Skip to content
March 28, 2012 / mkitxveli

თამთა მელაშვილი – „გათვლა“

ომი – სისხლის, ბატალური სცენების, მეომრების, საბრძოლო ტაქტიკისა და სამხედრო მანქანების გარეშე. სენტიმენტალური ეპიზოდებიც არ გაწუხებს მაინცა და მაინც. მიუხედავად ამისა, თამთა მელაშვილის „გათვლას“ დათრგუნული კითხულობ. ომია. შენ კიდევ იცი რას ნიშნავს ომი, მერე რა თუ კონფლიქტის ზონაში არ ცხოვრობ.

მთავარი ორი 13 წლის გოგოა – ნინჩო და ცქნაფი. ავტორს მათი ამბის გასაგებად მიჰყავხარ. სადღაც ახლოს ისვრიან. ომი ფონია. კაცები არ ჩანან – იბრძვიან. ქალები მშიერ ბავშვებთან და ავადმყოფ ბებიებთან რჩებიან. უფროსი შვილები დაბოდიალობენ და ხან ნაომარი სახლებიდან გამოაქვთ რაღაცეები, ხან კიდევ ნარკოტიკების გადატანაში ეხმარებიან კვერნაძეს. ეს ისაა წლების შემდეგ ლეიტენანტი რომ ხდება.

„ჩვენ ბავშვები ვართ, ჩვენ არ გვესვრიან“

მორავიას „ჩოჩარა“ მახსენდება, იქაც ომზე კი არა, გოგოზე გიყვებიან, იმ პერიოდში რომ მოუხდა ცხოვრება. „გათვლას“ არ ვადარებ, ისე ამომიტივტივდა. ფონად გაყოლილი ომი იშვიათი არ არის მსოფლიო ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი არ გიკონკრეტებს, რომელ კონფლიქტზეა საუბარი, ვფქირობ, პირველი ნაწილი 90-იან წლებში ხდება, დასასრული (კვერნაძე რომ ლეიტენანტია, ნინცო კიდევ ნინო როგავა) 2008 წელს.

ბევრი არც არაფერი შეცვლილა. კვერნაძისნაირები (რას გადავეკიდე) ისევ არიან ჯარში. ნინცოსნაირებიც მრავლად მოიძებნებიან.

წერის უცნაური სტილია – ტექსტი აბზაცის, ყოველგვარი გრამატიკული ფორმების დაცვის გარეშე. პირველ პირშია ნაწერი. ცქნაფი გიყვება ისე, როგორც აზროვნებს. (რაღაცით მსგავსება ფოლკნერის „ხმაური და მძვინვარებასთან“). მიუხედავად ამისა, ინდივიდუალური სტილია და აბსურდულად მოყოლილ მოთხრობაში (უამრავჯერ გამოყენებულ ზმნა „თქვას“ ფონზე) კითხვის დინამიკა არ ვარდება. სულ 70 გვერდია, ყოველ გვერდზე ხდება რაღაც და „გადახტომის“ სურვილი არც გიჩნდება.

ომი ადამიანებს ასხვაფერებს, ან სულაც მათ რეალურ სახეს გიჩვენებს. „გათვლაში“ ქალები არიან პერსონაჟები.

ყველამ ერთად რაღაც ვერ გათვალა.

შენ გრჩება ემოცია. გრძნობ იმას, რაც საომარი ადგილიდან მოყოლილი ამბებიდან არასდროს მოდის.

თამთა მელაშვილმა „საბა“ მიიღო. „გათვლა“ 2011 წლის საუკეთესო დებიუტი აღმოჩნდა.

3 Comments

Leave a Comment
  1. ubeduris1 / May 3 2012 8:04 am

    Reblogged this on ubeduris1.

  2. salomeaa / May 6 2012 5:38 pm

    რა ვქნა არ მომწონა
    თითქოს იყო ჩასუნთქვა, მაგრამ ამოსუნთქვა ვერა
    ჩემთვის ,,ვერ გათვალა”

    • mkitxveli / May 9 2012 3:50 pm

      მეც გეთანხმები და შენ უფრო ზუსტი ფორმულირება მიეცი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: