Skip to content
February 6, 2013 / mkitxveli

უმბერტო ეკო – „ვარდის სახელი“

ვარდის სახელი უმბერტო ეკო„დამჭკნარი ვარდის სახელიღა რჩება, გვრჩება შიშველი სახელები“

მთელი ისტორია სახელებია. ხელშესახები ცოტა რამ თუ შემოგვრჩა. საბოლოო ჯამში ყველაფერი ქრება სახელების გარდა. ჭეშმარიტება არ არსებობს. ყველაფერი  ძალიან მარტივია,  რის ამოხსნასაც ვცდილობთ, რასაც ვეძებთ, სინამდვილეში ჩვენს წინაა, უბრალოდ არ ვიჯერებთ და სადღაც შიგნით გვინდა შესვლა და ვართულებთ.

ამბავიც მარტივია – შუა საუკუნეების იტალიაში ბენედიქტელთა ერთ-ერთ მონასტერში ბერებს კლავენ, საქმის გამოძებას ინგლისელი ფრანცისკანელი ბერი  იწყებს. ისტორიას მისი მოსწავლე ადსო ყვება, რომელიც მოვლენების შემსწრეა. მთავარი საიდუმლო იმ ბიბლიოთეკის ლაბირინთებშია, სადაც უძველესი გამოცემებია დაცული. მონასტერში მათი ჩასვლისას ერთი გვამია, ამბის გახსნის მომენტში რამდენიმე. წიგნის დასასრულს უამრავი.

უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი“ დეტექტივი არ არის.

ისტორიული რომანია გამოგონილი პერსონაჟებით.

ქონდრისკაცები ვართ, მაგრამ ქონდრისკაცები გოლიათებს ვადგავართ მხრებზე და სიდაბლის მიუხედავად, მათზე შორს ვხედავთ ჰორიზონტის ხაზს.

ყველა დეტალი ისე აქვს გათვლილი თვითონ რომ არ ეღიარებინა დაიჯერებდი რომ ეს მონასტერი მართლა არსებობდა, და ბერი უილიამის სახელიც იცოდა ისტორიამ.

ყველაზე მეტად ენა მხიბლავს. არც თანამედროვეა და არც წინასაუკუნეებისთვის დამახასიათებლად მძიმე. ამბავს ეკო მთლიანად გაერიდა. ბერი ადსო უყვება ვალეს რომლის ნაწერიც ავტორმა ნახა. ტექსტი სწრაფად წასაკითხი რომ ყოფილიყო ეს იმისთვის დასჭირდა (თუ რამე არ მოგწონთ ადსოს დააბრალეთ. აქვე უნდა ვთქვა, რომ ქართულად არაჩვეულებრივი თარგმანია.) მე კიდევ ამ ბერისაც ისევე მჯერა. ეკო ყველა პერსონაჟს სრული სიზუსტით იცნობს და მკითხველის ნდობას ამით იმსახურებს, როდესაც მწერალი ასე ჩამოყალიბებულია, შეუძლებელია, ყველაფერი არ დაგაჯეროს.

მეცნიერება მარტო იმის ცოდნა არაა რა შეიძლება, ან უნდა გააკეთო, არამედ ისიც, გაიგო რისი გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ არ უნდა გააკეთო.

ეპოქაა ისეთი, ვინ რომელი ორდენის წევრია, ვინ ვისი მომხრეა, ვინ მწვალებელია და ვინ ჭეშმარიტი მორწმუნე, რთული გასარკვევია. ეს ნაწილი ეკოსთანაც ვერ გავიგე ცხადად.

სხვადასხვა ორდენის წევრები მონასტერში იკრიბებიან და ბერები წვერით ითრევენ ერთმანეთს. მთავარი საკამათო თემა ისაა, ქრისტე ღარიბი იყო თუ მდიდარი. ეკო აქ მთელ სამღვდელობას დასცინის. ამას ცხადად ხედავ, ზედმეტი ირონიული შენიშვნების გარეშე.

სიღარიბე იმას არ ნიშნავს, რომ სასახლე არ გაქვს, მთავარი ისაა იყენებ საკუთრების უფლებას თუ უარყოფ მას

მთავარი გმირი ხსნის ყველაფერს, მაგრამ მაინც მარცხდება. სიცილი კიდევ საკვანძო ქმდება ხდება.

ვისაც ადამიანი უყვარს მისი მოვალეობა, ალბათ, სწორედ ისაა, რომ ჭეშმარიტებაზე გააცინოს, თავად ჭეშმარიტება გააცინოს, რადგან ერთადერთი ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო როგორ გათავისუფლდე ჭეშმარიტების ავადმყოფური სიყვარულისგან

ესეც მთავარი იდეა.

უმბერტო ეკო

უმბერტო ეკო

„დიოგენეს“ მიერ გამოცემულ ამ წიგნს, ბოლოს ეკოს განმარტებები ახლავს, რომელიც 1983 წელს ნაწარმოების გამოცემის შემდეგ დაუწერია. ძირითად ტექსტზე არანაკლებ საინტერესოა.

„ორი-სამი თვე ვიმუშავე იმისთვის, რომ შესაბამისი ლაბირინთი მომეგონებინა. ბოლოს კი იძულებული გავხდი კედლებში ნაპრალები დამემატებინა, რათა ლაბირინთში ჰაერს ემოძრავა“

აქედანაც ჩანს რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ყველა დეტალს და რა სიზუსტითაა შექმნილი თთოეული მათგანი.

„ავტორი უნდა მოკვდეს ნაწარმოების დასრულების შემდეგ. ტექსტის სვლა რომ არ დააბრკოლოს“

ნაწარმოების ბოლო ფრაზაში ეკო კვდება და შენ რჩები ბევრი ფიქრით, ამბების ერთმანეთთან კავშირებით.

ბოლოს წერს მკითხველი თუ თამაშში ავიყოლიე და პირველი მძიმე ასი გვერდი წავაკითხე, მერე ჩემიაო. ახლა ვფიქრობ, ვინ მოიგო ეს თამაში – ეკომ, რომელმაც შუა საუკუნეების ამბავზე შექმნილი 700 გვერდიანი წიგნი წამაკითხა და ამ ხნის განმავლობაში ყველასა და ყველაფერს მომწყვიტა. თუ მე, რომელმაც ორ დღეში წავიკითხე ამხელა წიგნი, რომლის წერასაც ეკომ წლები მოანდომა.

14 Comments

Leave a Comment
  1. Tamuna / Feb 7 2013 6:37 am

    შესანიშნავი რეცენზიაა. მე არ მაქვს ეს წიგნი წაკითხული, და ნამდვილად მომინდა წაკითხვა. ალბათ სტატიის ავტორის მიზანიც ეს იყო🙂

  2. Kejeradze / Feb 7 2013 11:12 am

    ეკო ისტორიული რომანების “სპეციალისტია”… ვრცლად წერს, მაგრამ ისე საინტერესოდ, რომ ზოგიერთ მოთხრობაზე უფრო სწრაფად იკითხება🙂

  3. shoshiashviliqeti / Feb 7 2013 11:27 am

    ამ ბლოგის ახალი მკითხველი ვარ… ძალიან საინტერესო ბლოგიააა იმედია ასე გააგრძელებ და საინტერესო წიგნებს დაანონსებ ))🙂

    • mkitxveli / Feb 8 2013 6:52 pm

      მიხარია რომ აქ მოხვდი🙂 რასაც ვკითხულობ, მის შესახებ ვწერ. საინტერესო ცოტა სუბიექტური რამაა. იმედია მოგეწონება რამე🙂

    • shoshiashviliqeti / Feb 13 2013 3:16 pm

      დოვლატოვის შემოქმედება კარგად გაქვს განხილული )) ბევრ რამეში გეთანხმები🙂

  4. LAzy / Feb 7 2013 8:38 pm

    ძაან მაგარია ნამდვილად.ასეთი ჟანრის წიგნები მომწონს მაგრამ სამწუხაროდ არ შეემხვედრია რო წამეკითზა სამაგიეროდ კინოები იცოცხლე ბლომად მაქ ნანახი.მოკლედ ძაან სერიოზული ნაწარმოებია და ფილმიცაა გადაღებული ოღონდა ძველია და ეხლა რო გადაიღონ ნამდვილად მომგებიანი იქნება.

  5. sifra / Feb 26 2013 11:25 am

    გეთანხმები ნადი ბესცელერი გამოვა

  6. umuzowriter / Apr 11 2013 3:37 pm

    კარგი სტატია, მართლა დამაინტერესა შემდეგში აუცილებლად წავიკითხავ………..

  7. nini / Feb 13 2014 7:54 am

    საინტერესოო წინასიტყვაობაა ) აუცილებლად წავიკითხავ. ამ წიგნის ელექტრონულიი ვერსიაა თუ ვინმემ იციით დამეხმარეეთ პოვნაშიიი)

  8. megi / Jul 16 2014 3:25 pm

    ვამთავრებ და შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ძალიან მომწონს

  9. Megi Kandelaki / Aug 19 2014 9:29 am

    ძალიან მომეწონა, ეხლა ფილმსაც ვუყურებ❤

  10. გელა / Nov 8 2015 8:15 am

    დავიწყე კითხვა და თავი გავანებე, ძალიან მძიმედ წერს, მძიმედაც არა, რაღაცნაერად და არ მომეწონა, მერე სადღაც ამოვიკითხე, რომ თვითონვე ამბობს მკითხველი მთავარია 100 გვერდის წაკითხვაზე მომყვეს და მერე თავს აღარ გაანებებსო. მე კიდევ გითხრა სიმართლე ბევრი წიგნი გადამიდევს გვერდზე თუკი თავიდანვე არ მომეწონა. ფილმს ვუყურე და არაუშავს, შონ კონერი ძალიან მომწონს საერთოდ.

    • mkitxveli / Nov 9 2015 8:34 pm

      გელა სიმართლე გითხა, მიკვირს როგორ ვერ წაიკითხეთ. ისე სწრაფად წავიკითხე ეს წიგნი, რომ დავასრულე მეც კი გამიკვირდა. თან სოფელში ვიყავი და თავი არ ამიღია, დღემდე მახსოვს. ჭამის დროსაც კი ვკითხულობდი. ამაზე სწრაფად ამხელა წიგნი არც მანამდე და არც მერე არ წამიკითხავს

  11. გელა / Nov 10 2015 11:14 am

    ასე მგონია სხვა წიგნზე ამბობ, ეს თუ სწრაფად წაიკითხე და აზრის გაყოლა არ გაგიძნელდა, რა ვიცი, მაშინ არცერთი წიგნის წაკითხვა არ გაგიძნელდება.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: