobilurshi?

Trackbacks

  1. რაბიდრანათ თაგორი – ჟამი ჩემი სიჭაბუკისა | მკითხველის ბლოგი
  2. მიშელ უელბეკი – კუნძულის შესაძლებლობა | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: