Skip to content
June 18, 2012 / mkitxveli

სილვია პლათი – ზარხუფი

თინეიჯერობიდან ზრდასრულობაში გადასვლამდე თვითმკვლელოობაზე, მგონი, ყველა ფიქრობს. ტვინში სიკვდილის სხვადასხვა ვარიაციებს ამუშავებენ. დიდი ნაწილი სუიციდს იმდენად არა, რამდენადაც საკუთარ დასაფლავებას განიხილავს და ის აინტერესებს, მისი გარდაცვალების შემდეგ რეალურად გული ვის დასწყდება.

სიკვდილი თინეიჯერების თემაა. ვიღაცეები რთულად გადადიან შემდეგ ეტაპზე. პლათის ესთერიც ასეთია. ერთი შეხედვით ძალიან წარმატებული გოგოა –  ნიუ იორკში პროექტში გამარჯვებით მოხვდა,  მერე სახლში დაბრუნებული აღმოაჩენს, რომ მის ირგვლივ ყველაფერი დაემხო და ზარხუფში მოექცა.

ზარხუფი ამოპირქვავებული მინის გამჭვირვალე ქილაა. ესთერიც მისი ტყვე ხდება. ცვლილების მიზეზი, ერთი შეხედვით, სრულიად უმნიშვენლოა. თუმცა, თინეიჯერობისას საბაბი ყოველთვის მოიძებნება. მერე მოდის ინსომნია, წერის შეწყვეტა, ბიჭები და ბოლოს საგიჟეთი, სადაც რამდენიმე კვირას გაატარებს.

ვფიქრობ, გარდამტეხი მაინც ბიჭებთან დაკავშირებული ისტორიები გახდა. ვინც მას მოსწონდა, ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ და უმეტეს შემთხვევაში ბიჭები თვითონ ირჩევდნენ მას. ნიუ იორკიდან წამოსვლის ღამესაც ასე მოხდა. რამაც ესთერის ქვეცნობიერში საოცარი პროტესტი გამოიწვია.

საერთოდ მისთვის კაცისა და ქალის იმგვარი ურთიერთობა, რასაც ხედავს მიუღებელია.

„როგორც კი დედამ და მამამ თაფლობის თვის შემდეგ რენო დატოვეს, მამამ ასე უთხრა, „მაშ, ასე ახლა შეგვიძლია საკუთარ თავებს დავუბრუნდეთ!“ და იმ დღიდან დედაჩემს წუთით მოსვენება არ ჰქონია“.

ფიქრობს, რომ მის გარშემო კაცი ყველგან დომინანტია, თუმცა ვერ აუხსნია, რატომ. რაც მისი პიროვნების დაშლას იწვევს.

რაც უფრო უიმედოდ ხარ, მით უფრო საიმედოდ გმალავენ

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემა სექსია. იმედგაცრულებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ მის შეყვარებულს მანამდე ურთიერთობა სხვასთან ჰქონდა.

„ვერ ვიტანდი აზრს, რომ ქალს უნდა ჰქონოდა ერთადერთი უბიწო ცხოვრება და კაცს შეეძლო ჰქონოდა უბიწოც და ბიწიერიც.“

სილვია პლათი ამერიკელი ფემინისტი პოეტია. „ზარხუფი“ კი ავტობიოგრაფიული რომანი.მიუხედავად ქორწინებისადმი პროტესტისა, რაც აქაც კარგად ჩანს, მაინც გათხოვდა და ორი შვილი შეეძინა. თუმცა ორი თვის შემდეგ რაც ქმარმა მიატოვა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამ ზღვრამდე პლათი ათი წლით ადრეც იდგა, თუმცა მაშინ „ზარხუფის“ აწევა შოკური თერაპიის გარეშე მოახერხა.

საერთოდ, მგონია, ყველას ცხოვრებაში არის პერიოდები, როცა ფიქრობ, რომ ზარხუფში მოექეცი – არსად წასასვლელი არ ჩანს, წრეზე ტრიალებ, მერე სუნთქვა გიჩერდება და ერთ ადგილას ეცემი. იშვიათად თუ გამოჩნდება ვინმე, ვინც შოკურ თერაპიას ჩაგიტარებს, ან ამ ზარხუფს ასწევს და იქიდან გამოგიშვებს. თუმცა, მგონია, რომ არასოდეს „დაგეცემა“ ისეთი რაღაც, რისი აწევის უნარი შენ არ გაქვს.

ამ წიგნში ფემინისტური არაფერი მინახავს, ადამიანის სრულიად ლოგიკური აზრები და მოთხოვნილებებია, პრინციპში დღესაც აქტუალური, თუმცა ამას ახლა ფემინიზმი აღარ ჰქვია,

8 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Jun 19 2012 6:29 am

    ძალიან მიყვარს ეს წიგნი

  2. JusT Smile / Jun 19 2012 1:44 pm

    ამ წიგნის ყიდვა მინდა რამდენი ხანია და ვაკის პარნასში არ იყო… სად იყიდე??

    • mkitxveli / Jun 19 2012 1:50 pm

      უფასოდ მოგვცეს ერთ ერთ “ფემინისტურ” თავყრილობაზე

  3. natia / Sep 12 2012 5:05 pm

    დღეს, თითქმის ყველა წიგნის მაღაზია შემოვიარე თბილისში და სილვია პლათის ვერც ლექსებს, ვერც ამ წიგნს ვერ მივაგენი. არავინ იცის, სად შეიძლება, რომ ვიყიდო?

    • mkitxveli / Sep 13 2012 2:04 pm

      არ იყიდება, უფასოდ დარიგდა

  4. zura / Sep 12 2012 10:29 pm

    ukacravad xom ver metyvit arsebobs es wigni qartul enaze ? an tu moipoveba sylvia plathis romanebi da motxrobebi qartulad ?

    • mkitxveli / Sep 13 2012 2:04 pm

      კი ქართულად წავიკითხე ეს წიგნი, თუმცა როგორც ვიცი არ იყიდება, ორგანიზაციამ გამოსცა და უფასოდ დაარიგა

  5. Ma Koo / Dec 26 2013 10:21 pm

    santa esperansashi iyideba

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: