Skip to content
April 23, 2012 / mkitxveli

ქენძაბურო ოე – „აღუ – ზეციური ზმანება“

გაორებული დამტოვა ოემ. ვერ მივხვდი, მომწონს თუ არა. ყველაზე არაიაპონურ თემებზე წერს იაპონელ მწერლებს შორის. ერთი, რაც რამდენიმე მოთხრობაში იაპონიასთან იდენტიფიცირებას ახდენს, ატომური ბომბი და იაპონიის ომის გამოძახილია. სხვა შემთხვევაში ვერ შეხვდები იაპონელებისთვის დამახასიათებელ ჩვეულებებს, ისეთს როგორიც კავაბატასა თუ მისიმას ნაწარმოებებშია. ოეს ყველა პერსონაჟს ნებისმიერი ეროვნების ადამიანს მოარგებ. სახელებსაც თითქმის არ არქმევს და ნაწარმოების მოქმედი ქმირები ურალოდ ქალი, კაცი, ბავშვი ან მისი მამააა.

ორიგინალური ალბათ არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ „აღუ-ზეციური ზმანება“ ყველაზე მეტად მომწონს. თავად ოეს გონებრივად ჩამორჩენილი შვილი ჰყავს. აღუც მისი გამოძახილია. თვითონაც ჰქონდა მომენტი, როცა შეიძლება ამ დეფექტის გამო მისი შვილიც დაღუპულიყო და იმ მუსიკოსის ადგილას საკუთარი თავი წარმოიდგინა. მუსიკოსს შვილის გარდაცვალებამ ისეთი ტრავმა მიაყენა, ბავშვი ეჩვენება – დროდადრო მოდის მასთან, ისიც ათასგვარ ამბავს უყვება. ოეს ემოციური მოთხორბა გამოუვიდა. უცნაური გრძნობით ასრულებ კითხვას. რეალურ ცხოვრებაში ვერასდროს უგებენ იმ მუსიკოსისნაირებს, ვინც ამ ცხოვრებას გარედან უყურებენ.

თავში ატომური ბომბი და ომი ვახსენე, ამ მხრივ ყველაზე საინტერესო „განდგომილი ახალგაზრდდების ლაბორატორია“, „ძაღლური სამყარო“ და „ატომის საუკუნის სული-მფარველია“. მოქმედება ატომური ბომბის ჩამოვარდნის შემდეგ ვითარდება, თორემ მთავარი იდეა ახლაც აქტუალურია. მის მოთხრობებში გმირის შინაგან სამყაროზეა აქცენტი გაკეთებული და არა იმ დროის იაპონიაში მიმდინარე ამბებზე. ოესთან იაპონია არ ჩანს.

მაგალითად, ის რომ ჩვენ საუკუნეში ბევრი პირდაღებული უფსკრულია, რომ არ შეიძლება ადამიანზე იმ სიმღერით იმსჯელო, რომელსაც მღერის, ძაღლური ცხოვრება ისევ არსებობს, ადამინები სხვების საქციელის ინტერპრეტირებას ისე ახდენენ, როგორც თვითონ სურთ, წარმოდგენები რეალობას ხშირად აცდენილია, მოზარდობისას მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმები კი ძალიან მტკივნეული.

ქენძაბურო ოე

ქენძაბურო ოე 1994 წლის ნობელიანტია. თავის სანობელე ლექციაში მართალია დიდი ადგილი კავაბატასა და ვატანაბეს უკავია, მაგრამ ძალიან დასამახსოვრებელია ლექციის ის ნაწილი, სადაც მის გონებაჩამორჩენილ შვილზე ყვება. ხიკარის ფრინველების ენა ესმის და მუსიკალურ ნაწარმოებებს თხზავს. მას აუხდა ბავშვობის ორი წინასწარმეტყველება, რომლის მიხედვითაც ფრინველების ენა უნდა ესწავლა და საყვარელ ბატებთან ერთად გაფრენილიყო. პირველი შვილის წყალობით აუხდა, მეორე კი – ცოლის. ის განსახიერებაა აკისა- ბატების გუნდის წინამძღოლისა.

„ჩვენ ერთად ამოვფრინდით სტოკჰოლმში და მეორე წინასწარმეტყველებაც ამიხდა“.

მის სანობელე ლექციას ასე ჰქვია „იაპონია, გაორებულობა და მე“. წიგნის დასასრულს მეც გაორებული ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი მომწონს თუ არა ოე.

10 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Apr 23 2012 8:15 pm

    საინტერესო ჩანს.🙂 “დაგვიანებული ახალგაზრდობის” შემდეგ სიამოვნებით შევხვდებოდი ოეს კიდევ ერთხელ…

    • mkitxveli / Apr 26 2012 7:40 pm

      არ მაქვს წაკითხული “დაგვიანებული ახალგაზრდობა”. ვნახავ აბა

    • თეონა / Jan 7 2014 7:09 pm

      “დაგვიანებული ახალგაზრდობა” კაიაა?!!!!! ფსიქოლოგიური მომენტები თუა???

    • Kejeradze / Jan 7 2014 7:11 pm

      მე ძალიან მომეწონა. არის.

  2. witty / Apr 24 2012 5:22 am

    “დაგვიანებული ახალგაზრდობა” შთამბეჭდავია. იცით რა მომწონს? ადამიანების გულისთქმას, რომელიც ძნელი გადმოსაცემია ოე საკმაოდ მარტივად, უფრო საოცრად გადმოსცემს. გრძნობების სიტყვით გადმოცემა შეუძლია!

  3. xat / Apr 29 2012 6:47 pm

    xhemi ert-erti sayvareli mweralia❤

  4. ubeduris1 / May 3 2012 8:02 am

    Reblogged this on ubeduris1.

  5. Goderdzi Maxarashvili / Aug 21 2012 1:58 pm

    ROGOR WAVIKITXO ES WIGNEBI SIMON.TKVENI KOMENTAREBIDAN XO AR GAMOVITAN DASKVNAS….. VINMEM MOMWEROS ROGOR XDEBA WAKITXVA.

  6. Name / Jul 11 2013 8:35 pm

    goodreads-დან რომ დაგემატებინათ ბლოგზე პლაგინი კარგი იქნებოდა ისე : )

    • mkitxveli / Jul 12 2013 7:32 pm

      პლაგინი კი არა, პოსტი ვეღარ დამიმატებია🙂🙂🙂
      მადლობა, როგორც კი მოვიცლი დავამატებ

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: