Skip to content
October 14, 2012 / mkitxveli

ფრედერიკ ბეგბედერი – Windows on the World

ფრედერიკ ბეგბედერი windows on the worldწიგნის ფინალი დასაწყისშივე ცნობილია – ყველა კვდება.

წიგნს მაინც არ ხურავ, ბეგბედერია.

ერთი წუთის შემდეგ 2001 წლის 11 სექტემბერს, დილის 9ის ნახევარზე ქართიუ იორსტონი ორ პატარა შვილთან ერთად ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის 107-ე სართულზე რესტორანში  Windows in the World სასაუზმოდ შედის. ეს ის ცათამბრჯენია, რომელიც ზუსტად ორი საათის შემდეგ ისტორიას ჩაბარდება.

მოდი და დახურე წიგნი, არ შეძვრე შიგნით და სულმოუთქმელად არ ჩაიკითხო.

მთელი წიგნიც მხოლოდ ორ საათს გრძელდება, შენობაში თვითმფრინავის შევარდნიდან მის სრულ ჩამოშლამდე. 120 თავია.

ორი მთავარი პერსონაჟი – ცათამბრჯენში გამომწყვდეული ქართიუ და თავად ბეგბედერი, რომელიც წიგნის დასაწერად ნიუ იორკში ჩავიდა.

პირველი დასკვნა – ჩვენი უძრავი ქონებაც მოძრავია.

სავაჭრო ცენტრი ბეგბედერთან ბაბილონის გოდოლის ასოციაციას ტოვებს. ტერაქტის მსხვერპლი 62 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი იყო.  “ეს იყო ორი დედაბოძი რომელზეც ამერიკული მითი განისვენებდა”.

99 ფრანკად გაყიდულ დაექსტაზებული ბეგბედერი აქ ბევრად მოწიწებულია. ალბათ თემაა მძიმე, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მისი მჯერა.

“ხალხს არასდროს სჯერა ჩემი მაშინაც კი, როცა ცამდე მართალი ვარ ამის მიზეზი კი ის არის, რომ მდიდრების კრიტიკით გამდიდრებული კაცი ვარ”, ამას კი ამბობს მაგრამ მერე იმასაც აღნიშნავს, რასაც ვაკრიტიკებ მეც მიყვარსო, ჰოდა ამიტომ არ მჯეროდა აქამდე. ესეც ისეთია, სულ ფრაზების გახაზვა რომ გინდება.

ამ წიგნში კიდევ ბოლო სართულზე გამოკეტილ ადამიანებზე ყვება, ბავშვებზე, რომელთაც ჰგონიათ, რომ მამა სუპერგმირია, მალე ტრანსფორმაციას განიცდის და ყველას გადაარჩენს, ახლა ელემენტები აქვს  დამჯდარი, მალე დატენის და ყველას უშველის.

საბოლოო დასკვნა, რასაც სიკვდილის წინ ქართიუ აკეთებს, ბეგბედერისთვის მოქმედების დაწყების საშუალება ხდება და რაც ქართიუმ ვერ გააკეთა, იმის განხორციელებას ცდილობს.

ამერიკის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის თან მსოფლიოს პატრონია და თან ვეღარ პატრონობს მას. მერე ვან დამის სიტყვები მოჰყავს

“საერთო ენა, საერთო ვალუტა და არავითარი რელიგია. აი მაშინ ვიქნებით ბედნიერები”, არადა სიკვდილის წინ ყველა მაინც ლოცვას იწყებს და თავის ღმერთს შესთხოვს გადარჩენას. სახელები აქვთ სხვდასხვა, ლოცვებში სიტყვებია შეცვლილი, თორემ ყველას არსი მაინც ერთი და იგივეა.

“გლობალიზაციაა ეკონომიკაში, აუდიო და ვიდეო საშუალებებში, კინემატოგრაფიასა და რეკლამაში, სხვაგან კი არაფერი შეცვლილა არც პოლიტიკაში და არც საზოგადოებაში”, ფორმები შეიცვალა, ბრძოლის ხერხები, თორემ ადამიანები ისევ ისე ხოცავენ ერთმანეთს, როგორც ადრე.

“საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ნანგრევები მიზიდავს, იმიტომ რომ ადამიანს ყოველთვის თავის მსგავსი მოსწონს.”

Windows on the World ფეშენებელური გაზის კამერა იყო. მისი კლიენტები მოწამლეს, დაწვეს და ფერფლად აქციეს როგორც ოსვენციმში. ისინიც ისეთივე ხსოვნას იმსახურებენ.

შენობებზე გამძლე წიგნებიაო, ამისი ახლა როგორც არასდროს ისე მჯერა.

რესტორანი Windows on the World

რესტორანი Windows on the World

11 სექტემბერი რესტორანი Windows on the World

ფანჯრები, რომელიც მსოფლიოს გადაჰყურებდა 2 საათის შემდეგ

22 Comments

Leave a Comment
  1. mecmikvarkhar / Oct 15 2012 9:44 am

    ეს ითარგმნა ხო?

    • mkitxveli / Oct 15 2012 11:53 am

      კი ქართულად წავიკითხე

  2. ჭიკARTი / Oct 15 2012 12:21 pm

    ეს წიგნი სად ვიშოვო?? ხომ ვერ მეტყოდით? :))

    • mkitxveli / Oct 15 2012 9:18 pm

      წიგნის მაღაზიაში

  3. rusa111 / Oct 15 2012 3:36 pm

    კარგი პოსტია, სულ ერთი ფეხით მასწრებ, მაღაზიაში ყიდვა რომ დავაპირე, მერე სხვა წიგნმა უფრო მიმიზიდა და ეს ჯერ-ჯერობით დავაბრუნე. ახლა უფრო ინტერესით წავიკითხავ. მადლობა!

    • mkitxveli / Oct 15 2012 9:20 pm

      ყველა ერთმანეთს თუ დავასწრებთ უკეთესია🙂

  4. Sophie Golden / Oct 15 2012 7:31 pm

    მომინდა წაკითხვა და ვინაიდან, ფენიქსივით გავცოცხლდი და წიგნებს დავუბრუნდი, იქნებ ვიყიდო კიდეც ეს წიგნი. ვნახოთ… თან იმდენი სხვა წიგნის ყიდვა მინდა და ხო არ გავკოტრდები, ეზრას კიდევ პამპერსები უნდა :ლოლ:

    • mkitxveli / Oct 15 2012 9:18 pm

      რა ცუდია აქედან რომ დახლართულია რაღაცეების გამოგზავნის გზები😦 ის, რაც ონლაინ მოდის, გზაშია🙂🙂

  5. TAMUNA / Oct 17 2012 10:46 am

    წიგნის მაღაზი დიოგენეში იყდება ნამდვილად ვიცი:) მაგრამ მე ეს წიგნი არ მომეწონა,ბეგბედერის რომანტიკული ეგოისტი მინდა ძალიან,რომელიც ოროგინალშიც არ იყიდება აქ,არათუ თარგმანი..

    • mkitxveli / Oct 17 2012 8:37 pm

      ფრანგულად თუ კითხულობ, ქინდლის ვერსიას ნახავ რომელიმე საიტზე

  6. (Lazy) / Nov 24 2012 4:37 pm

    რომელ მაღაზიაში და რა ფასად მითხარი რა ეხლა ისე ავღფრთოვანდი ლამისაა ახლავე გავიქცე და გადავქექო ყველაფერი.ზუსტად იმ აზრს ატარებს რასაც ამდენხანს ვფიქრობ და ვერ გამომითქვამს(ნუ შენი ნაწერიდან მაგ აზრი გამოვიტანე)

  7. (Lazy) / Nov 24 2012 4:45 pm

    და კიდევ იმის თქმა მინდა რო შეილება იცი მაგრამ დიდი პატივისცემა და მადლიერება მინდა გამოვხატო შნს მიმართ იმიტო რო ამ ბლოგმა ბევრი წიგნი მაპოვნინა და ნამდვილად ვენდობი სნს გემოვნებას.ერთხელ არ დაგიჯერე და მაშინაც ვინანე :დ

  8. salomeaa / Dec 11 2012 5:43 pm

    ამ რესტორანში სიამოვნებით ვივახშმებდი

    რაც შეეხება წიგნს იმედი გამიცრუა ჩემმა საყვარელმა ბეგბედერმა

    შენობებზე გამძლე წიგნებია- ეს წიგნი ნამდვილად ვერ გაუძლებს ვერც დროს, ვერც მიწისძვრას და ტერაქტს მითუმეტეს:)

  9. David Svimonishvili / Dec 17 2012 7:32 pm

    რამოდენიმე დღის წინ წავიკითხე ეს წიგნი და ძალიანაც მომეწონა როგორც სტატიაშია აღნიშნული სულ სტრიქონების გახაზვა მინდოდა 99 ფრანკის არ იყოს🙂 და რა მაინტერესებს კიდე რა არის ნათარგმნი ბეგბედერის ქარტულად ამათი და ექსტაზის გარდა?
    P.S.ისე ამ წიგნში ერთი თავი ძაან გადამლაშებული ააქვს, მარა ეს ხომ ბეგბედერია :დ

    • LAzy / Dec 30 2012 7:31 pm

      ვხვდებირ რომელ თავსაც გულისხმობ :დ ხო და ამათ გარდა სხვა არაფერია ნათარგმნი და მეექსტაზიც ვერ ვიშოვე 1 თვეა გიჟივით დავეძებ და თუ იცი სად იშოვება მითხარი რა :)))

  10. David Svimonishvili / Jan 25 2013 6:24 pm

    მე ლიგამუსში ვიყიდე მარა დიდად არ მომეწონა რატომღაც:/

  11. Fei Bukowski / Mar 26 2013 7:37 am

    ჰმმ ბედბეგერი და ტერორიზმი ;O აუცილებლად წასაკითხია

  12. katerina / Jul 12 2013 1:40 pm

    dzalian saintereso postia magram erti shecdomaa 2011 wlis magivrad 2001 unda eweros😀

    • mkitxveli / Jul 12 2013 7:31 pm

      ჰმ, მართალი ხარ რამდენი ხნის წინ დავწერე ეს პოსტი და აქამდე ვერავინ შეამჩნია🙂 გადავასწორებ

  13. lika surmanidze / Nov 29 2013 4:09 pm

    ტერორიზმის შესახებ რა იგნები არის შეგიძლიათ მითხრათ?

  14. Nika / Mar 20 2014 10:05 am

    სუპერ წიგნია, უბრალოდ 2 გვერდიან პორნოგრაფიას მაინც ამოვიღებდი, ჩემი სუბიექტური აზრია კონკრეტულად ამ შემთხვევაში.

Trackbacks

  1. ფრედერიკ ბეგბედერი – საბოლოო აღწერა ჩამოფასებამდე | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: