Skip to content
February 21, 2012 / mkitxveli

ნიკოლას სპარკსი – “დღიური”

ხანდახან მგონია, რომ რომანტიკული წიგნების ასაკიდან გამოვედი. თითქმის აღარ მჯერა ისეთი სიყვარულის, როგორიც ამ წიგნშია. ზღაპარივით მეკითხება, ემოციების გარეშე. ასეთ დროს იმას ვფიქრობ, 15 წლისას რომ წამეკითხა, რა გემრიელად მომეჩვენებოდა- მეთქი.

ფილმი “The Notebook”  სწორედ სპარკსის “დღიურის” მიხედვითაა გადაღებული. ორი ადამიანი, რომელსაც ერთმანეთის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. უყვარს, როდესაც ხედავს და მაშინაც, როცა მიდის. თავიდან ფეხებამდე და სხეულის ყველა ნაწილით. “მე შენ მყავხარ”, ყველაზე საიმედო და თბილი ფრაზაა, რაც კი შეიძლება უთხრა ადამიანს. თუ ნოასა და ელივით რეალურ ცხოვრებაშიც უყვართ, უდიდესი ბედნიერებაა  – როცა ვინმეს ჰყავხარ, ედარდები და შენს გარეშე ცუდად არის.

არ მახსოვს, სად წავიკითხე, მაგრამ ჩამრჩა – როცა შენს ცხოვრებაში არის ვიღაც, ვისზეც ბუნებრივად იტყვი “ჩემი”, ბედნიერი ხარო. არ ვიცი, შეიძლება შემდეგ დამჩემდა – ადამიანების მიმართ კუთვნილებით ნაცვალსახელს ხშირად ვხმარობ. მაშინ ჩემს ასაკს ჯერ კიდევ “თიინ” ერქვა და გულისფანცქალით მეკითხებოდა ნატალიასა და ანდრეის ამბავი “ომი და მშვიდობიდან”, განვიცდიდი “მოუთმენლობა გულისას” და უფრო ადრე “ყინულის ეტლზე” მეტირებოდა.

“დღიური” რომატიკული რომანია და ამ ჟანრის მოყვარულებს მოეწონებათ. დახვეწილი ნაწერია, საინტერესო პასაჟებით მოთხრობილი ამბავი. გარკვეულ მომენტებში კარგად გამოსდის პერსონაჟების ემოციების მკითხველამდე მოტანა, თუმცა იყო ეპიზოდები, რომელიც გაზვიადებული მეჩვენა. ბოლო ნაწილი, რაც უშუალოდ დღიურს არ ეხება, გაწელილია და კითხვის დინამიკაზე მოქმედებს. ყოველ შემთხვევაში აშკარად განსხვავდება ასაკოვანი წყვილის ამბის თხრობა თავიანთი ახალგაზრდობის დროინდელი ამბების რიტმისგან.  ისევე როგორც რეალურად განსხვავდება სხვადასხვა ასაკის ადამიანების ცხოვრების ტემპი.

მთავარი ისაა რომ ელის ნოა მაშინაც ჰყავს, როცა მეხსიერებას ჰკარგავს. საოცარი წერილია საავადმყოფოში წასვლამდე. შენ უფრო მედარდები, ასეთს რომ მნახვ, დაიტანჯებიო. ესმით ერთმანეთის ერთი შეხედვით, გრძნობენ ერთმანეთს. საოცარია ისიც ნოა მხოლოდ სიტყვებით  ახერხებს ელის ჯანმრთელობის გაუარესების პროცესის შესუსტებას რომ ახერხებს. ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს განსაკუთრებით ემოციური მომენტი, რომელზეც დაბინდული გონებითაც რეაგირებ.

კომუნიკაციის პრობლემა, რამაც ერთხელ მათი დაშორება გამოიწვია, ახლა სასაცილო და ნაკლებდასაჯერებელია. არც იმის მესმის ხოლმ,ე როცა მშობლები შვილების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს.

ნიკოლას სპარკსი

სკეპტიკურად, ცოტა ირონიულ განწყობაზე დავამთავრე წიგნი და მერე პოეზიის კითხვა დავიწყე. ბექა ლონდარიძის ლექსს გადავაწყდი

სადღაც იქ, შიგნით-
სუიციდის თამაში მართობს,
გარეთ – მარტივად
ერითმება მოწყენას მარტი.

მაგიდის წიგნზე სათვალეა… დაგირჩა, ელენ!
და შენი თმებიც სავარცხელში სარკის წინ გტირის-
შენს იქით, ანუ ათასერთი სიზმარის მერე.

ისე ჰგავდა ნოას განწყობას ელის წასვლის შემდეგ. პოეზია ერთადერთია, რაც ამ თემაზე საოცრად მაღელვებს და ლონდარიძის სტრიქონებმა (არაფერ შუაშია) ნოას “დღიური” უფრო ემოციური გახადა.

14 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Feb 21 2012 9:56 pm

    რატომღაც ყდა სხვანაირი წარმომედგინა – ტბის ცნობილი კადრის მსგავსი🙂
    თავის დროზე ძალიან ემოციური მომეჩვენა (ჯერ ფილმი, მერე წიგნი). ახლა ნაკლებად, მაგრამ ხანდახან მაინც მინდა მჯეროდეს, რომ ასეთი სიყვარულიც არსებობს და ნოაც🙂

    • mkitxveli / Feb 22 2012 6:23 am

      ისე მგონი ყველას თავისი ნოა ჰყავს, სხვადასხვანაირი, მაგრამ ნოა🙂 ფილმი მგონი უფრო მომწონს. საერთოდ არ მიყვარს ნანახის წაკითხვა და პირიქით

  2. mecmikvarkhar / Feb 22 2012 6:19 am

    ფილმი მართლა ძალიან კარგია, თან მსახიობებიც შესანიშნავად თამაშობენ, რომ ვნახე მაშინვე მოვძებნე და წავიკითხე, გეთანხმები რაღაც მომენტები ზედმეტად გაზვიადებული მომეჩვენა🙂 მე პირადად ფილმი მირჩევნია🙂

    • mkitxveli / Feb 22 2012 6:31 am

      მეც ფილმი უფრო მომწონს, იმიტომ ხომ არა, რომ პირველად ვნახე და მერე წავიკითხე, არ ვიცი

    • mecmikvarkhar / Feb 22 2012 6:54 am

      მე მაინც ვფიქრობ, რომ ფილმი ხარისხიანადაა ძალიან გადაღებული. იაფფასიანი მელოდრამა არაა და იმიტომ🙂

    • mkitxveli / Feb 22 2012 7:58 am

      შეიძლება, ყოველ შემთხვევაში ამ თემატიკაზე დაწერილ წიგნებს ფილმები მირჩევია. მე სასიამოვნოდ საყურებელი ფილმები მიყვარს, ძირითადად გასართობად ვუყურებ. ამ მხრივ მართლა კარგია The Notebook.

  3. zura / Feb 25 2012 5:26 pm

    rogorc me vici sxva wignebi gacilebit uketesia ubralod am filma ufro meti popularoba moipova ramac ganapiroba is, rom qartulad pirvelad es itargmna❤ velodebi moutmenlad sxva wignebs

    • mkitxveli / Feb 27 2012 2:04 pm

      არ წამიკითხავს არც ერთი, ამიტომ არ ვიცი უკეთესია თუ არა

  4. eto / Mar 17 2014 8:12 pm

    ciitatebi minda :(( momwertet tu shgiliat

  5. darknessrose / Oct 16 2014 3:49 pm

    ar miyvars es janri magram mainc gadavwyvite wavikitxo da am postma ufro mtkiced gadamawyvetina :3 madloba shen amistvis ^_^

  6. vepkho / Sep 18 2015 6:53 am

    აუ ამ წიგნს ვეძებ ვიცი ტირაჟი აღარ არის მაგრამ იქნებ შეგიძლიათ დამეხმაროთ ?

    • mkitxveli / Sep 22 2015 6:36 pm

      სამწუხაროდ, ვერ დაგეხმარებით

  7. nino burdiashvili / Oct 17 2015 6:39 pm

    წიგნი მეც მინდა😦 ვერსად ვერ ვშოულობ

    • vepkho / Nov 30 2015 5:34 pm

      sajaro bibliotekashi aris,shegizlia mixvide da iq waikitxio an asli gadaigo..

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: