Skip to content
December 31, 2012 / mkitxveli

კენ კიზი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“

ken keseyუკვე ტრადიციად მექცა ყოველი ახალ წლის ბოლო რიცხვში ისეთი წიგნის დამთავრება, მომდევნო წლის პირველ კვირას საფიქრელად რომ მყოფნის.

ყველაფერი იმით იწყება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი ამრევი რომ  შედის. იქ მიკროსამყაროა – მწვავეების, ქრონიკულებისა და ბოსტნეულების შემადგენლობით. ჰო, ექთანია კიდევ მთლიანად რომ მართავს მათ. პაციენტებსაც სჯერათ, რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ.

„ეს ქვეყანა ძლიერებს ეკუთვნით, ჩემო მეგობარო, ჩვენი არსებობის რიტუალი სუსტის შთანთქმის გზით  ძლიერის კიდევ უფრო გაძლიერებაზეა დაფუძნებული. ასეც უნდა იყოს, ეს სრული ჭეშმარიტებაა…

ჩვენ აქ მიტომ კი არ მოგვიყარეს თავი, რომ კურდღლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ კურდღლობასთან შეგუება არ შეგვიძლია.“

ცხოვრობენ რიტუალებში, დროში გაწერილ აქტივობებში.

როგორც წესი, მაინც სხვანაირად ვცხოვრობთ, უფრო ნელა

მერე მაკმერფი შედის და სიტუაციაც ირევა. ნამდვილი შფოთისთავია, სჯერა რომ შეუძლია სიტუაციის შეცვლა. მერე მკითხველიც ნელ ნელა ხედავს, როგორ უბრუნდებათ ადამიანებს ღიმილი. დაპატარავებულები ხართო, წიგნის ბოლოს კიდევ გაზრდილები არიან.

მთელი სისტემა ძალადობაზეა დაფუძნებული, შიში იმისა, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში შოკური ელექტროთერაპია არ ასცდება. პროცედურა, რომელსაც „მთლად უფასოც არ ეთქმის, ფულის მაგივრად მომსახურებაში ტვინის უჯრედებს იხდი“.

მაკმერფი ასე არ ფიქრობდა. მერე ნელნელა სხვებიც აიყოლია.

„სიცილი მოულოდნელად დაიწყო, ნელ-ნელა, მერე იმატა, იმძლავრა და  ბიჭებიც თითქოს თანდათან გაიზარდნენ, გადიდნენ, უფრო და უფრო გაძლიერდნენ“

მახსოვს, პირველ კურსზე ჩვენმა საოცარმა ლექტორმა პირველი ის გვასწავლა, რომ ყველაფრის შეცვლა შეგვეძლო. პირველი დარტყმა ჩვენმა ენთუზიაზმმა მომდევნო წელსვე მიიღო. რამდნიმე თვე დამჭირდა გონზე მოსასვლელად, მერე ყველაფერი რომ გამოვიდა, მაშინ მივხვდი, სწორად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როცა ის ამბები მახსენდება, ბედნიერი ვარ. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.

მერე ეს ენთუზიაზი გამინახევრდა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ აზრი დაკარგა ყველაფერმა და მეც ინერციით მივყვები. ჰოდა გუგულის ბუდეზე რამდენიმე რომ გადაფრინდა, კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რომ ასე ფიქრი უბრალოდ არ შეიძლება.

კენ კიზი

კენ კიზი

იმ განცდამ დამაავადმყოფა, რომ დიდი, ვეებერთელა, მკაცრად გახევებული საჩვენებელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც – სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილიო, გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა

მერე რა, რომ იმ საზოგადოების დიდი ნაწილი, სადაც მე ვცხოვრობ, სწორედ ასეთია, სამაგიეროდ, ჩემი მეგობრები მეორე ნაწილში დარჩენილები არიან.

2013-ში მინდა, რომ კიდევ ბევრი გადაფრინდეს.

მაკმერფისნაირი ტიპები ხომ ცოტანი არ არიან.

19 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Dec 31 2012 5:51 pm

    არა მხოლოდ წლის პირველ კვირას🙂 ისეთი წიგნია, მინიმუმ 2013 წელს “ჩაიგდებს ხელში ფიქრებს”🙂

  2. Anton / Dec 31 2012 9:37 pm

    ძალიან ძლიერი წიგნია!!!
    როდესაც კითხვა დავიწყე ვფიქრობდი:”ფილმი ხომ ნანახი მაქვს, ხოდა სწორედ ამ წიგნის მიხედვით არის გადაღებული და ამიტომაც აზრი არ აქვს წაკითხვას”-მეთქი, მაგრამ შევცდი ამ წიგნმა ისე ჩამითრია, რომ თვალი ვერ მობწყვიტე….
    ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ წაიკითხოთ თუ არა…მე გირჩევთ წაიკითხოთ. ფილმი სხვაა, წიგნი სხვა

    • mkitxveli / Dec 31 2012 10:11 pm

      ფილმი არ მაქვს ნანახი და არც ვაპირებ ყურებას

    • Sophie SUNNY Golden / Jan 23 2013 9:46 am

      სხვათა შორის, კარგი ფილმია ეგ, მილოშ ფორმანის, მაგრამ კიზიმ სასამართლოში უჩივლა თავის დროზე, რომ სცენარი სრულიად შეცვალეს და მისი სოციალისტური შეხედულებები ისე მიჩქმალეს, თვითონ კიზიმ ვერ იცნო, რა ფილმს უყურებდა.

      ნატა, პირველ კურსზე წავიკითხე მე ეს წიგნი ზუსტად და დეტალები საერთოდ აღარ მახსოვს. მაშინ კი აღვფრთოვანდი, მაგრამ ეტყობა წამიერი გატაცება იყო, როდისმე შეიძლება გადავიკითხო.

  3. as / Jan 8 2013 4:58 pm

    განსაკუთრებით მიყვარს ეს წიგნი და ფილმიც, მიუხედავად იმისა რომ ისინი ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ფილმში მაკმერფის გმირი უფრო წინ არის წამოწეული ვიდრე ინდიელის. ისე მგონი იმ ინდიელის როლს კენ კიზის შვილიშვილი ასრულებს. ექთანიც სხვანაირია, სულ არ ემთხვევა ფიზიკურად წიგნში აღწერილს, მაგრამ ლუიზ ფლეთჩერი ძალიან კარგად ასრულებს, ჯეკ ნიკოლსონი ხო საერთოდ…
    წიგნი ძალიან ძლიერია მაგრამ მის ასეთ ცნობადობაში ფილმა ითამაშა დიდი როლი, ამიტომ ღირს ნახვა. მითუმეტეს რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა ფილმი ნაწარმოებს არ ჩამოუვარდება.

    • LiLaC / Jan 20 2013 9:37 pm

      თუმცა, როგორც მე ვიცი, თავად კენ კიზს დიდად არ მოსწონდა ფილმი… თუ არ ვცდები

    • Tornike Chilingarashvili / Nov 6 2014 3:39 pm

      რატო არ ემთხვევა ექთნის აღწერილობას? :დ წიგნშიც და ფილმშიც ქერათმიანი და ცისფერ თვალებაა

  4. spleet / Jan 23 2013 10:22 am

    ამას ახლა ვკთხულობ და პოსტს ჯერ არ წავიკთხავ🙂

  5. Natia / Feb 17 2013 1:13 pm

    ukacravad .. me films vuyure da cota bundovani darcha erti sakitxi : ra kavshiria sataursa da films shoris .. Didi madloba yuradgebistvis .. veli pasuxs

    • mkitxveli / Feb 17 2013 5:36 pm

      გუგულის ბუდეზე მაკმერფი გადაფრინდა, ან ისინი ვინც მის შემდეგ მოვლენ. ეს ბუდე შეგიძლია სისტემად აღიქვა, მაკმერფი კი ყველა იმ ადამიანის პროტოტიპად, ვინც სისტემას ეწინააღმდეგება

    • giorgi / May 20 2014 6:06 pm

      გუგული თვითონ მაკმერფია, ის სხვას “ართმევდა ბუდეებს”, უფორიაქებდა ცხოვრებას, ბელადმა კი თვით “გუგულს”-მაკმერფის აუფორიაქა ცხოვრება

    • SALI / Nov 6 2014 2:15 pm

      me rogorc gavige- guguli sxvis budeshi debs kvercxs magram tu gugulis budeshi vinme sheva guguli mas ar acocxlebs—- aqac esea mis rechids tavisi budeaqvs mowyobili tavisi wesebit da am dros mis budeshi midis saxva( makmerfi) romelic cocxali vegar agwevs tavs mis budes🙂 me ese gavige ^_^

  6. nino / Feb 21 2013 10:44 am

    სად ვიშოვი წიგნს? ქართულად თუ არი?

    • mkitxveli / Feb 21 2013 8:05 pm

      კი ქართულად წიგნის ყველა მაღაზიაში იშოვნით

  7. Tezo Gogaladze / May 26 2013 5:35 pm

    ფილმს ცოტა ხნის წინ ვუყურე, ერთი სული მაქვს სკოლა დამთავრდეს, არდადეგები დაიწყოს და ჩავუჯდე კვლავ წიგნებს, პირველ რიგში ამას წავიკითხავ!🙂

  8. Mindo Surmanidze / Jan 7 2014 4:20 pm

    გენიალური რომანი…ფილმიც უძლიერესი….ძაან მაგარი ბლოგია…. ძაან მომეწონა:))))

  9. gela / Feb 12 2014 6:25 pm

    ფილმი იმდენად კარგია, რომ აუცილებლად წავიკითხავ წიგნსაც. ნატა ძალიან დაიკარგე, მომწონს შენეული წიგნების ანალიზი და ბევრი მასე წავიკითხე. რატომ არ გამოგიჩნდნენ მიმბაძველები და საკუთარი ბლოგები არ გააკეთეს, ჩემი აზრით, ამ გადაგვარების გზაზე დამდგარ მსოფლიოს, მხოლოდ წიგნისკენ მოტრიალება თუ გადაარჩენს. ბავშვობაში მაქვს წაკითხული წიგნი, სადაც მომავალი საუკუნეა და გაქანებული ტოტალიტარიზმია და ყველაზე საინტერესო იცი რა არის, იმ ქვეყანაში პოლიციის ფუნქცია წიგნების განადგურებაა. დადიან ცეცხლმფქვრეველებით და წვავენ წიგნებს. დღეს ასეთი რადიკალური ზომების მიღება არ სჭირდებათ, სისულელეების რეკლამირებით ადებილებენ მოსახლეობას. ვისაც წიგნები გიყვართ და კომპიუტერთან მუშაობაც იცით, ბევრი ასეთი ბლოგი უნდა გააკეთოთ. p.s. ტელევიზიით დათო ტურაშვილის გარდა წიგნის რეკლამა ჯერ არავის გაუკეთებია, ძალით ელიტა სხვა რემეებზე არიან გადართული.

    • mkitxveli / Feb 12 2014 7:35 pm

      პირველ კურსზე ვიყავი როცა დათომ გვითხრა გოგოებო, მოდაში შემოიყვანეთ ნაკითხი ბიჭებიო. მას მერე ამას ვცდილობ🙂

  10. Lika Likuna / Feb 18 2014 10:47 am

    უძლიერესი წიგნია….მე პირადად ლამის გული გამიჩერდა დასკვნით ნაწილში…მაკმერფის სიკვდილი საკმაოდ მძიმე იყო…ისე რეალობაში რომ გადავიტანოთ,მის რეჩედის მსგავსი ხალხი ყველგანაა…სავადმყოფოებშიც და სკოლებშიც…

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: