Skip to content
August 26, 2013 / mkitxveli

სტივენ კინგი – მიზერი

მიზერი„მიზერი“ თვალებგაფართოებულს მეკითხება.  აი, შიშისგან რომ გუგები დიდება და თან იმას ფიქრობ, საიდან მოსდის  ამ კაცს ასეთი საშინელი იდეები.

სტივენ კინგი ერთადერთია, რომლის ნაწარმოებების კითხვისას ფანტაზიას ზღუდავ. სხვა წიგნების შემთხვევაში თუ ცდილობ წარმოიდგინო ყველაფერი და შენს სამყაროს ქმნი, აქ არ გინდა თავის ნებაზე მიუშვა და ყველა დეტალი შენებურად გაიაზრო. მოაჭრა ტერფი და მორჩა, აღარ გინდა დეტალების წარმოდგენა რას შეესხა სისხლი, როგორი სახე ჰქონდა ენის, რანაირად ღრიალებდა პოლი.

მიზერი წიგნის მთავარი გმირის სახელია. სტივენ კინგის კი არა, მისი მთავარი გმირის პოლ შელდონის ნაწარმოების გმირია. კინგი და შელდონი კოლეგები არიან. ორივე წერს და ორივე ცნობილი მწერალია. შელდონი ავარიაში მოყვება და ენი გადაარჩენს. ენი მისი ფანია, ყველა წიგნი წაკითხული აქვს და არ მოსწონს მიზერი რომ კვდება, ამიტომ ფეხებდამტვრეულ მწერალს მძევლად აიყვანს და ახალი წიგნის დაწერას აიძულებს.

Misery ტანჯვას ნიშნავს, მთელი წიგნიც ტანჯვა წვალებაა, პოლთან ერთად განიცდი ყველაფერს და ყველაზე მეტად იმაზე ნერვიულობ, ეს კაცი გონებრივად არ დაჩლუნგდეს. ამ წიგნში  ცხადად ხედავ ფიზიკური დაცემა სულიერთან შედარებით რომ არაფერია.

სტივენ კინგზე ყოველთვის ბალახის საკრეჭი მანქანა მახსენდება. თავზე გადასავლებად და ტვინის ასაზელად ყველაზე კარგი ნივთია ეტყობა და ამიტომ იყენებს ხშირად.

წიგნის ბოლოსკენღა დავაფიქსირე, რომ მთელი ნაწარმოები მესამე პირშია დაწერილი. არადა, ისე დეტალურად აღწერს ყველაფერს, მეგონა თავად პოლი ჰყვებოდა ამბავს. მომწონს კინგის სტილი. ეს ყველაფერი ბუნებრივად გამოსდის. სასცენარედ გამზადებული წიგნები აქვს. კითხულობ და ყველაფერს ხედავ, ზედმეტი ტვინის ჭყლეტა საჭირო არ არის, თუმცა ისე მარტივად არა, როგორც ეს სხვა მწერლების შემთხვევაში ხდება ხოლმე.

საშინელებათა ჟანრი არ მიყვარს, მხოლოდ კინგი თუ წამაკითხებს რამე ამგვარს. ყველაზე მაგრად წერს ამ ჟანრში და იმიტომ.

 

17 Comments

Leave a Comment
  1. rusa111 / Aug 26 2013 6:36 pm

    მეც არ მიყვარ საშინელებათა ჟანრი და არც ვეკარები!
    პოსტი მაინც მომეწონა.

    • mkitxveli / Aug 26 2013 7:02 pm

      კინგი ნახე🙂

  2. Kejeradze / Aug 26 2013 8:38 pm

    საშინელებები მიყვარს, მაგრამ კინგივით ვერავინ წერს… ფილმებიც წიგნებივით “გემრიელი” გამოდის🙂

  3. spleet / Aug 26 2013 9:43 pm

    მინდოდა წაკითხვა, მაგრამ ,,უძილობა” ავრჩიე ჯერ…. კარგია, თუმცა კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ფანტასტიკის მოყვარული მაინც არ ვარ🙂 პოსტი მომეწონა… ,,უძილობას” რომ დავაღწევ თავს აუცილებლად წავიკითხავ🙂

    • marry_kinger1 / Oct 17 2013 12:18 pm

      ზუსტად, ჰაჰ..😀 ,,უძილობას” მეც ვერ ვაღწევ თავს…:/

  4. Sophie Kaufman (@sophiekaufman) / Aug 27 2013 6:18 pm

    კინგი არის კაპიტალიზმ–იმპერიალიზმის ფსიქიკადანგრეული შვილი :ლოლ: :დ

    ამის წიგნებს რა გაკითხებს. “მიზერი” ფილმად მაქვს ნანახი, ფეხების მომტვრევას რომ იწყებდა ის ქალი, იქამდე გავუძელი და მაშინვე გამოვრთე.

    • mkitxveli / Aug 28 2013 6:57 pm

      ასეთი ფილმებს საერთოდ არ ვუყურებ🙂

  5. vampira / Aug 28 2013 11:03 am

    აგერ, მარცხენა მხარეს თაროდან შემომცქერის კინგი და ერთი სული მაქვს როდის მოვრჩები “სატახტოთა თამაშის” მეორე ნაწილს, რომ მეც “დავმიზერდე”: )

  6. sopho / Aug 31 2013 7:30 pm

    კინგის “წელიწადის დრონი” წავიკითხე ორი თვის წინ და ჯერ კიდევ ემოციებში ვარ <3<3<3 უმაგრესია…

  7. Joe / Sep 1 2013 10:25 am

    მიზერი რიგში მიდგას :))) ახლა მწვანე მილს ვკითხულობ

  8. GiiigaaA / Sep 17 2013 12:27 pm

    აუ როგორ დამაინტერესა : ) აუცილებლად უნდა ვიყიდო )) ბიბლიუსში ვნახავ ნეტაა

  9. lashalogua12 / Oct 21 2013 6:48 pm

    კინგი თავის საქმეში უძლიერესია. როცა ვკითხულობ მის ნაწარმოებს, განსაკუთრებით “უიმედოთა ქალაქი”-ს, რადგან ჯერ მიზერი არ მაქვს წაკითხული, ტანში ჟრუანტელი მივლის ხოლმე და მართლაც რომ განიცდი იმას რასაც კითხულობ. რომც არ გინდოდეს მაინც განიცდი და თან ადვილად იკითხება ძალიან. სულ გაინტერესებს იმის წაკითხვა თუ რა მოხდება შემდეგ. უიმედოთა ქალაქი 2 დღეში წამეკითხვინა და წიგნის დასრულების შემდეგ ვინანე ასე მალე რატომ წავიკითხე თქო, მაგრამ მაინც ძალიან მსიამოვნებდა ამ წიგნის კითხვა, როგორც ახლა “უძილობა” და ამ წიგნს სპეციალურად არ ვკითხულობ სწრაფად, რომ ის სიამოვნება გამიხანგრძლივდეს რასაც კითხვის დროს განვიცდი…

  10. gela / Feb 12 2014 6:01 pm

    კინგის უიმედოთა ქალაქი წავიკითხე და დიდი არაფერი. ვნახოთ იქნებ მიზერი მომეწონოს. ფანტასტიკაზე დაწერილი წიგნები წამიკითხავს და მომწონებია, მაგრამ ფანტასტიკა-საშინელება არ მომწონს. ისე მაგარი რომაა კინგი, ფილმებიანაც ჩანს. მწვანე მილი იმდენად კარგი ფილმია, რომ წიგნად წაკითხვა არც მინდა, ვაითუ ფილმი ჯობია.

  11. Tiffany / Apr 7 2014 1:04 pm

    ინტერნეტში არ არის ქართული ვერსია კინგის წიგნების?

  12. tamttushk / May 3 2016 12:44 pm

    “mwvane mili” yvelaze magariaa..zogadad kingsze vgijdebi ^_^ +++

Trackbacks

  1. სტივენ კინგი – მიზერი | lashalogua12
  2. სტივენ კინგი – მიზერი | გიჟ-პოეტას ბლოგი ^_^

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: