Skip to content
December 3, 2012 / mkitxveli

ჯონ მაქსველ კუტზეე – “სირცხვილი”

კუტზეე სირცხვილიჩვეულებრივ მიდის ცხოვრება – მიდიხარ უნივერსიტეტში, წაიკითხავ ლექციებს, მოდიხარ უკან. შენს სტაბილურობას შიგადაშიგ დაწყებული და მალევე დამთავრებული ურთიერთობები არღვევს. მერე ერთ გოგოს შეხვდები და აირევა ყველაფერი.

მოქმედების განვითარებაც სწორედ ამ ამბის შემდეგ იწყება. მერე მელანი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც მთავარ პერსონაჟად რჩება.

დევიდის საქმის განხილვა ჩემთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია. კოლეგები სთხოვენ, რომ დანაშაული აღიაროს, ის დუმილს ინარჩუნებს. მალევე ადასტურებს, მაგრამ კმაყოფილნი მაინც არ არიან, უფრო მეტს ელიან, ალბათ ადამიანის ბოლომდე განადგურებას.

ეს ეპიზოდი უკვე მეორე განსაცდელის თუ სირცხვილის დროს კიდევ  გამახსენდა, როცა დევიდი ამბობს:

“მთავარი ის კი არ არის ჩადენილის გამო ვწუხვართ თუ არა, არამედ ის თუ რა ვისწავლეთ მომხდარისგან და რას ვაპირებთ ახლა, როცა ვწუხვართ”

მე თუ მკითხავთ, ბევრი არაფრით განსხვავდება კეიპტაუნის უნივერსიტეტის პროფესურა და აფრიკის იმ სოფლის მოსახლეობა, სადაც ლუსი ცხოვრობს.  ქცევის ფორმებია სხვადასხვა.  სოფელში გაძარცვულ სახლს ტოვებს, ქალაქშიც გაპარტახებული ხვდება.

ვფიქრობდი რა ვთქვა, რაზეა ეს წიგნი მეთქი და ლაკონურად ვერაფერი ჩამოვაყალიბე. სირცხვილი ერთი, მეორე, მამა, შვილი, მეზობელი, უცხო ხალხი, გამოსავლის ძებნა, პერსპექტივები და ურთიერთობა, როცა უბრალოდ არ იცი რა ქნა.

“საქმე მარტო ის კი არ არის, როგორ შევინარჩუნოთ წარმოსახვის სიწმინდე და დავიცვათ ის რეალობის შემოტევისგან , არამედ შევძლებთ თუ არა მათ თანაარსებობას”

მიყვარს როცა პერსონაჟებს ვხედავ, დევიდის ხასიათი ისე გამოიკვეთა, თავიდანვე ვიცოდი როგორია. ლუსი კიდევ ცოტა უფრო ბუნდოვანია. გოგო, რომელიც სადღაც სოფელში მარტო ცხოვრობს, და აბსოლუტურად დამოუკიდებელია, ერთი შეხედვით არაადეკვატურად იქცევა – პოლიციას სრულ ჩვენებას არ აძლევს და მერე მამასთან ასე ხსნის:

ჯონ მაქსველ კუტზეე

ჯონ მაქსველ კუტზეე

“გზა, რომელსაც ვადგავარ შესაძლოა მცდარია, მაგრამ თუ ახლა ფერმიდან წავალ, წავალ დამარცხებული და ამ მარცხის გემო მთელი ცხოვრება გამყვება”

მერე ყველაფერს თავის ადგილას აყენებს.

მამაც შეეგუა

“ადამიანის თვისებაა, მიეჩვიოს, რომ რაღაცეები რთულდება; რომ რაღაც ისეთი რთული, რომლის მეტად გართულება თითქმის შეუძლებელია, კიდევ უფრო გართულდება”

8 Comments

Leave a Comment
  1. tami / Dec 4 2012 5:38 am

    უაღრესად მომეწონა ეს წიგნი, მართლაც ღრმა შინაარსია ჩაქსოვილი

  2. Kejeradze / Dec 4 2012 12:26 pm

    ძალიან მომეწონა… მით უფრო, რომ სამხრეთ აფრიკისგან არც ისე განვსხვავდებით – სხვისი პირადი ცხოვრებისგან შოუს მოწყობა გვიყვარს…

  3. rusa111 / Dec 4 2012 2:48 pm

    კარგია, მაგრამ რაღაცეები მე სხვაგვარად დავინახე.
    შეგიძლია ნახო.

  4. Sophie Golden / Dec 4 2012 7:52 pm

    მოიცა, მგონი, ფილმიც არის ამ წიგნის მიხედვით, ხო? ჯონ მალკოვიჩი თამაშობს, თუ არ ვცდები. მძიმე სურათია.

    • mkitxveli / Dec 4 2012 7:55 pm

      არ ვიცი სოფ, შეიძლება იყოს კიდეც🙂

  5. rusa111 / Dec 5 2012 1:02 pm

    კი არის, მე ისე მაინტერესებდა, პერსონაჟები როგორ გამოიყურებოდნენ, მაშინვე გადმოვწერე.

  6. tamuna / Dec 29 2012 9:52 pm

    damage kvia films:)

  7. tamuna / Dec 29 2012 9:54 pm

    dzaan didi bodishi disgrace

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: