Skip to content
October 29, 2012 / mkitxveli

ედით უორტონი – “უმანკოების ხანა”

Edith Wharton – The Age of Innocence

მოვალეობის გამო ერთად მყოფი ადამიანები, უპრინციპო კაცები და მათ ჩაფრენილი ქალები, ვერასდროს გავიგებ მათ საქციელს, აღშფოთებული ვარ მეიზეც, არჩერზეც, იმ საზოგადოებაზეც. მათ ფონზე ელენი ყველაზე დადებითია.

ნერვები მეშლება ხოლმე როცა გოგოები ისეთ პოზიციაში აყენებენ თავს, ვითომ არაფერი იციან, ვერაფერს ხედავენ და მაინც მიჰყვებიან ცოლად, როცა იციან, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა და არსებობს კიდევ ვიღაც მესამე.

ვერ ვიტან კაცებს, რომელთაც გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, ვერ დაუსვიათ წერტილი ერთი ურთიერთობისთვის, საზოგადოებრივ აზრს საკუთარ ბედნიერებას სწირავენ და ბოლომდე ახალგაზრდობის სიზმრებში ცხოვრობენ.

არც ისეთი ქალები მომწონს, სხვის კაცებს რომ ეხვანცალებიან.

ყველაზე აღსაშფოთებელი მაინც ის საზოგადოებაა, მუდმივად სხვისი ცხოვრებით რომ ცხოვრობს.

ყველანი უორტონის გმირები არიან და მეც შფოთვა-შფოთვით ჩავიკითხე.

ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში ვითარდება. ეს ის პერიოდია, როცა ყველა ფიქრობს, რომ სჯობდა მადამ ოლენსკა უბედური ქალი ყოფილიყო, ვიდრე გაყრილი. ყველა ნამუსიანი ახალგაზრდას საცოლესთვის წარსული რომ უნდა დაემალა , ხოლო გოგონას არაფერი არ უნდა ჰქონოდა დასამალი.

იმ დროს ადამიანური ურთიერთობები ყველას განსახილველი იყო და ნიუ იორკსაც მკაცრი წესები ჰქონდა. უორტონის ეს ნაწარმოებიც ალბათ, გაბედულ ნაბიჯად აღიქმებოდა და ამით უფროა დასაფასებელი “უმანკოების ხანა”, თორემ ისე ჩვეულებრივი რომანია.

“ინტელექტუალურ თავისუფლებას არაფერი შეედრება დედამიწის ზურგზე. რა სჯობს, როდესაც ხვების სიტყვების გამეორება არ გიწევს და თავად აფასებ მოვლენებს”

ის პრობლემებია, რაც ევროპამ და ამერიკამ დიდი ხანია მოაგვარა, საქართველოში კვლავ აქტუალურია.

კადრი ფილმიდან “უმანკოების ხანა”

საერთოდ იშვიათად მიჩუყდება გული, “უმანკოების ხანაში” კი ერთი ეპიზოდი მართლა ძალიან ემოციურია. აი, მაშინ, როდესაც არჩერი და ელენი საბოლოოდ გაარკვევენ ურთიერთობას, ელენი პასუხობს:

“გპირდები მანამდე არსად წავალ, სანამ გჭირდები, არც მანამდე სანამ ერთმანეთს ასე ვუყურებთ”

უკონტექსტოდ ჩვეულებრივი ფრაზა გამოვიდა

უგემურ ცხოვრებაზეა ეს წიგნი, რისთვისაც უორტონმა 1921 წელს პულიცერის პრემია მიიღო.

p.s. ახლა ფილმის ყურება უკვე თამამად შეიძლება, მით უფრო რომ მეი იუნონა რაიდერია, ელენი მიშელ პფაიფერი და არჩერი დენიელ დეი ლუისი

8 Comments

Leave a Comment
  1. rusa111 / Oct 30 2012 3:20 pm

    მართალია, ჩვენთვის არის დღესაც აქტუალური; გამომცემლის მარკეტინგული გათვლებია…

    • mkitxveli / Oct 30 2012 6:46 pm

      რას გულისხმობ?

  2. merytoveymary / Oct 30 2012 10:32 pm

    mainteresebs am wignis wakitxva,ikneb arsebobs elektronuli versiac??

    • mkitxveli / Oct 31 2012 8:34 am

      ქართულად ეჭვი მეპარება, ინგლისურად კი უფასოდაც იშოვი ქინდლის ვერსიას

  3. merytoveymary / Oct 31 2012 10:50 am

    thanks

  4. rusa111 / Oct 31 2012 2:50 pm

    ვგულისხმობ იმას, რომ რაც კარგად გაიყიდება, იმას გამოსცემენ.

    • mkitxveli / Oct 31 2012 4:42 pm

      არც მთლად მასე მგონია. ამ სერიაში გამოცემული წიგნები რაც წავიკითხე ყველა ძალიან მომეწონა, მათ შორის უორტონი ყველაზე სუსტია, თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ცუდია. ვფიქრობ რომ ამ სერიაში მარკეტინგული გათვლა იყო სწორედ ის, რომ კარგი ხარისხის ლიტერატურა ეთარგმნათ.

Trackbacks

  1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – დიდი გეტსბი | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: