Skip to content
April 9, 2013 / mkitxveli

ოსნე საიეშტადი – გროზნოს ანგელოზი

გროზნოს ანგელოზი - ოსნე საიეშტადიÅsne Seierstad – Angel of Grozny: Inside Chechnya

ოსნე მგონი იმიტომ წერს, რომ ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ მაფიქრებინოს, რა კარგია საქართველოში რომ დავიბადე. ეს ფრაზა პირველად ოსნეს “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” წაკითხვის შემდეგ აღმომხდა და ახლა “გროზნოს ანგელოზის” დასრულების შემდეგაც იგივე გრძნობა აქვს.

ყოველთვის მაინტერესებდა ჩეჩნეთში მიმდინარე ამბები, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ყველაზე ნათელ სურათს ნორვეგიელი ჟურნალისტ-მწერალი დამიხატავდა.

ოსნე საიეშტადი ჩეჩნეთში ჯერ 90-იან წლებში მიმდინარე ომის დროს იმყოფებოდა, მერე ისევ დაბრუნდა შამილ ბასაევის დროს.

ამ წიგნში ცალსახად იკითხება ორი რამ – ჩეჩნები მეომარი ხალხია – ჩეჩენი ან აფანატებს ერთ ლიდერზე ან იბრძვის, არ არსებობს მესამე ვარიანტი. რუსეთი კი ჩვეულებრივი დამპყრობელი ქვეყანაა – პუტინი ამ წიგნშიც (ჩეჩნების ცხოვრებაშიც) პუტინობს. თუმცა ყველაფერი გაცილებით რთულადაა და როგორ ჩამოყალიბდნენ ჩეჩნები ისეთებად, როგორებიც არიან, კარგად ჩანს იმ ბავშვების მაგალითზე “გროზნოს ანგელოზში” მრავლად რომ არიან.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩეჩნეთი ჯოხარ დუდაევი მეთაურობით თვითაღიარებულ რესპუბლიკად გამოცხადა და რუსეთმა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა, ჩეჩნები მსოფლიო თანამეგობრობას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

“იმ დროს, როდესაც რუსეთი ჩვენს სოფლებს ბომბავს, თქვენ მხოლოდ მხრებს იჩეჩავთ და იმითაც კმაყოფილები ხართ, რომ თავად არაფერი გემუქრებათ”

მერე ამას მოგვიანებით ტერორისტული აქტები მოჰყვება, “ნორდ ოსტის” მსგავსი, 18 წლის გოგოები თავებს აიფეთქებენ.

“როდესაც ჩვენი სოფლები იბომბება ყურსაც არავინ იბერტყავს, მაგრამ როგორც კი რესპუბლიკის საზღვრებს ვცდებით , მსოფლიო პრესის წარმომადგენლები აქეთ გამორბიან და სენსაციურ ფაქტებზე ნადირობენ.”

ჩეჩნეთში ოჯახი აღარ რჩება, სადაც 3-4 შვილი გარდაცვლილი ან უგზო უკვლოდ დაკარგული არ ჰყავდეთ. იქაურები ორ ნაწილად იყოფიან – ბევრი შამილ ბასაევს უერთდება და საკუთარი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. სხვები ფიქრობენ, რომ ომი აღარ არის საჭირო, დაიღალნენ და რუსების მიერ დანიშნული პრეზიდენტების მამა-შვილი კადიროვის მორჩილების დროა.

რამზან კადიროვმა ისეთი სისტემა შექმნა, ორუელი გაგახსენდება მაშინვე, მაგალითად, აქვთ ინოვაციების განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც ამბობენ, რომ ისეთ აქციებს აწყობენ, როგორიც ადრე არასდროს ყოფილა – იმ არტისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს იწვევენ, რომლებიც ჩეჩნეთში ადრე არ ჩამოსულან. (აქ დეპარდიეს კადიროვთან სადილი მახსენდება, ინოვაციური იყო)

ჩამოიყვანს “მის მსოფლიოზე” მონაწილე გოგოებს, თვითონ კი აწყობს  “მის ჩეჩნეთს” – გამარჯვებულად ის გოგონა სახელდება, რომელიც სამზარეულოში თავს გამოიჩენს და რომელმაც ტრადიციები ყველაზე უკეთ იცის.

ოსნე საიეშტადი

ოსნე საიეშტადი

პარალელურად რუსეთში სულ უფრო იზრდება ჩეჩნებისადმი სიძულვილი, ფიქრობენ, რომ ისინი ტერორისტებად იბადებიან, ამიტომ ეს ერი უნდა განადგურდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუს ჯარისკაც ნიკოლაის საკუთარ არმიაში საზიზღრად ექცევიან, ყველანაირ უფელებას ურღვევენ და საკუთარ თავს ერთჯერად ჯარისკაცს უწოდებს, რადგან ნაღმზე აფეთქდა და აღარავის სჭირდება, მაინც ამბობს, “პუტინი კარგია ცდილობს ჩვენი ქვეყნის მთლიანობა შეინარჩუნოს”.

ქალთა უფლებები ჩეჩნეთში დაახლოებით ისეთივეა როგორც ავღანეთში

“დედაკაცო, შენს მეუღლეს დაემორჩილე, მამაკაცისთვის თავის გატოლებას ნუ შეეცდები, რაც არ უნდა იყოს  ქალი მაინც ქალია და ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია’.

ამ წიგნის მთავარი ღირსება ისაა, რომ ოსნე მოვლენებს აღწერს ჩეჩნეთის იმ ადგილიდან, სადაც ჟურნალისტები დაცვით შეჰყავთ, იქიდანაც, სადაც არავის უშვებენ და ის ჩეჩნურად გადაცმული იმალება, ბოლო ნაწილი მოსკოვს ეხება. ჟურნალისტია და ყველა მხარის ჩვენებას რომ ცდილობს, ბუნებრივია. მთავარი ისტორიებია, რაც აქ მოხვდა.

ოსნეს ყველგან უმტკიცებენ, რომ არსად არავის უფლება არ ირღვევა, ისიც ამაოდ სვამს საწინააღმდეგო კითხვებს. ამ დროს ჩემი ყარაბაღელი ნაცნობი მახსენდება, ერთ-ერთ შეხვედრაზე ამტკიცებდა რომ “არცახი” (ყარაბაღი) ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში, ამ დროს შვეიცარიელმა იკითხა, ჩვენ ერთნაირად გვესმის დემოკრატიის განმარტებაო?

მიყვარს ოსნესნაირი მაგარი გოგოები.

ესეც წიგნის მთავარი გმირები

6 Comments

Leave a Comment
  1. kushichka / Apr 10 2013 7:52 am

    minda am wignis wakitxva uzomod, mec miyvars es qali da kidev aseti kargi postebi !!!!

  2. rusa111 / Apr 12 2013 10:23 am

    მეც არ წამიკითხავს, მაგრამ საინტერესოდ დაგვიხატე და მოგვანდომე წაკითხვა!

  3. ბელა / May 15 2013 7:35 am

    სულისშემძვრელი წიგნია.არის მომენტები რომელზეც ბევრი ვიტირე.

  4. Kejeradze / Jun 9 2013 8:42 pm

    მძიმე წიგნია, მაგრამ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს (მით უფრო მათთვის, ვისაც რუსეთი კეთილშობილი და მეგობრული ქვეყანა ჰგონია)…

  5. Mari Axalaia / Nov 8 2013 9:55 am

    (,,ოსნე მგონი იმიტომ წერს, რომ ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ მაფიქრებინოს, რა კარგია საქართველოში რომ დავიბადე.” ) ბოდიშის მოხდით,მაგრამ მაინც მივცემ საკუთარ თავს იმის უფლებას და არ დავეთანხმები თქვენს ამ წინადადებას.მართლაც ,რომ ძალიან მძიმე წასაკითხი წიგნია,მაგრამ ის რომ საქართველოს არ გამოუვლია ისეთივე სასტიკი ომი როგორც ჩეჩნეთში, ეს სიცრუეა.საბედნიეროა,რომ თქვენ ასე ფიქრობთ და არ ხართ არცერთი ომის მონაწილე ვგულისხმობ(აფხაზეთის და ცხინვალის ომებს),მაგრამ სამწუხაროა ის, რომ არ გსმენიათ ამ ომების შედეგად დატრიალებული ტრაგედიების შესახებ.არანაკლებ საშინელი წლები გამოუვლიათ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს,განა იქ მცხოვრებ ბავშვებზე ნაკლებად აისახა დაუნდობელი ომი,მე რამდენადაც ვიცი ძალიან ბევრი მოზარდი შეეწირა მაშინდელ ომს და ძალიან ბევრს არაჯანსაღი ფსიქიკა ჩამოუყალიბდა,ზოგი მათგანი დღესაც ცხოვრობს იქ,იმ გაუსაძლის რეგიონში სადაც ყოველ დღე აწყდებიან სრულ განუკითხაობას და სულიერ ზეწოლას.იცით ჩვენი პრობლემა რაშია?ყოველთვის სხვის ჭირს და ვარამს უფრო მეტ პატივს ვცემთ ვიდრე საკუთარს.მე ეს მხოლოდ ჩემი ზედაპირული ცოდნით არ დამიწერია,მსგავსი მძიმე ისტორიები არაერთხელ მომისმენია აფხაზეთში მცხოვრები მეგობრებისგან და ახლობლებისგან.კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს,მაგრამ მადლობა იმისთვის თქვენ ავტორო,რომ მომეცა საშუალება ეს ყველაფერი დამეწერა.

    • gela / Feb 23 2014 8:55 am

      წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ დაახლოებით ვხვდები რაც წერია, აბსოლიტურად გეთანხმები მარი, მართალი ხარ, რაც საქართველომ გამოიარა უარესი იყო ვიდრე ჩეჩნეთის ომი და აი რატომ, ჩეჩნეთში ჰყავდათ მტერი რუსეთის სახით და მთელი ერი ომობდა მის წინააღმდეგ ( ბავშვების ჩათვლით) , მართალია ეს ომი იყო სასტიკი, თუმცა ჰყავდათ გარკვეული თუ ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ეს ომში ბევრს ნიშნავს, ხოლო საქართველოს სიტუაცია კი ამგვარი იყო— რუსები, აფხაზები, დაქირავებული მებრძოლები, გამყიდველი ქართველები, ათასი ჯურის შენაერთები, სამარადიოროდ წასული არაკაცები. ვინ ვის ებრძოდა არავინ იცოდა, რამოდენიმეჯერ იღებდნენ ტერიტორიებს და ბრძანების მერე ისევ თმობდნენ. ეხლა რაც მოსახლეობას შეეხება, ძავცვა, გაუპატიურება და დამცირება მრავლად გამოიარა მოსახლეობამ. ნატა შენ ალბათ პატარა იყავი იმ დროს და არ იცი ზუსტად რა ხდებოდა, ერთი კი არის, რომ ჩეჩნები უფრო იდგნენ ერთმანეთის გვერდში, ვიდრე ჩვენ, თუმცა იმპერიამ რომელსაც რუსეთი ჰქვია და ისტორიის მანძილზე კარგი არცერთი ქვეყნისათვის არ გაუკეთებია, მაინც მოახერხა და ჩეჩნეთს ისევ გამყიდველი ჩეჩენის ხელით აკონტროლებს. მაგ წიგნს აუცილებლად წავიკითხავ და სად იყიდება? p.s რუსეთი საშინელი იმპერიაა, მაგრამ დღევანდელ ევროპას , რომ ვუყურებ თუ როგორ უძვრებიან ამ ურჩხულს, განა რითი არიან მაშინ მასზე უკეთესები. ოსნეს მსგავსი რამოდენიმე ადამიანი, რომ ამბობს სიმართლეს ეს არ არის საკმარისი.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: