Skip to content
April 14, 2013 / mkitxveli

პ.გ. ვუდჰაუსი – დაიკიდე, ჯივზ!

დაიკიდე ჯივზSir Pelham Grenville Wodehouse – ‘Right Ho, Jeeves’ and ‘Jeeves Takes Charge’ 

ბევრი საქმე რომ გაქვს, გაოგნებული ზიხარ, არ იცი საიდან დაიწყო, აი მაშინ უჯერებ ვუდჰაუსს, იწყებ კითხვას “დაიკიდე, ჯივზ!”  და იკიდებ ყველაფერს.

დიდი ხანია, კითხვის დროს ამდენი არ მიხალისია, მთელი წიგნი ღიმილიანმა ჩავამთავრე, რამდენიმე ეპიზოდზე კი ხმამაღლა ვიცინე. ჯივზი ბერტი ვუსტერის ჭკვიანი ლაქიაა. ბერტის ჰგონია, რომ მითი ჯივზის გამჭრიახობის შესახებ გადაჭარბებულია, ამიტომ გადაწყვეტს გარკვეული ამბები თვითონ მოაგვაროს. თუმცა ყველაფერს აურ-დაურევს, დეიდა დალიას თუ დავუჯერებთ, ბრიყვია, შერეკილი, ღვთის რისხვა და იმიტომ.

ერთი მთლიანი ამბავია და სიუჟეტზე საუბარი არც ღირს.

წიგნში ორი ეპიზოდია – “ყველაფერს ჯივზი მიხედავს” და “დაიკიდე, ჯივზ!”  საერთოდ ვუდჰაუსს ჯივზის შესახებ მთელი სერიები აქვს დაწერილი. ამბობენ, ბერტი და ჯივზი ბრიტანულ ლიტერატურაში ისეა, როგორც შერლოკი და უოტსონიო. მე ჯივზი პირველად ახლა გავიცანი.

ერთი ჯივზისნაირი კამერდინერი მომცა და დაკიდებას რა უნდა.

ეს წიგნი იმისთვისაა, იმ რამდენიმე საათში ისეთ ხასიათზე დადგე, შენი საქმეები რთულად აღარ მოგეჩვენოს, უცებ დაალაგო და მალე გააკეთო.

პ.ს. არ მახსენდება რომელიმე გამოცემის სერია, სადაც ყველა წიგნი მომწონებოდეს. “დიოგენეს ბიბლიოთეკა” იშვიათი გამონაკლისია.

19 Comments

Leave a Comment
  1. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Apr 14 2013 10:24 pm

    ახალი პოსტი რომ დავინახე, გავიფიქრე, რა “ფენომენია” ეს ჩემი ნატკა, ამდენი საქმე თავზე ეყრება რახა–რუხით და წიგნების წაკითხვას და მასზე დაწერასაც მაინც ახერხებს–მეთქი.

    პირველად გავიგე ამ წიგნის შესახებ და გამეცინა შერლოკის და უოტსონის შედარებაზე.

    • mkitxveli / Apr 15 2013 6:30 am

      აგერ პოსტსაც კი დაეტყო ჩემი რახა-რუხით თავზედაყრილი საქმე🙂 მოგეწონება, მართლა სახალისოა

  2. Kejeradze / Apr 15 2013 2:47 pm

    ჯივზი და ვუსტერი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ღირსეული “წარმომადგენლები” არიან🙂

  3. umuzowriter / Apr 15 2013 4:15 pm

    dzalian momwons tqveni blogi, yvela statias vkitxulob…

    • mkitxveli / Apr 15 2013 4:35 pm

      მიხარია ძალიან🙂

  4. umuzowriter / Apr 15 2013 6:20 pm

    dzalian gamixardeba tu chems blogsac naxavt da sheaafsebt…

  5. datka / Apr 28 2013 11:01 am

    arafris momcemi wignia

    • ilona / Jan 22 2016 8:26 pm

      saxalisoaaa gunebis gamosaketebeli , me didad visiamovne kitxvis dros

  6. radikali / May 2 2013 5:52 am

    გეთანხმები, “დიოგენეს ბიბლიოთეკა” ყველაზე მაგარი სერიაა რაც კი გამოსულა, თან დაუნომრავი როა ეგ ხო ასწორებს და ერთმანეთზე უკეთესი წიგნებ.😉

  7. annabell lee / May 13 2013 1:23 pm

    ბიბლიოთეკაში რო შევდივარ სულ ეგ წიგნი მხვდება ხოლმე თვალში, ფრიად გამოსაჩენ ადგილას დევს და რამდენჯერ დავაპირე და ვერა და ვერ ჩავავლე:დ ამ პოსტის მერე კი პირველი მაგას დავაცხერები, ის ზოგადად არ ვიცი რატომ მაგრამ ამ ბოლო დროს მიზიდავს კერუაკის, პალანიკის, აპდაიკის და აწ უკვე ვუდჰაუზის სტილი და ჯანრი და მგონი დაახლოებით ერთ ყაიდისანი არიან ხო? თუ მომეჩვენა?

    • mkitxveli / May 15 2013 7:29 pm

      არა, მე კერუაკს და ვუდჰაუსს ნამდვილად ვერ ვამგვანებ ერთმანეთს🙂

  8. Giga Endeladze / May 28 2013 4:28 pm

    ძალიან მინდა წაკითხვა ალბათ მაგარი იქნება , სამწუხაროდ ძალიან ძვირი ღირს.

    • mkitxveli / May 28 2013 5:10 pm

      არ მგონია ძვირი იყოს სხვა წიგნებთან შედარებით. წიგნის ფესტივალზე კი მასზეც ვრცელდებოდა ფასდაკლება

  9. nutsa / Jan 22 2014 2:57 pm

    ძალიან სახალისო წიგნია!!! ვისიამოვნე და თარგმანით დავრჩი აღფრთოვანებული (ალაგ–ალაგ მეგონა ზურიკელას ბებიას გურულ წყევლასა და ძუძუებით დალოცვას ვკითხულობდი🙂 )

  10. maikuu / Jul 9 2014 7:27 pm

    ძალიან კარგია, მადლობაა

  11. Natia Putkaradze / Dec 7 2014 11:25 pm

    :)) კარგია!

  12. ninnaka / Mar 7 2015 3:00 pm

    ჯივზისა და ბერტის ისტორიამ მეც მომწყვიტა ცოტა ხნით თავზე დაყრილ საქმეს და ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე. განტვირთვა და განწყობის გამოკეთება გარნტირებულია ნამდვილად. :)))

  13. ilona / Jan 22 2016 8:25 pm

    rooogroo miyvarsssss❤

Trackbacks

  1. პ.გ. ვუდჰაუსი – ვუსტერთა გვარის ღირსება | მკითხველის ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: