Skip to content
May 11, 2012 / mkitxveli

ჟან-პოლ სარტრი – “სიტყვები”

“სიტყვები” სიტყვებია სულ, სიუჟეტი მნიშვნელოვანი არ არის. სიტყვები მოდის და თავიდან ის ფრაზა მახსენდება, პირველად რომ იყო სიტყვა. სინამდვილეში პირველი ნაწილი კითხვაა და მეორე წერა. სარტრი ეგზისტენციალია და დინამიკურ ტექსტს არ უნდა ელოდე.

სარტრის შესახებ თუ რაიმეს გაგება გინდა ალბათ “სიტყვებზე” უკეთეს ნაწერს ვერ ნახავ. მისი წინაპრების ისტორიას გაგაცნობს და მერე იმ გავლენებზე გიყვება, რაც მათ  სარტრიზე მოახდინეს. პატარა ასაკში ყველაზე რთული ნაწარმოებების კითხვა დაიწყო, საბავშვო ლიტერატურას გადაახტა. სამაგიეროდ სტუმრებთან თავმოსაწონებლი ჰქონდათ. დაახლოებით ისე ჩვენთან 2 წლის ბავშვს (როცა ვერ მეტყველებს ნორმალურად) “ვეფხისტყაოსანს” რომ ასწავლიან და მის რეპერტუარს ყველა მომსვლელს აცნობენ.

მერე ერთერთი სტუმარი კითხვარის შევსებას სთხოვს, სადაც ბავშვურის ნაცვლად არაგულწრფელი პასუხები ჩნდება. ეს ეპიზოდი ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემთვის. იმიტომ, რომ მეც ხშირად აღვშფოთებულვარ იმ სიყალბით, რასაც პატარებს უტენიან ხოლმე.

“მშობელი განსაზღვრავდა ჩემს მომავალს. . . უდაძმოდ და უამხანოაგაოდ ვიყავი და მწერლები გავიხადე მეგობრად. ”

პრინციპში ეს მომენტი გადამწყვეტი აღმოჩნდა, კითხვის ნაცვლად წერის დასაწყებად. მეორე ნაწილიც სწორედ წერას ეთმობა.

მამა მალევე გარდაეცვლა და ამით ბედნიერია, სჯერა, მამა რომ ჰყოლოდა მისი ცხოვრება უარესი იქნებოდა.

მამა რომ მყოლოდა, იგი უზრუნველყოფდა ჩემს ცრუ შეხედულებათა მყარ მარაგს. შეიჭრებოდა ჩემს არსებაში, თავის უვიცობას ჩემს განსწავლულობად აქცევდა. მისი ახირება ჩემთვის კანონი გახდეობდა . . . მამაჩემს რომ ქონება დაეტოვებინა, ჩემი ბავშვობა სულ სხვანაირად წარიმართებოდა არ დავიწყებდი წერას, რადგან უკვე სულ სხვა ვიქნებოდი.

ნაწარმოების მთავარი ხიბლი ისაა, რომ მწერალს შიგნიდან ხედავ. თანდათან გიჭირს ზღვარის გავლება როდის ჩამოყალიბდა ნამდვილ მწერლად.

ეგზისტენციალების გაგება ყოველთვის მიჭირს. ვერიდები ჯერ. სარტრის ამბავმა და მისმა “სიტყვებმა” განსაკუთრებით იმიტომ დამაინტერესა, რომ საბჭოთა კავშირის დრო ქართულ ენაზე ახლადგამოცემული ამ ნაწარმოების მთელი ტირაჟი გაანადგურეს. მხოლოდ ორი ეგზემპლარი გადარჩა და 2011 წელს “ინტელექტმა” სწორედ ის ვარიანტი დაბეჭდა ხელახლა. სინამდვილეში “სიტყვებში” არაფერია ისეთი, რასაც ასეთი რეაქცია შეიძლება მოჰყოლოდა. საქმე იმაშია, რომ სარტრი პოლიტიკური აქტივისტი იყო და სოლჟენიცინს მიემხრო, რომელიც ემიგრაციაში წავიდა. ტირაჟის განადგურების მიზეზიც ეს გახდა. თავად სარტრის 1964 ნობელის პრემია მიანიჭეს, თუმცა მან პრიზის მიღებაზე უარი განაცხადა.

სარტრი ფილოსოფიის მოყვარულებს დააინტერესებს. ეგზისტენციალების მხატვრული ლიტერატურის გემოზე კითხვა არ გამოდის და ეს პოსტიც, მგონი, ყველაზე უგემური გამოვიდა.

4 Comments

Leave a Comment
  1. rusa111 / Jul 4 2012 3:45 pm

    egzistencialistebi mec miyvars, es wigni ar wamikiTxavs. ise vapireb.

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:17 pm

      ეგზისტენციალების სრულად გაგება ჯერ კიდევ მიჭირს

  2. samyaroeli / Aug 27 2013 10:50 pm

    ძალიან საინტერესო მწერალი და მოაზროვნეა. ბიოგრაფიაც ამაზე მეტყველებს. წერის მანერაც საკმაოდ საინტერესოა- ღრმა თვითწვდომა პიროვნებისა.ჩემზე იმოქმედა და სიამოვნებით ვურჩევდი ყველას .

  3. Dalier / May 19 2015 8:15 am

    მომეწონა ) სარტრის ჰეროსტრატეც არ უნდა იყოს ცუდი – http://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/jean-paul-sartre

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: