Skip to content
August 22, 2012 / mkitxveli

ორჰან ფამუქი – “სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”

ორჰან ფამუქი სტამბოლისტამბოლზე არ მიფიქრია  „მე წითელი მქვიას“  კითხვის დროს, არც მაშინ „მამაჩემის ჩემოდანზე“ გული რომ ამიჩუყდა, მერე „უმანკოების მუზეუმში“ მომინდა, ქალაქი ისევ არ გამხსენებია. ახლა „სტამბოლი“ დავამთავრე და სტამბოლში გასაფრენი ბილეთების ყიდვას ვაპირებ.

ამდენ ხანს წიგნი არასდროს წამიკითხავს და გული მწყდება, რომ შუაში ერთ თვიანი პაუზა გამომივიდა. თქვენ მაქსიმუმ ერთი კვირა დაგჭირდებათ. აქადე  ერთ ქალაქისთვისაც არ დამითმია ამდენი დრო და არც ამხელა წიგნი მინახავს, თანაც ასე კარგად საკითხავი.

ფამუქის მოგონებები, განცდები თუ ისტორიები ყველაფერი მხოლოდ სტამბოლურ ჭრილშია. არ ვიცი, იქ ჩასულები რამდენად ამჩნევენ ამ ქალაქის სევდას, ფამუქს თუ დავუჯერებთ, სტამბოლი სევდიანი ქალაქია სევდიანი ხალხით

„ყველაფერი მათ გვერდით მცხოვრები მილიონობით ადამიანის გულში დაცემული იმპერიის სიდიადის სევდას ბადებს“

იქაურობას კი თან სდევს „სევდა, რომელსაც ჩვენ, სტაბოლელები სიამაყით ვატარებთ და ყველანი ერთად, შეთქმულებივით განვიცდით“.

„სევდა გახდა ყველა ცხოვრებისეული დანაკლისისი მიზეზი“.

სტამბოლი იქ ჩასულთათვის აი სოფიაა, ბოსფორია, იქაური ბაზარია, ტაქსიმის მოედანია და მათ მიღმა ადამიანთა სევდის დანახვა ბევრს უჭირს. საერთოდ  მთელი წიგნი იმის მცდელობაა, რომ სტამბოლში ყოფნისას ფასადებს მიღმა ადამიანთა რეალურად დანახვა შეძლო.

დაახლოებით ამ მიზანს ემსახურება  ფამუქის შეხედულება ოჯახთან დაკავშირებით.

„ოჯახი, ჩემი აზრით, იყო ხალხის  ჯგუფი, რომელიც ცდილობს, ბედნიერი გამომეტყველება ჰქონდეს; უნდათ ვიღაცას სჯეროდეს, რომ ვიღაცას ისინი უყვარს“.

აქ მე და ფამუქი ვერ ვთანხმდებით.

ამის მერე სხვადასხვა მოგზაურის ჩანაწერების ანალიზს აკეთებს – შინაგანი ხმა მეუბნება, შენც შენი ქალაქის სილმაზეს აზვიადებო, რომ თავს საკუთარი ცხოვრების უარყოფითი მხარეები დაუმალოო. ფამუქს თუ დავუჯერებთ, თუ ქალაქი ლამაზად და არაჩვეულებრივად გეჩვენება, ესე იგი ჩვენი ცხოვრებაც ასეთია.

“იმიტომ მიყვარს ცივი ზამთრის საღამოების სიბნელე რომ ის უცხო დასავლური მზერისგან გვიფარავს , მალავს ჩვენი ქალაქის სიღარიბეს, რომლისაც გვრცხვენია”

ორჰან ფამუქი

ორჰან ფამუქი

ის ეპიზოდი მომწონს წინა საუკუნის პრესიდან ამონარიდები რომაა და იმდროინდელი სტამბოლელების ხასიათს რომ აჩვენებს. აი თუნდაც ეს:

„ძალიან ბევრი ისე დადის ქუჩაში რომ ყურადღებას არაფერს აქცევს. ხალხი გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს დაბლა ყრის ტრავმაის ბილეთებს, ნაყინის ქაღალდებსა და სიმინდის ტაროებს“.

ფამუქი რომ ხატავდა პირველად ამ წიგნიდან გავიგე, თანაც ისე სერიოზულად, რომ მის გამო არქიტექტურის ფაკულტეტზე სწავლა შეწყვიტა. ჰოდა ბოლოს მწერალი გამოვიდა.

10 Comments

Leave a Comment
  1. Goderdzi Maxarashvili / Aug 22 2012 8:13 pm

    INTERNETSIVTCESHI XETIALIS DROS GZA AMEBNIA DA TKVENS SAITZE SHEMOVBODIALDI.VAIMEE SADA VAAAAR…… SADA HKVDEBI GODERDZIIIII BIJOOOO.ARIS AAQ VINME SULIERI CEM GARDAAAAAA………..SADA XAART XALXNOOOOOO…….

  2. Kejeradze / Aug 22 2012 8:14 pm

    დღეს დავასრულე “სტამბოლი” და სიამოვნებით გავფრინდებოდი სტამბოლში…დღესვე…

  3. vasasi / Aug 23 2012 5:55 am

    მე ვიცოდი, რომ ხატავდა. სადღაც წავიკითხე მის ბიოგრაფიაში..
    უბრალოდ, გული ამიჩუყდა წიგნის ბოლოზე, რომ აღწერს, როგორ გადაწყვიტა, მწერალი გამოსულიყო.

    ისე, სულ ვფიქრობ, რომ ორჰან ფამუქი თავისი გმირებიდან, ყველაზე მეტად ომერს ჰგავს (“ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”), სულ რაღაცას ეძებს, რაღაცა იდეალურს და ვერ უპოვია.

  4. rusa111 / Aug 23 2012 1:40 pm

    რა საინტერესოა, სამი მეგობარი ბლოგერი ერთდროულად ვკითხულობთ ამ წიგნს,მე ვიზოგავ, ჯერ ბოლომდე არ ჩავსულვარ, თუმცა გერმანულად მაქვს წაკითხული. კეჟერაძეს ვეუბნებოდი დავიწყე-მეთქი და იმანაც დამასწრო ბლოგის დაწერა. თუმცა მე მგონი არც ვაპირებ, რადგან ჯევდეთ ბეიზე დავწერე,ამ თურქზე ბევრი არ მომივიდეს-მეთქი. ისე ქართულ სინამდვილესთან ბევრ საერთოს ვპოულობ. სტამბოლიც ხომ ევროპა-აზიის გასაყარზე მდებარეობს, როგორც საქართველო.

    შენ გამოჩენას მივესალმები, ჩემთანაც შემოიხედე!
    ჰესეზე დავწერე და მგონი შენთვის საინტერესო იქნება.

    • mkitxveli / Aug 23 2012 7:19 pm

      აუცილებლად ვნახავ, უბრალოდ ახლა ისეთი დატვირთული ვარ, წიგნებსაც ვერ ვკითხულობ😦

  5. rusa111 / Aug 24 2012 2:50 pm

    ვიფიქრე, ხომ არ გამებუტა-მეთქი. ადრე ხომ თანაავტორი ვიყავი, ახლა ჩემი ბლოგი მაქვს,შენ მეგობრებში წერიხარ. Santeliblog.Wordpress.com

    • mkitxveli / Aug 24 2012 7:23 pm

      არა რას ამბობ🙂 პოსტების რაოდენობას შეხედე და მიხვდები რა დღეში ვარ, ქვეყნიერებას არჩევნების მერე დავუბრუნდები ალბათ🙂

  6. Ruska Yarmazanashvili / Dec 28 2012 12:54 pm

    dzalian momwoons es wiignii :*:*:*:*::*

  7. ,,wignis suni,, / Feb 18 2013 12:22 am

    Vetanxmebi pamuks stamboli seveiani qalaqia sevdiani xalxiit me vigrdzeni es am qalaqshi cxovrebis droos.

  8. salome / Jan 3 2015 10:33 pm

    სად, რომელ მაღაზიაში შეილება ეხლა შევიძნო ეს წინგი?? ფასიც ასტრონომიული რომ არ იყოს😉

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: