Skip to content
March 24, 2013 / mkitxveli

ჯეკ კერუაკი – “გზაზე”

ჯეკ კერუაკი  გზაზეგზაზე მიდიხარ გაწერილი მარშუტით ან ექსპრომტად, ტრანსპორტით ან ფეხით, გარკვეული მიზნით ან უმიზნოდ, სამუშაოდ ან დასასვენებლად, ან უბრალოდ მიდიხარ იმიტომ, რომ წასვლა გინდა, იმიტომ რომ გზა შენთვის უფრო მეტია, ვიდრე დანიშნულებამდე მისასვლელი ასფალტი, იმიტომ რომ ბოლო ადგილი არც იცი რა არის და გზაჯვარედინზე იქით მიდიხარ, საითაც გამვლელი ტრანსპორტი  წაგიყვანს.

ასე უმისამართოდ მიდიან სალ ფარადაიზი და მისი მეგობარი დინ მორიარტი, გიჟები არიან. დინი უფრო – სადაც არ უნდა ვიყო, ჩემი ჩემოდანი ყოველთვის საწოლის ქვემოდანაა გამოჩრილი  და ყოველთვის მზად ვარ წასასვლელად ან იმისთვის, რომ გამომაგდონო.

გზა მათთვის თავისუფლებაა და ყველაზე მაგარი კაიფი.

აი ასეთი მინდა ვიყო. არაფერზე არ არის დამოკიდებული. მისთვის ყველა გზა ხსნილია, გულში არაფერს იტოვებს, დრო აქვს შეცნობილი, წინ და უკან ირწევა, სხვა რა საქმე აქვს, მაგარი კაცია.

სალ ფარადაიზი სინამდვილეში ჯეკ კერუაკია, “გზაზე” კიდევ ბიტლიტერატურაში გამორჩეული წიგნი. ამ თავზეხელაღებული ტიპების მოგზაურობა მაშინ სულ სხვა მნიშვნელობის იყო. ჩემი თაობისთვის არც ისე აქტუალური თემატიკაა. მე, ალბათ, ვერასდროს გავიგებ ბიტნიკების მუღამს და იმ როლს, რაც მათ მსოფლიო ხელოვნებაში ითამაშეს.

წიგნის სიუჟეტი მოსაყოლად არ ღირს, მთელი 500 გვერდი გადარეულების მგზავრობის ისტორიაა.

დინი სამყაროს ყოველთვის ისეთს იღებდა, როგორიც იყო – გადაუმუშავებელს.

შიგადაშიგ მესმის მათი, უფრო ხშირად-არა, ხანდახან მინდა, მეც მათ მსგავსად ვიკიდებდე ცხოვრებაში ყველაფერს და უფრო მეტად მინდა, მქონდეს მომენტები, როცა ისევე აღმომხდება აღფრთოვანების შეძახილი, როგორც დინს, როცა ჯორჯ შირინგის დანახვისას წამოიძახა – ღმერთი მოსულა!

როცა ბოლოს, მაგრამ მაინც ყველაფერი მთავრდება, როცა უბრალოდ ასაკი აღარ გიწყობს ხელს ახალი ახირებები გამოიგონო, როცა უკვე საკმაოდ დალეწილ-გალეწილი ხარ, ალბათ სულ სხვა შეგრძნებაა თქვა:

ჩვენ შევიცანით დრო – ვიცით, როგორ შევანელოთ ის, როგორ ვიაროთ, დავაკვირდეთ და ძველებურად ვიკაიფოთ

ცხოვრებაში ყველასა და ყველაფერს აქვს თავისი გზა –  “წმინდანის გზა, გიჟის გზა, ცისარტყელის გზა, აკვარიუმის თევზის გზა – ნებისმიერი გზა შეიძლება იყოს, ეს გზა ყველასთვისაა და ყველგან და ყველანაირად მიდის”. ამ გზაზე ყველა თავისებურად მიდის, როგორც შეუძლია – ისე.

ვფიქრობდი, რომ ჩემი მეგობრის ეს ხელისგული კერუაკის წიგნის ყდისთვის გამოდგებოდა

ვფიქრობდი, რომ ჩემი მეგობრის ეს ხელისგული კერუაკის წიგნის ყდისთვის გამოდგებოდა

3 Comments

Leave a Comment
  1. Kejeradze / Mar 24 2013 8:45 pm

    სილ მინდოდა ასე ცხოვრება – “ზურგჩანთების რევოლუციის” მოწყობა… დიდი მადლობა ჯეკს, რომ სულ ცოტა ხნით მაინც მომცა ამის საშუალება🙂❤

  2. soullsaver / Mar 20 2014 6:15 pm

    ფეხებზე მკიდია ყველაფერი, სანამ ამ გოგოს დათრევა შემიძლია და იმისიც, რაც ფეხებშუა აქვს… ^_^

Trackbacks

  1. კერუაკი “გზაზე” – რეალური პერსონაჟები |

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: