Skip to content
June 10, 2012 / mkitxveli

ჩაკ პალანიკი – “მებრძოლთა კლუბი”

 Chuck Palahniuk – Fight Club

ჯერ ჩაკ პალანიკი წავიკითხე, მერე დავიდ ფინჩერს ვუყურე და ზედმეტი მომივიდა – ამდენმა სისხლმა დამრთგუნა. არდა, მხოლოდ სისხლი არაფერ შუაშია, გაცილებით რთული პრობლემა დგას. მთლად 21-ე საუკუნის არ უნდა იყოს, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება ადამიანებს მანამდეც უჭირდათ. ეს წიგნიც და შესაბამისად ფილმიც, რომელიც ერთიერთში მიჰყვება ნაწარმოებს, იმ ადამიანების შესახებ ყვება, ვინც საკუთარი თავი ვერ წარმოაჩინა და აგრესია ან სხვებზე გადიტანა, ან საკუთარი თავისკენ მიმართა.

ყველაფერი უძილობით დაიწყო, მერე კიბოთი დაავადებულთა გამამხნევებელ ჯგუფში მივიდა, ამას პიროვნების გაორება მოჰყვა და ტაილერ დერდენიც გამოჩნდა. მან თავის მხრივ „მებრძოლთა კლუბის“ იდეა მოიტანა. პირველად სწორედ მათ იჩხუბეს.

„ვიგრძენი, რომ არამხოლოდ ტაილერისთვის შემეძლო მიმეწვდინა მუშტი, არამედ ყველაფრისთვის, რაც სიცოცხლეს მიშხამავდა“.

კლუბში შეკრებილები ერთმანეთს კი არა, ყველა იმ პრობლემას ურტყამენ, რაც ცხოვრებაში ნერვებს უშლით, ქიმწმენდაში გაფუჭებული ტანსაცმლიდან დაწყებული და ბანკის ვალებით დამთავრებული.

მიუხერდავად იმისა, რომ „მებრძოლთა კლუბის“ შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება პირველივე წესით იკრძალება, ამბავი სწრაფად ვრცელდება და კლუბის წვერების რიცხვიც მნიშვნელოვანად იზრდება.

საკუთარი თავის გარდა მერე სხვებსაც ანადგურებენ. მათ დასაკარგი არაფერი აბადიათ, უფუჭებენ დანარჩენებს, ვისაც ბევრი რამ აქვთ.

„მე მხოლოდ პაიკი ვარ, მთელი მსოფლიოს ნაგავი.“

სამაგიეროს უხდიან ამისთვის. საოცრად ამაზრზენი სცენებია ადამიანის ცხიმისგან საპნის დამზადება, რესტორანის საჭმელში ჩაფსმა და სტუმრებისთვის ისე მიტანა.

ვიდრე სამაგიეროს გადახდა მასშტაბური გახდება, ტაილერი კინოფირებს ამონტაჟებს და შუაში ერთ პორნოგრაფიულ კადრს სვამს. ისინი, ვინც კინოთეატრში მულტფილმის საყურებლად მიდიან, ამას ვერც კი ამჩნევენ, მაგრამ მთავარია, ტაილერი კმაყოფილია.

ფილმში „მებრძოლთა კლუბი“ ასეთი თითო კადრი რამდენჯერმეა ჩაკერებული, თუმცა ისე გაიელვებს, კადრის გაჩერებასაც ვერ ასწრებ.

„სამსახურიდან დათხოვა საუკეთესო რამაა, რაც ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება შეემთხვეს. ასე წყლის ნაყვას მოვრჩებით და ჩვენს ცხოვრებას რამეს მოვუხერხებთ.“

ჩაკ პალანიკი ამბობს, რომ ყველაზე განათლებული ადამიანიც კი ვერ მოიფიქრებს ისეთ რაღაცას, რაც სხვას უკვე არ გაეკეთებინოს. აგრესიისგან გასათავისუფლებალად, ალბათ, ადამიანებს ამ მიზეზით ერთმანეთი მართლა უცემიათ, მსოფლიოს ჯავრი ერთმანეთზე ამოუყრიათ. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო გამოსავალია, მე იმაზე ვფიქრობ, როგორ ნელნელა გროვდება აგრესია ადამიანში, რა გავლენას ახდენს მასზე ყოველდღიური სტრესი და სადამდე შეიძლება ამან მიიყვანოს.

„აჯობებს ცუდი იყო და ღმერთის ყურადღება, ამით მიიპყრო ვიდრე საერთოდ არ მოგაქციოს ყურადღება.“

ჩაკ პალანიკი

ამ თემაზე არაფერი წამიკითხავს და ახლაღა გავაცნობიერე ეს პრობლემა. ყველაფერი ისე მარტივი არ არის, როგორ ფსიქოლოგიის წიგნებში გვიწერია.

„იდეალური წუთსთვის ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ ამად ღირსო. სრულყოფილება მხოლოდ ერთ წუთს გრძელდებაო, – ტაილერი ამბობს.“

სინამდვილეში პალანიკმა პირველად ამავე სახელწოდების მოთხრობა იმ მოსაწყენ შუა დღეს დაწერა, როცა სხვა საქმე არაფერი ჰქონდა. მერე 6 ათას დოლარად გაყიდა. წიგნის შემქნის იდეა მოგვიანებით გაუჩნდა და პირველი შვიდგვერდიანი მოთხრობა წიგნში მეექვსე თავად ჩააკერა.

ფილმი უფრო მძიმე საყურებელია, წიგნი სწრაფად გეკითხება, პალანიკი ხტუნვა ხტუნვით გაკითხებს. ინტრიგაც მეტია და ფიქრობ, სადამდე შეიძლება მივიდეს კლუბის წევრთა ანარქიზმი.

ამიტომაც წიგნი უფრო შთამბეჭდავია მიუხედავად იმისა, რომ მებრძოლთა კლუბის საშინელებები ფილმში, ალბათ, უფრო მძაფრად არის გადმოცემული. სამაგიეროდ, წიგნში ფანტაზია გაქვს თავისუფალი და შენი ტაილერი შეიძლება ისეთივე სიმპატიური არ იყოს, როგორიც ფინჩერის ბრედ პიტი.

23 Comments

Leave a Comment
  1. katerina / Jun 10 2012 8:22 pm

    პალანიკი მართლაც სწრაფად და ხტუნვა-ხტუნვით იკითხება, მისი ხელწერაა, რაც არ უნდა რთულ და მძიმე თემას ეხებოდეს, თუმცა რომელი თემა აქვს ადვილი და ზერელე,მაინც იოლად გაკითხებს, ამიტომაც მომწონს და მიყვარს. მე ფილმიც მომეწონა. ეს იმ იშვიათ შეთხვევათაგანია, როცა ეკრანიზაცია არ ჩამოუვარდება წიგნს, ის კი არა, გავამხელ და მე წიგნზე მეტად მომეწონა.შეიძლება იმიტომ, რომ არ ველოდი ასეთი კარგი თუ იქნებოდა.

    • mkitxveli / Jun 10 2012 8:27 pm

      მე მაინც წიგნის მხარეს ვარ🙂 საერთოდ არ მახსენდება წიგნის რომელიმე ეკრანიზაცია, რომელიც ტექსტზე მეტად მომეწონა. არ ვარ კინომანი და ალბათ ამიტომ🙂

    • katerina / Jun 11 2012 8:07 am

      უმეტესე შემთხვევაში და საერთოდაც მეც მასე ვარ. მაგრამ აი დამეთანხმები ვიცი, რომ ” მექანიკური ფორთოხალი” წიგნი ვერ მივა ფილმთან. ეს ის გამონაკლისია, რომელსაც წყალი არ გაუვა🙂 ” მებრძოლთა კლუბი” კი ეტყობა იმდენად კარგადაა გადაღებული, რომ ლამის უტოლდება წიგნს. ისე, გეთანხმები, წიგნი ყოველთვის უკეთესია🙂

    • mkitxveli / Jun 11 2012 12:33 pm

      სამწუხაროდ არ მინახავს “მექანიკური ფორთოხლის” ეკრანიზაცია😦

    • katerina / Jun 11 2012 1:09 pm

      http://myhit.ge/index.php?FID=1&id=13225 თუ მენდობი უმაგრესი ფილმია

  2. bioblog.me / Jun 11 2012 7:11 am

    ფანტაზიის განვითარების რა გითხრა, კორნელიუსი და ტაილერი მაინც ყოველთვის ნორტონი და ბრედ პიტი იქნებიან )))

  3. Kejeradze / Jun 11 2012 12:01 pm

    ფილმი ძალიან მომწონს🙂 წიგნიც მელოდება თაროზე და გული მიგრძნობს, მე და ჩაკი დავმეგობრდებით🙂

  4. xat / Jun 11 2012 4:18 pm

    მე ზუსტად დღს ვიყიდე

  5. mecmikvarkhar / Jun 14 2012 8:37 am

    ქართულად კარგია? მე ჯერ ფილმი მაქვს ნანახი და მერე წაკითხული, ძალიან მიყვარს ფილმი, პალანიკი კი ცემი ერთ-ერთი ფავორიტია თანამედროვე მწერლებში🙂

    • mkitxveli / Jun 14 2012 9:02 am

      კი კარგი თარგმანია, ყოველ შემთხვევაში არაფერი მომხვედრია რამე ისეთი თვალში🙂 მე პირველად ეს წავიკითხე და ამიტომ კარგად არ ვიცნობ პალანიკს. სხვა რომელ ნაწარმოებს მირჩევდი?

    • mecmikvarkhar / Jun 14 2012 10:35 am

      ქართულად არაფერია მეტი ნათარგმნი. ისე მოთხრობები მომწონს მისი და რომანებიდან იავნანა და დღიური, სხვებიც კარგი აქვს. აქ დევს ყველა http://www.altbook.ru/

    • mkitxveli / Jun 14 2012 11:48 am

      ინგლისურად იქნებ ვიპოვო რამე, მაგდენი რუსული არ ვიცი🙂

    • mecmikvarkhar / Jun 14 2012 1:26 pm

      მაგ ლინკზე ნახე, ინგლისურადაც ყველაფერი დევს🙂

  6. mkitxveli / Jun 14 2012 12:58 pm

    ჩემი აზრით ავტორმა ან ვერ დაიჭირა წიგნის მთავარი მესიჯი ან არ გვიმხელს რო დაიჭირა. არაფერი პირადული უბრალოდ ამ წიგნში მესამეხარისხოვანია ის თუ როგორი ხერხებით ახდენენ ადამიანები აგრესიისგან დაცლას. საერთოდ ჩემი აზრით მათი მოქმედებები აბსტრაქტულია

    • mkitxveli / Jun 14 2012 1:06 pm

      საერთოდ წიგნში ყველა მისთვის საინტერესო მესიჯს იჭერს. მითხარი რა იყო შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და იქნებ დაემთხვას კიდეც ჩვენი აზრები🙂

  7. mecmikvarkhar / Jun 19 2012 6:31 am

    მექანიკური ფორთოხლის ეკრანიზაცია წიგნს სჯობია! აუცილებლად ნახე და მერე გვითხარი როგორ მოგეწონება

  8. NicaStendali / Aug 17 2012 8:31 am

    აუცილებლად უნდა უყურო ფილმს მებრძოლთ კლუბს.წიგნის დიდი შტაბეჭდილება არ დაუტოვებია,თუმცა ინტრიგა ბოლომდე მიგყვება.როცა წიგნი ვნახე ეგრევე გადავწყვიტე შეძენა მეგობრისთის,ანარხისტების და ყველაფერში პროტესტის გამომხატავი ადამიანებისთვის საინტერესო მომეჩვენა….წიგნის კითხვისას თავიდანვე მიხვდები რომ კომპლექსიანი და წარუმატებელი ადამიანების შესახებაა,მათი პროტესტი და აგრესსია……….

  9. rusa111 / Sep 13 2012 7:35 pm

    ფილმი ვნახე, ეს რა საშინელებაა,ბავშვებო! კიდევ კარგი, წიგნი არ ვიყიდე. სადაური მწერალია ეს პალანიკი? მე არ ვიცნობ,სულ ასეთი კოშმარები აქვს?

    • mkitxveli / Oct 4 2012 5:22 pm

      მე წიგნი ყოველთვის მირჩევია ფილმს, არამგონია მისი წაკითხვის შემდეგ მსგვასი შთაბეჭდილება დაგრჩეს

  10. rusa111 / Oct 6 2012 10:35 am

    სხვა წიგნები როგორია, სულ ასეთ თემებზეა? სადაურია, თითქოს ჩეხური გვარია და გაამერიკელებულია?

    • Odabade / Jul 29 2013 8:03 pm

      წარმოშობით უკრაინელია.🙂

  11. Odabade / Jul 29 2013 8:02 pm

    როგორ ვინანე რომ წიგნის წაკითხვამდე, ფილმი “შემომეყურა”. საშინელებაა თურმე ჯერ ფილმს უყურო დო მერე წიგნი წაიკითხო. მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ საბოლოოდ. ჩემი აზრით ორივე კარგია, მაგრამ მე მაინც წიგნისკენ ვარ 🙂

  12. em / Mar 24 2014 12:44 pm

    Warning: If you are reading this then this warning is for you. Every word you read of this useless fine print is another second off your life. Don’t you have other things to do? Is your life so empty that you honestly can’t think of a better way to spend these moments? Or are you so impressed with authority that you give respect and credence to all that claim it? Do you read everything you’re supposed to read? Do you think every thing you’re supposed to think? Buy what you’re told to want? Get out of your apartment. Meet a member of the opposite sex. Stop the excessive shopping and masturbation. Quit your job. Start a fight. Prove you’re alive. If you don’t claim your humanity you will become a statistic. You have been warned- Tyler.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: