Skip to content
March 4, 2013 / mkitxveli

კურტ ვონეგუტი – ტიტანის სირენები

sirens_of_titanიზრუნეთ ხალხზე, ღმერთი თავისთავს თვითონ მიხედავს.

ვონეგუტის კითხვისას ყოველთვის  ჩემი ერთი მეგობარი მახსენდება, იმასაც თავისებური ენა აქვს და ახლა წერს პირველ სატირულ-ფანტასტიკურ წიგნს. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ სხედან სადმე, ყოვლად არაინტელექტუალურ ადგილას და ამ  სამყაროზე ღადაობენ, მე კიდევ მათი საუბრის შინაარსი დიდად არ მესმის, უბრალოდ ბედნიერი ვარ მათ გვერდით რომ ვზივარ.

ვონეგუტის ნაწერებში მის ასაკს ვერასდროს მიხვდები, მისი იუმორი, ირონია და ფანტაზია ერთნაირად კარგია. აქაც, ისევე როგორც სხვა  ნაწარმოებებში, კიდევ ერთხელ ხედავ რა შტერი ხალხითაა დედამიწა სავსე, როგორ ვერ ვისწავლეთ ვერაფერი, რა უაზრო რაღაც შეიძლება გახდეს დიდი დაპირისპირების მიზეზი.

საშინელი ბრძოლები იმიტომ იმართება,  რომ რამდენიმე განსხვავებული სწორი გზა არსებობს.

იმის გამო, რომ “დედამიწა – უგუნურობის დაუსრულებელი კოშმარია”, ნაწარმოების მთავარი გმირი მატერიალიზაციას იწყებს და სხვადასხვა პლანეტებში მოგზაურობს. “მას სურდა მსოფლიო უკეთესობისკენ  შეეცვალა მარსის დიდი და დაუვიწყარი სუციდის მეშვეობით.”

მერე მარსიანელებისა და დედამიწელების ომი იწყება. არადა, მარსიც დედამიწიდან წასული ხალხით არის დასახლებული. ერთმანეთის განადგურებას იწყებენ.

დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა, რადგან სძულდათ ერთმანეთის  უაზრო რაღაცეები, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კაცთ კვლა არც ისე კარგად გამოსდიოდათ და იგივეს კეთებაში მანქანები დაიხმარეს. 

ყველაზე საინტერესო მაინც მელექი კონსტენტის (არ ვიცი სწორად გადმოვაქართულე თუ არა Malachi Constant) და მამამისის გამდიდრების ისტორიაა. ფული აქციების ყიდვით იშოვა, რომელი კომპანიის აქცია შეერჩია, ამას ბიბლიის ტექსტის მიხედვით ირჩევდა. არ ეთამხმებოდა მოსაზრებას, რომ უზარმაზარი სიმდიდრის გამომუშავება მხოლოდ უზარმაზარი ნიჭით არის შესაძლებელი.

“მაშინ უნდა ისწავლო როცა სწავლის ხასიათზე ხარ. ერთადერთი რამ, რაც ოდესმე მისწავლია ისაა, რომ ზოგი ადამიანი ბედნიერია, ზოგი არა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლა დაამთავრებულიც ვერ გეტყვი, რატომ”.

ომი და მისი კოშმარები ვონეგუტს ყველაზე მეტად, მგონი, აქ აწუხებს, კონსტენტს ომში ტვინს გაუსუფთავებენ და რობოტი ხდება, ბრძანებებს ასრულებს, საერთოდ ყველა ბრძოლა რობოტულია, ჩემი აზრით. რიგით ჯარისკაცებს ყოველთვის “ზე კაცნი” გარკვეული მიზნისთვის იყენებენ. ისინიც პატრიოტიზმის სახელით უსიტყვოდ ასრულებენ ყველაფერს.

კურტ ვონეგუტი

კურტ ვონეგუტი

თუ კითხვა გაუგებარია, პასუხიც ასეთივე იქნება.

გაურკვეველი ომიდან დაბრუნებული კონსტენტი ადაპტაციას ვეღარ ახერხებს და მოპოვებული თავისუფლება აღარაფერში სჭირდება.

ვონეგუტმა ყველაფერი რაც იყო, ყოველთვის იქნება და ყველაფერი რაც მომავალში მოხდება, მანამდე უკვე იყოო, სამყარო ნაგვით სავსე ეზოა, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირი ღირსო და ცხოვრება სასაცილოა, როცა მასზე ფიქრს შეწყვეტო. ომები კიდევ იქნება, ამ წლების განამვლობაში ვერაფერი ვისწავლეთო.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაგემართოს ადამიანს ისაა, რომ არავინ არაფრისთვის აღარ გამოგიყენოს.

აი აქ უკვე ნიკა ჩერქეზიშვილის “არავინ მყავს და არავის ვყავარ” მახსენდება. იმაზე საშინელება მართლა არაფერია, როცა არავის აინტერესებს როგორ ხარ, თუმცა ომის დროს ადამიანი ყველაზე ბოლო რიგში დგას.

პ.ს. არავის უნდა საქართველოში ვონეგუტის რამე მაინც გამოსცეს? “დროის რღვევაც” აღარ იშოვება

18 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Mar 4 2013 9:48 pm

    ვონეგუტი უყურადღებოდ დარჩა😦 არადა “დიოგენეს ბიბლიოთეკას” მოუხდებოდა🙂

    • mkitxveli / Mar 5 2013 7:05 pm

      იმედი მაქვს მაგასაც გამოსცემენ

  2. geoblonde / Mar 5 2013 7:07 am

    ძალიან კარგია. მაინტერესებს, რა ენაზე კითხულობ? ვონეგუტი ინგლისურად ცოტა მძიმედ მიდის. თითქოს მსუბუქად წერს, მაგრამ რაღაც მაინც ძალიან დატვირთულია, რის გამოც კატის აკვანი შუაში მაქვს მიტოვებული, სულ მგონია, რომ მაგ წიგნში რაღაცები მრჩება თქო გასაგები🙂

    • mkitxveli / Mar 5 2013 7:07 pm

      ინგლისურად ვკითხულობ. მე არ მემძიმება, პირიქით მისი მთავარი ღირსება ენაა, საოცარი გამონათქვამები და მიგნებები აქვს. კატის აკვანი სამწუხაროდ არ მაქვს წაკითხული, ელექტრონული ვერსია რაღაც არსად შემხვდა

    • geoblonde / Mar 6 2013 7:23 am

      მე მაქვს ინგლისური ვერსიაც და რუსულიც კინდლისთვის. თუ გინდა, შემიძლია გადმოგიგზავნო

    • mkitxveli / Mar 6 2013 9:00 am

      ინგლისური გამომიგზავნე რა აქ n_dzvelishvili@yahoo.com

  3. katerina / Mar 5 2013 7:46 am

    “აკვანი კატისათვის” საკმარისი აღმოჩნდა, რომ ვონეგუტი ჩემი საყვარელი მწერლების სიას შემატებოდა. ეს არ წამიკითხავს, გავეცნობი, დარწმუნებული ვარ, იმედს არ გამიცრუებს. სწორად გაქვს შეფასებული მისი წერის მანერა, მსუბუქი და ღრმა ერთდროულად, მსუბუქი სარკაზმით.

  4. LAzy / Mar 15 2013 7:43 pm

    აქ რა შუაშია მაგრამ ნუ მოკლავთ ჯაფარას ხო არ იცით სად ვიშოვო ან საერთოდ თუ არის ქართულად ახალ გამოცემაში?

    • bioblog.me / Mar 31 2013 6:14 pm

      ეგ წიგნი გამომცემლობა “არეტე”-მ უნდა გამოსცეს უახლოეს მომავალში.

      p.s. პოსტი ძალიან მომეწონა, “დროის რღვევა” თუ გინდა, გადმოგიგზავნი მეილზე, ელექტრონული ვერსია მაქვს კომპში.

    • mkitxveli / Mar 31 2013 8:39 pm

      ინგლისური მაქვს მეც, ქართული ხომ არ გაქვს? ტირაჟი გათავდა და ელ ვერსია არ მაქვს

  5. bioblog.me / Apr 1 2013 5:34 am

    კი, ქართულად მაქვს ელექტრნული ვერსია.

    • mkitxveli / Apr 1 2013 7:53 pm

      გამომიგზავნე რა

  6. Tamuna Gegidze / Apr 25 2013 2:28 am

    აუუ მეც მინდა გადმომიგზავნეთ რაა

    • bioblog.me / Apr 26 2013 6:36 am

      e-mail მომწერე და გადმოგიგზავნი.

  7. maito / Jun 20 2013 3:40 pm

    ქართულად მინდა ამ ავტორის წიგნი ან წიგნები : )) ვერსად ვიშოვი?

    • mkitxveli / Jun 21 2013 2:51 pm

      ჯერ არ უთარგმნიათ “დროის რღვევის” გარდა არაფერი

  8. lobzhanidze / Nov 26 2013 10:47 am

    აი სურათში გამოტანილი წიგნი ვონეგუტის ყველაზე, ყველაზე კარგი ნაწარმოებია, ვონეგუტი კი ამერიკის ისტორიაში ჩემი მოკრძალებული ერთ-ერთ ყველაზე დიდი მწერალი🙂

    • mkitxveli / Nov 26 2013 11:08 am

      მეც განსაკუთრებულად მიყვარს, საოცარი ენა აქვს, თავისი ხელწერა, რომელიც არავისში არ აგერევა

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: