Skip to content
November 22, 2013 / mkitxveli

ერიკ ემანუელ შმიტი – ოსტენდელი მეოცნებე

meocnebe cover

 Éric-Emmanuel Schmitt – La Rêveuse d’Ostende

“ოსტენდელი მეოცნებე” ხუთ მოთხრობას აერთიანებს, ხუთივეგან მთავარი გმირი კვდება, თუმცა, არც ერთი არ არის სევდიანი, ხუთივე სიყვარულს ეხება, მაგრამ ვერც ერთზე იტყვი, რომ რომანტიკულია.

გმირებიც არ არიან სრულყოფილები, ადამიანურები უფრო ითქმის – ხეიბარი მოხუცი, მსუქანი მედდა, შუახნის პროფესორი, მოლოდინით გატანჯული ქალი, მაგრამ არც ერთი არ გეცოდება, არც გძულს და არ ბრაზდები, პირიქით გიყვარდება კიდეც. ჰოდა, ისღა დამრჩენია ამ კრებულს ყველაზე გაცვეთლი ზედსართავი – “უცნაური” მივუსადაგო.

იცი რა არის ნიშნეული ვიქტორ ჰიუგოს გენიისთვის? ის რომ მისი ერთ-ერთი გვერდი ყოველთვის წაუკითხავი რჩება ადამიანს.

ყველა მოთხრობის ფინალი ისეთია, რომ ვერ წარმოიდგენ. უფრო სწორად მანამდე გგონია იცი, რაც მოხდება, ფიქრობ,  ღმერთო, რა ბანალურია ახლა ასე დასრულება, მაგრამ ბოლოში სულ სხვა რამ ხდება. პრინციპში ფინალი ამ მოთხრობების ყველაზე ძლიერი მხარეა.

მთელი წიგნი იმას ვფიქრობდი 17-18 წლის რომ ვიყო, როგორ მომეწონებოდა-მეთქი, აი მაშინ წასაკითხია ცოტა მაინც რომ გჯერა სასწაულების. შმიტი მუდმივად გაიძულებს პრინცების მოსვლისაც გწამდეს და ადამიანის რადიკალურად შეცვლისაც. მე კიდევ ეს ენთუზიაზმი დიდი ხანია უკვე მაკლია.

ქალი ოცნება ის კი არ არის, ქალს რომ სურს გახდეს, არამედ ის, რომელსაც მამაკაცი ხედავს

ესეც ალბათ მართალია, იმდენი წყვილია აი, რომ უყურებ და ფიქრობ ნეტა რა მოეწონათ ერთმანეთისო.

კრებულში მთავარი მაინც ალბათ “ოსტენდელი მეოცნებეა”. სინამდვილეში სულ სხვა თემაზეა, მე კიდევ იმაზე ამეკვიატა ფიქრი რატომ ცდილობენ ადამიანები მეორე ადამიანის დავიწყების მიზნით სხვა გარემოში გადასვლას, თუნდაც ისეთში როგორიც ოსტენდეა. რატომ გაურბიან მუდმივად პრობლემებს. როცა ყველაფერი ისევ ისეა და ის აღარ არის შენთან, მაგასთან შეგუებაა მთავარი და არა ყველაფრის რადიკალურად შეცვლა იმის იმედით, რომ დაივიწყებ.

პლაჟის ამბავი მომეწონა კიდევ ძალიან.“თუ სახლებსა და სავაჭრო დაწესებულებებზე ჟამთასვლა აუცილებლად ტოვებს რაღაც ნაკვალევს, ქვიშასა და ტალღებზე არამც და არამც. პლაჟი ის საიდუმლო ბაღია, რომელიც დროისთვის შეუღწეველია და მუდამ ხელიდან უსხლტება.”მოხუცები ამიტომ ეტანებიან სანაპიროებსო.

“ნოეს შვილების” შემდეგ შმიტი შერისხული მყავდა იმდენად ზღაპარივით წამეკითხა ის წიგნი. “ოსტენდელი მეოცნებე” ბევრად სჯობს, გმირები არ რჩებიან შენგან შორს, მარტივი კია, მაგრამ სისულელეაო, არ ფიქრობ, სასიამოვნოდ გეკითხება, განსაკუთრებით დაღილ დაქანცული ძილის წინ კითხვას რომ მოინდომებ.

პოსტის წერაც დავამთავრე და ახლა ვფიქრობ, იქნებ რეალურ ცხოვრებაში მართლა ხდება ისეთი ამბები, ამ წიგნში რომ წავიკითხე

One Comment

Leave a Comment
  1. Mari / Jun 1 2014 12:44 pm

    ფესტივლზეც ვერ ვიყიდე ეს წიგნი. იმიტომ, რომ პალიტრა ელის არც ერთმა გამყიდველმა არ იცოდა, რომელ დახლთან იდო😦

შენი კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: