Skip to content
February 11, 2012 / mkitxveli

მიგელ დე უნამუნო – “დეიდა ტულა”

საქართველოში ბევრი დეიდა ტულაა, ჩვენთან დის/ძმის შვილების საკუთარივით აღზრდა ჩვეულებრივი რამაა. აქ ბევრი ცხოვრობს სხვისი ცხოვრებით. უნამუნოს ტულაც ასეთი დეიდაა.

თავიდანვე უარს ამბობს პირად ცხოვრებაზე და დის შვილების აღზრდას იწყებს. არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ერევიან. დედაც იმიტომ აჩენს ბავშვს, რომ თვითონ მოუაროს. ვერ ვიტან ტულასნაირ ქალებს, ჯერ რომ ვერ გაუგიათ, რა უნდათ, მერე არასდროს იბრძვიან პირადი ცხოვრების ასაწყობად, ამის გამო კი მუდმივად ერევიან სხვის ცხოვრებაში. “კიდევ ერთი შვილი უნდა გააჩინო, აბა ოჯახი რისთვისაა!” – მუდმივად უკიჟინებს დას და ისიც აჩენს შვილებს. მაშფოთებს ისიც, ბავშვების გაჩენის მეტი ფუნქცია რომ ვერ მონახა ამ ცხოვრებაში.

რამიროც ნერვებს – მიშლის ერთი უყვარდა და მეორე მოიყვანა ცოლად. უპრინციპო ადამიანები მაღიზიანებს. როსასაც რაც ბოლოს დაემართა, ტულასა და რამიროს ბრალია. პროლოგს თუ გავითვალისწინებთ, სადაც უნამუნო ესპანურში სიტყვა sororidad-ის (დური) არასრულყოფილ შესატყვისზე წუხს, ალბათ დის გვერდში დგომის ჩვენება უნდოდა, როგორი თავგადადებული შეიძლება იყო. ზნეობრიობა, ოჯახის სიწმინდე. მე კიდევ შურისძიებად აღვიქვი მთელი ეს დავიდარაბა, არაცნობიერ შურისძიებად. იმის გამო, რომ ტულამ საკუთარ თავში რაღაც დათრგუნა, სამაგიერო გადაუხადა დას და სიძეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას შვილები მან გაზარდა, ოჯახის ერთობის სიმბოლოდ იქცა, მაინც. უბრალოდ არ მესმის ასეთი ადამიანების, თორემ უნამუნო ისე წერს, მე რომ მიყვარს, გემრიელად – სხარტი და მოქნილი წინადადებებით.

ერთი სიამოვნებაა მოთხრობების კითხვაც. “დონ სანდალიოს, მოჭადრაკის ნოველა”  განსაკუთრებით მომწონს. კაცი, რომელიც ადამიანურ სისულელებს გაექცა და მოჭადრაკე დონ სანდალიო იპოვა.

“სისულელეებს პირდაპირ აფრქვევენ ახალგაზრდებიცა და მოხუცებიც, სულელებიცა და ჭკვიანებიც . იმ ხალხზე მოგახსენებ, ვისაც ჭკვიანად მოაქვს თავი – აკი სწორედ ისინი ამბობენ და სჩადიან კიდეც სისულელეებს… სულელთა შორის ყველაზე სულელი ისაა, ვისაც თავის სიცოცხლეში სისულელე არც უთქვამს და არც ჩაუდენია.”

ყველას თავისი მოჭადრაკე ჰყავს ამ ცხოვრებაში, ადამიანი ვისააც გამოიგონებ (ან რეალურად არსებობს), ვინც გაინტერესებს, ან უბრალოდ მასთან ჭადრაკის თამაშისას თავს კარგად გრძნობ.

“ავტორი, რომელიც ვითომ სხვათა შორის გვიყვება ამბავს, სინამდვილეში გვიყვება საკუთარს, ოღონდ ეგ არის, თავად სრულიად განსხვავდება თავისი თავისგან როგორიც სინამდვილეშია, ანდა ჰგონია, რომ ასეთია,”

მიგელ დე უნამუნო

და ეპილოგი, სადაც კიდევ ერთხელ ახსნილია, რომ ნოველა ნოველისთვის მხოლოდ მისი მკითხველისთვის დაიწერა და რომ სიუჟეტი მხოლოდ მიზეზია ნოველის შექმნისა, სინამდვილეში მწერლებს თვითონ მკითხველები სთავაზობენ ფაბულას.

აქ საოცარი აღტკინება გიპყრობს, მკითხველი რომ გქვია.

უნამუნოს გმირები რომ რეალურები არიან ამ კრებულის ბოლო მოთხრობა “ღარიბი მდიდარი კაცი ანუ ცხორების კომიკური გრძნობაც” ადასტურებს. ემეტრიოებიც ბევრია ჩვენთანაც. რისთვის აგროვებენ ფულს რომ არ იციან, მერე ვერ იღებენ გადაწყეტილებას, გვიან რომ აღმოაჩენენ თურმე უყვართ, მერე კიდევ ვინ როდის დასცინის, ვერ ხვდებიან.

უნამუნო ჩვენებურ პრობლემებზე წერს. მისი ბიოგრაფია კიდევ ცალკე ნოველაა

8 Comments

Leave a Comment
  1. achiko / Feb 13 2012 7:18 pm

    saintereso komentaria deida tulasTan mimartebaSi da geTanxmebiT imaSi, rom dalian gavs nawarmoebis siujeti qartul realobas, magram eg chemi azrit mxolod erti mxare daxatet deida tulasi, aqvs aseve meore mxare, mzrunveli deidis mxare, romelsac sxvataSoris tulas gardacvalebis Semdeg mis mier agzdil disSvilebSi kargad Cans.
    ar vtvli namdvilad, rom rosas tragikuli daasruli tulas bralia.
    arc ramiros sikvdilsa da arc misi meore colis gardacvalebas vabraleb tulas. tulam didi xnis ukan gaaketa arCevani da bolomde sakutari arCevanis mcveli iyo. me arc miyvars es personaji da arc ar miyvars, saertod am nawarmoebshi ar arian personajebi, romlebic shegiyvardeba. sheidleba itqvas tragikuli nawarmoebia, magram didi gancda ar gamouwvevia nawarmoebs isev avtoris aramomabezrebeli da zusti agweris gamo…

    • mkitxveli / Feb 13 2012 7:59 pm

      მზუნველი დეიდის სახე ყველაზე მარტივია რაც შეიძლება ამ ნაწარმოებში დაინახო, მაგრამ ჩემთვის ეს სახე უკანა პლანზე გადავიდა და დავინახე ქალი ჩემთვის ყოვლად გაუგებარი საქციელით

  2. achiko / Feb 13 2012 8:30 pm

    და შენი შეხედულება სწორია მაგრამ ერთიმხრივაა სწორი. ჩემი აზრით რათქმაუნდა…

    • mkitxveli / Feb 13 2012 9:26 pm

      წიგნი იმისთვისაა, რომ რომელი მხრიდანაც გინდა იქიდან დაინახო, სწორი და არასწორი არ არსებობს, იმიტომ რომ აღქმა ინდივიდუალურია.

      თუ შენთვის თავგადაკლული დეიდა უფრო წინა პლანზეა ამას შენი ცხოვრებისეული გამოცდილება, გარემო, აზროვნება და ათასი რამ განაპირობებს, იგივეა ჩემს შემთხვევაშიც🙂 ამიტომ ისე აღვიქვამთ, როგორც გვინდა🙂 თორემ ისიც დავინახე მეთქი გეუბნები🙂

  3. achiko / Feb 13 2012 9:50 pm

    tavgadakluli chemtvis sakutari tavisa da gmertis garda aravinaaa, esec chemi azriaa ratqmaunda…

  4. »♥» ana «♥« / Apr 5 2012 1:40 pm

    პერსონაჟები,მეც ერთდროულად მხიბლავენ და ამავდროილად საშინლად მაღიზიანებენ კიდეც,მაგრამ რომ დავუკვირდეთ რეალურ ცხოვრებაში,მსგავსი ადამიანებითაა სამყარო სავსე,ალბათ სწორედ ამიტომ მათი უმეტესობა უბედურია.. :>
    თუმცა,უნამუნო უდაოდ კარგად წერს.ადვილად აღსაქმელად,რაც ძალიან დიდი პლიუსია ჩემს თვალში.

  5. mariami / Jan 11 2014 10:34 pm

    mogesalmebit,me tqveni axal mkitxveli var.es wigni mashin wavikitxe rodesac kitvas fexi avuwye…arachveulebriavi iyo,aris masshi detalebi romelic agafrtovanebs da gulsadc dagwyvetavs.rogorc chans mwerali realobas usworebs tvals.

    • mariami / Jan 11 2014 10:36 pm

      aqve shegekitxebit, ra azris xart viqtor hiugos “parizis gvtishoblis tadzarze”?

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: