Skip to content
November 5, 2012 / mkitxveli

ჯინ ვებსტერი – გრძელფეხება მამილო

ჯინ ვებსტერი გრძელფეხება მამილოJean Webster – Daddy-Long-Legs

საოცარი გოგოა ჯუდი ებოტი, მზიანი, ხალისიანი. ყველაფრის მიუხედავად სიცოცხლით სავსე, აი ისეთი, წიგნიდან რომ გადმოდის პოზიტიური ენერგია და შენც რომ გიპყრობს. იმ გოგოს ჰგავს, ვინც ეს წიგნი გამომიგზავნა. ისიც ჯუდივით ღიმილიანია, ცივი ქვეყნიდან გამოგზავნილი წერილებით ბევრ სითბოს და სტიმულს ახლაც მჩუქნის. მიუხედავად იმისა, რომ მათი ისტორიები საერთოდ არ ჰგავს ერთმანეთს, პარალელები ვერ მოვიშორე.

მთელი წიგნი წერილებია მამილოსადმი (მამიკო უფრო მომწონს და რატომ თარგმნეს ქართულად ასე, არ ვიცი), რომელიც ბოლოს მოკლედ როგორც არის…ვისაც არ საუკითხავს, სამი წერტილი მათთვისაა,დანარჩენბმა კი იცით.

მთავარი ისაა, რომ ამ წერილებით მთავარ სათქმელს ამბობს და შენც ხვდები, რა ცოტა შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი იმისთვის, რომ კარგ ხასიათზე იყო. არ ეთანხმება თეორიას, ტანჯვა ადამიანს მორალურად აძლერებსო, არდა გოგომ ცხოვრებაში პირველად მაშინ გაიგო რას ნიშნავდა სიურპრიზი, როცა ობოლთა თავშესაფარში უთხრეს, რომ მისტერ სმიტი კოლეჯში გზავნიდა.

“მსოფლიო სავსეა ბედნიერებით. მთელი საიდუმლო მოქნილობაშია. სოფელში განსაკუთრებით ბევრი გასართობია. მე შემიძლია ვისეირნო ყველას მიწაზე, შევხედო ყველას თვალით, ვიჭყუმპალაო ყველას ნაკადულში და ვისიამოვნო რამდენ ხანსაც მინდა თან ისე, რომ გადასახადი არაფერში გადავიხადო”.

ჩემს სანისაც უყვარს სოფელი. ახლა თავის ბავშვთან ერთად ირბენს, დარწმუნებული ვარ.

ჯუდი კიდევ ხან სასაცილოა, ხან აღშფოთებულ მშფოთვარე, ხან გაბრაზებული და ბოლოს ბოდიშებს იხდის, ხან კიდევ ისეთი პრინციპული გოგოა, მე რომ მიყვარს. აი განსაკუთრებით იმ ეპიზოდში, არავის რომ არ უჯერებს და ზაფხულს მუშაობაში ატარებს.

ნიუ იორკში მოგზაურობა კიდევ ყველაზე დასამახსოვრებელია, ჯულიამ არ იცის, რომ ბედნიერიაო. არადა, სჯერა, რომ დიდი ბედნიერება პატარ-პატარა ბედნიერებებისგან უნდა შეაკოწიწო.

წიგნს ეს ბარათი მოჰყვა, სანური

“მე მხოლოდ ახლა აღმოვაჩინე, რომ ბედნიერების ნამდვილი საიდუმლო ისაა, რომ იცხოვრო დღევანდელი დღით. ვაპირებ ვისიამოვნო ყველა წამით. ბევრი ადამიანი კი არ ცხოვრობს, გარბის, ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და სირბილისაგან ქანცგამოლეული ჰკარგავს ამქვეყნიური სიმშვენიერის შეგრძნების უნარს. მერე აღმოაჩენს, რომ დაბერდა და მოიქანცა. ამიტომაც აღარ აქვს მნიშვნელობა, მიაღწევს თუ არა მიზანს.”

სინამდვილეში, მე არ მჯერა, რომ სხვდასხვა სოციალურ ფენას შორის ისეთი ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს აქ რომ წერია, თუმცა, იმაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ, რომ ადამიანების განწყობა დიდ გავლენას ახდენს ქცევაზე  და შესაბამისად ცხოვრებაზე.

ჰოდა, მერე ჯუდის ერთი ფრაზა გამახსენდა, გადავფურცლე კიდევ ერთხელ გამეღიმა და წიგნი დავხურე ისე, როგორც ამას 13 წლის ასაკში სასიამოვნო დასასრულის მქონე ნაწარმოების კითხვის დასრულებისას ვაკეთებდი:

ცხოვრება საკმარისად მონოტონურია. ყველაზე ხშირად ჭამა და ძილი გიწევს. წარმოიდგინე, რა საშინლად ერთფეროვანი იქნებოდა ცხოვრება, ჭამას შორის მოულოდნელი რაღაცეები რომ არ ხდებოდეს .

14 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Nov 6 2012 3:29 pm

    უსაყვარლესი წიგნია… ასაკის მატებასთან ერთად რომ არ ხუნდება, ისეთი…🙂

  2. maru / Nov 6 2012 7:02 pm

    ძალიან მიყვარს ეს წიგნი, წიგნი, რომელიც ოცნებს გასწავლის, გასწავლის, ბედნიერება იპოვო ყოველდღიურ ერთფეროვნებაში და ავტობუსით მგზავრობისას ერთფეროვან პეიზაჟს კი არ უყურო, არამედ საინტერესო ადამიანებით სავსე ავტობუსი შეისწავლი და ხალისით აივსო. მიყვარს დღემდე🙂

  3. mariko / Nov 15 2012 8:40 pm

    ramdenime dgeA rac es blogi agmovachine da sul aq var… vnanob , rom aqamde ar vicodi arsebobis shesaxeb araperi,, ise romel cignis magaziashi mirchevt cignebis shedzenas?

    • mkitxveli / Nov 16 2012 3:26 pm

      მთავარია იპოვე🙂 ლატერნაში წიგნების დიდი რაოდენობა უფრო იაფია. ყველაზე ძვირი კი “წიგნის სახლში” ღირს

  4. tami / Dec 4 2012 5:39 am

    ესეც ეხლახანს წავიკითხე და მოხიბლული დავრჩი ჯუდით.

  5. tamuna / Dec 27 2012 9:05 pm

    diogeneshi,radgan zalian xshirad aris fasdaklebebi,da zalian kargi konsultantebi arian:) me ver vitan sxva magaziebsm,gansakutrebulad bibluss:)

  6. nano / Dec 29 2012 12:47 pm

    ამ წიგნმა ცჰემზე ძალიან კარგი სთამბეჭდილება დატოვა

  7. nano / Dec 29 2012 12:47 pm

    es wigni saswaulia

  8. MeoCnebE : ))) (Sun) ♥ / Jan 5 2013 9:12 am

    ეს რომ წავიკითხე, მერე “ჯეინ ეარს ” არც ისეთი გრანდიოზული შთაბეჭდილება მოუხდენია ჩემზე, როგორც სხვა თინეიჯერებზე ახდენს ხოლმე :)))

  9. LIZI / Jan 21 2013 4:05 pm

    DZALIAN KARGI WIGNIA

  10. eli / Dec 5 2013 5:59 pm

    saocari wignia. axla me 11 wlis var da pirvelad wavikitxe. saocaria. dzalian momewona. internetshi vedzebdi mis shesaxeb ragaceebs da aq shemovedi. dzveli postia magram mainc minda davakomentaro. saocari wignia. meti rom ar sheidzleba iseti

  11. ანანო / Nov 1 2015 8:14 am

    ძალიან მინდა ამ წიგნის წაკითხვა

  12. salome (@salome171717) / Feb 11 2016 1:19 pm

    ძალიან კარგი წიგნია ❤

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: