Skip to content
February 13, 2012 / mkitxveli

გურამ მეგრელიშვილი – “მოდელი 18/12”

განივთდა, სამოთხეში ადამიანების ადგილი აღარ არისო და განივთდა, დაიცალა ემოციებისგან, გრძნობებისგან და განივთდა. უარი თქვა ადამიანობაზე – ადგა და საბეჭდ მანქანად იქცა.

“მოდელი 18/12” ჩემთვის სულაც არ არის ფანტასტიკური რომანი. ბევრი მოსიარულე ნივთი მინახავს, ახლაც თვალწინ მიდგას შტატივებად ქცეული ჟურნალისტები.

გურამ მეგრელიშვილი აქაც მეთამაშება, დამარბენინებს თავიდან თავზე, დასასრულიდან დასაწყისამდე, გმირიდან გმირზე. ბოლო დროს უკვე ვაგებ – მეორე წიგნი დავხურე იმ შეგრძნებით, რომ რაღაც გამომრჩა და ტექსტი ბოლომდე ვერ აღვიქვი.

შუაში მაიმედებს:

“არსებობენ მკითხველები, რომლებიც  წიგნის შექმნის პროცესში იღებენ მინაწილეობას, რადგან რეალურად წიგნი ბოლო წინადადებით კი არ მთავრდება არამედ იწყება . ნამდვილი მკითხველი სტრიქონებს შორის ჩამალული ინფორმაციის ამოკითხვას იწყებს და თავადვე აგრძელებს ქმნას”.

ჰოდა აღვიქვამ ისე, როგორც მე მინდა – არავითარი სამი მწერალი – ჩემთვის საბა ერთია.

მეტი სიცხადისთვის:

მოქმედება ზღვისპირას, ანაკლიაში ვითარდება. სოფელ ჭურიასთან, რომელიც ქართულად “თვალს” ნიშნავს. ექსპერიმენტისთვის რამდენიმე მონაწილეს იქ სასტუმროში გამოკეტავენ და წერას აიძულებენ – აბა, შეკვეთით წერას სხვა რა ჰქვია (პენ მარათონი მახსენდება). მოულოდნელად ქრება ერთ-ერთი მონაწილე საბა და კიდევ ერთი გოგო, რომელსაც შემდეგ იპოვიან .  მერე ყველაფერი ირევა. ცდილობ, გაარჩიო რომელია საბას ამბავი, რომელი მის მიერ შექმნილი ნაწარმოები და რომელი კოორდინატორის მოყოლილი.

არადა თავშივე გეუბნება:

თვითონ ქმნის პროცესია საოცრება – წერ და შენს პერსონაჟში ჩანს, რა გტკივა და რა გაწუხებს, პერსონაჟზე დაკვირვება ერთგვარი ტესტია. .. მე რომ ახლა ვინმეზე დამეწერა, ჩემი გმირი მწერალი იქნებოდა… ეს ვინმეც ჩემსავით უნდა იყოს გამომწყვდეული სადღაც ოთახში და თავს წერას აძალებდეს, ან ისევე აიძულებდნენ, როგორც მე მაიძულებენ”.

მთავარი პრობლემა ისაა, რომ პროტესტი არ უჩნდება. კონვეიერივით რომ უნდა იქცეს, გამოსცეს წიგნები მაშინაც როცა არ ეწერინება პროტესტს არ იწვევს. მარტივი გამოსავალი ნახა – ნივთად იქცეს.

“ხომ არ ვიმათხოვრო, ადამიანობის დათმობისკენ სწრაფ ნაბიჯებს გადავდგამ. განა ასე არ არიან ნივთებიც? მათ მხოლოდ თუ გამოიყენებ”.

არ დაწერს და ორგანოების ამპუტაციას გაუკეთებენ – უფრო ადვილად იქცევა ნივთად.

თანამედროვე სამყაროს მთავარი პრობლემა სწორედ ნივთად ქცევაა, რაც ძალიან კარგად არის ნაჩვენები ერთი შეხედვით ჩახლართულ რომანში. ბოლოს აღმოაჩენ, რომ სულ ტყუილად ჩაეძიე დეეტალებს. საბა წერს საბაზე და საბა XXI საუკუნის ადამიანია.

უელბეკის, ბეგბედერის, ორუელის გმირებისგან განსხვავებით, რომლებიც არსებულ გარემოში დისკომფორტს განიცდიან და ცდილობენ იბრძოლონ, უკმაყოფილება მაინც დააფიქსირონ, მეგრელიშვილის საბა პირიქით, მარტივ გამოსავალს პოულლობს – საბეჭდ მანქანად გადაიქცეს. იმედი – ოდესმე ვინმეს გამოადგება, აი იმ გოგოს, მწერალი რომ უნდა გახდეს.

დიდი ხანია ასეთი შესაზარი პერონაჟი არ შემხვედრია.

“მოდელი 18/12”-ის მეორე მხარე – მწერლები, უფრო სწორად, წერის მოყვარულები პრაქტიკულ რჩევებს იღებენ – როგორ შეძლონ  ნაწარმოების სტრუქტურის აგება, პერსონაჟის სახის ჩამოყალიბება და სიუჟეტის ეფექტურად განვითარება.

კარგი ნაწარმოები რამდენჯერმე იკითხება, ამიტომ პერსონაჟი მუდმივ მზადყოფნაში უნდა იყოს, რომ წამკითხველს ფორმაში დახვდეს” 

“იშვიათი არ არის, როდესაც ცრუ პერსონაჟები ჩნდებიან და ცდილობენ ნამდვილის ადგილი დაკავებას”

გურამ მეგრელიშვილი

ეს რჩევები ავტორებს, მკითხველებს კი პენაკზე არანაკლებად ჩამოყალიბებული წესები და ტიპები ელის.

კრებულიდან “შენ” პროგრესი “მოდელი 18/12”-მდე. ზრდა ყველაზე დასაფასებელი უნარია მწერალში. ის, რაც აკლდა “ადამიანის ქალაქს” – დინამიურობა და რაც უხვად იყო “მრავალჯერად ბოთლებში”, ზომიერი დოზით დაბრუნდა ბოლო ნაწარმოებში, თან ისე, რომ ტექსტის სიღრმეები გაზარდა. ვფიქრობ, მეგრელიშვილი თანდათან აუდიტორიას იცვლის.

შესანიშნავი გრძნობაა, როცა ავტორის მაღალ საფეხურზე ასვლას აკვირდები.

“ყოველი პერსონაჟი სულმოუთქმელად ელის ნამდვილ მკითხველს, რომელში ჩასახლებასაც მოახრხებს.  ნუ დაუკარგავთ იმედს და შანსს პერსონაჟებს, გადმოსახლდნენ თქვენში და ისე განაგრძონ არსებობა – წიგნიდან წარმოსახულ სამყაროში გადმოსახლება,  ვინაიდან თქვენ  მათთვის ხართ პერსონაჟები”. 

ესეც”წესი პირველი და ერთადერთი” იმისთვის, თვითკმაყოფილება რომ იგრძნო – პერსონაჟი “მკითხველი” რომ ხარ.

2 Comments

Leave a Comment
  1. მურმან გამსახურდია / Feb 20 2012 3:56 pm

    ამ წიგნის ავტორი არის ტიპიუირი მასონი და მასონების საქმის მკეთებელი და შეეშვით მის პიარს რა. წაიკითხეთ კლასიკაააააააააააააააააააააა :))))

    • mkitxveli / Feb 20 2012 8:28 pm

      ალბათ ხუმრობთ🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: