Skip to content
March 3, 2012 / mkitxveli

დენიელ ქიიზი – “ყვავილები ელჯერნონისთვის”

ადამიანის ინტელექტის ზრდა და ტრანსფორმაცია 4 მარტიდან 28 ივლისამდე, სამედიცინო ექსპერიმენტი, რომლის შედეგებსაც მითხველი კი არ კითხულობს, გრძნობს.

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ყველაზე ემოციურია დენიელ ქიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის”. თავიდან გგონია, რომ კორექტურის პრობლემაა, თუმცა შეუძლებელია ამდენი იყოს. ორი გვერდი საკმარისია,  მიხვდე აზრის გადმოცემის ხერხია ასეთი – ძალიან ეფექტური, ჩემი აზრით. მართალია, ქიიზი პირველი არაა, ვინც გონებრივი შესაძლებლობების ჩვენებას პერონაჟის მეტყველებითა და ფიქრებით ცდილობს. მაინც კარგია და ფოლკნერი სულაც არ გახსენდება. დღიურის ფორმატში, პირველ პირში დაწერილი ტექსტი, ალბათ, საუკეთესო ვარიანტია ექსპერიმენტის მიმდინარეობისა და შედეგის სრულად გასათავისებლად. ემოციაც უფრო მეტი მოდის.

ჩარლ გორდონი გონებასუსტია. ექიმები მასზე ისეთივე ექსპეტიმენტის ჩატარებას გადაწყვეტენ, რაც თაგვ ელჯერნონზე ჩაატარეს –  ინტელექტი ხელოვნურად უნდა გაუზარდონ. დადებითი შედეგი მხოლოდ გარკვეული პერიოდი გრძელდება, შემდეგ რეგრესი, რომელსაც სიკვდილი მოსდევს. პირველი ელჯერნონი კვდება. ჩარლი ამ დროს ინტელექტის პიკზეა და სამეცნიერო კვლევებს იწყებს

ჩანაწერი დღიურში

“მე უნდა ვიპოვო ელჯერნონის სწრაფი რეგრესის მიზეზი. მე უნდა ვიცოდე, მომივა თუ არა იგივე მეც.”

და დასკვნა

“ხელოვნურად მომატებული ინტელექტი, შემდეგ მცირდება სიჩქარით, რომელიც მისი მომატების ხარისხის პირდაპირპროპორციულია”.

როცა მისი ინტელექტი გაიზარდა და აზროვნება სხვანაირად დაიწყო, მიხვდა, რომ რასაც მეგობრობას ეძახდა, დაცინვა იყო და ექიმები სულაც არ არიან გენიოსები. დღიურშიც წერს, სინამდვილეში მან იცოდა, სხვებისგან განსხვავდებოდა, აკლდა რაღაც. თუმცა, მოლოდინი იმის, რომ წერა კითხვის ცოდნა ყველა პრობლემას მოხსნიდა, არ გამართლდა.

‘ჭკუასუსტსაც კი უნდა, ჰგავდეს სხვა ადამიანებს”.

მერე შეამჩნია მის კინიენის სილამაზეც, თუმცა არც აქ გამოვიდა რამე.

“მასთან საერთო ენას ვერ ვპოულობ. ვხედავ, უკვე თითქმის აღარ შემიძლია ადამიანებთან ურთიერთობა. კარგია, რომ ქვეყნად არსებობს წიგნები, მუსიკა და ის პრობლემები, რომელთა შესახებაც შემიძლია ვიფიქრო.”

და ყველაზე ემოციური ფინალი – რეგრესის ბოლო დღეები, წერილი ექიმ შტრაუსს, მადლობა იმისათვის, რომ ჭკვიანი ადამიანის თვალებით უყურა სამყაროს.

დენიელ ქიიზიძალიან ადვილია გყავდეს მეგობრები თუ ადამიანებს უფლებას მისცემ დაგცინონ.

არამგონია, იმაზე კარგი შეგრძნება არსებობდეს, როცა ხვდები რომ გაიზარდე, განვითარდი. მერე იწყება ღირებულებების გადაფასების მომენტი, თუ შენი წინა ცხოვრების ადამიანები ტემპში ვერ აგყვნენ, ყველაფერი მთავრდება. თუმცა, ეს პროცესი ღირს კიდეც იმ რამდენიმეს დაკარგვად იმიტომ, რომ პროგრესს პროგრესული ადამიანები მოჰყავს შენთან და ცხოვრებაც მრავალფეროვანი ხდება.

ამას ალბათ დიდად არ უკავშირდება “ელჯერნონ-გორდინის” ეფექტი, მაგრამ ეს ფიქრები ამიშალა ქიიზის მოთხრობამ.

ნაწარმოების ელექტორნული ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ

11 Comments

Leave a Comment
  1. shorena / Mar 3 2012 6:09 pm

    დაბადების დღეზე მაჩუქეს და მახსოვს იმ დღესვე წავიკითხე და ვიტირე. ძალიან ემოციურია და ნამდვილი, მერე მეც დავწერე რაღაც გამოხმაურებასავით.

    • mkitxveli / Mar 4 2012 7:17 pm

      შორე მაინტერესებს და თუ შემორჩენილი გაქვს წამაკითხე რა

    • shorena / Mar 5 2012 4:40 am

      ფბზე მიდევს და გაჩვენებ.:)

  2. Kejeradze / Mar 4 2012 1:00 pm

    ეს წიგნი “უახლოეს მომავალში წასაკითხებში” მაქვს გადადებული🙂 როგორც პოსტიდან მივხვდი, სწორი არჩევანი გამიკეთებია…

    • mkitxveli / Mar 4 2012 7:21 pm

      რამდენიმე საათი გჭრიდება სულ, მე ელექტორონული ვერსია წავიკითხე, სამსახურში თანაც🙂 გალინკული მაქვს და შეგიძლია მაქედანაც წაიკითხო.

  3. Mari Muradeli / Mar 8 2012 4:46 am

    დამაინტერესა და დღეს წავიკითხე. საერთოდ ესეთ რაღაცეებზე დიდი ხანია აღარ მიფიქრია, უბრალოდ არ გამხსენებია, …. ეხლა გამახსენდა და დავფიქრდი, ისიც გამახსენდა რომ მეც მოვქცეულვარ ცუდად ასეთ ადამიანებს… და მერე ძალიან მინანია…. საშინელებაა😦

    • mkitxveli / Mar 8 2012 7:22 pm

      საერთოდ ბევრ რამეზე არ ვფიქრობთ ხოლმე😦

  4. likaqurtsikidze / Apr 30 2012 10:16 am

    მეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ამ ნაწარმოებზე. 1) ელ. ვერსიას ვკითხულობდი და თავდაპირველად მივყევი და ჩასწორებები დავიწყე და ძალიან ბევრი რომ იყო, მერეღა მივხვდი რას ვჩადიოდი🙂 2) ერთბაშად წავიკითხე და ვერ მივხვდი როგორ გადამეზარდა შეცოდება თანაგრძნობაში ჩარლის მიმართ, მერე კი თანაგრძნობა– აღფრთოვანებაში.

    • mkitxveli / Apr 30 2012 11:52 am

      დაახლოებით იგივე დამემართა მეც მეორე შემთხვევაში, რაც შეეხება პირველს, სამი წინადადების შემდეგ მივხვდი რაც ხდებოდა

  5. დენი / Jan 15 2015 6:05 pm

    ეს მოთხრობა დღეს წავიკითხე. ვერ ავღწერ რას ვგრძნობ… ბევრ რამეს შევხედე სხვა თვალით და ძალიან გავბრაზდი. სიბრაზეს, ამაობას, წუხილს და ინტერესს ვგრძნობდი კითხვისას. თავი თოითოეული პერსონაჟის ადგილას წარმოვიდგინე. ერთადერთი წიგნია, რომელმაც სიმართლე დამანახა და არა ლამაზი ზღაპარი, თუმცა სხვა პირიქით იტყვის.

Trackbacks

  1. “ყვავილები ელჯერნონისთვის” « კეჟერაძის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: