Skip to content
October 7, 2012 / mkitxveli

ჰაინრიხ ბიოლი – “უკაცო სახლი”

“უკაცო სახლი” ისეთი წიგნია შინაარსს ორ სიტყვაში რომ მოყვები, კითხვით კიდევ 300 გვერდს უცებ ჩაათავებ. მე არ გამომივიდა, სრული საქაჯეთის მერე წიგნთან დაბრუნება გამიჭირდა, მაგრამ ბიოლი რომ კარგია ამდენს მივხვდი.

სახლი უკაცოა – მამა ომში დაიღუპა და ფოტოზე ერთ ასაკში გაიყინა. “ძიები” მოვიდნენ.

ორი ბიჭი – მარტინი და ჰაინრიხი, სოციალურად სხვადასხვა ადგილას ერთი საფიქრალით – ამორალურია თუ არა დედა და თანცხოვრობს თუ არა ის მამაკაცთან.

“და თუ შენ, ღმერთო, არ მოგვიტევე, ვინღა დარჩება მაშინ უბიწო”

ჰაინრიხის დედა რომ ამორალურია, უკვე დაასკვნეს ბიჭებმა, ახლა მარტინის დედაზე ბჭობენ. სინამდვილეში ნელა ყველაზე უცნაური ქალია.

ალბერტიც ეუბნება:

“იმ საქმეებიდან, შენ რომ წამოიწყე, არც ერთი არ მიგიყვანია ბოლომდე –  შენ არც დედა ხარ რიგიანი, არც ქვრივად ვარგიხარ, შენზე ვერც იმას იტყვი, გაფუჭებული ქალიაო, ან ვინმეს საყვარელიაო.”

ყველაფერი ომმა არია. ნელა შუაში გაიხიდა. ალბათ ბევრი ადამიანის ცხოვრება დარჩა ასე შუაში, თან ისე წლების განმავლობაში რომ არაფერი იცვლება.

სევდიანია მთელი ნაწარმოები და ბავშვების ურთიერთობა უფრო. მათი გაურკვევლობა, ჩამოუყალიბებლობა, თან მათი  სულები ისე სუფთაა,  ვერ წარმოუდგენიათ ამდენი სიბინძურე.

ჰაინრიხ ბიოლი

“ერთი რამ სულ მუდამ ასე დარჩება – მამაკაცი იმაზე უკეთესს ვერაფერს შესთავაზებს ქალს თუ არა ცოლად გამომყევიო”

ყველაზე სევდიანი მთელ ნაწარმოებში ბოლო პასაჟია – ბებიამ გეზელერს სილა რომ გააწნა და ალბერტმაც “ხელები იქნია”. ზეკაცნი ცოდვების მიუხედავად ზეკაცებად დარჩნენ და კითხულობენ ლექციებს “ფიურერის სახე თანამედროვე ლირიკაში” ალბერტი და ნელა კიდევ  გაუგებარ ცხოვრებას შერჩნენ.

 

“მისწრებაა კინოში შესვლა, სწორედ კინოში თუ მოახერხებ იმას, რასაც ვერასგზით ვერ შეძლებ სხვა დროს – კინოში თუ დაივიწყებ ყველაფერს.”

 

 

 

8 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Oct 7 2012 8:11 pm

    “უკაცო სახლი” ჩემს ფავორიტთა შორისაა… ბიოლმა ზუსტად აღწერა ომი, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც გრძელდება…

  2. rusa111 / Oct 8 2012 4:57 pm

    სწორედ აღნიშნე, ძალიან ადამიანური მხარე აქვს გამოყვანილი ყოველთვის და ომის თემას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ბიოლთან. ვისი თარგმანია ნატა?

    • mkitxveli / Oct 8 2012 7:27 pm

      თენგიზ პატარაიას თარგმანია

  3. თათა / Oct 8 2012 6:21 pm

    ბიოლი რო მაგარია “კლოუნის თვალთახედვამ” დამარწმუნა. ძალიან შემაყვარა ეს მწერალი ამ წიგნმა. მისი არაფერი მქონდა წაკითხული და ჰანსის თვალთახედვამ გადამრია :))) წაიკითხეთ ყველამ :))

  4. Sophie Golden / Oct 9 2012 9:27 pm

    არასოდეს მითქვამს, როგორ მიყვარს ეს წიგნი ხო? ძალიან ადრე წავიკითხე, სოფელში, დეიდაჩემს ჰქონდა ეს წიგნი და მეც დიდხანს ვფიქრობდი იმაზე, ამორალური იყო თუ არა ნელა და საერთოდ, რა სახელი ჰქვია ამ ქალს? ორიგინალი უნდა ვნახო აუცილებლად და იქნებ, წაკითხვაც გავბედო გერმანულად…

    • mkitxveli / Oct 10 2012 6:55 pm

      არა, მე და შენ გერმანულ ლიტერატურაზე საერთოდ არ გვისაუბრია რაც არ უნდა გასაკვირი იყოს🙂

  5. გელა / May 20 2014 5:56 pm

    ჰენრიხ ბიოლის- ჩემი ნაღვლიანი სახე- წავიკიძთხე და კარგია, მომეწონა. კლოუნის თვალთახედვა დავიწყე და თითქოს არ მომეწონა, მაგრამ აქ მკითხველების აზრი , რომ წავიკითხე აუცილებლად წავიკითხავ. ისე ნატა შენ გემოვნებას 90 პროცენტით ვენდობი და წიგნის შენეული კომენტარის მერე გადავწყვეტ ხოლმე წავიკითხო ესა თუ ის წიგნი თუ არა. ისე მაინც კარგი მწერალია.

  6. tale-bearer / Sep 5 2014 1:05 pm

    კარგი იქნება თუ ჩემი ნაღვლიანი სახეზეც დაწერდით მსგავს სტატიას))

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: