Skip to content
May 26, 2013 / mkitxveli

მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

მილან კუნდერაძლიერ ქალებს უფრო ძლიერი კაცები სჭირდებათ და რადგან ძლიერ ქალზე უფრო ძლიერი კაცი იშვიათია, ამიტომაც ასეთი ქალები ხშირად მარტონი რჩებიან – ეს ბოლოდროინდელი დასკვნა კუნდერამ კიდევ უფრო განმიმტკიცა. ყოფის სიმძიმისა და სიმსუბუქის დეფინიციები ჯერ კიდევ შესავალშია. მთელი წიგნი კი ამ ორი ცნების ფაქტებით გამტკიცებაა, ადამიანთა ქცევის ფსიქოლოგიური ახსნა.

“მუდმივად გამეორების სამყაროში ჩვენს ყოველ საქციელს აუტანელი პასუხისმგებლობის სიმძიმე აწევს. რაც უფრო  მძიმეა ტვირთი, მით უფრო ახლოა ჩვენი ცხოვრება მიწიერთან, უფრო ნამდვილია. ტვირთის უქონლობა პირიქით, ადამიანს ჰაერზე მსუბუქს ხდის, მიწას, მიწიერ ყოფას აშორებს, მისი მოძრაობები იმდენადვე მსუბუქია, რამდენადაც მნიშვნელობას მოკლებული”.

ტერეზას ტვირთი ტომაშის მიმართ სიყვარულია, ტომაშისთვისაც ტერეზას სიყვარულია ასეთივე მძიმე. შესაბამისად მიწიერი და ნამდვილი. ყველაფერი 6 დაუჯერებელი შემთხვევითობით დაიწყო.

“მხოლოდ შემთხვევითობა შეიძლება მოგვევლინოს გზავნილად. ის, რაც აუცილებლობითაა განპირობებული მოსალოდნელია ან ყოველ დღე მეორდება, მუნჯია. მოგვმართავს მხოლოდ შემთხვევითობა და ვცდილობთ, ეს შემთხვევითობა ისე წავიკითხოთ, როგორც ბოშა ქალი კითხულობს ყავის ნალექის ნახატებს ჭიქის ფსკერზე. ვინც ყოველდღიურ ცხოვრებაში ასეთ დამთხვევებს ვერ ამჩნევს, მისი ცხოვრება მშვენიერების განზომილებას კარგავს”

მე მიყვარს შემთხვევითობები და არა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებები. ეს ორი სხვადასხვა რამეა. შემთხვევითობა მოვლენათა ჯაჭვია, რომელსაც ვერასდროს გაითვალისწინებ, შედეგი ყველაზე საინტერესოა.

ტერეზას უყვარს, როცა ტომაშს მისი ხელი უჭირავს, მაშინ გრძნობს თავს ყველაზე მშვიდად. ქალისა და კაცის ურთიერთობაში კი სიმშვიდე და სტაბილურობის განცდა ყველაზე მნიშვნელოვანია. ტერეზას ამ განცდას მხოლოდ ეს უქმნის. მუდმივად განიცდის ტომაშის საყვარლებს. ტომაშისთვის სიყვარული და სექსი სხვადასხვა რამეა და ერთმანეთს სულაც არ უკავშირდება. ამას ვერაფრით შეეგუა ტერეზა.

სიყვარული ქალთან წოლის სურვილში კი არ ვლინდება (ეს სურვილი უთვალავი ქალის მიმართ ჩნდება), არამედ მასთან ერთად ძილის სურვილში (ეს მხოლოდ ერთ ქალს უკავშირდება)

განსხვავებული პერსონაჟია საბინა, ტომაშის ერთ-ერთი საყვარელი. ის ძლიერია, საკუთარ თავში დარწმუნებული. ტერეზასა და საბინას შორის განსხვავება მათი ერთერთი შეხვედრისას კარგად ჩანს. კუნდერა ფიქრობს, რომ უნივერსიტეტში განათელბამიღებულ ადამიანს თვითნასწავლისგან ცოდნა კი არა, სხვაგვარი თავდაჯერებულობა და ცხოვრებისეული ძალა განასხვავებს.

როცა ტომაში გააცნობიერებს, რომ ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გააკეთა, ტერეზას გამო მოხდა, ახალ დასკვნას ჩამოაყალიბებს.

სიყვარული იწყება იმ წუთას, როდესაც ქალი თავისი პირველი სიტყვებით ჩვენს პოეტურ მეხსიერებაში აღიბეჭდება. მეტაფორები სახიფათოა. სიყვარული მეტაფორებით იწყება. 

მილან კუნდერა

მილან კუნდერა

აქ ფიქრობ, ვის მიმართ იყენებ მეტაფორებს.

ტომაში მოულოდნელად იღებს გადაწყვეტილებებს, პირველად  უცებ ტოვებს ცოლ-შვილს, მეორედ უარს ამბობს საკუთარ პროფესიაზე, მესამედ ხელს არ აწერს პეტიციაზე. კუნდერა ცდილობს ახსნას მისი ქცევა. ადამიანებმა ხშირად არ იციან რამდენად სწორ გადაწყვეტილებას იღებენ, მაგრამ იმის კი სჯერათ, რომ იმას აკეთებენ, რაც იმ წუთს სურთ.

მე კიდევ მგონია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას გამბედაობა სჭირდება, სურვილსაყოლილ გადაწყვეტილებებს ექსპრომტად კი მხოლოდ სუსტი ადამიანები იღებენ.

წიგნის ბოლო ნაწილი კომუნიზმის ეპოქას სულ სხვა ჭრილში წარმოაჩენს.

კიჩი ადამიანის მხედველობიდან გამორიცხავს ყველაფერს, რაც ადამიანის არსებობაში მიუღებელია. კიჩის სათავე ყოფის უპირობოდ მიღებაშია

ის პერიოდიც მთლიანად კიჩია.

13 Comments

Leave a Comment
  1. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / May 27 2013 12:32 pm

    ვზივარ და ვფიქრობ, შენი პირველი წინადადება როგორ გავაქარწყლო (ეს სიტყვა ქეთი მეფარიძის “შხვართს” არ ჰგავს?) და ჯერჯერობით ვერაფერი მოვიფიქრე:/ ალბათ იმიტომ, რომ ასეა. ძალიან იშვიათია ძლიერი მამაკაცი, რომელიც ძლიერ ქალზე ძლიერი იქნება და ბუნებრივია, ყველამ ვიცით, რომ აქ ფიზიკური სიძლიერე არ იგულისხმება.

    შენ რომ მომწერე ადრე, დღეს საქართველოში კაცებს/ბიჭებს ადგილი ვერ უპოვიათ და თავის რეალიზებას ვერ ახდენენო, ზუსტად ამას ეხმაურება ეს პოსტიც, ვგრძნობ. მე მგონია, რომ ბევრ მამაკაცს განათლება აკლია, მხოლოდ აკადემიური კი არა, ისე, ადამიანური და ცხოვრებისეული, რომელიც ძალას მისცემდა და რეალიზებასაც შეაძლებინებდა.

    თუ ზუსტად მახსოვს, ტომაშს კიდევ ერთი ქალი რომ ჰყავდა, საბინა ერქვა თუ ურსულა, ვეღარ ვიხსენებ, მხატვარი, აი ის იყო ძლიერი ქალი, მაგრამ თან ძალიან სუსტი, მე თუ მკითხავ და ამიტომაც ვერ “დაიძინა” მასთან ტომაშმა ისე, როგორც ტერეზასთან.

    ოხ, როგორ მიყვარს კუნდერა და მის გმირებზე რომ ვლაპარაკობ, პრაღა და იქ მცხოვრები ლამაზი ადამიანები მახსენდება.

    • mkitxveli / May 27 2013 7:37 pm

      კი საბინა ერქვა, ის უფრო ფიზიკურად ძლიერ კაცებს ეძებდა.

      ვიცი რომ ერთხელ მეც ჩავალ პრაღაში, კუნდერა ისედაც შემიყვარდა და ახლა უფრო მესმის შენი. ცოტა გვიან მაგრამ მაინც გავიცანი კუნდერა🙂

  2. philantropadze / May 28 2013 3:07 pm

    საქმე ისაა რომ მართლა ძლიერი მამაკცები ქალებს არ ეჯიბრებიან, და ქალისგან სიძლიერეს არვინ ელოდება და ამიტომ როცა ხედავენ უკვირთ და აზვიადებენ, მითია ეს ყვალფერი სტერეოტიპი დაფიქრდით აბა რისი გადატანა უწევთ კაცებს და მერე როგორ გიკვირთ ვიღაც ქალი მარტო რო ზრდის ბავშვებს ? ქალი სიძლიერეს საპირისპირო სქესზე გამარჯვებაში ხედავს იგივეს იტყვით კაცებზე ? ქალს გმირი გონია თავი როცა იმას აკეთბს რაც კაცების უმრაველსობას შეუძლია მაგალითდ მსახურობს არმიაში, არჩენს ოჯახს და ასე შემდეგ რა თქმა უნდა არსებობენ თვის სქესში ნების სიმტკიცით გამორჩული ქალები და ბევრ კაცზე უფრო მაგრებიც არაინ თუმცა მსჯელობა რომ ყველაზე ძლიერი ქალი ყველაზე ძლიერ კაცზე უფრო ძლიერი დახლეობით ლოგიკურობის იმავე განცდას ტოვებს რასაც მსჯელობა ყველაზე ძლიერი კატა ყველაზე ძლიერ ლომზე უფრო ძლიერიაო რომ ვამტკიცო. ამიტომ მოერიდეთ უსაფუძველო სტეროტიპულ განზოგადებს. p.s ეს კომენტარის გამოპასუხება და არავითრ შემთხვევაში ავტორის რომელსაც მადლობას უხდი მან მე კიდევ ერთი წიგნის წაკითხვის სურვილი გამიჩინა.

    პატივისცემით ფილან ტროპაძე

    • mkitxveli / May 28 2013 5:08 pm

      საქმე იმაშია, რომ ჩვენ ფსიქოლოგიურ სიძლიერეზე ვლაპარაკობთ. მე არ მგონია რომ ქალი თავის სიძლიერეს კაცზე გამარჯვებაში ხედავს. ძალიან ბევრი სიტუაციაა ცხოვრებაში როდესაც ქალი ფსიქოლოგიურად ბევრად მდგრადია, უფრო ბრძოლის უნარიანია, ვიდრე კაცი, თორემ ფიზიკურად კაცი რომ მჯობია და ჯარში რომ ვერ ვიმსახურებდი, მაგაზე როგორ შეიძლება ვინმეს შევედავო

  3. decemwir / Jul 16 2013 8:47 am

    მომეწონა წერილი🙂 წიგნის ელ.ვერსია ხომ არ გაქვს?

  4. lobzhanidze / Nov 26 2013 10:44 am

    მილან კუნდერა პირველად დაახლოებით 10 წლის წინ წავიკითხე, მაშინ ისე მომეწონა და გავგიჟდი რომ პრაქტიკულად ყველაფერი წავიკითხე რაც კი რუსულად იყო თარმგნილი ფრანგულიდან თუ ჩეხურიდან. მერე გავიდა, წლები და მივხვდი რომ კუნდერასგან პრაქტიკულად არაფერი დამრჩა. ყველა ნაწარმოები კი ერთ ნაწარმოებად იქცა, რაღაცეები მახსოვს დღესაც, თუმცა კუნდერას ერთ ნაწარმოებიდან მეორესგან ვეღარ გავარჩევ…და არამგონია დღეს შევძლო კუნდერას წაკითხვა. ამ ეტაპზე ჩემთვის კუნდერა ტიპიური ბესტსელერია იმ გაგებით, რომ წაიკითხავ, მოგეწონა, გაგართობს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში არაფერი, დაგავიწყდება.

    • გეთანხმები სრულიად : )
      იმ განსხვავებით რომ მე გუშინ წავიკითხე და უკვე არაფერი დამრჩა მისგან : )

  5. მარიტა ♥ / Feb 9 2014 11:59 pm

    მაღაზიაში მირჩიეს ძალიან მაგარიაო და ვიყიდე მაგრამ ჯერ არ წამიკითხია ხვალვე დავიწყებ ^_^

  6. ეს ჩემი მეორე “შეხება” იყო კუნდერასთან. სიმართლე გითხრათ, ძალიან მემარტივება. მაგრამ ის რომ კუნდერა მარტივი და აუტანლად მსუბუქია, არ გამორიცხავს იმას რომ ძალიან საინტერსო და ღირსეული მწერალია : )

  7. ლელა / Jun 12 2015 10:20 am

    არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომლის თანახმად კუნდერა ადვილად დავიწყებადია, მაშინ მისი წიგნები არ წაგიკითხავთ.
    რაც შეეხება “ყოფის აუტანელ სიმსუბუქეს”, არ ვფიქრობ რომ ტერეზა სუსტი ქალია, მან ჯერ ტომაშის ბინაში შეღწევა შეაღწია(ხელში ანა კარენინათი), შემდგომ სულში. საოცრად ვბრაზობდი როცა შვეიცარია დატოვა, ასეთი ეგოისტურ საქციელს ტერეზასგან არ ველოდი,თუმცა აქ კი მართლა სუსტი იყო,სრულიად მარტო უცხო ქვეყანაში საყვარელი ადამიანის საყვარლებისაგან გარშემორტყმული. მან შეძლო და ტომაში მთლიანად დაისაკუთრა, ეს კარგად ჩანს რომანის დასასრულს, როცა ტომაშს, ექიმის მოწესრიგებული ლამაზი თითები კი არა, არამედ მუშის თითები ქონდა.

  8. keti / Mar 27 2016 3:58 am

    ელექტრონული ვერსია არ გაქვთ ?

  9. ოჩო პინტრე / Jun 23 2016 12:23 pm

    მომეწონა შენი რეცენზია ^^

Trackbacks

  1. ოქტომბრის წიგნები | რუსოს ბლოგი

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: