Skip to content
April 30, 2013 / mkitxveli

უმანკოების მუზეუმი – მე წიგნში

316400_4162700044278_509167709_nროცა წიგნს ვკითხულობ, ყოველთვის წარმოვიდგენ როგორი შეიძლება იყოს წიგნში აღწერილი სამყარო და ვცდილობ გმირები დავინახო. თუმცა, დღემდე არასდროს მიმოგზაურია წიგნში. უმანკოების მუზეუმიდან გამოსულს ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ფურცლებს შორის ვიარე.

ჩემი აპარტამენტები ჩუქურჯუმას გვერდითაა,  წიგნის ინსტრუქციას მივყვები – ფეხით გადავდივარ მუზეუმში. მუზეუმი რა, გარედან ჩვეულებრივი სტამბოლური სახლია. წიგნი მიმაქვს, ჩემი ბილეთია იქ შესასვლელად. ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც წიგნში. იმ ადგილას სადაც ბილეთი უნდა იყოს (688-ე გვერდია) ფუსუნის საყურის გამოსახულებიან ბეჭედს არტყამენ.

სახლი სამსართულიანია, ყველა ვიტრინა წიგნის კონკრეტულ თავს ეძღვნება. მუზეუმის კარი რომ დაიკეტება, პირველი რასაც ხედავ, წიგნის პირველი ფრაზაა: “რა ვიცოდი თურმე  ჩემს ცხოვრებაში უბედნიერესი წამი რომ ყოფილა”. ვიტრინა #1 და შენ პირველ თავში ხარ. ეს  ფუსუნის სახლია, ის ყველგანაა და თან არსად ჩანს. ყველა ნივთი, რომელიც კი ნაწარმოებში ნახსენებია, შეგიძლია ნახო, მაგრამ ფუსუნის სახეს ვერ ხედავ. ეს ერთადერთია, რასაც ავტორი  თავისთვის იტოვებს და შენს ფანტაზიას ანდობს.

საუკეთესოდ შექმნილი მუზეუმები იმიტომ კი არ გვედება მალამოდ, რომ ძველ ნივთებს ვხედავთ არამედ იმიტომ რომ ისინი დროის შეგრძნებას გვაკარგვინებენ. მუზეუმები დასათვალირებლად კი არა, განსაცდელად და შესაგრძნობლად იქმნება.”

ქემალ ბეის ეს დანაბარები აქ შესრულებულია.

ის მომენტი გახსოვთ, ქემალს ფუსუნი რომ ყველგან ეჩვენება?  ვიტრინაში ისე კარგად არის გადმოცემული. ყველაფერი შავ-თეთრია და ფუსუნი წითელი კაბით ლანდად ჩანს ყველა ეპიზოდში.

ამ სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი თავი 54-ეა – “დრო”, რომელიც ფუსუნის სახლში დაკიდებულ ხანდახან მოწიკწიკე საათს ეხება. არადა, წიგნის კითხვის დროს დიდი ყურადღება არ დამითმია. სინამდვილეში საკვანძო მომენტია და ყველაზე კარგად გაჩვენებს, რატომ ჰქვია ამ წიგნს და შესაბამისად მუზეუმსაც “უმანკოების მუზეუმი”.

image_1367343748797337“როდესაც ძველ დროს ტბილად იხსენებდა ამის მიზეზი ის კი არ იყო, რომ წარსულის ცუდი მოგონებები წლების შემდეგ კარგად გვახსენდება, არამედ ის, რომ ცუდი პერიოდიდან მხოლოდ მხოლოდ კარგს ვიხსენებთ”.

მესამე სართულზე წიგნი მთავრდება, მანამდე ფამუქის ხელნაწერებია გამოფენილი, ესეც წიგნის ინსტრუქციის თანახმად. აქ იგებ რა თავები ამოიღო წიგნიდან მწერალმა. ბოლო გულაჩუყება ვასასის აქ დაემართა – როცა ფამუქმა ნობელი მიიღო, სასტუმროში დაბრუნებულმა “უმანკოების მუზეუმის” წერა განაგრძო. ეს ფურცლებიც აქვეა. მათ ქვემოთ კი ის კალმებია გამოფენილი, რითიც ნაწარმოები დაწერა.

მარცხნივ პატარა შესასვლელია და აქ ის ოთახია მოწყობილი, პირველ თავში რომ იხსენებს, იქ სადაც მისი ყველაზე ბედნიერი წუთები იყო. ჩამოსაჯდომია. წიგნსა და მის იდეაზე საფიქრელად უკეთესი ადგილი არ არსებობს. არ ვიცი ამაზე ეფექტურად როგორ შეიძლება ადამიანმა ტრადიციები გააკრიტიკოს.

ვიდრე წიგნიდადან ამოხვიდოდე/მუზეუმიდან გამოხვიდოდე ბოლო ფრაზაა წასაკითხი – “მინდა, ყველამ იცოდეს, რომ უბედნიერესი ცხოვრება გავიარე”.

უკან კარი დაიხურა და შენ დედამიწაზე დაბრუნდი.

9 Comments

Leave a Comment
  1. LiLaC / Apr 30 2013 10:25 pm

    ზემოთ, საწოლთან რომ ჩამოსაჯდომია, ვიჯექი და რა მატირებდა მეც არ ვიცოდი, მაგრამ ვიჯექი და ვტიროდი და მეგონა, რომ სულ 5 წუთით ადრე იმ საწოლში ჩემი ძალიან ახლობელი კაცი იწვა, რომელიც მიყვებოდა თავისი ცხოვრების თავების შესახებ და მერე ეს კაცი გაქრა, ჰოდა, ასე ვიჯექი და დავტიროდი ქემალ ბეის🙂

  2. shoshiashviliqeti / May 1 2013 3:26 pm

    ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სურვილი გამიჩნდა კიდევ თავიდან დამეწყო კითხვაა, იმდენად შევეჩვიე გმირებს რომ თავი მათი ამბის მონაწილედ მიმაჩნდა ))

  3. salomeaa / May 2 2013 9:03 pm

    შეგიძლია დაწვრილებით მომწერო როგორ წახვედი? გზა თბილისიდან მუზეუმამდე. ამ ზაფხულს შვებულების დროს მინდა წასვლა:)))

    • mkitxveli / May 4 2013 5:16 pm

      თვითმფრინავის ბილეთები იანვარში ფასდაკლებით ვიყიდეთ, ამიტომ ძვირი არ დაგვიჯდა. აპარტამენტები ჩუქურჯუმას გვერდით ქუჩაზე გვქონდა ნაქირავები. აგერ უკვე ერთი კვირაა აქ
      ვიმყოფები და ყოველ დღე უმანკოების მუზეუმთან მიწევს გავლა. ძირითადად ფეხით დავდივართ, ფასები ყველგან საქართველოსავითაა, თან ლირა და ლარი თითქმის ტოლია. ასე რომ ძვირი არ დაგიჯდება რამდენიმე დღე ჩამოსვლა. წიგნს თუ წამოაყოლებ მუზეუმში უფასოდ შეგიშვებენ. მე ჟურნალისტის კარტაც მაქვს და უფასოდ შევდივარ მუზეუმებში ამიტომ თითქმის ყველა მოვიარე🙂 წასვლას რომ დააპირებ შემეხმიანე და აუცილებლად სანახავ ადგილებსაც გეტყვი

  4. ლიკას ბლოგი / May 5 2013 5:00 pm

    აუ რა მაგარია მეც მინდა წასვლა, როგორ მინდა…იმედია ერთხელ აუცილებლად წავალ…..ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ ჩუქურჯუმას ქუჩა ისეთი ახლობელი გახდა.

  5. Nika Topuria / May 6 2013 11:04 am

    ქუთაისში თუ ვინმე ცხოვრობს ამ ბლოგის მკითხველთაგან იმათ საყურადღებოდ (ნუ სხვა რეგიონებიდანაც თუ ჩამოხვალთ რა აჯობებს🙂 ) — ასოციაცია პროგრესმა ჩამოაყალიბა მკითხველთა კლუბი ( ორი კვირაა სულ🙂 , ვისაც სურვილი ექნება გვეწვიოს პარასკევს ოფისში ( თამარ მეფის ქუჩა #56) და ვიდისკუსიოთ ერთად ( ყოველ შეხვედრაზე ვირჩევთ წიგნს, და მომდევნო შეხვედრაზე განვიხილავთ და აზრებს ვუცვლით ერთმანეთს). მსურველები შეგვეხმიანონ Facebook-ის გვერდზე https://www.facebook.com/events/280516125416765/

  6. rusa111 / Jun 30 2013 5:13 pm

    მე ჯერ არ წამიკითხავს, სხვადასხვა მოსაზრებებს ვისმენ, ზოგს არ მოსწონს, როცა წავიკითხავ, ჩემ აზრს გეტყვი. რატომღაც სათაურმა არ მიმიზიდა. არადა ფამუქი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია!

  7. Anukeme Kekelidze / Jan 15 2015 12:20 pm

    me cotati gacelili momechvena,tumcaga asetma dasasrulma (rac ar iyo moulodneli chemtvis ) dzalian imoqmeda.da mivxvdi rom es gmirebi dgemde maklia
    p.s ar vici zustad gadmoveci tu ara chemi mosazreba ,magram imedia mixvdebit rasac vgulisxmob

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: