Skip to content
June 24, 2012 / mkitxveli

პოლ ოსტერი – “მისნის ღამე”

მისნის ღამე პოლ ოსტერიწლების წინ მჯეროდა, რომ რასაც დავწერდი, რეალურად ახდებოდა. ეს ის პერიოდია, ყველას ცხოვრბაში რომ დგება და სჯერა, რომ მხატვრული ნაწარმოების წერა შეუძლია. მერე მივხვდი, წინასწარმეტყველება კი არა, საერთოდ წერა არ შემეძლო. შესაბამისად, ეს ფიქრებიც იქვე დაარქივდა. ახლა პოლ ოსტერმა ლამის დამაჯერა, რომ მართალი ვიყავი.

“მისნის ღამეში” ამბავი ისეა მოყოლილი, სხვაგან რომ არ წამიკითხავს. მე კიდევ ყველაზე მეტად ამას ვაფასებ ხოლმე მწერალში.

სიდნი ორი მწერალია, რომელიც ხანგრძლივი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ რეაილიტაციას გადის და რეალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ცდილობს. წერს წიგნს, რომლის შინაარსაც ოსტერი მთავარი ამბის პარალელურად გიყვება. თავის მხრივ სიდნის გმირი ნიკი წიგნს კითხულობს, რასაც შენც გაკითხებს. სიდნი მერე დაიწყებს სცენარის წერასაც – ესეც მოთხრობილი მეოთხე ამბავი. ამას ემატება ისიც, რომ მთავარი ამბის წინაისტორიები თუ გაინტერსებს ქვემოთ, შენიშვნების სახით შეგიძლია წაიკითხო. ფაქტობრივად, დამატებითი დეტალები ცალკეა გატანილი და მას, ვისაც ტექსტიდან გადახვევები და მანამდე განვითარებული ამბების კითხვა არ უყვარს, შეუძლია გამოტოვოს ისე, რომ მთავარი სიუჟეტიდან თითქმის არაფერი დააკლდეს.

სიტყვებზე ვამბობდი:

რეალური ძალა აქვს სიტყვებსაც, რომელსაც ვწერ და რომელსაც წარმოვთქვამთ. ყველაფერი, რაც ადამიანს უკავშირდება, რეალურია და მატერიალიზების ძალა გააჩნია. ხანდახან მოვლენები აღსაქმელად იქამდე გვეძლევა, ვიდრე ისინი რეალურად მოხდება. ჩვენ აწმყოში ვცხოვრობთ, მაგრამ მომავალი ყოველ წუთს, ყოველ წამს ჩვენშია.

შეიძლება მწერლის ხელობის არსიც ეს იყოს. იმდენად ამბების წერა არაა მისი საიდუმლო, რამდენადაც იმ ძალისხმევის წარმოქმნა, რომელიც მომავალი რეალობას შეცვლის.

სინამდვილეში სიდნისაც იგივე დაემართა, რაც მის გმირს, ისიც მოულოდნელად გადაურჩა სიკვდილს და რეალური ცხოვრებისგან გაცლა არჩია. მერე საცავში ჩიკეტა. სიდნის ცხოვრებაც იქ გაიჭედა.  ვერ მოიფიქრა, ნიკი ამ საცავიდან როგორ გამოეყვანა, მერე ისიც ვერ გაიგო როგორ გამოსულიყო ცოლთან ურთიერთობაში შექმნილი ჩიხიდან.

ცოლი ყველაზე მეტად უყვარს. ეს ის გოგოა “დედამიწის ზურგზე ყველაზე შეუფერებელ ადგილას”  რომ შეუყვარდა, ლაპარაკის უნარი რომ დაკარგა და გრეისი თავის ცხოვრებაში შეუშვა.

“ასეთ შემთხვევებს ახსნა არ მოეძებნება. არც ობიექტრუი მიზეზი, რომელიც გაგავაგებინებდა თუ რატომ გვიყვარდება მაინცა და მაინც ეს და არა სხვა ადამიანი.”

კითხვის დროს ვფიქრობდი, ეს ერთდროულად მოყოლილი ოთხი ამბავი როგორ უნდა დაუკავშირდეს ერთმანეთს, საერთოდ ნეტა რა იქნება ლოგიკური დასასრული-მეთქი. ვერაფრით მოვიფიქრე და ამიტომ ცოტა გამიკვირდა კიდეც ბოლო ეპიზოდი, თუმცა, ყველაზე ადეკვატურია, ჩემი აზრით. ისე კი სიამოვნებით წავიკთხავდი ცალკე ნიკ ბიუვის, დროის მანქანის თუ “მისნის ღამის” ისტორიებს.

პოლ ოსტერი

პოლ ოსტერი

რატომ ეწევიო მეკითხებიან, ხველება მიყვარს მეთქი – ვეუბნები

პოლ ოსტერთან სიდნის ლურჯი რვეული ისეთივე მოქმედი გმირია. როგორც დანარჩენები. რეალურ ცხოვრებასაც მაშინ უბრუნდება როცა რვეულს გადააგდებს.

“ხვდები, რომ წინ განუმეორებელი, მხოლოდ შენთვის განკუთვნილი მომავალი მოიგელის. ბოლოს და ბოლოს გესმის, რომ მხოლოდ შენ ხარ პასუხისმგებელი იმ პიროვნებაზე, რომლადაც საკუთარ თავს ძერწავ”.

ესეც ამ წიგნის მთავარი არსი.

პოლ ოსტერის “მისნის ღამისმაგვარ” წიგნებს სასიამოვნოდ საკითხავებს ვეძახი. აი ისეთებს, რომ კითხულობ და კმაყოფილი ხარ, “მკითხველი” რომ გქვია.

13 Comments

Leave a Comment
  1. zura / Jun 28 2012 9:11 pm

    iseti kargi mtargmneli yavs rom wignis girebulas ufro amaglebs nmadvilad kargi wignia da kargi targmani

  2. Miss*Negrofonte / Jul 2 2012 12:00 pm

    gamarjoba, upirveles yovlisa minda agvnishno, rom dzalian gamixarda eseti blogis arseboba amitomac siamovnebit davamate favrotebshi. exla meore ra mainteresebs, saintereso cignebs dziritadad sad idziebt xolme? garda imisa parnasebshi da msgavs magaziebshi rom ar vibodialo, anu vinmes rame kargi biblioteka tu gegulebat, saidanac cigns gamomatanen adamianurad :))) saertod cignis kidvas didi sifrtxilit vekidebi xolme, ramdeni mikidia da mere iseti uazroba agmochenila gachuqebac momridebia, amitomac kvelaze kargi gamosavali biblioteka mimachnia, gamoitan cigns-caikitxav, mogeconeba-ar mogeconeba, amitom mirchiet kvelam :))) did madlobas mogaxsenebt cinascar :))

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:13 pm

      პეკინზე 33-ე ბიბლიოთეკაა, წიგნის სახლი რომაა იქ. ადამიანურად გამოგატანენ პრობლემების გარეშე🙂 მე მიყვარს იქაურობა, როცა დრო მქონდა ხოლმე სულ მაქედან მომქონდა წიგნები, რაც მთავარია თანამედროვე ლიტერატურაც აქვთ. ახლა ძირითადად ვყიდულობ ან ქინდლში ვიწერ და იქ ვკითხულობ

    • Miss*Negrofonte / Jul 22 2012 5:55 pm

      ui ra kargi gogo xar rom damakvaliane arada imedi gadacuruli mqonda ukve agar mipasuxebs metqi :)) didi madloba. eg is bibliotekaa mgoni xo yazbegis pirdapir literaturuli kafec rom aris?

    • mkitxveli / Jul 22 2012 8:44 pm

      ვერაფრით მოვიცალე საპასუხოდ, არდა იმედენი კომენტარი მქონდა დაგროვებული😦

  3. JirAFa / Jul 5 2012 3:42 pm

    გოჩა მანველიძის მგლების მეორე წიგნის ბოლო 7–8 ფურცელი იქნებ დადოთ რა, ჩემ წიგნში ამოხეულია და ძაან მაინტერესებს

    • mkitxveli / Jul 22 2012 5:19 pm

      ვერ ვიტყვი რომ კარგი ხუმრობა იყო

  4. Maru / Aug 16 2012 12:19 pm

    aq tviton wignis wakitxva ar sheidzleba??

  5. Maru / Aug 16 2012 12:20 pm

    dzalian damainteresa da minda wavikitxoo

  6. (Lazy) / Dec 1 2012 4:51 pm

    ცოტა ავირიე.ეხლა დავიწყე კითხვა და ანუ სიდნი არის მთავარი გმირი რომელიც წერს წიგნს სადაც ნიკია მთავარი გმირი და ეს ნიკი კითხულობს წიგნს მისნის ღამეს.ხოდა დანართები როა ეგ რაღაა?ანუ ეგენი რო გამოვტოვო და მერე წავიკითხო თავიდან რა მოხდება?

    • mkitxveli / Dec 3 2012 6:31 pm

      მე გირჩევ რომ ეგ დანართებიც იკითხო🙂

  7. rusa / Dec 21 2012 8:02 pm

    ახლა ვამთავრებ ზუსტად ამ წიგნს, როგორ მომწონს🙂

  8. salomeaa / Dec 8 2015 5:05 am

    ,,კითხულობ და კმაყოფილი ხარ “მკითხველი” რომ გქვია”- ზუსტი შეფასებაა. თვითმფრინავში დავიწყე ,,მისნის ღამის” წაკითხვა, ორიგინალური წერის სტილი აქვს პოლ ოსტერს, რატომღაც მაქს ფრიშის ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი” გამახსენდა ცოლთან ურთიერთობაში. ახლა მისი ფოტო რომ ვნახე,ისეთია როგორიც წარმომედგინა:)

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: