Skip to content
June 24, 2013 / mkitxveli

ერნესტო ჩე გევარა – მოტოციკლისტის დღიური

ჩესინამდვილეში ჩე გევარაზე არაფერი ვიცი. ძლიერები მიყვარს. თინეიჯერობიდან მგონია, რომ ადამიანს, რომელსაც აქვს ქარიზმა, მასების მართვა შეუძლია, კაი ტიპია. ამას მისი გარეგნობაც დაუმატეთ და მივიღეთ ლეგენდა „ჩე“ (ხომ ვთქვი, არაფერი ვიცი მეთქი).

თავიდანვე არასწორად დავიწყე კითხვა, წიგნი ჩე გევრაზე კი არ არის, ავტორია თავად ჩე და რატომ მქონდა იმედი, რომ მის შესახებ მეტს გავიგებდი ახლაღა მიკვირს.

საბოლოო ჯამში ერთი კაცის ჩვეულებრივი ხეტიალის ამბავი შემრჩა, ისიც არც ისე ნიჭიერად დაწერილი. მე კიდევ არ მიყვარს ეს საწყლად მოგზაურობა და არც სათავგადასავლო ჟანრი მხიბლავს.

ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ამ პატარა წიგნის ჩასაკითხად მთელი ორი კვირა დამჭირდა.

ამას მხატვრული ლიტერატურა რამდენად უნდა ეწოდოს არ ვიცი, მარშუტის დეტალური აღწერა უფროა – რის შემდეგ სად მივიდნენ. არანაირი ინფორმაცია იმ ტერიტორიაზე (თუ არ ჩავთვლით კუსკოს), არც კავშირი იმ პერიოდში მიმდინარე მოვლენებთან. ვერც ჩეს აზრებს ნახავთ რაიმე საკითხთან დაკავშირებით.

მთელ წიგნში ყველაზე საინტერესო უცნობი კაცის ის მონოლოგია, ბოლო გვერდზე რომ გხვდება

„ადამიანები უმეცარნი არიან, განათლების მიღებას მხოლოდ მაშინ შეძლებენ, როდესაც ხელში ჩაიგდებენ ძალაუფლებას. მანამ მათ შეუძლიათ ისწავლონ საკუთარი შეცდომების ხარჯზე, რაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. შესაძლოა ისინი არც ისე უდანაშაულონი იყვნენ, რადგან ჩაიდინეს უდიესი დანაშაული ბუნების წინაშე – ვერ შეძლეს ადაპტაცია“.

ამის შემდეგ მოულოდნელად მეამბოხე ჩე გევარა ჩნდება.

„ვიცი, რომ როდესაც სამყაროს წარმმართველი ძალა გახლეჩს კაცობრიობას ორ ურთიერთდაპირისპირებულ ბანაკად მე, დოქტრინების ეკლექტური ინტერპრეტატორი და დოგმების ფსიქოანალიტიკოსი შლეგივით ყიჟინას დავცემ, იერიშით ავიღებ ბარიკადებს, ხელს ვტაცებ ჩემს გასისხლიანებულ იარაღს და გავანადგურებ ნებისმიერ მტერს“

რატომღაც მგონია რომ ეს ბოლო აბზაცი წლების შემდეგ არის მიწერილი იმდენად განსხვავდება იქამდე დაწერილ 300 გვერდისგან, რომელიც მხოლოდ ამბის მშრალი თხრობაა.

მოტოციკლისტის დღიურიც რამდენადაა, არ ვიცი, „დევგმირი“ მოგზაურობის დაწყებიდან რამდენიმე ხანში უფუჭდებათ და მის გარეშე გადაადგილდებიან.

მწერლობას ნიჭი სჭირდება და ყველას რომ არ შეუძლია, ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. კუტზეე გამახსენდა, ოსტერს რომ სწერს, მოგზაურობაზე ვერასდროს დავწერ, ვერაფერს ვამჩნევო.

ამ წიგნის ავტორს ვერ ვაკავშირებ სიმპატიურ წვერიან კაცთან, რომელსაც ბერეტი ახურავს, ავტომატი უჭირავს და სულ მაფიქრებს იმაზე, როგორ შეუძლია ერთ ადამიანს მართოს მრავალი.

7 Comments

Leave a Comment
  1. LiLaC / Jun 24 2013 8:40 pm

    მეც მიწერია პოსტი ამ წიგნზე… ბევრი რაღაც დაემთხვა, რაც დაწერე, თუმცა საბოლოო ჯამში ასეთი უკმაყოფილო მაინც არ დავრჩენილვარ…
    წინათქმა და ბოლოთქმა კი ნამდვილად წლების მერე მიწერილი მგონია მეც : )

  2. mary / Jun 25 2013 12:41 pm

    ვერ ვხვდები რატომაა ეს ადამიანი გმირი? ერთი ჩვეულებრივი კომუნისტი იყო.შეიძლება ვცდები,არ ვიცი.

    • უწიგნურების მტერი / Aug 27 2013 6:22 pm

      ჩვეულებრივი კომუნისტი, სავარაუდოდ, ———– და ჩე ვინც იყო, ჩვენ ვიცით😉
      ცოტა მეტი იკითხე – ოღონდ წიგნები და არა – ბლოგები, არც ლიბერალური ჟურნალ–გაზეთები.

      *შეურაცხმყოფელი კომენტარი წაშლილია

  3. Joe / Jun 25 2013 8:55 pm

    ზუსტად ახლა ვაპირებ ამის დაწყებას…. ალბათ იმიტომ არის ასეთი როგორიც შენ აღწერე რომ თავის დროზე მხოლოდ დღიური იყო და არც ფიქრობდა თუ ოდესმე წიგნად იქცეოდა…. რომ წავიკითხავ ალბათ უფრო მკაფიოდ ჩამომიყალიბდება აზრი.

  4. Return Man / Dec 2 2013 10:16 am

    კარგი ბლოგია, ბევრი საინტერესო წასაკითხი თემებია, გისურვებ წარმატებას!

  5. ანზორი / Apr 5 2016 7:21 am

    რომ ჩეზე თქვა ჩვეულებრივი კომუნისტი იყოოო

    *შეურაცხმყოფელი კომენტარი წაშლილია

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: