კენ კიზი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“
უკვე ტრადიციად მექცა ყოველი ახალ წლის ბოლო რიცხვში ისეთი წიგნის დამთავრება, მომდევნო წლის პირველ კვირას საფიქრელად რომ მყოფნის.
ყველაფერი იმით იწყება, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ერთი ამრევი რომ შედის. იქ მიკროსამყაროა – მწვავეების, ქრონიკულებისა და ბოსტნეულების შემადგენლობით. ჰო, ექთანია კიდევ მთლიანად რომ მართავს მათ. პაციენტებსაც სჯერათ, რომ არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ.
„ეს ქვეყანა ძლიერებს ეკუთვნით, ჩემო მეგობარო, ჩვენი არსებობის რიტუალი სუსტის შთანთქმის გზით ძლიერის კიდევ უფრო გაძლიერებაზეა დაფუძნებული. ასეც უნდა იყოს, ეს სრული ჭეშმარიტებაა…
ჩვენ აქ მიტომ კი არ მოგვიყარეს თავი, რომ კურდღლები ვართ, არამედ იმიტომ, რომ საკუთარ კურდღლობასთან შეგუება არ შეგვიძლია.“
ცხოვრობენ რიტუალებში, დროში გაწერილ აქტივობებში.
როგორც წესი, მაინც სხვანაირად ვცხოვრობთ, უფრო ნელა
მერე მაკმერფი შედის და სიტუაციაც ირევა. ნამდვილი შფოთისთავია, სჯერა რომ შეუძლია სიტუაციის შეცვლა. მერე მკითხველიც ნელ ნელა ხედავს, როგორ უბრუნდებათ ადამიანებს ღიმილი. დაპატარავებულები ხართო, წიგნის ბოლოს კიდევ გაზრდილები არიან.
მთელი სისტემა ძალადობაზეა დაფუძნებული, შიში იმისა, რომ ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში შოკური ელექტროთერაპია არ ასცდება. პროცედურა, რომელსაც „მთლად უფასოც არ ეთქმის, ფულის მაგივრად მომსახურებაში ტვინის უჯრედებს იხდი“.
მაკმერფი ასე არ ფიქრობდა. მერე ნელნელა სხვებიც აიყოლია.
„სიცილი მოულოდნელად დაიწყო, ნელ-ნელა, მერე იმატა, იმძლავრა და ბიჭებიც თითქოს თანდათან გაიზარდნენ, გადიდნენ, უფრო და უფრო გაძლიერდნენ“
მახსოვს, პირველ კურსზე ჩვენმა საოცარმა ლექტორმა პირველი ის გვასწავლა, რომ ყველაფრის შეცვლა შეგვეძლო. პირველი დარტყმა ჩვენმა ენთუზიაზმმა მომდევნო წელსვე მიიღო. რამდნიმე თვე დამჭირდა გონზე მოსასვლელად, მერე ყველაფერი რომ გამოვიდა, მაშინ მივხვდი, სწორად ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. როცა ის ამბები მახსენდება, ბედნიერი ვარ. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა.
მერე ეს ენთუზიაზი გამინახევრდა. ხანდახან ვფიქრობ ხოლმე, რომ აზრი დაკარგა ყველაფერმა და მეც ინერციით მივყვები. ჰოდა გუგულის ბუდეზე რამდენიმე რომ გადაფრინდა, კიდევ ერთხელ გავაანალიზე, რომ ასე ფიქრი უბრალოდ არ შეიძლება.
იმ განცდამ დამაავადმყოფა, რომ დიდი, ვეებერთელა, მკაცრად გახევებული საჩვენებელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც – სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილიო, გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა
მერე რა, რომ იმ საზოგადოების დიდი ნაწილი, სადაც მე ვცხოვრობ, სწორედ ასეთია, სამაგიეროდ, ჩემი მეგობრები მეორე ნაწილში დარჩენილები არიან.
2013-ში მინდა, რომ კიდევ ბევრი გადაფრინდეს.
მაკმერფისნაირი ტიპები ხომ ცოტანი არ არიან.
არა მხოლოდ წლის პირველ კვირას 🙂 ისეთი წიგნია, მინიმუმ 2013 წელს “ჩაიგდებს ხელში ფიქრებს” 🙂
ძალიან ძლიერი წიგნია!!!
როდესაც კითხვა დავიწყე ვფიქრობდი:”ფილმი ხომ ნანახი მაქვს, ხოდა სწორედ ამ წიგნის მიხედვით არის გადაღებული და ამიტომაც აზრი არ აქვს წაკითხვას”-მეთქი, მაგრამ შევცდი ამ წიგნმა ისე ჩამითრია, რომ თვალი ვერ მობწყვიტე….
ვინც ჯერ კიდევ ფიქრობთ წაიკითხოთ თუ არა…მე გირჩევთ წაიკითხოთ. ფილმი სხვაა, წიგნი სხვა
ფილმი არ მაქვს ნანახი და არც ვაპირებ ყურებას
სხვათა შორის, კარგი ფილმია ეგ, მილოშ ფორმანის, მაგრამ კიზიმ სასამართლოში უჩივლა თავის დროზე, რომ სცენარი სრულიად შეცვალეს და მისი სოციალისტური შეხედულებები ისე მიჩქმალეს, თვითონ კიზიმ ვერ იცნო, რა ფილმს უყურებდა.
ნატა, პირველ კურსზე წავიკითხე მე ეს წიგნი ზუსტად და დეტალები საერთოდ აღარ მახსოვს. მაშინ კი აღვფრთოვანდი, მაგრამ ეტყობა წამიერი გატაცება იყო, როდისმე შეიძლება გადავიკითხო.
განსაკუთრებით მიყვარს ეს წიგნი და ფილმიც, მიუხედავად იმისა რომ ისინი ასე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ფილმში მაკმერფის გმირი უფრო წინ არის წამოწეული ვიდრე ინდიელის. ისე მგონი იმ ინდიელის როლს კენ კიზის შვილიშვილი ასრულებს. ექთანიც სხვანაირია, სულ არ ემთხვევა ფიზიკურად წიგნში აღწერილს, მაგრამ ლუიზ ფლეთჩერი ძალიან კარგად ასრულებს, ჯეკ ნიკოლსონი ხო საერთოდ…
წიგნი ძალიან ძლიერია მაგრამ მის ასეთ ცნობადობაში ფილმა ითამაშა დიდი როლი, ამიტომ ღირს ნახვა. მითუმეტეს რომ ეს ის იშვიათი შემთხვევაა როცა ფილმი ნაწარმოებს არ ჩამოუვარდება.
თუმცა, როგორც მე ვიცი, თავად კენ კიზს დიდად არ მოსწონდა ფილმი… თუ არ ვცდები
რატო არ ემთხვევა ექთნის აღწერილობას? :დ წიგნშიც და ფილმშიც ქერათმიანი და ცისფერ თვალებაა
ამას ახლა ვკთხულობ და პოსტს ჯერ არ წავიკთხავ 🙂
ukacravad .. me films vuyure da cota bundovani darcha erti sakitxi : ra kavshiria sataursa da films shoris .. Didi madloba yuradgebistvis .. veli pasuxs
გუგულის ბუდეზე მაკმერფი გადაფრინდა, ან ისინი ვინც მის შემდეგ მოვლენ. ეს ბუდე შეგიძლია სისტემად აღიქვა, მაკმერფი კი ყველა იმ ადამიანის პროტოტიპად, ვინც სისტემას ეწინააღმდეგება
გუგული თვითონ მაკმერფია, ის სხვას “ართმევდა ბუდეებს”, უფორიაქებდა ცხოვრებას, ბელადმა კი თვით “გუგულს”-მაკმერფის აუფორიაქა ცხოვრება
me rogorc gavige- guguli sxvis budeshi debs kvercxs magram tu gugulis budeshi vinme sheva guguli mas ar acocxlebs—- aqac esea mis rechids tavisi budeaqvs mowyobili tavisi wesebit da am dros mis budeshi midis saxva( makmerfi) romelic cocxali vegar agwevs tavs mis budes 🙂 me ese gavige ^_^
სად ვიშოვი წიგნს? ქართულად თუ არი?
კი ქართულად წიგნის ყველა მაღაზიაში იშოვნით
ფილმს ცოტა ხნის წინ ვუყურე, ერთი სული მაქვს სკოლა დამთავრდეს, არდადეგები დაიწყოს და ჩავუჯდე კვლავ წიგნებს, პირველ რიგში ამას წავიკითხავ! 🙂
გენიალური რომანი…ფილმიც უძლიერესი….ძაან მაგარი ბლოგია…. ძაან მომეწონა:))))
ფილმი იმდენად კარგია, რომ აუცილებლად წავიკითხავ წიგნსაც. ნატა ძალიან დაიკარგე, მომწონს შენეული წიგნების ანალიზი და ბევრი მასე წავიკითხე. რატომ არ გამოგიჩნდნენ მიმბაძველები და საკუთარი ბლოგები არ გააკეთეს, ჩემი აზრით, ამ გადაგვარების გზაზე დამდგარ მსოფლიოს, მხოლოდ წიგნისკენ მოტრიალება თუ გადაარჩენს. ბავშვობაში მაქვს წაკითხული წიგნი, სადაც მომავალი საუკუნეა და გაქანებული ტოტალიტარიზმია და ყველაზე საინტერესო იცი რა არის, იმ ქვეყანაში პოლიციის ფუნქცია წიგნების განადგურებაა. დადიან ცეცხლმფქვრეველებით და წვავენ წიგნებს. დღეს ასეთი რადიკალური ზომების მიღება არ სჭირდებათ, სისულელეების რეკლამირებით ადებილებენ მოსახლეობას. ვისაც წიგნები გიყვართ და კომპიუტერთან მუშაობაც იცით, ბევრი ასეთი ბლოგი უნდა გააკეთოთ. p.s. ტელევიზიით დათო ტურაშვილის გარდა წიგნის რეკლამა ჯერ არავის გაუკეთებია, ძალით ელიტა სხვა რემეებზე არიან გადართული.
პირველ კურსზე ვიყავი როცა დათომ გვითხრა გოგოებო, მოდაში შემოიყვანეთ ნაკითხი ბიჭებიო. მას მერე ამას ვცდილობ 🙂
უძლიერესი წიგნია….მე პირადად ლამის გული გამიჩერდა დასკვნით ნაწილში…მაკმერფის სიკვდილი საკმაოდ მძიმე იყო…ისე რეალობაში რომ გადავიტანოთ,მის რეჩედის მსგავსი ხალხი ყველგანაა…სავადმყოფოებშიც და სკოლებშიც…
ეხლა დავამთარე წაკითხვა და ნატა მადლობა მინდა გადაგიხადო, შენ რომ არ დაგეწერა , შეიძლება არც წამეკითხა. მეგონა ფილმი ისეთი კარგია, წიგნი განა რა უნდა იყოს მეთქი და რაღათქმა უნდა ვცდებოდი. გენიალური წიგნია, პირადად მე რომ მიყვარს ისეთი აზრით, არ შეიძლება თავი დაუხარო დიქტატურას. საერთოდ სად გადის კარგის და ცუდის ზღვარი, მაკმერფი დამნაშავე, ყომარბაზი, შულერი და აქეთ კარგად დაყენებული ღიმილით ექთანი. აბრაგი დათა თუთაშხია და კანონის კაცი მუშნი ზარანდია, სადაა სიმართლე და სიკეთე?! მოკლედ მაგრად ვისიამოვნე წაკითხვით და ჩემ რჩეულ რამოდენიმე წიგნს ერთიც შეემატა. ერთი ფილმი მომწონს ძალიან (მწვანე მოლი) და ამანაც თუ წიგნმა აჯობა, ესე იგი ვერანაერი ფილმი ვერ იქნება წიგნზე კარგი.
მე არ მინახავს ფილმი. რაც წაკითხული მაქვს მათ ეკრანიზაციას ძალიან იშვიათად ვუყურებ
mwvane gza dzalian magari wignia ,namdvilad agemateba films