Skip to content
January 24, 2013 / mkitxveli

მიშელ უელბეკი – “ლანსაროტე”

ლანსაროტე“ლანსაროტე” “პლატფორმამდე” წასაკითხი წიგნია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უელბეკი ჯერ მცირე დოზით გაწვდის იმას, რასაც რამდენიმე წლის შემდეგ ვრცლად გაგიშლის. დაახლოებით ისე, როგორც “ბრძოლის ველის განვრცობასა” და “ელემენტარული ნაწილაკების” შემთხვევაში ხდება. მე ყველაფერი უკუღმა გამომდის. უფრო სწორად, როგორც თარგმნიან ქართულად, რა თანმიმდევრობით, მეც ისე ვკითხულობ. ამიტომ ცოტა ეფექტი მეკარგება.

თუმცა, უელბეკია და  ჩემთვის ისეთია, წიგნს რომ მოიტან და ვერ ისვენებ, სანამ წასაკითხად არ მოკალათდები. თან მანამდე თუ ვულფს ეტანჯვინე მით უფრო.

ერთი საათის ამბავია სულ, თავისი ტემპით მაკითხებს უელბეკი ყოველთვის.

ყველაფერი 1999 წლის 14 დეკემბერს იწყება, როცა მთავარი გმირი გააცნობიერებს, რომ ახალ საუკუნეს (მერე აღმოჩნდება რომ ერთი წლის შემდეგ იქნება ახალი საუკუნე) მხიარული ვერ შეხვდებოდა. ამიტომ გადაწყვიტა ტურისტული სააგენტოს დახმარებით სადმე წავიდეს.

“სისულელემ თუ ასაკი გიწყობს ხელს, შეიძლება ერთგავარად გაგართოს, მაგრამ ასაკოვანს ნურას უკაცრავად. გადაგღლის”

ეს კიდევ შუა ხნისაა და რამე მშვიდი ადგილი უნდა. “სადმე” საბოლოოდ ესპანეთის ახლოს მდებარე კუნძული ლანსაროტე აღმოჩნდება. უელბეკს სექსის და რელიგიის თემა აქაც აწუხებს. ამჯერად რაელიზმი შემოდის. მთავარი ხაზი იგივეა – სხვადასხვა რელიგია, სექტა, დაჯგუფება მხოლოდ ხელს უშლის ადამიანებს. სექსუალური ტურიზმი კი 21-ე საუკუნის ყველაზე განვითარებადი ბიზნესი ხდება.

ამერიკა აქაც არ მოსწონს და ინგლისელებს ისევ აკრიტიკებს.

“ასეა თუ ისე, ჩვენ თავბრუდამხვევი სიჩქართ მივიწევთ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მართული მსოფლიო ფედერაციისკენ, სადაც სახელმწიფო ენად ინგლისურია აღიარებული. ცხადია, იმის გაფიქრება, რომ მომავალში ცხოვრება შესაძლოა იდიოტებით დაკომპლექტებული მთავრობის ხუშტურებზე მოგვიწიოს, ცოტა არ იყოს, უხერხულია, რომ არაფერი ვთქვა უსიამოვნოზე.”

რაც წამიკითხავს, უელბეკის ეს პირველი ნაწარმოებია, სადაც რომელიმე მეცნიერებაში ან საკითხში საფუძვლიანად გარკვევას არ ცდილობს თუ არ ჩავთვლით რაელიზმსა და ლანსაროტეს ვულკანებს, რომელსაც რომელიმე გვერდს უძღვნის.

მიშელ უელბეკი

მიშელ უელბეკი

ჩემთვის ვიფიქრე, რომ საუკუნეთა მონაცვლეობაში დიდი ხეირი ნამდვილად არ ეყარა. ახალი გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა გარდასულს.

უელბეკი ისევ განსაკუთრებულია ჩემთვის და ისევ ერთი სული მაქვს როდის ითარგმნება ახალი.

ჩემი ყველა ტური ჩაიშალა.

9 Comments

Leave a Comment
  1. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Jan 30 2013 9:21 am

    შენს პოსტებს რომ ვკითხულობ, “ვღფრთოვანდები”, რამდენი საკაიფო წიგნია უკვე ქართულად. მადლობა ღმერტს, რომ იტყვიან, როგორც იქნა. უფრო მეტ ადამიანს შეუძლია წაკითხვა და გონების გამოძრავება.
    თუმცა, მარტო ეს რომ შველოდეს…

    • mkitxveli / Jan 30 2013 10:42 am

      რაც შენ წახვედი, არც კი ვიცი პროგრესი გვაქვს თუ არა აზროვნების თვალსაზრისით, თორემ წიგნები აშკარად ითარგმნება და გამოიცემა უფრო დიდი ინტენსივობით

  2. bioblog.me / Feb 5 2013 6:16 pm

    “პლატფორმა” – გული მიგრძნობს ამაზე კარგს ეს კაცი ვეღარ დაწერს🙂

  3. LAzy / Feb 7 2013 8:45 pm

    ელემენტარული ნაწილაკები წავიკითხე 1 თვის წინ და მისლის ნაწილი ძაან მომეწონა და ბრუნოსი საშინლად არა.იმიტო კი არა რო ეგეთ რაღაცეებზე ლიტერატურაში გართულება მაქ.უბრალოდ ძაან დიდხანს და დაუსრულებლად გრძელდებოდა და დამღალა ბრუნოს ამორალობამ და ეხლა ვფიქრობ პლათფორმა ღირს რო წავიკითხო თუ მანდაც უხვადაა ეგეთები?

    • mkitxveli / Feb 8 2013 6:50 pm

      არა, პლატფორმა განსხვავებულია, თუმცა ისიც ძალიან მომწონს

  4. nesty ანი / Sep 10 2013 5:46 am

    “ლანსაროტე” “პლატფორმამდე” წასაკითხი წიგნია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უელბეკი ჯერ მცირე დოზით გაწვდის იმას, რასაც რამდენიმე წლის შემდეგ ვრცლად გაგიშლის. დაახლოებით ისე, როგორც “ბრძოლის ველის განვრცობასა” და “ელემენტარული ნაწილაკების” შემთხვევაში ხდება << ანუ რას იძახი ჯერ ელემენტარული ნაწილაკები უნდა წაიკითხო თუ ბრძოლის ველის განვრცობა?

    • :) / Sep 17 2013 6:17 pm

      უელბეკის ყველაზე მაგარი წიგნი მე თუ დამიჯერებ არის ელემენტარული ნაწილაკები.ბრძოლის ველის განვრცობაც ძალიან მაგარია მაგრამ არაა ისეთი სრული და ამომწურავი როგორც ნაწილაკები.ამიტო შეგილია ბრძოლის ველი წაიკითხო იმ პონტში რო დაახლოებით მიხვდე რა თემაზე იქნება საუბარი ნაწილაკებში და აქედან გამომდინარე მიხვდები გაინტერესებს ეგ მწერალი თუ არა.ამიტო ჯერ ბრძოლის ველი იყიდე იმიტო რო უფრო იაფია და პატარაცაა.თუ არ დაგევასა ხო დროსაც დაზოგავ და ფულსაც და თუ დაგევასა უკვე შემზადებული წაიკითხავ ელემენტარულ ნაწილაკებს.

Trackbacks

  1. მიშელ უელბეკი – “ლანსაროტე” | nanasoutlook
  2. მიშელ უელბეკი – კუნძულის შესაძლებლობა | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: