Skip to content
January 22, 2013 / mkitxveli

ვირჯინია ვულფი – “მისის დოლოვეი”

ვირჯინია ვულფი მისის დოლოვეიდაიწყებ კითხვას და ვერ მიდიხარ წინ. ფიქრები, აზრები, გარემო, მოქმედება და ისევ იგივე. არადა, 200 გვერდია სულ. მთავარი პრიბლემა, ალბათ, ისაა, რომ წიგნში დასმული პრობლემები დიდად არ მაღელვებს. ვულფს რომ ვკითხულობ სულ მაქვს შეგრძნება, რომ ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო. არადა არის წიგნები ბევრად ადრე დაწერილი, იგივეს რომ არ მაფიქრებინებს ხოლმე. აი ამ დროს მახსენდება ვულფის ბიოგრაფია, ფემინიზმი, მისი დამსახურება და ყველაფერი რის გამოც მან თავისი ადგილი დაიკავა მსოფლიო ლიტერატურაში.

წიგნი ორი ნაწილისგან შედგება. ომის დროს ტრავმამიღებული სეპტიმუსი და მისი ცოლი ლუკრეცია და მეორე – კლარისა დოლოვეი და მისი გარემოცვა. ორივე ამბავი პარალელურად ვითარდება, მთელი ნაწარმოების განმავლობაში ისინი ერთმანეთს არ ხვდებიან. სეპტიმუსს მენტალური პრობლემა აქვს და აქ ექიმებთან ურთიერთობა ყველაზე საინტერესოა. მისი ცოლი ლუკრეცია ბოლომდე გვერდით უდგას და მე მიკვირს. უფრო სწორად  თანდათან უფრო ვხვდები, რომ ბოლომდე ადამიანისთვის უანგაროდ გვერდში დგომა არც ისე მარტივია,  მერე იმასაც ვაცნომიერებ, რომ კიდევ უფრო რთულია გვერდით გყავდეს ადამიანი, რომელიც ისე გაგიცნობს, რამდენიმე სიტყვის შემდეგ შენს განწყობას მთლიანად მიხვდეს.

კლარისა დოლოვეის დანახვა ცოტა გამიჭირდა, ვერ გამაცნო კარგად ვულფმა მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გვერდი დაუთმო მის ფიქრებსა თუ მოქმედებებს. ასეთებს არაამქვეყნიურ ტიპებს ვეძახი. აი საკუთარ სამყაროში, სასახლეებში გამოკეტილები რომ სხედან და რეალობას აცდენილები რომ არიან. მერე ცხოვრებაში ვერ ჩამოყალიბებულან რა უნდათ. ხან პიტერზე ფიქრობს 30 წლის წინ რომ უყვარდა, ხან მისი დაქალის კოცნა ახსენდება. ყალბი ადამიანია. ყველას ერთი და იმავე ტექსტით ესალმება, რომ მოხარულია მათი ნახვით. მე კიდევ ვერ ვიტან სიყალბეს და შელამაზებულ რაღაცეებს.

ჰოდა, რა გასაკვირია კლარისა, რომ არ მომწონდეს და ლედი ბრედშოუ უფრო იწვევდეს ემოციებს

15 წლის წინ ლედი ბრედშოუ თითქოს ჩაქრა. თუმცა, არავინ იცოდა, რა დაემართა. ქმრისთვის სცენები არ გაუმართავს. სიბრაზე არ გამოუხატავს. უბრალოდ, მისი ყველა სურვილი და ოცნება სერ უილიამმა შთანთქა.

ბოლოდროინდელი დასკვნა რაც გავაკეთე, ამას უკავშირდება – ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთის პროგრესს უნდა უწყობდეს ხელს, თუ ისინი ერთმანეთს კეტავენ, მაშინ ლაპარაკიც არ ღირს.

იდეები იქით იყოს და არ ვიცი თარგმანს დავაბრალო თუ ვულფს მაგრამ ასეთი ფრაზები მკლავს და წიგნს მახურინებს:

ვირჯინია ვულფი

ვირჯინია ვულფი

“აღარ ფიქრობდა საბრალო მის კილმანზე, რომლესაც ის უანგაროდ ეჭვიანობის გარეშე უყვარდა და რომლისთვისაც ის ირემი მთვარის შუქდაფრქვეული მდელო იყო”.

მერე ვნახე, რომ თავდაპირველ ვერსიაში კლარისა სეპტიმუსის მსგავსად ამთავრებდა სიცოცხლეს, ბოლო წინადადებამდე მეც ვფიქრობდი რომ ეს ლოგიკური იქნებოდა. მერე რატომ შეცვალა ვერ გავიგე.

მარტოობის უპირატესობა ისაა, რომ შეგვიძლია ვიტიროთ თუკი დარწმუნებული ვართ, რომ ვერავინ  დაგვინახავს

არანაირად რომ არ მეტირება ხანდახან ვფიქრობ, კარგი სულაც არ არის. ემოციების ასე გამოხატვა მგონი უმჯობესია

15 Comments

Leave a Comment
  1. ვასასი / Jan 23 2013 4:52 am

    დამტანჯა ამ წიგნმა. ისეთი შთაბეჭდილებებით დავამთავრე, რომ დიდი ალბათობით, ვულფის არასოდეს გადავშლი.

  2. veronika / Jan 23 2013 5:46 am

    “ბოლოდროინდელი დასკვნა რაც გავაკეთე, ამას უკავშირდება – ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ორი ადამიანი ერთმანეთის პროგრესს უნდა უწყობდეს ხელს, თუ ისინი ერთმანეთს კეტავენ, მაშინ ლაპარაკიც არ ღირს” es daskvna gamovitane mec, gushin wavilitxe da minda gitxra rom namdvilad ver agmafrtovana…posti zalian momewonaaaaa….. esmauteba wignis chemeul shefasebas zalian…
    .

  3. Kejeradze / Jan 23 2013 9:14 am

    ქართულად არ წამიკითხავს, მაგრამ ფრაზებით არ აღმაფრთოვანა თარგმანმა… ასეთი ენა მღლის… არადა ვირჯინია მიყვარს და “მისის დოლოვეიც” მომეწონა ორიგინალში…

    • mkitxveli / Jan 23 2013 3:42 pm

      მთლიანად თარგმანის “დამსახურება” არ უნდა იყოს ჩემი აზრით

  4. Sophie SUNNY Golden / Jan 23 2013 9:42 am

    თავი დაანებე მაგ გათოშილ ინგლისელ მწერლებს და წამომყევი მხურვალე სპარსეთში… მე ირანელ მწერლებზე ვარ გადასული და აღფრთოვანებული.

    ვულფის მხოლოდ “საკუთარი ოთახი” მაქვს წაკითხული და ისიც მისი იდეები და პრინციპები მომწონდა თავის დროზე, ახლა მის ნაწარმოებებს ვერ წავიკითხავ, რომ მაჩუქო. :დ

    • mkitxveli / Jan 23 2013 3:41 pm

      ირანელების ჩვენთან არ არის😦 ვულფს ნამდვილად არასდროს გაჩუქებდი🙂 რამე თბილს ვიპოვი🙂

  5. spleet / Jan 23 2013 10:17 am

    ფილმი მაქვს ნანახი ,,საათები”, რომელსაც ვაღმერთებ.. წიგნი არ წამიკითხავს სამწუხაროდ და პოსტი ძალიან მომეწონა… მათხოვე ერთ დღესაც ეს წიგნი🙂

    • Sofie Gigauri / May 11 2013 1:16 pm

      “საათები” ამ წიგნზე დაყრდნობითაა გადაღებული? ვერ მივხვდი, მე ახლა, ზუსტად 3 წუთში ვიწყებ დოლოვეის კითხვას :))

    • mkitxveli / May 11 2013 6:38 pm

      არ ვიცი სამწუხაროდ🙂

  6. გვან'ცა / Apr 8 2013 6:23 pm

    ეს ის შემთხვევაა, როცა ფილმი წიგნს სჯობს:))) წიგნმა ისე დამღალა, რო გავჩერდი, სხვა წიგნისკენ გამექცა თვალი, რაც არ უნდა ხდებოდეს ხოლმე კითხვის დროს =)

  7. keti / Jul 4 2013 9:10 am

    ზუსტად ახლახან დავამთავრე ამ წიგნის კითხვა…პოსტი ნამდვილად მომეწონა..,შენს შეხედულებასაც ვცემ პატივს…..ბლოგებზე ,სადაც მისის დოლოვეის შესახებ წერენ ,ყველა აკრიტიკებს ნაწარმოებს,მე კი ავღმოჩნდი ის ადამიანი რომელზეც დიდი გავლენა მოახდინა მისის დოლოვეიმ….შეიძლება მყარი არგუმენტები ვერ მოვიშველიო იმის დასადასტურებლად თუ რატომ მომეწონა წიგნი მაგრამ დასკვნა მაინც ერთია-(ვულფის ფრაზას მოვიშველიებ)ყოველთვის,როცა შეხედავ ცხოვრებას სახეზე,უნდა იცნობდე მას,რომ გაიგო რისთვის არის ცხოვრება-უნდა გიყვარდეს იგი…

    • mkitxveli / Jul 4 2013 8:59 pm

      ამ შემთხვევაში ჩემს აზრს არ აქვს მნიშვნელობა. სულ იმას ვამბობ, რომ წიგნის კითხვა ინდივიდუალური რამაა, მისი აღქმა დამოკიდებულია ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, დროზე, ადგილსა და განწყობაზე. შესაბამისია ადამიანზე წიგნის გავლენებიც. მე რომ არ მომეწონა ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ცუდია. თუ შენ რაიმეზე გაფიქრა, დაგიტოვა ემოცია, კითხვისას ისიამოვნე, მე და ჩემნაირები რას დავწერთ, აზრს კარგავს🙂

    • keti / Jul 5 2013 8:17 am

      გეთანხმები..მე უბრალოდ ჩემი შეხედულებაც დავწერეეე🙂

  8. nutsa / Jan 22 2014 3:05 pm

    კიდევ ერთი მწერალი და წიგნი, რომელიც ინგლისურადაა წასაკითხი :))) ძალიან საინტერესოა განსხვავებული აზრი ყალიბდება პერსონაჟზე თითოეულ მკითხველში. კლარისა პირიქით, ყველაზე ჩამოყალიბებულ ადამიანად მიმჩნია, რომელმაც დაბადებიდან იცოდა რა უნდოდა, და აბსოლუტურად არავისთანაა ყალბი. პიტერზე აზრი არ შეცვლია 18 წლის ასაკიდან (როცა მას პირველად ვხვდებით), რაც მთავარია, ქალია, ამ ცნების ყველაზე დადებითი და ფართო გაგებით. იმდენი უჩიჩინეს ქალებს, არ ვარგიხართო, ლამის კაცად გადაიქცა ყველა.

    მენდეთ, ორიგინალში ასეთი ბლანტი, გაწელილი ფრაზები არ არის.

    იმაშიც კი ვერ გეთანხმებით, რომ წიგნი ორ ნაწილადაა გაყოფილი. ცნობიერების ნაკადის ნიმუშია და რამდენიმე პერსპექტივიდან ვუცქერთ ამბებს, უბრალოდ 2 ხაზია მეტად გამოკვეთილი.

  9. ეეე / Nov 11 2016 9:50 am

    ვულფი არატრადიციულ მწერალთა რიცხვს მიეკუთვნება. ერთდოულად მისი ნაწრმოების კითხვა და მისით ტკბობა რთულია, ის მოითხოვს გააზრებას. რა შესაძლებლობებს გვაძლევს ენა რომელიც თითქოსდა და კრიზისში იმყოფება, სიუჟეტი და ქრონოლოგია არ არსებობს ვულფთან აქ უფრო აზრები და მათი გავლენა დომინირებს ადამიანის ცნობიერებაზე, ხოლო ლიტერატურული სტრუქტურა აზრთა ნაკადის ცვალებადობითა აქვს აწყობილი.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: