Skip to content
January 29, 2013 / mkitxveli

პო(ე)ზი(ი)ს საღამოები

პოეზიათანამედროვე პოეტების საღამოა. “ჩემი თაობა” ჰქვია. ნიჭიერი ხალხი შევკრიბე იტალიაში წასვლამდეო, ორგანიზატორი ბექა ელბაქიძე ამბობს. ლექსებს და რომანიდან ამონარიდებს ხან მსახიობები კითხულობენ, ხან თავად ავტორები. საოცარ აკომპანიმენტს ასევე ახალგაზრდა პიანისტი აკეთებს, მერე გიტარა უკრავს, გვერდით მხატვარი ხატავს. სცენისათვის გამოყოფილ ადგილზე ყველაფერია იმისთვის, რომ ყველამ საოცარი ემოცია მიიღოს და “მარჯანოვ – ექსპრესი” ბედნიერი დატოვოს.

სტუმრები პოეზიის საღამოზე ერთმანეთისგან აშკარად განსხვავებული წერეებიდან მოხვდნენ.

ფეისები

ტელეკომპანია “იმედის” სახეები ჭარბობენ. დამაკიაჟებულები, საოცრად დავარცხნილები, კაბიანები, უშველებელ ქუსლიანები, პატარა ხელჩანთებით (კლაჩი თუ რაღაც რომ ჰქვია)  შესაბამისი ინტონაციით.

არა, მეგობარო, აქ უარესია,

აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი.

აქ ქრება ოცნება, ოცნება – მესია,

ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.

 არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება,

არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,

არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება,

არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.

გაგა ნახუცრიშვილის ამ ლექსს კითხულობენ, იმ წუთს შემოსული დავარცხნილი სალომე კასრაძე უცებ შესძახებს “აუუ, ფეხზე უნდა ვიდგეეეეე?!” მერე ძმანი მისნი ფეისები მისთვის ადგილის გამონახვისთვის დაირაზმებიან და ამასობაში მეორე ლექსსაც ჩაამთავრებენ მხოლოდ წინ მსხდომებისთვის. კასრაძის დაბინავების შემდეგ მეორე გამოჩნდება, იმას მესამე მოჰყვება და “მოდი, ჩაგსვამ” არ დამთავრდება

გაურკვევლები

უშველებელი მაგიდები, საღამოსთვის სრულიად არაშესაფერისი, სხვა ტიპის ხალხითაა სავსე. ისინიც საგანგებოდ გამოწყობილები, მაგრამ განსხვავებული მიზნით – “ჩემი ძმაკაცი მომყავს, შენც ვინმე წამოიყვანე”. მერე ბიჭი ხელგაშლილია და არც პიცის შეკვეთა ენანება და არც სალათების. სადღაც შუა ჭამაში ხვდებიან, რომ უხერხულია დანა-ჩანგლის წკარუნი,  ვერც გემრიელად ჭამ ამდენი ხალხი თავზე რომ გადგას, მაგრამ ფული გადახდილია და ხომ არ დატოვებ.

მერე არც იმას შეიმჩნევენ, პოეზიის საღამოზე შემთხვევით რომ აღმოჩნდდნენ, “მიყვარს ლიტერატურა”, გადაულაპარაკებს ბიჭი გოგოს, ისიც დაეთანხმება, ცოტა ხნის შემდეგ ლექსის წინ გაკეთებული წინასიტყვაობის მოსმენისას წარმოთქვამს, “რაღაც არ მომწონს ეს ავტორი, გაურკვეველი რითმა აქვს”. მისი გოგო ისევ დაეთანხმება, გულში კიდევ გაიფიქრებს “აღარ დაამთავრებენ?”

დანევროზებულები

დანარჩენები არც ცნობილები არიან, არც რესტორანში იკვებებიან მაინცადამაინც, მალე იბოღმებიან. დასაწყისში ყურადღების კონცენტრაციას ცდილობენ, ემოციას იჭერენ, მერე ხან ფეისები და ხან გაურკვევლები იპყრობენ ყურადღებას, ცოტა ხანში მოხიტოებით დახუნძლული მიმტანის “გამატარე” უშლით ნერვებს. თვითონ ფეხზე დგანან. მერე ისევ სცენიდან წამოსული ფრაზების დაჭერას ცდილობენ, დანევროზებულები მალევე გარბიან.

უშველებელი მაგიდები, პიცები, სალათები, წვენები, კოქტეილები, კაბები, თმები, ქუსლები, პოზები და პოეზია

4 Comments

Leave a Comment
  1. anuna bukia (@anunabukia) / Jan 29 2013 10:11 pm

    ყოველი ასეთი საღამოს შემდეგ ვხვდები, რომ დედამიწა იმაზე მრგვალია და ბრუნვადი ვიდრე მეგონა. ))) ორი რამ აღმოვაჩინე ჩვენს დროში ლექსით ტკბობა ან ცუდი ტონია ან ელიტარული )))))) ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ის ჩვენი დრო მალე გადის და რცება ნამდვილი:*
    ცუდია , რომ საღამოს ვერ დავესწარი. წინა დღით სალომეს მეგობარმა (მწერალმა) დამატკბო თავისი არსებობით ))) ვისა არ ჰქონია კრიზისი ))))) ისე ამ ვიზიტით ალბათ საკუთარი ჰარმონიის მართებულობას გამოვცდიდი ))))))))

  2. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Jan 30 2013 9:18 am

    სალომე კასრაძე ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ჩემი მეგობრების სიაში არ უნდა იყოს წესით :ლოლ: პოეზიის საღამოზე საჭმელი რად უნდოდათ, სულიერი საკვები არ კმარა ნუთუ? =))))))))) მე და შენ მშვენიერ პოეზიის საღამოებზე ვართ ერთად ნამყოფი, გახსოვს? არ მახსოვს იმ კაცს რა ერქვა და მისი მთხრობელი ქალის ტყავის კაბა კი არასოდეს დამავიწყდება.

    • mkitxveli / Jan 30 2013 10:37 am

      მიხეილ ღანიშაშვილი😀

  3. Kejeradze / Jan 30 2013 10:54 am

    მსგავს საღამოზე რომ მოვხვდე, აუცილებლად “დანევროზებულების” კატეგორიაში მოვხვდები🙂 “ფეისების” და “გაურკვევლების” საზოგადოებას დიდხანს ვერ გავუძლებ და გავიქცევი (თუნდაც ჩემი ფავორიტი პოეტები კითხულობდნენ ლექსებს)…

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: