Skip to content
April 17, 2012 / mkitxveli

ვიდიადჰარ ნაიპოლი – ნახევარი სიცოცხლე

Sir Vidiadhar Surajprasad “V. S.” Naipaul – Half A Life

უილიმ ნახევარი სიცოცხლე სხვისი ცხოვრებით იცხოვრა, უფრო სწორად, საკუთარ თავს გაექცა. გამოსავალი არც ეს აღმოჩნდა. სოციალური უთანასწორობა და აქედან წამოსული პრობლემები იმაზე კარგად ალბათ არავისთან იქნება, როგორც ვიდიადჰარ ნაიპოლთან – ინდოელ მწერალთან, რომელიც ინდოელებით დასახლებული ტრინიდადიდან ინგლისში წავიდა საცხოვრებლად. მერე, 2001 წელს ნობელიც მიიღო, თუმცა მანამდე, ალბათ, იმაზე ნაკლები პრობლმების გადალახვა არ მოუწია, ვიდრე რომანის მთავარ გმირ იულის, რომელსაც მეორე სახელი სომერსეტი მოემის საპატივსაცემოდ დაარქვეს.

მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის ძირითადი ნაწილი თანმიმდევრულად ვითარდება და ნაკლებადაა დატვირთული ამბის გარეთ მიმდინარე მოვლენებით, ბევრ ეპიზოდში არ გტოვებს შეგრძნება, რომ მხატვრულ ლიტერატურას კი არა, ესეს კითხულობ. მოქმედება იმ პერიოდში ვითარდება, როცა ადამიანებში სოციალური უთანასწორობის პროტესტის გრძნობა გაიზარდა. უილის მამა უმაღლესი კასტის, ბრამინის წარმომადგენელია, რომელმაც პროტესტის ნიშნად უმდაბლესი კასტის ქალი შეირთო ცოლად. აი ისეთის, ხსენებაც რომ ესირცხვილებათ. ეს უფრო გააზრებულად კი არა შემთხვევით გამოვიდა და დიდი სიკეთე მისთვის არც მოუტანია.

უილიც ასე უცანური გრძნობით იზრდება. მამამ დედის შეყვარება ვერაფრით მოახერხა, უილის კი მამა სძულს. ოჯახში კიდევ ერთი წევრია, უმცროსი და, უშნო საროჯინი. უილი ლონდონში მიდის საცხოვრებლად, იქ გამოგონილი ისტორიით ცხოვრობს. მერე იმდენად არ უნდა ინდოეთში დაბრუნება, აფრიკაში მიჰყვება ანას, თუმცა საკუთარ ცხოვრებას ვერც იქ იპოვის. ამასობაში ნახევარი სიცოცხლეც გავიდა.

წიგნის ბოლო ნაწილი, რომლის თხრობა საკამოდ ორიგინალური მეჩვენა, შესანიშნავად აჩვენებს საკუთარი ცხოვრებისა და ისტორიისგან გაქცევის ფიასკოს. ანას ეუბნება ბოლოს „ეს შენი ცხოვრებაა საკუთარ თავს ძალიან დიდხანს ვემალე“ და ანას პასუხი „იქნებ ეს ცხოვრებაც არც ჩემი ყოფილა“.

დასაწყისში სულ ვერ ვიფიქრებდი, რომ წიგნის არსი ცხოვრებისგან გაქცევა იქნებოდა.

საინტერესო პერსონაჟია საროჯინი. რომელიც ჩე გევარას შეუერთდა და მნიშვნელოვან სამოქალაქო აქტივობებში ჩაერთო, რაც ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა უილისთვის. გერმანელ კაცს რომ არ გაჰყოლოდა ცოლად და ინდოეთში დარჩენილიყო, ალბათ ისიც დედამისივით უბედური იქნებოდა. მერე კი თავისი ცხოვრებით ცხოვრება შეძლო.

ვიდიადჰარ ნაიპოლი

საერთოდ აზიელები სულ მაოცებენ ხოლმე, ჩემთვის ძალიან უცნაური ცხოვრება და შეხედულებები აქვთ. არ მესმის მათი ერთმანეთზე მიჯაჭვულობა, მათი ადათ-წესები და უპრეტენზიო ცხოვრება.

თუმცა საკუთარი ცხოვრების, ისტორიის ერთბაშად უარყოფა და ევროპელად თავის წარმოჩინება, გამოსავალი რომ არაა, „ნახევარ სიცოხცხლეში“ ყველაზე კარგად ჩანს. აი თუნდაც ის ეპიზოდი აფრიკელის თვითმიზანი რომ თეთრკანიანი შვილიშვილის ყოლაა და ამ იმედით ათხოვებს შვილებს თეთრკანიან ადამიანებზე.

ნაწარმოები თავად ინგლისელების ცხოვრებაზეც ბევრ ინფორმაციას გვაწვდის, მათი ურთიერთობები ერთმანეთთან და საქმესთან დამოკიდებულება ამ წიგნის მეორე მხარეა.

„ყველაფერი მრუდედ მიდის. სამყარო უნდა შეჩერდეს, მაგრამ ამის მაგიერ სულ უფრო უჩქარებს სვლას“.

7 Comments

Leave a Comment
  1. oddcreature / Apr 17 2012 5:24 pm

    ალაბთ გინდოდა გეთქვა ინდიელი🙂

    • mkitxveli / Apr 17 2012 6:52 pm

      არა ინდოელია, შეხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე მის წარმომავლობას

    • oddcreature / Apr 17 2012 7:39 pm

      არადა ინდიელს უფრო გავს თითქოს. ნუ შენ უფრო იცი მრინციპში მე პირველად მესმის ამ ადამინიანის შესახებ

    • mkitxveli / Apr 17 2012 7:57 pm

      ინდიელები გრძელი თმით, შუბით და ფოთლებაფარებული ვიცი მე😀😀 ჰო ინდოელია

    • oddcreature / Apr 17 2012 8:01 pm

      არა რატო მაინც და მაინც მაგასთან რატომ აიგებივე, თანამედროვე ინდიელებიც ხომ არიან🙂

    • mkitxveli / Apr 17 2012 8:10 pm

      მე მაქვს ესე იგი წინა საუკუნეობრივი წარმოდგენები🙂🙂

  2. ubeduris1 / May 3 2012 8:02 am

    Reblogged this on ubeduris1 and commented:
    :))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: