Skip to content
January 27, 2013 / mkitxveli

სერგეი დოვლატოვი – “ჩემოდანი”

the-suitcaseჩემოდანში რამდენიმე ნივთი დევს, მათ შორის კრეპის ფინური წინდები, ნომენკლატურული ბათინკები, ორბორტიანი კოსტუმი, ოფიცრის ქამარი, ფერნან ლეჟეს ქურთუკი, პოპლინის პერანგი, ზამთრის ქუდი და მძღოლის ხელთათმანები. მათ ამერიკაში ემიგრიგებული სერგეი დოვლატოვი აერთიანებს. ყველა მათგანს თავისი საბჭოთა ისტორია აქვს. დოვლატოვთან მაშინ მოხვდნენ, როცა ის ხან ციხის ბადრაგი იყო, ხან გადამყიდველობას ცდილობდა და ხან წარუმატებელ იუმორესკებს წერდა.

გემრიელად წერს დოვლატოვი. თავისუბური იუმორი აქვს და შენც ბედნიერი ხარ, რომ კითხულობ.

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფერნან ლეჟეს ქურთუკი და პოპლინის პერანგია. პირველი მეგობრის დედისგან მიიღო, მეორე – ცილისგან. ორივეს განსაკუთრებული ისტორია აქვს. პრინციპში ნომენკლატურუ ბათინკებსაც რას ვერჩი, მთლად ქალაქის მერს მოპარა.

საერთოდ ცოლთან უცნაური და განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს. თვითონ ამბობს “ვჭამ ნებისმიერ კერძს. თმას მხოლოდ მაშინ ვიკრეჭ, როცა ადამიანურ სახეს ვკარგავ. სამაგიეროდ, თითქმის ვიხოტრავ, რომ კიდევ სამი თვე არ დამჭირდეს გაკრეჭა”

მერე ცოლი ეუბნება:

“სიგიჟეა იცხოვრო კაცთან, რომელიც მხოლოდ იმიტომ არ გეყრება, რომ წასვლა ეზარება. ჩემთან იმიტომ ცხოვრობ რომ საწოლის ყიდვა გეზარება”.

ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა ცხოვრებას “გავუგულგრილდითო” და იქვე დაასკვნა –

“ქალს სამი რამის გაკეთება შეუძლია რუსი მწერლისთვის – შეუძლია გამოკვებოს იგი, შეუძლია გულწრფელად დაიჯეროს მისი გენიალურობა და ბოლოს შეუძლია მიატოვოს”.

სერგეიმ ლენას ალბომის ბოლო ფურცელზე საკუთარი თავი იპოვა, როგორც ჩანს, მისი გენიალურობის ყოველთვის სჯეროდა.

დაპყრობილი ქვეყნები ერთმანეთს ჰგავს, განადგურებული ადამიანები ტყუპებივით გამოიყურებიან. 

ახლა  ვერც შინაარს ვყვები (ვისაც არ წაუკითხავს, მთელ მუღამს დავუკარგავ) და ვერც დეტალებს ვარჩევ (რეცენზენტობაზე არ მაქვს პრეტენზია), ასეთ დროს უბრალოდ უნდა თქვა – წაიკითხეთ და შემდეგ ვისაუბროთ.

დოვლატოვში ყველაზე მეტად ის მომწონს ასე სწრაფად, ღიმილით, საკუთარი ცხოვრების აღწერით, სულ რამდენიმე ნივთის ისტორიით, მთელი საბჭოთა კავშირი შეუძლია ცხადად გაჩვენოს.

სერგეი დოვლატოვი

სერგეი დოვლატოვი

ყველაზე არასაბჭოთა მწერალია, იმდენად განსხვავებული წერის სტილი აქვს – მთელი ნაწარმოები, ისევე როგორც “უცხოელში” ეპიზოდებისგან შედგება, რომელსაც თითქოს კავშირი არ აქვს ერთმანეთთან. საბოლოოდ კი ლოგიკურად აწყობილი მთელი წიგნი შეგრჩება ხელთ, რომლის კითხვაშიც დრო ისე გასულა, ვერაფერი გაიგე.

ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ დოვლატოვი წიგნებს ყველაზე მარტივად მოკლე დროში წერდა. აი ასე, დაჯდებოდა და დაწერდა ზედმეტი დაღვლარჭნის, გადაკეთება-გადმოკეთების, შესწორება – შეცვლის გარეშე.

თავისუფალი ადამიანია, რომელიც წიგნებით ასეთივე თავისუფლებას განიჭებს.

“ადამიანების უმრავლესობას გადაუჭრელად მიაჩნია ის პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ხელს არ აძლევს. ჰოდა, გაუთავებლად სვამენ კითხვებს, თუმცა მართებულ პასუხებს არც მოითხოვენ.”

2 Comments

Leave a Comment
  1. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Jan 30 2013 9:19 am

    ორიგინალში რა ენაზე წერს დოვლატოვი? არასოდეს დავინტერესებულვარ და აღმოსავლეთი როცა “მომყირჭდება”, იქნებ ამასაც შევხედო🙂

    • mkitxveli / Jan 30 2013 10:39 am

      რუსულად წერს. მე ვფიქრობ, რომ უნდა მოგეწონოს. ბოლომდე აღმოსავლეთში ხომ არ დარჩები🙂

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: