Skip to content
April 19, 2012 / mkitxveli

ჯეინ ოსტინი – „სიამაყე და ცრურწმენა“

სასიამოვნო საკითხავი წიგნია – სიყვარულის ისტორიაა, რომელიც შენზე ემოციურად მოქმედებს. მერე რა, რომ საუკუნეა თინეიჯერს აღარ გეძახიან. ამგვარი თემატიკის წიგნების მიმართ დიდი ხანია ირონიული დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ჩემი წინასწარი განწყობა პირველ თავშივე გაქრა. არაფერი გადაჭარბებული, ხელოვნური და ყალბი. ყველა ეპიზოდი იმდენად ბუნებრივია და პერსონაჟები ისე საოცრად კარგად ნაჩვენები, ბოლომდე ერთი ამოსუნთქვით ჩაგაკითხებს. ჯეინ ოსტინის „სიამაყე და ცრურწმენა“ საუკუნის შემდეგაც ისევ ინტერესით იკითხება.

ელიზაბეტი – ძალიან პრინციპული, დამოუკიდებელი, სასიამოვნო გოგო ძლიერი ხასიათით. (მოქმედება მე-19 საუკუნის დასაწყისში მიმდინარეობს და ეს თვისება მით უფრო დასაფასებელია).

დარსი – ცოტა უჟმური, მკაცრი ხასიათის, სიმპატიური, ვაჟკაცური. აი ისეთი, ცოტას რომ ლაპარაკობს, მაგრამ რასაც იტყვის, ჭრეშმარიტება გგონია. უჭირს ემოციების გამოხატვა, მაგრამ უყვარს ბოლომდე.

ასე ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟების ურთიერთობა თავიდანვე საინტერესო უნდა იყოს. მაოცებს ოსტინი – როგორ შეუძლია პერსონაჟების ისე კარგად დახატვა, რომ მგონია ვიცნობ. მათ შესახებ მათი მოქმედებებით ყვება და ვერ იპოვი ერთმანეთისგან ურთიერთგამომრიცხავ ვერც ერთ პასაჟს.

დარსის მაშინაც გჯერა, როცა ვიკჰემი ელიზაბეტს დარსისთან ურთიერთობის თავის ვერსიას უყვება, მაშინაც, როცა ჯეინისა და ბინგლის დაშორების მიზეზი დარსი აღმოჩნება. აქვს რაღაც ისეთი, რაც მის მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილს გამყოფებს.

ნაკლებად მჩვევია რომელიმე პერსონაჟის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება. 13 წლის შემდეგ არც ერთი ნაწარმოების გმირს არ მოუხდენია ისეთი შთაბეჭდილება, გამორჩეულად რომ დამესახელებინა. დარსი გამონაკლისია. ისეთია, ბოლომდე რომ ენდობი და გჯერა.

მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების სიუჟეტი ძირითადად ელიზაბეტზეა აგებული და მის ამბავს მიჰყვება, ოსტინი დარსის ყოფნას მუდმივად გახსენებს. ვიდრე ლედი კატერინე დე ბურგთან ხელახლა შეხვდებიან, დიდი დრო გაივლის, თუმცა, მუდმივად გაქვს შეგრძნება, რომ დარსი უნდა გამოჩნდეს, ავტორი მის მოლოდინში გამყოფებს. არ ვიცი ამას როგორ ახერხებს, მაგრამ ფაქტია რომ მიჰყვები ლიზას ფიქრებს, განცდებს.

კადრი ფილმიდან "სიამაყე და ცრურწმენა"

ალბათ იმ დროისთვის ქორწლისადმი ადამიანების დამოკიდებულება კარგად ჩანს ლიზას დედის ხასიათში, შვილების გათხოვება თვითმიზანი რომაა. მთავარია სიძე მდიდარი იყოს. ამიტომაც მისთვის გაუგებარია ლიზა რატომ ისტუმრებს უარით კოლინზს, რომელსაც მისი ცოლად შერთვა სურდა. სამაგიეროდ ლიზას მეგობარი შარლოტა მოიყვანა ცოლად.

კიდევ ბევრი ეპიზოდი შემოდის ინგლისელების იმდროინდელი ცხოვრებიდან.

ქართულად წიგნის სათაური არც თუ ისე ზუსტად ითარგმნება, სინამდვილეში წინასწარგანწყობა უფრო იგულისხმება. დარსი სულაც არ აღმოჩნდება ისეთი, როგორიც ლიზას ჰგონია.

ამ ნაწარმოებზე გადაღებული ფილმიც ძალიან ლამაზია. ზუსტად შერჩეული მსახიობებით. პრინციპში წიგნის ზუსტი ანალოგია. რამდენიმე ეპიზოდია შემოკლებული მხოლოდ. მისი ყურებაც ერთი სიამოვნებაა.

46 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Apr 19 2012 8:21 pm

    ეგ ეკრანიზაცია კარგია, მაგრამ აი ეს ნახე ბიბისის გადაღებული, ძალიან ძალიან მოგეწონება, თან დარსის როლში თვით კოლინ ფერტია🙂 http://www.gol.ge/index.php?cat=movies&details=4610&order=1.1&search=pride%20and

    • mkitxveli / Apr 19 2012 8:48 pm

      ეგ ვიცი მაგრამ რატომღაც ის ავირჩიე სანახავად. შენი რეკომენდაცია ისეთია ეგეც უნდა ვნახო და მაშინ კი აშკარად დავიზეპირებ ამ ნაწარმოებს🙂🙂

    • mecmikvarkhar / Apr 20 2012 7:29 am

      მე მაქვს დაზეპირებული🙂 წაკითხული მაქვს რუსულად და ინგლისურად დიდი ხნის წინ. სახლში მიდევს ქართული და იმასაც წავიკითხავ სიამოვნებით :)))

    • mkitxveli / Apr 20 2012 7:42 am

      მეც ინგლისურად წავიკითხე, ქართულად ყიდვა მეძვირა🙂

  2. Kejeradze / Apr 19 2012 9:03 pm

    მიყვარს ჯეინი და მისი ინგლისი🙂 …ელიზბეტი და დარსიც… რაც შეეხება ეკრანიზაციას, მიუხედავად იმისა, რომ კოლინ ფერტი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტია, მაინც “ის” ვერსია უფრო მომეწონა – ზუსტად ასეთი წარმომედგინა ყველა გმირი🙂

    • mkitxveli / Apr 20 2012 7:42 am

      აი კირა ნაიტლი აშკარად ის ელიზაბეტია კითხვის დროს რომ ვხედავადი🙂

  3. mindavtsero / Apr 20 2012 9:40 am

    ჩემი საყავრელი წიგნიაა და ფილმიც სწორედ ისეთია,როგორიც წარმომადგინა კითხვის პროცესში პერსონაჟები🙂 სიამოვნებით გადავალებდი ხელახლა თვალს:)

    • mkitxveli / Apr 20 2012 10:34 am

      მართლა სასიამოვნო წიგნია სალომე🙂

  4. da ra ici,rom salome var?:)

  5. makri / Apr 23 2012 2:46 pm

    bolo versia maqvs nanaxai da chemi usakvarlesi filmiaaa :)))!

  6. კატერინა / Apr 24 2012 2:48 pm

    მე ფილმის ახალი ვერსია უფრო მომწონს, კირა ნაითლი ძალინ მომწონს და მის მიერ შესრულებული ჯეინიც ძალინ მომწონს. ისე მათ დედაზე ბევრს ვიცინი თუმცა რომ ვუფიქრდები დარსიმ სიმართლე უთხრა დედამისის გამო გადააფიქრებინა ბინგლის ჯეინის მოყვანა. შეარცხვენდა ყველგან თუმცა ბოლოს თვითონაც მაგათი სიძე გახდა

    • mkitxveli / Apr 26 2012 7:40 pm

      დედა საოცრებაა საერთოდ🙂

  7. რუსუდანი / May 8 2012 10:18 am

    მეც ხასიათების მრავალფეროვნების გამო მხიბლავს ეს წიგნი, საერთოდ ფსიქოლოგიაა ლიტერატურაში ყველაზე საინტერესო. (მკითხველო, შენ თინა გქვია მართლა)? Santeli.ge -ზე შემოისერნე და წაიკითხე ჩემი თარგმანები და წერილები, საინტერესოა შენი აზრი.

    • mkitxveli / May 9 2012 4:12 pm

      სულ ვაპირებ და ვერ მოვიცალე რომ ჩავუჯდე მაგ საიტს. აუცილებლად ვნახავ, როგორც კი დროს გამოვნახავ.

      არა ნატა მქვია. თინა არასდროს მიხსენებია მგონი🙂

  8. რუსუდანი / May 20 2012 5:50 pm

    არ ვიცი სად მოვკარი თვალი, ბოდიში! მგონი ვიღაცამ მოგმართა მასე. მარია სტიუარტზე ლინკი ხომ ნახე? იმის მერე არც არავის დაუტოვებია კომენტარი, საინტერესოა!

    • mkitxveli / May 20 2012 6:32 pm

      ეგ სკოლის საიტია?

  9. nati / May 21 2012 2:29 pm

    dzalian mikvars Jane Auste-i. sikvaruli da crurcmena misi ulamazesi nacarmoebia.cakitxuli makvs kartul da inglisur enebze da dgemde misi shtabechdilebebis kvesh var.

  10. რუსუდანი / May 22 2012 10:00 am

    არა, სკოლასაც ჰქვია ,,სანთელი”. უნდა აკრიფო: მკითხველის ბლოგი ქართულად და Santeli.ge ინგლისურად, ხშირად ხვდებიან მაგ სკოლაში. ესეც მკითხვ. ბლოგია. ლინკითაც შეგიძლია, მარია სტიუარტზე რომ დაგიდე.

  11. რუსუდანი / May 22 2012 10:04 am

    აქ გვერდზე მარჯვნივ თარგმანებში რომ წერია ,,აალებული ფარდულებიდან ცხვარზე ნადირობამდე” ეგეც ჩემი წერილია ჰარუკი მურაკამიზე, თარგმანებში რატო უდევს ვერ გავიგე. მაგასაც შეგიძლია დააკლიკო და მანდ მოხვდები.

    • mkitxveli / May 22 2012 12:25 pm

      santeli.wordpress.com ყოფილა მაგ ბლოგის მისამართი santeli.ge კი არა🙂

  12. რუსუდანი / May 23 2012 3:32 pm

    დიახ, მგონი ახლა შეიცვალა.

  13. თამთა / May 30 2012 8:20 am

    ზუსტად ჩემი შეხედულება გადმოეცი(ოღონდ არა წიგნზე, არამედ ფილმზე) :))
    ფილმზე ვგჟდები და წიგნი რომ არანაკლები იქნება, დარწმუნებული ვარ.

    საერთოდ ასეა, წიგნი ყოველთვის ჯობს ფილმს,ჩემი აზრით🙂

    • mkitxveli / May 30 2012 8:26 pm

      გეთანხმები. ისე რაც წაკითხული მაქვს იმას ვეღარ ვუყურებ

  14. თამთა / Jun 1 2012 4:26 pm

    მართლა?🙂 მე კი, ინტერესის გამო მაინც…

  15. NicaStendali / Aug 17 2012 8:43 am

    ფილმს დიდი ხნის წინ უყურე მოსკოვში კირას მონაწილეობით.სასიამოვნო საყურებელია,თუმცა ეს ის არ არის რისი კითხვა დამაინტერესებს,ზედმეტად რომანტიული და ბანალური მეჩვენება:)

    • mkitxveli / Aug 22 2012 5:04 pm

      მეც მასე მეგონა თავიდან, მერე ტექსტის იქით რაღაცეებს რომ დაინახავ ოსტინის პერიოდსაც რომ გაიხსენებ, ბანალური აღარ მოგეჩვენება, თუმცა ჟანრი მაინც რომანტიკულია

  16. nino / Aug 19 2012 12:55 pm

    სად შეიძლება ამ წიგნის ყოდვა ხომ არ იცით?

    • mkitxveli / Aug 22 2012 5:03 pm

      წიგნის ყველა მაღაზიაშია

  17. Nini / Oct 7 2012 12:56 pm

    მაინტერესებს,შეიძლება იცოდეთ
    ჯეინ ოსტინის სხვა წიგნებიც ხომ არ არის გადათარგმნილი ქართულად ? და გამოცემული

    • mkitxveli / Oct 7 2012 5:07 pm

      სამწუხაროდ, არ ვიცი. ინგლისურად კი ბევრი ნაწარმოების ელექტრონული ვერსიის მოძებნაა შესაძლებელი

  18. თათა / Oct 8 2012 6:40 pm

    ამ წიგნს ვეძებდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში(ქართულად) მაგრამ არ აქვთ :(( ისე, ჭავჭავაძის 21–ში წიგნის მაღაზია რომ არის იქ ქონდათ 22 ლარად. “სიამაყე და მცდარი აზრი” ასეთი სათაურით იყო თარგმანი.

    • mkitxveli / Oct 8 2012 7:24 pm

      წიგნის მაღაზიებში არის ეს წიგნი, ქართულად მხოლოდ ეგ გამოცემაა, რომელიც 22 ლარი ღირს. პეკინზე “წიგნის სახლში” რომ ბიბლიოთეკაა იქ შეიძლება ჰქონდეთ

  19. თამუნა / Oct 10 2012 8:42 am

    ნუ ჯეინ ოსტინის წაკითხვა,და ის რომ შენი საყვარელი წიგნი იყოს,ალბათ სასაცილოა.ვინმე რომ მკითხავს ვინმეზე,როგორია ნაკითხია?რატომღაც ჩემი პასუხია ხოლმე რომ ნუ ჯეინ ოსტინს რომ კითხცულობს ჯერ კიდევ და მისი საყვარელი მწერალია ეხლა თავად განსაჯე როგორია თქო.))))

    • თათა / Oct 13 2012 10:39 am

      საინტერესოა,თამუნა. ყველას ჩვენ-ჩვენი აზრი გვაქვს და მშვიდობაში მოგვხმარდეს…

  20. Anuki Bartia / Jan 23 2013 5:35 pm

    ხომ ვერ მეტყვიტ სად შეიძლება ამ წიგნის ქართულ ენაზე შეძენა და რა ფასებში ,წინასწარ დიდი მადლობა🙂

    • mkitxveli / Jan 23 2013 6:01 pm

      წიგნის ყველა მაღაზიაშია. 20 ლარამდე ღირს

  21. Liliann / Feb 9 2013 5:08 pm

    ახლა დავიწყე კითხვა და მომწონს, ინგლისურად ვიყიდე, ქართულ მართლაც ძვირია🙂 ეს ფილმიც რამდენჯერმე მაქვს ნანახი, კირა ჩემი საყვარელი მსახიობია. შენი ბლოგი საინტერესო ჩანს, ხშირად შემოგივლი…🙂🙂🙂

  22. mary / Jul 11 2013 5:22 pm

    dzalian gtxovt mitxarit sad sheidzleba am wignis qartulad shedzena?

    • mkitxveli / Jul 11 2013 7:51 pm

      წიგნის მაღაზიაში ეძებეთ და ვერ იპოვეთ?

  23. tiko / Apr 20 2014 10:42 am

    ძალიან მიყვარს წიგნიც და კინოც❤ წიგნი ახლა დავამთავრე და ძალიან გამიკვირდა, რადგან თითქოს მისი შინაარსი არაა ბოლომდე დასრულებული. წიგნი მთავრდება ვიკჰემისა და ელიზაბეთის დამშვიდობებით და მეგონა რომ მეორე ნაწილიც ექნებოდა🙂

    • lik-lik / Apr 23 2014 10:47 am

      ალბათ 49 წიგნის გამოცემა წაიკითხე😀 40 გვერდი აკლია წიგნს და შემდგომ გამოცემაში გამოვა გაგრძელებაც ახალ წიგნთან ერთად…გამომცემლობის განმარტებით სტამბის შეცდომაა…ელექტრონული ვერსია ხომ არ იცით ქართულად??? რუსულად ვნახე ,მაგრამ რადგან ქართულად დავიწყე….ეჰჰჰ მაინტერესებს არადა :((

  24. Robakidze Lika / May 16 2014 2:59 pm

    Akhla vkitkhulob am cings zustad da momecona, dzalian saintereso cignia :)))

  25. elushki / Mar 21 2015 7:27 pm

    მე არ მომეწონა წიგნი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: