Skip to content
November 16, 2013 / mkitxveli

ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – დიდი გეტსბი

გეტსბიალბათ, არ უნდა დაიწყო წიგნის მიმოხილვა ისე, როგორც მე ვაპირებ, მაგრამ უკეთესი აზრი თავში არ მომდის – “დიდი გეტსბი” არ მომეწონა. ჯერ ბეგბედერის მიმოხილვა წავიკითხე, მერე თვითონ ფიცჯერალდის ნაწერი, ფილმიც ვნახე (ლეონარდო დიკაპრიოს მონაწილეობით), ინტერნეტშიც გადავავლე თვალი ინფორმაციას, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რატომ არის ეს ნაწარმოები ასე პოპულარული, ფიცჯერალდის შემოქმედებიდან ყველაზე ცნობილი და ფრანგებმა კიდევ რა ნიშნით შეარჩიეს საუკეთესო 50-ეულში.

შემთხვევით გამდიდრებული ჯეი გეტსბი ლონგ აილენდზე ცხოვრებას იწყებს იმისთვის, რომ დეიზი დაიბრუნოს, 5 წლის წინ რომ უყვარდა. ის კიდევ უკვე გათხოვილია და მეორე ნაპირზე ცხოვრობს. წიგნში ამერიკელი მდიდრების ცხოვრებაა აღწერილი. მესმის იმ დროს, მეოცე საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვანი საკითხი იყო მემკვიდრეობით მდიდრებისა და მერე გამდიდრებულების ურთიერთობები, იმის ჩვენება როგორ ექცევიან ადამიანები ერთმანეთს და ხაზგასმა იმაზე, რომ ფული პრობლემების მოგვარებას არ ნიშნავს, თუმცა, რა ფორმითაც ეს ფიცჯერალდმა გააკეთა, საერთოდ რანაირ ემოციას არ იწვევს ჩემში.

არანაირი ემოციური კავშირი წიგნთან არ დამყარდა (მხოლოდ თარგმანის ბრალი არ უნდა იყოს), პრობლემის სიახლოვეზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ერთი სიყვარულის ისტორიასავით ჩამეკითხა. კარგი, რომანების კითხვიდან დიდი ხანია გამოვედი და ირონიულად ვუყურებ ამ თემატიკას, მაგრამ მაგალითად, “უმანკოების ხანაზე” ერთგან გული მაინც ამიჩუყდა. ვერაფრით ვერ ვხვდები, თუნდაც უორტონის ამ წიგნს რითი სჯობს “დიდი გეტსბი”.  მოკლედ არც ერთი საკითხი, ურთიერთობა, ძალაუფლება, სოციალური ფენები, გავლენები, შტერი ქალებისა და დებილი კაცების ფენომენი, არაფერი არ იყო კარგად ნაჩვენები. ტექსტიც არაფერი, არანაირი ხელწერა, სტილი, არაფერი განსაკუთრებული. ფიცჯერალდის “ნაზია ღამე” ბევრად უფრო კარგი საკითხავია, ჩემი აზრით.

ჰო, ერთხელ დამთავრებული ურთიერთოების მეორედ დაწყებას, რომ არასდროს აქვს აზრი, ამისიც დიდი ხანია მჯერა. ადამიანებს აჩემებები აქვთ, მათი სურვილით როცა არ დასრულებულა რაღაც, იდეაფიქსად ექცევათ ხოლმე და ფიქრობენ, რომ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა სხვანაირად რომ მოქცეულიყო. ამ იდეით წლები ცხოვრობენ და ვერაფრით გამოდიან ამბიდან. მე კიდევ დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც უნდა იყოს და როდესაც რაღაც ისე არ ხდება, როგორც შენ გინდა, ან მაშინვე უნდა გამოასწორო, ან იქვე დააარქივო და ისტორიად აქციო, დროს მაინც არ დაკარგავ იმაზე ფიქრში “ასე რომ ყოფილიყო…” (საერთოდ II თურმეობითს ვერ ვიტან)

თავად ფიცჯერალდიც მდიდარი იყო და ბოლოს ტიპური ლოთი გახდა. ბეგბედერი მაგრად დასცინის “იმისთვის, რომ მდიდრები აკრიტიკო, მთსავით უნდა იცხოვრო, ანუ უფრო მეტი დახარჯო ვიდრე გაქვს და ცხოვრება ალკოჰოლში ჩახრჩვალმა და ჯიბეგმოფხეკილმა დაასრულო”.

ლეონარდო დიკაპრიო ჯეი გეტსბის როლში

ლეონარდო დიკაპრიო ჯეი გეტსბის როლში

ფილმი კიდევ წიგნზე უარესია, ასე მეგონა, არაადეკვატურ მულტფილმს ვუყურებდი, სადაც კოსტუმების გარდა ოციანი წლების არაფერი ჩანს, არადა უნდათ დაგვაჯერონ, რომ მოქმედება იმ დროს ვითარდება. წლების შემდეგ ჯეი პირველად რომ ხვდება დეიზის, წესით ყველაზე ემოციური  და სევდიანი ეგ მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ გადავბჟირდი სიცილით ისეთი არადამაჯერებელია ყველაფერი. ერთადერთი სცენა, რომელმაც გარკვეული ემოცია გამოიწვია, ჯეის პირველი გამოჩენაა, ისიც ალბათ, იმიტომ, რომ ლეონარდო დიკაპრიო ერთერთი იმათგანია, ვის სტიკერებსაც დიდი ხნის წინ ვაგროვებდი.

მე სადღაც ჰაერში დავრჩი და ფიცჯერალდმა “დიდ გეტსბამდე” ვერაფრით მიმიყვანა.

24 Comments

Leave a Comment
  1. geoblonde / Nov 17 2013 2:15 am

    ვიზიარებ უმრავლეს ზემოგამოთქმულს. იმდენად ნოლია ეს წიგნი ჩემს თვალში, ფილმის ნახვის სურვილიც არ გამჩენია. ნაზია ღამე კიდევ უფრო არ მომეწონა და საერთოდ, ფიცჯერალდიკოს შევეშვი.

    რაც შეეხება ბლოგს, keep up!! პოსტების 90 % საინტერესოა პირადად ჩემთვის, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს, ავტორი რა ხილია. ხოდა მართლა, ვინაა ავტორი???

  2. Snorggle / Nov 17 2013 8:16 am

    დავიწყოთ იქიდან რომ ეს პოსტი იმ ადამიანის დაწერილია რომელიც საერთოდ არ იცნობს ამერიკის ისტორიას და არ იცის რა ღირებულებები და პრინციპები გააჩნდა იმ ეპოქის საზოგადოებას. თუნდაც ფრაზა “შემთხვევით გამდიდრებული” ჯეი გეტსბი იმაზე მეტყველებს რომ საერთოდ ვერ გაიგე წიგნის მთავარი იდეა და მორალი. ცოტა არ იყოს მიკვირს რატომ გაქვს მოლოდინი რომ ფიცჯერალდი პაოლო კოელიოსავით მდარე ხარისხის ნარატივით გადმოსცემდა გაუფასურებულ გრძნობებს სადაც “ერთხელ დამთავრებული ურთიერთობა მეორედ აღარ იწყება”.

    არანაირი ხელწერა და სტილი… ეს ფრაზა შეიძლება თქვა 1000 ავტორზე, მაგრამ ფიცჯერალდზე არავითარ შემთხვევაში. დიდი გეტსბი სრულყოფილად ასახავს იმ ეპოქის საზოგადოების ზედაპირულობას, უმადურობას და ფსევდო-ღირებულებებს, რომლებსაც ზუსტად გეტსბის ნაირი ადამიანები ეწირებოდნენ.

    რაც შეეხება პოსტის ავტორს, ერთი რამე მინდა გირჩიო: შეიძლება არ მოგწონდეს ავტორი ან წიგნი მაგრამ ეს არ გაძლევს იმის უფლებას რომ ხაზი გადაუსვა მის მთელ ღირებულებას; ისიც საკითხავი და საეჭვოა რამდენად წინ წასული და განვითარებულია შენი გემოვნება.

    • mkitxveli / Nov 17 2013 11:57 am

      რა კარგია, რომ როგორც იქნეა განსხვავებული აზრი მოვისმინე. გამიხარდება თუ თქვენ ამიხსნით რა არის წიგნის მთავარი იდეა და მორალი, რადგან, როგორც თქვენ აღნიშნეთ, მე ვერ გავიგე. უმადურობა და ფსევდოღირებულება ნამდვილად არ ყოფილა აქ სრულყოფილად ასახული. ჩემი აზრით, ტიპური ბესტსელერების კატეგორიაში გასაყვანი წიგნია. თქვენ რატომ არ მეთანხმებით, უფრო საფუძვლიანი არგუმენტებით თუ ამიხსნით კარგი იქნება.

      გაგიკვირდებათ და პაოლო კოელიოს მეც მდარე ხარისხის მწერლად მივიჩნევ.

      რა ტიპის ხელწერა აქვს ფიცჯერალდს ამასაც თუ დააკონკრეტებთ და გაგვაგებინებთ მადლობელი დაგრჩებით.

      წიგნი რომ არ მომეწონა, ძალიან ლოგიკურია, რომ მისი ღირებულებაც ვერ გავიგე და ჩემი გემოვნება ამ ბლოგზე ძალიან მარტივად შეგიძლიათ შეამოწმოთ🙂

      მადლობა საინტერესო მოსაზრებისთვის

    • Nita / Nov 26 2013 6:52 am

      Snorggle, გეთანხმებით. მე ფიცჯერალდის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ესეც კლასიკად ითვლება.
      წიგნზე კარგად ითქვა და მე უბრალოდ ფილმზე დავამატებ – ავტორმა არ ვიცი რა განწყობით უყურა, მაგრამ ფილმს მოაქვს ემოციაც და დამაჯერებლობაც, როგორც არ უნდა უტრიალოთ.

    • მარიამ / Aug 21 2014 10:28 am

      აბსოლუტურად გეთანხმები.!!!

  3. :) / Nov 17 2013 9:16 am

    ამ ზაფხულს მურაკამის Norwegian Wood წავიკითხე სადაც მთავარი გმირი გეთსბიზე აფანატებს. მურაკამის წიგნიც მომეწონა და ვატანებეს პერსონაჟიც ამიტომ გეთსბი წასაკითხი წიგნების სიაში შევიტანე და როგორც კი ოჩოპინტრეს გამომცემლობამ გამოუშვა სასწრაფო წესით შევიძინე. არ მომეწონა კი არა ესეთ წიგნებს ვერ ვიტან. უბრალო ამბავია და საერთოდ ისეთი წიგნების კითხვას სადაც მთავარი მხოლოდ სიუჟეტია დროის კარგვად მივიჩნევ. ზუსტად ისეთი ნოველაა რომ ფილმად უდნა გადაიღო და ამიტომ ფილმი ბევრად უფრო საინტერესოა. მიკვირს რომ ძალიან ბევრი კითხულობს ამ წიგნს ამერიკაში და თან ძალიან მოსწონთ. რაღაცით ამერიკელების ჯინსების თაობას გავს. თბილისშიც ყველაზე კითხვადი და საყვარელი წიგნი ჯინსების თაობაა, რომლის წარმატებაც აბსოლუტურად არ მესმის.

    • :) / Nov 17 2013 9:18 am

      და ძალიან “გამიტყდა” რომ ბეგბედერს არ უყვარს ის ხალხი ვისაც ფიცჯერალდი არ უყვარს :დდ დაე იყოს ჩემი სიყვარული შენს მიმართ ცალმხრივი ფრედერიკ, მაგრამ სკოტს მაინც ვერ შევიყვარებ :დ

  4. Kejeradze / Nov 18 2013 8:13 am

    მე “ნაზია ღამემ” დამიტოვა ასეთი “სასტიკი” შთაბეჭდილება, მაგრამ მგონი მთარგმნელის ბრალი უფროა, ვიდრე ფიცჯერალდის🙂 ეკრანიზაცია ახალ “ანა კარენინას” ჰგავს – ლამაზია, მაგრამ ძველი ჯობდა🙂

  5. :) / Nov 18 2013 10:49 am

    არა მთარგმნელი არაფერ შუაშია.სიუჟეტიც ძალიან ბანალურია.ავარია და გეთსბის სიკვდი ძალიან არადამაჯერებელია ჩემთვის. ნუ მოკლედ საერთოდ არაა ესეთი ლიტერატურა ჩემი სტილი.მურაკამიმ შემაცდინა :(( ფილმი კიდე ზოგადად ისეთი რამეა შეილება თვაილაითმაც გაგართოს 2 საათით და ამ ამ ფილმმაც გამართო:დ მეორედ არასდროს არ ვუყურებ :დდ

  6. ანა ♕ / Nov 21 2013 11:01 am

    არაა წიგნი ცუდი, რასაც ეკრანიზაციაზე ვერ ვიტყვი.

  7. Nინა / Nov 22 2013 3:50 pm

    სხვა კომენტარები არ წამიკითხვას, მხოლოდ წერილი წავიკითხე. დიდი გეტსბი მე სხვანაირად დავინახე რადგან მაშინდელი თარგმანი იდეალური იყო და ზუსტად მოიტანა ჩემამდე ეპოქა. რა თქმა უნდა საყვარელ წიგნებში არ მიმითვლია, რადგან ასეთ ფინალებს ვერ ვიტან, მაგრამ არ მომეწონა-თქო ვერ ვიტყვი. ამ რომანში მთავარი დეიზის არჩევანია, რასაც მოყვა გეტსბის სიკვდილი, მასზე შური იძია დეიზის ქმარმა. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ თავად ცოდვილმა დეიზის ქმარმა საკუთარი საყვარლის ქმარი დაგეშა გეტსბის მოსაკლავად, და ისიც ღვტს სამართალს გაქვს რომ სწორედ დეიზიმ მოკლა ავტოავარიაში ქმრის საყვარელი. რას იზამ განგების ხელი ჩანს. რომანი გვეუბნება რომ სიმდიდრე არ არის საკმარისი იმისათვის რომ ქალმა აგირჩიოს, რომ ღალატი არავის შერჩენია და ვინც რამის წართმევას მოინდომებს – სიცოცხლე წაერთმევა.
    დი’კაპრიოიან ეკრანიზაციას რობერტ რედფორდიანი გაცილებით სჯობს. – ეს ამბები იქ მეტად ჩანს.

  8. lobzhanidze / Nov 26 2013 10:38 am

    მიუხედავად იმისა რომ გეტსბის არ ვთვლი “ჩემს” წიგნად და უფრო გლამურული ცხოვრების მოტრფიალე გოგოშკების მოყვარულ წიგნად მივიჩნევ (არადა, წიგნი სწორედ რომ ასეთ გლამურს დასცინის), ვფიქრობ ის ენა რომელსაც ფიცჯერალდი იყენებს არის ფენომენალური, წინადადებების წყობა, აზრის სიმარტივე და ამავდროულად სირთულე აშკარად გამოარჩევს წიგნს და ეს პირველივე ფრაზიდან ჩანს.

    • mkitxveli / Nov 26 2013 11:00 am

      მწერლის ენას ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ, შეიძლება მართლა თარგმანის ბრალია ვერაფერი განსაკუთრებუილ რომ ვერ შევნიშნე და ზღაპარივით წამეკითხა

    • lobzhanidze / Nov 26 2013 11:11 am

      თარგმანი არ ვიცი, ინგლისურად – ენის ზეიმია

  9. Sophie SUNNY Golden / Nov 26 2013 10:10 pm

    http://norteri.blogspot.de/2010/04/blog-post_06.html

    აი, ნატ, ჩემი ძველი პოსტი ამ “დიდ გეტსბიზე”. აშკარად თარგმანის ბრალი უნდა იყოს, თორემ ორიგინალი ისეთი საინტერესოა და ისეთი სასიამოვნოდ წასაკითხი, შეუძლებელია ასეთი შთაბეჭილება დაგრჩენოდა. ორიგინალში იმდენი სასწაული ფრაზაა, რომ ამოწერილიც კი მაქვს ზოგი და გადავხედავ ხოლმე. ერთერთი ამ პოსტის ეპიგრაფადაც მაქვს, ნახავ.

    თუმცა, მეორე მომენტი, ვიცი რა შენი შეხედულება ვაჟა–ფშაველაზე, სულაც არ მიმაჩნია დიდ რამედ, ფიცჯერალდი რომ არ მოგწონდეს, ბოლოს და ბოლოდ, ვაჟა მილიონჯერ მირჩევნია მე :დ ამას იმიტომ გეუბნები, რომ ადამიანები, რომლებიც არ გიცნობენ და მხოლოდ ამ პოსტს წაიკითხავენ, უცნაური შთაბეჭდილება დარჩებათ შენზე, განსაკუთრებით იმათ, ვისთვისაც სხვების გემოვნებისა და აზრის ტოლერაცია (მგონი, სწორი ცნება უნდა იყოს) შეუძლებელია.

  10. nutsa / Jan 22 2014 2:47 pm

    ფიცჯერალდი თარგმანში არასოდეს წამიკითხავს, ორიგინალში კი შეუდარებელია. ძალიან გამორჩეული სტილი აქვს, ლექსიკაც, წინადადებების წყობაც. მე გამიმართლა, ამერიკული ლიტერატურის კლასში თითოეულ წინადადებას განვიხილავდით კონტექსტში, ვაკაშირებდით იმდროინდელ ისტორიასთან, ვისმენდით მასწავლებლის მოყოლილ ანეკდოტებს ავტორზე. ამ ყველაფრიდან 4–5 წლის მერე თავიდან წავიკითხე და კიდევ უფრო დიდი შთაბეჭდილება დატოვა. რა თქმა უნდა გემოვნება ყველას საკუთარი აქვს, მაგრამ “მე არ მომწონს” ძალიან განსხვავდება “ეს რა საშინელებაა” პათოსისგან. ფიცჯერალდმა შეძლო იმ საზოგადოების ცხოვრების აღწერა, რომელშიც ტრიალებდა და ისტორიად შემოგვინახა. ვგონებ, კარგ ლიტერატურას ეს მოეთხოვება. ხოლო თუ ყველაფერი ისეთი ოსტატობითა გადმოცემული, რომ იმ დროინდელ მეტყველებასა და კილოსაც გვაჩვენებს, უხერხულად მეჩვენება მისი სასიყვარულო რომანთან შედარება.

    ყველა ჩემს მეგობარს ვთხოვ ხოლმე, ასეთი მწერლები, შეძლებისდაგვარად ორიგინალში წაიკითხონ. მისი მოთხრობების კრებული “Tales of Jazz Age” , განსაკუთრებით კი “Diamond as big as the Ritz” – ძალიან კარგი დასაწყისია მწერლის გასაცნობად.

    და რადგან პირადი აზრის გამოხატვისთვის აქ არავის ვემდურით: ბეგბედერმა არ მგონია ოდესმე ფიცჯერალდის სიმაღლეს მიაღწიოს🙂 თუმცა ალბათ იმ სახის ლიტერატურას კარგად ქმნის, რომელიც თავად და მის მკითხველებს მოსწონთ, მე ნაკლებად ვიცნობ მის შემოქმედებას.

  11. მწვანე / Apr 2 2014 1:09 pm

    ვფიქრობ,ნაწარმოებში ნათლად არის ასახული,თუ როგორ ცხოვრობდნენ ტიპიური ამერიკელები,რომ მათთვის მხოლოდ დროსტარებასა და სიცილ-ხარხარში გადიოდა დრო.ავტორმა წარმოაჩინა იმდოინდელი საზოგადოების ყოფა ცხოვრება.რაც შეეხება ნაწარმოების მთავარ პერსონაჟს გეთსბის,ვფიქრობ,რომ იგი თავგანწირული რონატიკოსი გახლდათ.მან ყველაფერი გააკეთა საამისოდ,რომ დაებრუნებინა ნამდვილი სიყვარული,თუმცა მისი მცდელობა ამაო აღმოჩდა,თავგანწირვა კი საოცარი …ხოლო რაც შეეხება დეიზის,მან თვითონაც არ უწყოდა,თუ რა სურდა.ერთი მდიდარი,ყეყეჩი გოგონა გახლდათ,მისი მეუღლე კი შურით აღვსილი ბიჭი.
    ნაწარნოებში ასახულ საზოგადოებას ვუწოდებდი ბრბოს,რომელთაც არ იციან რას უწყიან,რისთის მოდიან და რისთვის მიდიან)

  12. someonesdreamcatcher / Jun 20 2014 7:15 am

    ”ნაზია ღამე” მეც ბევრად უფრო მომეწონა ვიდრე გეთსბი, ერთი ეგაა – ქართულად წავიკითხე და თარგმანს დავაბრალე. ფილმი ლამაზად არის გადაღებული და წიგნზე მეტად ეფექტურია, სამწუხაროდ😦

    • someonesdreamcatcher / Jun 20 2014 7:17 am

      თუმცა ფილმიც ძალიან პრიმიტიულია.

  13. tata / Sep 24 2014 5:48 pm

    “nazia game” aiam wigbis shinaarsis mixedvit aris raime filmi ?

    • tata / Sep 24 2014 5:50 pm

      ??

  14. mari / Jun 4 2016 9:30 am

    გეფიცები მაგარი ბანძი ხარ

    • mkitxveli / Jun 7 2016 8:17 pm

      დედას მეფიცებით?

  15. Nini Namicheishvili / Aug 8 2016 11:08 am

    ყოველთვის სანამ რაიმე წიგნის კითხვას დავიწყებ აქ შემოვდივარ და წინასწარ ვეცნობი სხვების აზრს ,მერე კი წაკითხვის შემდეგაც იგივეს ვაკეთებ და ამჯერად ისე მოხდა ,რომ ნამდვილად ვერ დაგეთანხმები.მართალია,”დიდი გეტსბი” არ არის ისეთი წიგნი გულს ,რომ აგიჩუყებდეს ან რაიმე მსგავი მაგრამ ნამდვილად საინტერესოა.იდეა ? ჩემი აზრით ,ამ წიგნის მთავარი იდეა იყო იმის ნათლად ასახვა ,თუ რაოდენ ფუჭია ებღაუჭებოდე წარსულს და წარსულში დარჩენილ ადამიანებს.გეტსბი “დიდი ბავშვი ” იყო,საკუთარ ოცნებებსა და სურვილებში გზააბნეული.ეს წიგნი არის ერთგვარი ზღვარი განუხორციელებელ ოცნებებსა და რეალობას შორის.შეიძლება ავტორი ,ამ ყველაფერს არც ისეთი სიმძაფრით არ გადმოგვცემს ,როგორც გვინდა მაგრამ ეს მხოლოდ განსკაუთრებულობას მატებს მის სტილს და არა აკნინებს.ზედაპირულობაც კი მისაღებია ამ შემთხვევაში ,რადგან ზედმეტი ჩაღრმავება იმ საკითხთან ,რომელიც უკვე ასე აკტუალური იყო თავად მეოცე საუკუნეშიც სრული გადაჭარბება იქნებოდა.პირადად ჩემთვის გეტსბი ნამდვილად არ არის საყვარელი პერსონაჟი ,მაგრამ უთუოდ საინტერესო ადამიანია და ამავდროულად ძლიერი.იყო რამოდენიმე მომენტი ,როცა თავად მასაც შეეტყო რომ ბოლომდე არ იყო დარწმუნებული,თავადაც მშვენივრად იცოდა რომ ყველაფერს უკან ვერ დაიბრუნებდა ,მაგრამ მაინც თავგამოდებით ებრძოდა იმ ხუთ წელიწადს კედელივით ,რომ აღმართულიყო მათ შორის.ყველაფერს აკეთებდა და უკან არ იხევდა და მიკვირს ,როცა ამ წიგნზე სადაც ასეთი მებრძოლი,თუნდაც მეოცნებე და ამაობეას ჩაბღაუჭებული ადამიანის ბრძოლაა ასახული,ჩანს თუ როგორ ეჭიდება უკანასკნელ იმედს ,ამბობენ რომ ძირითადად ადამიანთა უმადურობას გამოხატავს.არა,ეს არის წიგნი დიდ სიყვარულზე,დიდ თავგანწირვაზე ,ეს არის წიგნი დიდ გეტსბიზე .უმადურობისა და უგულობის მსხვერპლზე.წიგნი ზუსტად ,ყოველგავრი გადაჭარბების გარეშე ასახავს იმ ეპოქას,რომლის მსხვეროლიც თავად წიგნის მთავარი გმირი გახდა.არ შეიძლება რომელიმე წიგნი უგულისყუროდ წაიკითხო.არადა,სამწუხაროდ ეს პოსტი მხოლოდ იმაზე მეტყველებს ,რომ წიგნის “მოსაწყენმა” სიუჟეტმა ,”დებილი ” ქალებისა და მამაკაცების ურთიერთობებმა უბრალოდ დაგღალა და სიღრმისეულად აღარ ჩაუკვირდი.თორემ ამ მოსაწყენი წვეულებებისა და უინტერესო დიალოგების მიღმა აუცილბლად შეამჩნევდი ღალატს,ეჭვებს,უკანასკნელი იმედის სიტკბოებას,მიზნისთვის ბრძოლას,სიამაყეს,სიფიცხეს,უსამართლობას,მჩაგვრელი კლასიფიკაციის გამო დანგრეულ ცხოვრებას,საკუთარი ოცნებებისა და მიზნების მსხვერპლს,ადამიანურ გულგრილობას ,უმადურობას ,ზედაპირულობასა და სისასტიკეს,ქარაფშუტობას და აუცილებლად იგრძნობდი როგორია გქინდეს ყველაფერი და თან არაფერია.სწორედ ამიტომაცაა ეს წიგნი 100 საუკეთესო წიგნთა ჩამონათვალში მეორე ადგილს ,რომ იკავებს.

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: